ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

რემაბირატი

Remabirat

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
მოქმედი ნივთიერება
აბირატერონი (abiraterone)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
Remedica Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
ATC კოდი
L02BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046079
რეგისტრირებულია
3 აგვისტო 2026, მოქმედებს 3 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
ურთიერთქმედების შემოწმებარემაბირატი და სხვა წამალი ერთად

რემაბირატი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული აბირატერონის აცეტატის ან ამ პრეპარატის შემცველი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში).
  • თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ. აბირატერონი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
  • Ra-223-თან ერთად კომბინაციაში (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ).

ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე:

  • თუ გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები
  • თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემების რისკი)
  • თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები
  • თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
  • თუ გაქვთ ქოშინი
  • თუ წონაში სწრაფად მოიმატეთ
  • თუ გაქვთ შეშუპება ტერფებში, კოჭებში, ან ფეხებში
  • თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ მედიკამენტს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ
  • ამ წამლის პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობის შესახებ
  • თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ
  • თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რომელიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატებით.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კანის ან თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება მოხდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, სექსუალური ურთიერთობების სურვილის დაქვეითება (ლიბიდო), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბირატერონის მიღება არ შეიძლება Ra-223-თან ერთად კომბინაციაში, ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო მატების გამო.

თუ გეგმავთ Ra-223-ის მიღებას აბირატერონით და პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, საჭიროა დაელოდოთ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

სისხლის მონიტორინგი

შესაძლებელია აბირატერონმა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე და არ გამოგივლინდეთ ამ დროს რაიმე სიმპტომი. როდესაც იღებთ ამ მედიკამენტს, თქვენი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ეს პრეპარატი ღვიძლზე.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. თუ აბირატერონს შემთხვევით მიიღებს ბავშვი ან მოზარდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას და თან წაიღეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რომ აჩვენოთ სასწრაფო დახმარების ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონმა შეიძლება გააძლიეროს მთელი რიგი მედიკამენტების მოქმედება, მათ შორისაა: გულის დაავადებების სამკურნალო წამლები, ტრანქვილიზატორები, დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, მცენარეული მედიკამენტები (მაგ., კრაზანა) და სხვა. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამ მედიკამენტების დოზის შეცვლა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბირტერონის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ან აბირატერონის არაეფექტური მოქმედება, როგორც ეს საჭირო იყო.

ანდროგენული დეპრივაციის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემებთან დაკავშირებული რისკი.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტს:

  • რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
  • რომელიც ცნობილია, რომ ზრდის გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და როგორ ნარკომანიის დეტოქსიკაციის ნაწილი), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ნეიროლეპტიკური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს.

რემაბირატის მიღება საკვებთან ერთად

  • ეს პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხილეთ თავი 3, „ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება“).
  • რემაბირატის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვთარება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რემაბირატის არ გამოიყენება ქალებში.

ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არ

დაბადებულ ბავშვს, თუ მას მიიღებენ ორსული ქალები.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შესაძლებელია დაორსულდეს, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულთან, გამოიყენეთ პრეზერვატივი, რათა დაიცვათ ჯერ არდაბადებული ბავშვი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს პრეპარატი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოქმედებდეს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის თქვენს უნარზე.

დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

რემაბირატი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

რემაბირატი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პრეაპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

რემაბირატის ცალკეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი" პრეპარატია.

როგორ მიიღება რემაბირატი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა დოზა უნდა უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (ოთხი 250 მგ-იანი ტაბლეტი ან ორი 500 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების წესები

ეს პრეპარატი მიიღება პერორალურად.

რემაბირატი არ მიიღება საკვებთან ერთად.

რემაბირატი მიიღება ჭამამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ (იხილეთთავი 2, „რემაბირატის მიღება საკვებთან ერთად“).

საჭიროა ტაბლეტების გადაყლაპვა წყალთან ერთად.

ტაბლეტების დამტვრება არ უნდა მოხდეს.

რემაბირატი მიიღება პრედნიზოლონთან ერთად. პრედნიზოლონის მიღება აუცილებელია ზუსტად ექიმის ინსტრუქციის მიიხედვით.

რემაბირატის მიღებისას პრედნიზოლონის მიღება ხდება ყოველდღე.

თქვენ მიერ მიღებული პრედნიზოლონის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს, თუ დაგჭირდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თქვენი ექიმი გეტყვით, საჭიროა თუ არა თქვენ მიერ მისაღები პრედნიზოლონის ოდენობიც შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზოლონის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები რემაბირატის და პრედნიზოლონის მიღებისას.

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი რემაბირატი

თუ მიიღებთ იმაზე მეტი პრეპარატი, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კლინიკას.

თუ დაგავიწყდათ რემაბირატის მიღება

თუ დაგავიწყდათ რემაბირატის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა მომდევნო დღეს.

თუ დაგავიწყდათ რემაბირატის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლად.

თუ შეწყვეტთ რემაბირატის მიღებას

არ შეწყვიტოთ რემაბირატის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება რემაბირატი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის რემაბირატი და რისთვის გამოიყენება

რემაბირატი შეიცავს წამალს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. იგი გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, როდესაც კიბო გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებში. რემაბირატი იწვევს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავების შეწყვეტას; ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება.

როდესაც რემაბირატი ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, სადაც ის ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას, იგი გამოიყენება მკურნალობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ტესტოსტერონის შემცირებას (ანდროგენული დეპრივაციის თერაპია).

როდესაც თქვენ იღებთ ამ პრეპარატს, თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, სახელად პრედნიზოლონი. ეს ამცირებს ისეთ რისკებს, რაც უკავშირდება მაღალ არტერიულ წნევას, ორგანიზმში ჭარბი წყლის დაგროვებას (სითხის შეკავების) ან სისხლში კალიუმის სახელით ცნობილი ქიმიური ნივთიერების დონის დაქვეითებას.

რა უნდა იცოდეთ რემაბირატის მიღებამდე

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი.

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აბირატერონის აცეტატს.

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.

  • სხვა ინგრედიენტებია:

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები:

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი (E1201), ცელულოზა მიკროკრისტალური (E460), ლაქტოზა მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b).

იხილეთ თავი 2, „დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები“

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რემაბირატი აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები

რემაბირატი აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები

აბირატერონის აცეტატი

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ინსტრუქცია, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცეთ მას სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რა არის რემაბირატი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ რემაბირატის მიღებამდე

როგორ მიიღება რემაბირატიუ

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება რემაბირატი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის რემაბირატი და რისთვის გამოიყენება

რემაბირატი შეიცავს წამალს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. იგი გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, როდესაც კიბო გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებში. რემაბირატი იწვევს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავების შეწყვეტას; ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება.

როდესაც რემაბირატი ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, სადაც ის ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას, იგი გამოიყენება მკურნალობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ტესტოსტერონის შემცირებას (ანდროგენული დეპრივაციის თერაპია).

როდესაც თქვენ იღებთ ამ პრეპარატს, თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, სახელად პრედნიზოლონი. ეს ამცირებს ისეთ რისკებს, რაც უკავშირდება მაღალ არტერიულ წნევას, ორგანიზმში ჭარბი წყლის დაგროვებას (სითხის შეკავების) ან სისხლში კალიუმის სახელით ცნობილი ქიმიური ნივთიერების დონის დაქვეითებას.

რა უნდა იცოდეთ რემაბირატის მიღებამდე

არ მიიღოთ რემაბირატი

  • თუ ხართ ალერგიული აბირატერონის აცეტატის ან ამ პრეპარატის შემცველი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში).
  • თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ. აბირატერონი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
  • Ra-223-თან ერთად კომბინაციაში (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ).

ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე:

  • თუ გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები
  • თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემების რისკი)
  • თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები
  • თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
  • თუ გაქვთ ქოშინი
  • თუ წონაში სწრაფად მოიმატეთ
  • თუ გაქვთ შეშუპება ტერფებში, კოჭებში, ან ფეხებში
  • თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ მედიკამენტს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ
  • ამ წამლის პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობის შესახებ
  • თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ
  • თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რომელიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატებით.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კანის ან თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება მოხდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, სექსუალური ურთიერთობების სურვილის დაქვეითება (ლიბიდო), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბირატერონის მიღება არ შეიძლება Ra-223-თან ერთად კომბინაციაში, ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო მატების გამო.

თუ გეგმავთ Ra-223-ის მიღებას აბირატერონით და პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, საჭიროა დაელოდოთ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

სისხლის მონიტორინგი

შესაძლებელია აბირატერონმა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე და არ გამოგივლინდეთ ამ დროს რაიმე სიმპტომი. როდესაც იღებთ ამ მედიკამენტს, თქვენი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ეს პრეპარატი ღვიძლზე.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. თუ აბირატერონს შემთხვევით მიიღებს ბავშვი ან მოზარდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას და თან წაიღეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რომ აჩვენოთ სასწრაფო დახმარების ექიმს.

სხვა მედიკამენტები და რემაბირატი

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონმა შეიძლება გააძლიეროს მთელი რიგი მედიკამენტების მოქმედება, მათ შორისაა: გულის დაავადებების სამკურნალო წამლები, ტრანქვილიზატორები, დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, მცენარეული მედიკამენტები (მაგ., კრაზანა) და სხვა. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამ მედიკამენტების დოზის შეცვლა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბირტერონის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ან აბირატერონის არაეფექტური მოქმედება, როგორც ეს საჭირო იყო.

ანდროგენული დეპრივაციის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემებთან დაკავშირებული რისკი.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტს:

  • რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
  • რომელიც ცნობილია, რომ ზრდის გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და როგორ ნარკომანიის დეტოქსიკაციის ნაწილი), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ნეიროლეპტიკური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს.

რემაბირატის მიღება საკვებთან ერთად

  • ეს პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხილეთ თავი 3, „ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება“).
  • რემაბირატის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვთარება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რემაბირატის არ გამოიყენება ქალებში.

ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არ

დაბადებულ ბავშვს, თუ მას მიიღებენ ორსული ქალები.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შესაძლებელია დაორსულდეს, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულთან, გამოიყენეთ პრეზერვატივი, რათა დაიცვათ ჯერ არდაბადებული ბავშვი.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ეს პრეპარატი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოქმედებდეს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის თქვენს უნარზე.

დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

რემაბირატი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

რემაბირატი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პრეაპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

რემაბირატის ცალკეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი" პრეპარატია.

როგორ მიიღება რემაბირატი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა დოზა უნდა უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (ოთხი 250 მგ-იანი ტაბლეტი ან ორი 500 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების წესები

ეს პრეპარატი მიიღება პერორალურად.

რემაბირატი არ მიიღება საკვებთან ერთად.

რემაბირატი მიიღება ჭამამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ (იხილეთთავი 2, „რემაბირატის მიღება საკვებთან ერთად“).

საჭიროა ტაბლეტების გადაყლაპვა წყალთან ერთად.

ტაბლეტების დამტვრება არ უნდა მოხდეს.

რემაბირატი მიიღება პრედნიზოლონთან ერთად. პრედნიზოლონის მიღება აუცილებელია ზუსტად ექიმის ინსტრუქციის მიიხედვით.

რემაბირატის მიღებისას პრედნიზოლონის მიღება ხდება ყოველდღე.

თქვენ მიერ მიღებული პრედნიზოლონის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს, თუ დაგჭირდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თქვენი ექიმი გეტყვით, საჭიროა თუ არა თქვენ მიერ მისაღები პრედნიზოლონის ოდენობიც შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზოლონის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები რემაბირატის და პრედნიზოლონის მიღებისას.

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი რემაბირატი

თუ მიიღებთ იმაზე მეტი პრეპარატი, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კლინიკას.

თუ დაგავიწყდათ რემაბირატის მიღება

თუ დაგავიწყდათ რემაბირატის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა მომდევნო დღეს.

თუ დაგავიწყდათ რემაბირატის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლად.

თუ შეწყვეტთ რემაბირატის მიღებას

არ შეწყვიტოთ რემაბირატის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პირს არ უვითარდება.

შეწყვიტეთ რემაბირატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:

  • კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები ან გახშირებული გულისცემა (პალპიტაცია). ეს შეიძლება იყოს ნიშნები იმისა, რომ თქვენს სისხლში კალიუმის დონე დაბალია.

სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში):

სითხე ფეხებში ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფუნქციური ტესტის მატება, მაღალი წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პირში):

ცხიმის მაღალი დონე სისხლში, გულმკერდის არეში ტკივილი, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, სწრაფი გულისცემა, მძიმე ინფექციები, რომელსაც ეწოდება სეფსისი, ძვლების მოტეხილობები, საჭმლის მონელების დარღვევა, სისხლი შარდში, გამონაყარი.

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირშ):

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებულია მარილისა და წყლის პრობლემებთან), ნორმიდან გადახრილი გულის რითმი (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პირში):

ფილტვების გაღიზიანება (ასევე ეწოდება ალერგიული ალვეოლიტი).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე ეწოდება ღვიძლის მწვავე უკმარისობა).

უცნობია (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

გულის შეტევა, ეკგ-ზე ცვლილებები - ელექტროკარდიოგრამა (QT გახანგრძლივება) და სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, შეშუპებული სახე, ტუჩები, ენა ან ყელი, ან გამონაყარი ქავილით.

ძვლის მასის დაკარგვა შეიძლება მოხდეს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოსთვის. რემაბირატმა პრედნიზოლონთან ერთად კომ ბინაციაში შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის დაკარგვა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გაგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინების საშუალებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

კვიპროსი

ფარმაცევტული მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოზია

ტელ: +357 22608607

ფაქსი: +357 22608669

ვებსაიტი: www.moh.gov.cy/phs

როგორ ინახება რემაბირატი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რემაბირატი

აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი.

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აბირატერონის აცეტატს.

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.

  • სხვა ინგრედიენტებია:

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები:

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი (E1201), ცელულოზა მიკროკრისტალური (E460), ლაქტოზა მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b).

იხილეთ თავი 2, „დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები“

გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ“.

ტაბლეტის გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (E1521), ტალკი (E553b)

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები:

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი (E1201), ცელულოზა მიკროკრისტალური (E460), ლაქტოზა მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b).

იხილეთ თავი 2, „დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები“

გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ“.

ტაბლეტის გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (E1521), ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172).

როგორ გამოიყურება რემაბირატი და შეფუთვის შიგთავსი

რემაბირატი აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები: თეთრიდან მოთეთრო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული „250“.

რემაბირატი აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები: იასამნისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული „500“.

შეფუთვის ზომები:

რემაბირატი აპკიანი გარსით დაფარული 250 მგ-იანი ტაბლეტები:

მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ალუმინის-PVC/PE/PVDC ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შეფუთვაში შედის 30, 60, 112 ან 120 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ალუმინის-PVC/PE/PVDC პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ერთ ბოთლს, რომელიც დახურულია ბავშვებისადმი გამძლე პლასტმასის თავსახურით. ბოთლი შეიცავს ჟანგბადის შთამნთქმელ ერთ კონტეინერს. არ გადაყლაპოთ საშრობი. შეფუთვაში შედის 120 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

რემაბირატის აპკიანი გარსით დაფარული 500 მგ-იანი ტაბლეტები:

მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ალუმინის-PVC/PE/PVDC ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შეფუთვაში შედის 30, 56 ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ალუმინის-PVC/PE/PVDC პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შეფუთვაში შედის 30x1, 56x1 ან 60x1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ერთ ბოთლს, რომელიც დახურულია ბავშვებისადმი გამძლე პლასტმასის თავსახურით. ბოთლი შეიცავს ჟანგბადის შთამნთქმელ ერთ კონტეინერს. არ გადაყლაპოთ საშრობი.

შეფუთვაში შედის 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შპს „რემედიკა“

აჰარნონის ქ. ლიმასოლის ინდუსტრიული შენობა (Aharnon Str., Limassol Industrial Estate),

3056 ლიმასოლი, კვიპროსი

ამ ბროშურის ბოლო გადახედვის თარიღია: 05/2023

მხოლოდ ორგანიზაციის შიდა გამოყენებისთვის: cy-pl-remabirat-fc-tabs-a6

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა