ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ტრიტიკო

TRITTICO®

რეცეპტით60მგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
ტრაზოდონის (trazodone)
ფორმა და შეფუთვა
60მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი მინის საწვეთურიანი ბოთლი №1
მწარმოებელი
Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco - A.C.R.A.F. S.p.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-045969
რეგისტრირებულია
21 ივლისი 2026, მოქმედებს 21 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სიტაკო თრეიდინგ ეფზისიოს წარმომადგენლობა საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებატრიტიკო და სხვა წამალი ერთად

ტრიტიკო — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 25-50 მგ (რაც შეესაბამება 13-25 წვეთს) 2-3-ჯერ დღეში. ტრიტიკოს 60 მგ/მლ პერორალური წვეთების ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 2 მგ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს.

ექიმი მკურნალობას იწყებს საღამოს მისაღები დოზით, რის შემდეგაც, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაგინიშნავთ გაზრდილ დღიურ დოზებს.

ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები

საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ან რამდენიმე დოზად. კარგი ამტანობის შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 300 მგ-ს დღეში.

ტრიტიკოს გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.

მიღებისა და გამოყენების ინსტრუქცია

წვეთები გახსენით მცირე რაოდენობის წყალში ან სხვა სითხეში, სასურველია მიიღოთ კვების შემდეგ. ტრიტიკოს მიღება საკვების შემდეგ ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

ბავშვების მიერ პრეპარატის შემთხვევით არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, შეფუთვა აღჭურვილია დამცავი კაფსულით. გახსენით და დაკეტეთ შემდეგი წესით:

გახსნა:

დააჭირეთ და დაატრიალეთ

დაკეტვა

დააჭირეთ და მჭიდროდ დაატრიალეთ

110934512382500

109347014097000

მკურნალობის ხანგრძლივობა

მიიღეთ პრეპარატი იმ ხანგრძლივობით, როგორც ექიმმა დაგინიშნათ.

თუ მიიღეთ ტრიტიკოს ჭარბი დოზა

ტრიტიკოს ჭარბი დოზის შემთხვევით მიღებისას/გამოყენებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის ფურცელი-ჩანართი.

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ძილიანობა

თავბრუსხვევა

გულისრევა

ღებინება

ყველაზე მძიმე შემთხვევებში:

კომა

ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება)

ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)

ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, რაც იწვევს ზოგად სისუსტეს)

კრუნჩხვები

სუნთქვის ძლიერ გაძნელება

გულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ბრადიკარდია (გულისცემის შენელება, ანუ წუთში გულის შეკუმშვათა რაოდენობის შემცირება), არითმია (გულის რიტმის დარღვევა). ეს სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში.

სიმპტომების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში.

თუ დაგავიწყდათ ტრიტიკოს მიღება

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ ჭარბად მოიხმართ ალკოჰოლს;

თუ ჭარბი რაოდენობით იღებთ საძილე საშუალებებს (ჰიპნოზური პრეპარატები);

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ;

ტრიტიკო არ ინიშნება ბავშვებში ან მოზარდებში.

სიფრთხილის ზომები

ტრიტიკოს მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს:

თუ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა შეამჩნიეთ დეპრესიის გაუარესება, ჩვეული ქცევის შეცვლა ან თუ გაგიჩნდათ სუიციდური აზრები. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს;

თუ გაწუხებთ ეპილეფსია, ექიმი უნდა მოერიდოს დოზის მკვეთრ ზრდას ან შემცირებას;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით კი მძიმე ფორმით (ღვიძლის უკმარისობა);

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით კი მძიმე ფორმით (თირკმლის უკმარისობა);

თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და გულის დაავადებები, მათ შორის: ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გულის გამტარობის სისტემის დარღვევები, ბოლო პერიოდში გადატანილი გაქვთ გულის შეტევა;

თუ გაწუხებთ ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა);

თუ გაწუხებთ შარდვის გაძნელება, როგორიც არის პროსტატის ჰიპერტროფია (წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის გაზრდა);

თუ გაწუხებთ მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ გაქვთ შიზოფრენია ან სხვა ფსიქიკური აშლილობა, რადგან ტრიტიკოს გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ამ დაავადებების სიმპტომები, მაგ.: პარანოიის გამწვავება (არარეალური ფაქტების რწმენა). იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“;

თუ გაქვთ ყელის ტკივილი და ცხელება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ანალიზები, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს სისხლის დაავადებაზე (აგრანულოციტოზი);

თუ გაქვთ შეუძლოდ ყოფნის და გულის წასვლის შეგრძნება (განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას ან საწოლიდან ადგომისას), რადგან ეს შესაძლოა მიუთითებდეს დაბალ არტერიულ წნევაზე;

მამაკაცების შემთხვევაში თუ აღინიშნება გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია. ამგვარი სიმპტომის გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ მკურნალობა

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის

ხანდაზმულმა პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ აღნიშნული პრეპარატი, რადგან იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორიც არის არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია) ან ძილიანობა.

თუ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა შეამჩნიეთ რომელიმე ამგვარი გვერდითი ეფექტი, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც უზრუნველყოფს მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე დოზის მომატების წინ და პროცესში.

თუ გაწუხებთ რომელიმე სხვა დაავადება ან იღებთ სხვა პრეპარატებს (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და ტრიტიკო“), აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს აუცილებელ ზომებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის ზრდის თავიდან ასაცილებლად.

გავლენა შარდის ანალიზებზე

თუ ტრიტიკოს მიღების პერიოდში გიტარდებათ შარდის ტესტი ნარკოტიკულ სკრინინგზე სპეციფიკური მეთოდით (იმუნოლოგიური ტესტით), პასუხი შესაძლოა იყოს ცრუ დადებითი ამფეტამინზე. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ ანალიზის ჩატარება სხვა მეთოდების გამოყენებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ტრიტიკოს შესაძლო გვერდით ეფექტებს:

პრეპარატები, რომლებიც ცვლიან ღვიძლის ფუნქციონირებას, როგორიც არის:

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

რიტონავირი, ინდინავირი (აივ ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

ნეფაზოდონი (სხვადასხვა ფორმის დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ტრიტიკო მიიღეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრიტიკო ახდენს მსუბუქ ან ზომიერ გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, შესაბამისად, გამოიჩინეთ სიფრთხილე ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს. არ მართოთ ტრანსპორტი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ძილიანობა, სედაცია, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან მხედველობის დაბინდვა.

ტრიტიკო 60 მგ/მლ პერორალური წვეთები, ხსნარი შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:

პროპილენ გლიკოლი: პრეპარატის თითო დოზა (0.83 მლ, რაც შეესაბამება 25 წვეთს) შეიცავს 249 მგ პროპილენ გლიკოლს, რაც ეკვივალენტურია 249 მგ/0.83 მლ-სა.

ნატრიუმი: პრეპარატის თითო დოზა (0.83 მლ, რაც შეესაბამება 25 წვეთს) შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

  • ტრიტიკოს შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ტრიტიკო და რისთვის გამოიყენება

ტრიტიკო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. „ანტიდეპრესანტების“ ჯგუფს.

ტრიტიკო გამოიყენება მოზრდილებში დეპრესიის სამკურნალოდ, მათ შორის შფოთვის თანხლებისას.

  • რა უნდა იცოდეთ ტრიტიკოს მიღებამდე

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი (100 მლ ხსნარი შეიცავს 6 გ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს, რაც 5.5 გ ტრაზოდონის ეკვივალენტურია. 1 წვეთი შეესაბამება 2 მგ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს).

სხვა ინგრედიენტები: პროპილენ გლიკოლი (იხ. ნაწილი „ტრიტიკო შეიცავს პროპილენ გლიკოლს“), მაკროგოლი 400, პროპილ გალატი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სუკრალოზა, უწყლო ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი.

როგორია ტრიტიკო გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში

ტრიტიკოს პერორალური წვეთები წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე ან ოდნავ ყვითელი შეფერილობის ხსნარს, რომელიც შევსებულია 30 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონში, დახურულია პოლიპროპილენის (PP) საცობით, აქვს პოლიეთილენის (PE) პირველადი გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმი და პოლიპროპილენის საწვეთური-აპლიკატორი.

საწვეთური-აპლიკატორი აღჭურვილია თერმოპლასტიკური ელასტომერისგან (TPE) დამზადებული თავით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ანჯელინი ფარმა ს.პ.ა. (Angelini Pharma S.p.A.)

ვიალე ამელია 70-00181 რომი

მწარმოებელი

აზიენდე ქიმიკე რიუნაიტ ანჯელინი ფრანჩესკო - A.C.R.A.F. ს.პ.ა. (Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco - A.C.R.A.F. S.p.A.)

ვია ვექია დელ პინოქიო, 22 - 60131 ანკონა.

ფურცელი-ჩანართის ბოლო განახლების თარიღი: აპრილი, 2025 წელი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტრიტიკო 60 მგ/მლ პერორალური წვეთები, ხსნარი

ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს;

აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს, მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა, რადგან შეიძლება ავნოს მათ;

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღინიშნა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რას წარმოადგენს ტრიტიკო და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ტრიტიკოს მიღებამდე
  • ტრიტიკოს მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ტრიტიკოს შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ტრიტიკო და რისთვის გამოიყენება

ტრიტიკო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. „ანტიდეპრესანტების“ ჯგუფს.

ტრიტიკო გამოიყენება მოზრდილებში დეპრესიის სამკურნალოდ, მათ შორის შფოთვის თანხლებისას.

  • რა უნდა იცოდეთ ტრიტიკოს მიღებამდე

არ მიიღოთ ტრიტიკო

თუ გაქვთ ალერგია ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ ჭარბად მოიხმართ ალკოჰოლს;

თუ ჭარბი რაოდენობით იღებთ საძილე საშუალებებს (ჰიპნოზური პრეპარატები);

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ;

ტრიტიკო არ ინიშნება ბავშვებში ან მოზარდებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრიტიკოს მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს:

თუ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა შეამჩნიეთ დეპრესიის გაუარესება, ჩვეული ქცევის შეცვლა ან თუ გაგიჩნდათ სუიციდური აზრები. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს;

თუ გაწუხებთ ეპილეფსია, ექიმი უნდა მოერიდოს დოზის მკვეთრ ზრდას ან შემცირებას;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით კი მძიმე ფორმით (ღვიძლის უკმარისობა);

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით კი მძიმე ფორმით (თირკმლის უკმარისობა);

თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და გულის დაავადებები, მათ შორის: ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გულის გამტარობის სისტემის დარღვევები, ბოლო პერიოდში გადატანილი გაქვთ გულის შეტევა;

თუ გაწუხებთ ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა);

თუ გაწუხებთ შარდვის გაძნელება, როგორიც არის პროსტატის ჰიპერტროფია (წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის გაზრდა);

თუ გაწუხებთ მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ გაქვთ შიზოფრენია ან სხვა ფსიქიკური აშლილობა, რადგან ტრიტიკოს გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ამ დაავადებების სიმპტომები, მაგ.: პარანოიის გამწვავება (არარეალური ფაქტების რწმენა). იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“;

თუ გაქვთ ყელის ტკივილი და ცხელება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ანალიზები, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს სისხლის დაავადებაზე (აგრანულოციტოზი);

თუ გაქვთ შეუძლოდ ყოფნის და გულის წასვლის შეგრძნება (განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას ან საწოლიდან ადგომისას), რადგან ეს შესაძლოა მიუთითებდეს დაბალ არტერიულ წნევაზე;

მამაკაცების შემთხვევაში თუ აღინიშნება გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია. ამგვარი სიმპტომის გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ მკურნალობა

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის

ხანდაზმულმა პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ აღნიშნული პრეპარატი, რადგან იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორიც არის არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია) ან ძილიანობა.

თუ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა შეამჩნიეთ რომელიმე ამგვარი გვერდითი ეფექტი, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც უზრუნველყოფს მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე დოზის მომატების წინ და პროცესში.

თუ გაწუხებთ რომელიმე სხვა დაავადება ან იღებთ სხვა პრეპარატებს (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და ტრიტიკო“), აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს აუცილებელ ზომებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის ზრდის თავიდან ასაცილებლად.

გავლენა შარდის ანალიზებზე

თუ ტრიტიკოს მიღების პერიოდში გიტარდებათ შარდის ტესტი ნარკოტიკულ სკრინინგზე სპეციფიკური მეთოდით (იმუნოლოგიური ტესტით), პასუხი შესაძლოა იყოს ცრუ დადებითი ამფეტამინზე. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ ანალიზის ჩატარება სხვა მეთოდების გამოყენებით.

სხვა პრეპარატები და ტრიტიკო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ტრიტიკოს შესაძლო გვერდით ეფექტებს:

პრეპარატები, რომლებიც ცვლიან ღვიძლის ფუნქციონირებას, როგორიც არის:

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

რიტონავირი, ინდინავირი (აივ ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

ნეფაზოდონი (სხვადასხვა ფორმის დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი).

არ მიიღოთ ტრიტიკო აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში ექიმი შეამცირებს ტრიტიკოს დოზას.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები). არ მიიღოთ ეს პრეპარატები ტრაზოდონთან ერთად;

ფლუოქსეტინი (შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი);

ნეიროლეპტიკები (ფსიქიკური აშლილობების, მაგ.: შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები);

ფენოთიაზინები (ფსიქიკური აშლილობების, მაგ.: შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები), როგორიც არის ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი, ლევომეპრომაზინი, პერფენაზინი;

პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ანუ იწვევენ ცვლილებებს ელექტროკარდიოგრამაზე;

კრაზანას პრეპარატები (hypericum ან St. John's wort - მცენარე, რომელიც გამოიყენება ანტიდეპრესანტის სახით).

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ტრიტიკოს ეფექტს

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები);

ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი). ექიმი გააკონტროლებს მდგომარეობას, რათა შეაფასოს ტრიტიკოს დოზის გაზრდის საჭიროება;

ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება როგორც სედატიური, საანესთეზიო, ეპილეფსიის საწინააღმდეგო და ჰიპნოზური საშუალებები).

პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ტრიტიკოს ეფექტს

ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატი).

სხვა პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ტრიტიკოსთან

ანტიფსიქოზური პრეპარატები (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ), ჰიპნოზური პრეპარატები (საძილე აბები), სედატიური პრეპარატები (ტრანკვილიზატორები), ანქსიოლიზური პრეპარატები (შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები) და ანტიჰისტამინური პრეპარატები (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ), რადგან შესაძლოა გაძლიერდეს მათი სედატიური ეფექტი. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა შეამციროს ამ პრეპარატების დოზა. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs) (შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები). არ მიიღოთ ტრაზოდონი MAOIs-ის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. ასევე, არ არის რეკომენდებული MAOIs-ის გამოყენება ტრაზოდონის შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში;

საანესთეზიო საშუალებები. თუ გეგმავთ ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც მოითხოვს აქროლადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას, აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ტრიტიკოს, რადგან ტრიტიკომ შესაძლოა გააძლიეროს საანესთეზიო საშუალების ეფექტი;

მიორელაქსანტები (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას). თუ გეგმავთ ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც მოითხოვს მიორელაქსანტების გამოყენებას, აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ტრიტიკოს, რადგან ტრიტიკომ შესაძლოა გააძლიეროს ამ პრეპარატების ეფექტი;

L-დოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები), რადგან შესაძლოა შესუსტდეს L-დოპას ეფექტი;

კლონიდინი (მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატი), რადგან ტრაზოდონმა შესაძლოა შეამციროს კლონიდინის ეფექტი;

ანტიკოაგულანტები და/ან ანტიაგრეგანტები (სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები): შესაძლოა შემცირდეს კოაგულაციის უნარი, რაც ზრდის სისხლდენის რისკს;

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები), რადგან აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა შეამციროს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დოზა;

დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი).

ტრიტიკოს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ტრიტიკო, თუ ჭარბად მოიხმართ ალკოჰოლს (იხ. ნაწილი „არ მიიღოთ ტრიტიკო“). ტრაზოდონი აძლიერებს ალკოჰოლის სედატიურ ეფექტს, ამიტომ მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას ტრაზოდონით მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ტრიტიკო მიიღეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრიტიკო ახდენს მსუბუქ ან ზომიერ გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, შესაბამისად, გამოიჩინეთ სიფრთხილე ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს. არ მართოთ ტრანსპორტი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ძილიანობა, სედაცია, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან მხედველობის დაბინდვა.

ტრიტიკო 60 მგ/მლ პერორალური წვეთები, ხსნარი შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:

პროპილენ გლიკოლი: პრეპარატის თითო დოზა (0.83 მლ, რაც შეესაბამება 25 წვეთს) შეიცავს 249 მგ პროპილენ გლიკოლს, რაც ეკვივალენტურია 249 მგ/0.83 მლ-სა.

ნატრიუმი: პრეპარატის თითო დოზა (0.83 მლ, რაც შეესაბამება 25 წვეთს) შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • ტრიტიკოს მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 25-50 მგ (რაც შეესაბამება 13-25 წვეთს) 2-3-ჯერ დღეში. ტრიტიკოს 60 მგ/მლ პერორალური წვეთების ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 2 მგ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს.

ექიმი მკურნალობას იწყებს საღამოს მისაღები დოზით, რის შემდეგაც, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაგინიშნავთ გაზრდილ დღიურ დოზებს.

ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები

საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ან რამდენიმე დოზად. კარგი ამტანობის შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 300 მგ-ს დღეში.

ტრიტიკოს გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.

მიღებისა და გამოყენების ინსტრუქცია

წვეთები გახსენით მცირე რაოდენობის წყალში ან სხვა სითხეში, სასურველია მიიღოთ კვების შემდეგ. ტრიტიკოს მიღება საკვების შემდეგ ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

ბავშვების მიერ პრეპარატის შემთხვევით არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, შეფუთვა აღჭურვილია დამცავი კაფსულით. გახსენით და დაკეტეთ შემდეგი წესით:

გახსნა:

დააჭირეთ და დაატრიალეთ

დაკეტვა

დააჭირეთ და მჭიდროდ დაატრიალეთ

110934512382500

109347014097000

მკურნალობის ხანგრძლივობა

მიიღეთ პრეპარატი იმ ხანგრძლივობით, როგორც ექიმმა დაგინიშნათ.

თუ მიიღეთ ტრიტიკოს ჭარბი დოზა

ტრიტიკოს ჭარბი დოზის შემთხვევით მიღებისას/გამოყენებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის ფურცელი-ჩანართი.

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ძილიანობა

თავბრუსხვევა

გულისრევა

ღებინება

ყველაზე მძიმე შემთხვევებში:

კომა

ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება)

ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)

ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, რაც იწვევს ზოგად სისუსტეს)

კრუნჩხვები

სუნთქვის ძლიერ გაძნელება

გულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ბრადიკარდია (გულისცემის შენელება, ანუ წუთში გულის შეკუმშვათა რაოდენობის შემცირება), არითმია (გულის რიტმის დარღვევა). ეს სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში.

სიმპტომების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში.

თუ დაგავიწყდათ ტრიტიკოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ წყვეტთ ტრიტიკოთი მკურნალობას

არ შეწყვიტოთ ტრაზოდონით მკურნალობა უეცრად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ხანგრძლივად იყენებდით. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი აბსტინენციის სიმპტომები, როგორიც არის გულისრევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა შეამჩნიეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება);

დეპრესიის გაუარესება მანიაკალური ქცევით (აკვიატებული იდეები და/ან ქცევა);

პრიაპიზმი (პათოლოგიური ან ხანგრძლივი ერექცია).

თუ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა შეამჩნიეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

სუიციდური აზრები ან ქცევა ან ქცევის ნებისმიერი სხვა ცვლილება. ეს ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მკურნალობის პერიოდში, ისე მკურნალობის შეწყვეტიდან ადრეულ ეტაპზე, რის გამოც ექიმი უზრუნველყოფს თქვენს მონიტორინგს.

გარდა ამისა, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირეც უცნობია:

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

აგრანულოციტოზი/ლეიკოპენია (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება);

ეოზინოფილია (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება);

თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

ანემია (სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს სისხლში);

ალერგიული რეაქციები;

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში ნატრიუმის დაბალი დონით);

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება;

წონის კლება, მადის დაკარგვა წონის მკვეთრი კლებით, მადის მომატება;

გონების არევა, უძილობა, დეზორიენტაცია, შფოთვა, ნერვიულობა და აგზნება (ზოგჯერ შეიძლება გადაიზარდოს დელირიუმში);

დელირიუმი, აგრესიული რეაქციები, ჰალუცინაციები (არარსებული საგნებისა თუ მოვლენების აღქმა) კოშმარული სიზმრები;

ლიბიდოს დაქვეითება;

მოხსნის სინდრომი (აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენა, მათ შორის გულისრევა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა);

სეროტონინის სინდრომი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია „სეროტონინის“ ეფექტის გადაჭარბებული მატებით და იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, მათ შორის თავის ტკივილს, აგზნებას, დეზორიენტაციას, ჰალუცინაციებსა და კომას);

კრუნჩხვები;

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ნერვული სისტემის მძიმე დაავადება);

თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი;

ძილიანობა, მოუსვენრობა, ყურადღების დაქვეითება;

ტრემორი;

მხედველობის დაბინდვა;

მეხსიერების დაკარგვა;

კუნთების შეკუმშვები (მიოკლონუსი);

ექსპრესიული აფაზია (მეტყველების დარღვევა);

მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია);

კუნთოვანი ტონუსის დარღვევა (დისტონია);

გემოვნების შეცვლა;

გულის არითმია (გულის რიტმის დარღვევა), ბრადიკარდია (წუთში გულისცემის რაოდენობის შემცირება), ტაქიკარდია (წუთში გულისცემის რაოდენობის მომატება), ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები;

ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია (სისხლის წნევის მკვეთრი ვარდნა წამოდგომისას);

სინკოპე (გულის წასვლა);

ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);

ცხვირის გაჭედვა, დისპნოე (სუნთქვის გაძნელება);

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ტკივილი მუცლის არეში, გასტროენტერიტი (კუჭისა და ნაწლავების საწყისი ნაწილის ანთება), ნერწყვდენის მომატება, პარალიზური ილეუსი (ნაწლავთა გაუვალობა);

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის ღვიძლის დაზიანება და ქოლესტაზი);

გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა);

ტკივილი ხელებსა და ფეხებში, ზურგის ტკივილი, მიალგია (კუნთების ტკივილი), ართრალგია (სახსრების ტკივილი);

შარდვის დარღვევები, შარდის შეუკავებლობა (შარდის უნებლიე გამოყოფა) ან შარდის შეკავება (შარდვის შეუძლებლობა);

სისუსტე, შეშუპება (სითხის დაგროვებით გამოწვეული), გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება;

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ნივთიერებები ღვიძლში, რომელთა მატებაც შესაძლოა მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება გააკეთოთ პირდაპირ, შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, ვებგვერდზე: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ტრიტიკოს შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე „Exp“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე. პრეპარატის ნებისმიერი ნარჩენი უნდა განადგურდეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრიტიკო

აქტიური ნივთიერება: ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი (100 მლ ხსნარი შეიცავს 6 გ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს, რაც 5.5 გ ტრაზოდონის ეკვივალენტურია. 1 წვეთი შეესაბამება 2 მგ ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს).

სხვა ინგრედიენტები: პროპილენ გლიკოლი (იხ. ნაწილი „ტრიტიკო შეიცავს პროპილენ გლიკოლს“), მაკროგოლი 400, პროპილ გალატი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სუკრალოზა, უწყლო ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი.

როგორია ტრიტიკო გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში

ტრიტიკოს პერორალური წვეთები წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე ან ოდნავ ყვითელი შეფერილობის ხსნარს, რომელიც შევსებულია 30 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონში, დახურულია პოლიპროპილენის (PP) საცობით, აქვს პოლიეთილენის (PE) პირველადი გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმი და პოლიპროპილენის საწვეთური-აპლიკატორი.

საწვეთური-აპლიკატორი აღჭურვილია თერმოპლასტიკური ელასტომერისგან (TPE) დამზადებული თავით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ანჯელინი ფარმა ს.პ.ა. (Angelini Pharma S.p.A.)

ვიალე ამელია 70-00181 რომი

მწარმოებელი

აზიენდე ქიმიკე რიუნაიტ ანჯელინი ფრანჩესკო - A.C.R.A.F. ს.პ.ა. (Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco - A.C.R.A.F. S.p.A.)

ვია ვექია დელ პინოქიო, 22 - 60131 ანკონა.

ფურცელი-ჩანართის ბოლო განახლების თარიღი: აპრილი, 2025 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა