ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები

ნეომიდანტანი 100 მგ მყარი კაფსულები

Neomidantan® 100 mg cietās kapsulas

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადლატვია
მოქმედი ნივთიერება
amantadine
ფორმა და შეფუთვა
100მგ მყარი კაფსულა №50 (5X10)
მწარმოებელი
Olpha AS, ლატვია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ადამანტანის წარმოებულები
ATC კოდი
N04BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045968
რეგისტრირებულია
21 ივლისი 2026, მოქმედებს 21 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებანეომიდანტანი 100 მგ მყარი კაფსულები და სხვა წამალი ერთად

ნეომიდანტანი 100 მგ მყარი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ნეომიდანტანის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ნეომიდანტანი და რისთვის გამოიყენება

ნეომიდანტანი მიეკუთვნება დოფამინერგული პრეპარატების ჯგუფს. ეს სამკურნალო საშუალება ამცირებს კუნთების რიგიდულობას, ასევე მოძრაობისა და სახის გამომეტყველების შეზღუდვას და შენელებას. მედიკამენტს ასევე აქვს ანტივირუსული აქტივობა.

ნეომიდანტანი გამოიყენება:

პარკინსონის დაავადების და მეორადი პარკინსონიზმის სამკურნალოდ (გარდა მედიკამენტური პარკინსონიზმისა);

მოზრდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მგრძნობიარე გრიპის A ვირუსებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის;

პოსტჰერპესული ნევრალგიის სამკურნალოდ.

  • ინფორმაცია ნეომიდანტანის გამოყენებამდე

არ შეიძლება ნეომიდანტანის გამოყენება:

თუ გაქვთ ალერგია ამანტადინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებებზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6);

თუ გაწუხებთ ეპილეფსია;

თუ გაქვთ ან გქონიათ კუჭის წყლული;

თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე უკმარისობა;

თუ ხართ ორსულად;

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი.

არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

ნეომიდანტანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, რადგან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ფსიქიატრიული დარღვევები (გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები);

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები;

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (შეიძლება გაძლიერდეს გულის უკმარისობა და კოჭის შეშუპება);

თუ ხართ ხანდაზმული;

თუ იღებთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა მედიკამენტებს.

ნეომიდანტანის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (NMS) ან კოგნიტური დარღვევები. ასეთი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ნეომიდანტანის მიღება არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად, ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, NMS-ის განვითარება დაფიქსირდა ნეომიდანტანის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას. NMS ვლინდება კუნთების რიგიდობით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ცნობიერების დარღვევით, პულსისა და არტერიული წნევის ცვალებადობით, გულისცემის გახშირებით და გულის არითმიებით (იხ. ნაწილი 4). ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება და მიმართოთ ექიმს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაცია. შარდვის პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღწერილია ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ნეომიდანტანის მიღება და მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება გულისცემის გახშირება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა. არანამკურნალევი დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში უნდა მოერიდოთ ნეომიდანტანის გამოყენებას.

ამანტადინით მკურნალობის დროს აღწერილია სუიციდური აზრებისა და ქმედებების შემთხვევები. თუ გაგიჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები ან მცდელობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ნეომიდანტანით ხანგრძლივი მკურნალობის მიმღებ პაციენტებში ხშირად აღინიშნება Livedo reticularis (მოლურჯო-იისფერი კანი).

გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის დროს (ჩვეულებრივ, სულ მცირე ოთხი კვირის შემდეგ) შეიძლება განვითარდეს პერიფერიული შეშუპება. ეს შეიძლება განვითარდეს Livedo reticularis-ის გამოვლენამდე ან მასთან ერთად. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი მომვლელები შეამჩნევთ, რომ გივითარდებათ სურვილი ან ლტოლვა, მოიქცეთ თქვენთვის უჩვეულოდ და ვერ უძლებთ იმპულსს, სურვილს ან ცდუნებას, რომ არ შეასრულოთ გარკვეული ქმედებები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ან სხვებს. ეს ცნობილია, როგორც იმპულსების კონტროლის დარღვევები; მათ შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა პათოლოგიური აზარტული თამაშები, ჭარბი კვება ან ხარჯვა, ანომალიურად გაზრდილი სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აზრების ან გრძნობების მომატება. ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ნეომიდანტანის დოზის კორექტირება ან მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.

თუ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევა შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

ბავშვები

ნეომიდანტანის 100 მგ კაფსულები არ არის შესაფერისი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, კაფსულაში აქტიური ინგრედიენტის მაღალი შემცველობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მემანტინთან ერთად (აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი).

ამანტადინისა და ანტიქოლინერგული საშუალებების ან ლევოდოპას ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კოშმარები, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან სხვა ქოლინერგული გვერდითი მოვლენები.

არსებობს ცალკეული ცნობები ფსიქოზური სიმპტომების გაუარესების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამანტადინს და ანტიფსიქოზურ პრეპარატებს.

ამანტადინისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ამანტადინისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიამტერენის ერთდროული მიღება ზრდის ამანტადინის ტოქსიკურობას. ამანტადინისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ან ტრიამტერენის ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის.

ბუპროპიონი ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს (ბუპროპიონი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ კრუნჩვის დაბალი ზღვარი).

დომპერიდონი ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტების რისკს.

მეთილდოპა ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტების რისკს.

ქინინმა შეიძლება გაზარდოს ამანტადინის პლაზმური კონცენტრაცია.

ტეტრაბენაზინი ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების რისკს.

ნეომიდანტანის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად

მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ნეომიდანტანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და მხედველობის დაბინდვა.

ნეომიდანტანი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათენთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, აცნობეთ ეს თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ მედიკამენტების სააგენტოს, ჟერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ნეომიდანტანის შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს (EXP) შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, კანკალი, მოძრაობის დარღვევები, გაფართოებული გუგები, რომლებიც მინიმალურად რეაგირებენ სინათლეზე, შარდის შეკავება, მწვავე ფსიქოზი დეზორიენტაციით, ჰალუცინაციები და აგრესიული ქცევა, მხედველობის დაბინდვა, სუნთქვის პრობლემები და გულის არითმიები.

თუ დაგავიწყდათ ნეომიდანტანის მიღება

შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

თუ გსურთ ნეომიდანტანის მიღების შეწყვეტა

ნეომიდანტანის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვდეს თანდათანობით. უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს პარკინსონის სიმპტომების გაზრდა.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10 -დან 1-მდე ადამიანში):

მადის დაკარგვა;

თავის ტკივილები, შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა, თავბრუსხვევა, გაურკვეველი მეტყველება, ტრემორი;

გულისცემის აჩქარება;

„მარმარილოსფერი კანი“, ორთოსტატული ჰიპოტენზია (წონასწორობის დარღვევა სხეულის პოზიციის შეცვლისას);

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე;

ოფლიანობის მომატება;

წვივებისა და კოჭების შეშუპება.

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში):

დაბინდული მხედველობა.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე ადამიანში):

ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია (თვითშეგრძნების დაკარგვა);

დიარეა:

გამონაყარი;

შარდის შეუკავებლობა ან შეკავება (პროსტატის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში);

რქოვანას დაზიანება, რქოვანას შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):

კრუნჩხვები, კოორდინაციის დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (კუნთების შებოჭილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გონების დარღვევა, პულსისა და არტერიული წნევის არასტაბილურობა, გულისცემის და გულის რიტმის დარღვევების გახშირება, ოფლიანობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა), დაბნეულობა, ფსიქოზი;

გულის უკმარისობა;

მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება.

უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

თქვენთვის უჩვეულო ქცევისკენ სწრაფვა - ძლიერი იმპულსები აზარტული თამაშების გადაჭარბებული თამაშისკენ, სექსუალური ინტერესის შეცვლა ან გაზრდა, უკონტროლო, გადაჭარბებული შოპინგი ან ხარჯვა, ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსიური კვება (ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება და შიმშილის დასაკმაყოფილებლად საჭიროზე მეტი).

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ამანტადინის ჰიდროქლორიდი (Amantadini hydrochloridum).

თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ამანტადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა.

მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ნეომიდანტანის გარეგნული ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მყარი თეთრი/თეთრი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ ფხვნილს.

10 კაფსულა ბლისტერში.

5 ბლისტერი (50 კაფსულა) ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ოლფა ას,

რუპნიკუ იელა 5, ოლაინე, ოლაინეს ნოვადს, LV- 2114,

ლატვია

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის გადახედვის თარიღია 12/2024.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ნეომიდანტანი 100 მგ მყარი კაფსულები

ამანტადინის ჰიდროქლორიდი/Amantadini hydrochloridum

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას, მაშინაც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს ნეომიდანტანი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ნეომიდანტანის გამოყენებამდე
  • ნეომიდანტანის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ნეომიდანტანის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ნეომიდანტანი და რისთვის გამოიყენება

ნეომიდანტანი მიეკუთვნება დოფამინერგული პრეპარატების ჯგუფს. ეს სამკურნალო საშუალება ამცირებს კუნთების რიგიდულობას, ასევე მოძრაობისა და სახის გამომეტყველების შეზღუდვას და შენელებას. მედიკამენტს ასევე აქვს ანტივირუსული აქტივობა.

ნეომიდანტანი გამოიყენება:

პარკინსონის დაავადების და მეორადი პარკინსონიზმის სამკურნალოდ (გარდა მედიკამენტური პარკინსონიზმისა);

მოზრდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მგრძნობიარე გრიპის A ვირუსებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის;

პოსტჰერპესული ნევრალგიის სამკურნალოდ.

  • ინფორმაცია ნეომიდანტანის გამოყენებამდე

არ შეიძლება ნეომიდანტანის გამოყენება:

თუ გაქვთ ალერგია ამანტადინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებებზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6);

თუ გაწუხებთ ეპილეფსია;

თუ გაქვთ ან გქონიათ კუჭის წყლული;

თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე უკმარისობა;

თუ ხართ ორსულად;

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი.

არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.

არ გამოიყენოთ მემანტინთან ერთად.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნეომიდანტანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, რადგან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ფსიქიატრიული დარღვევები (გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები);

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები;

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (შეიძლება გაძლიერდეს გულის უკმარისობა და კოჭის შეშუპება);

თუ ხართ ხანდაზმული;

თუ იღებთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა მედიკამენტებს.

ნეომიდანტანის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (NMS) ან კოგნიტური დარღვევები. ასეთი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ნეომიდანტანის მიღება არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად, ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, NMS-ის განვითარება დაფიქსირდა ნეომიდანტანის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას. NMS ვლინდება კუნთების რიგიდობით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ცნობიერების დარღვევით, პულსისა და არტერიული წნევის ცვალებადობით, გულისცემის გახშირებით და გულის არითმიებით (იხ. ნაწილი 4). ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება და მიმართოთ ექიმს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაცია. შარდვის პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღწერილია ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ნეომიდანტანის მიღება და მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება გულისცემის გახშირება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა. არანამკურნალევი დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში უნდა მოერიდოთ ნეომიდანტანის გამოყენებას.

ამანტადინით მკურნალობის დროს აღწერილია სუიციდური აზრებისა და ქმედებების შემთხვევები. თუ გაგიჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები ან მცდელობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ნეომიდანტანით ხანგრძლივი მკურნალობის მიმღებ პაციენტებში ხშირად აღინიშნება Livedo reticularis (მოლურჯო-იისფერი კანი).

გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის დროს (ჩვეულებრივ, სულ მცირე ოთხი კვირის შემდეგ) შეიძლება განვითარდეს პერიფერიული შეშუპება. ეს შეიძლება განვითარდეს Livedo reticularis-ის გამოვლენამდე ან მასთან ერთად. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი მომვლელები შეამჩნევთ, რომ გივითარდებათ სურვილი ან ლტოლვა, მოიქცეთ თქვენთვის უჩვეულოდ და ვერ უძლებთ იმპულსს, სურვილს ან ცდუნებას, რომ არ შეასრულოთ გარკვეული ქმედებები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ან სხვებს. ეს ცნობილია, როგორც იმპულსების კონტროლის დარღვევები; მათ შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა პათოლოგიური აზარტული თამაშები, ჭარბი კვება ან ხარჯვა, ანომალიურად გაზრდილი სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აზრების ან გრძნობების მომატება. ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ნეომიდანტანის დოზის კორექტირება ან მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.

თუ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევა შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

ბავშვები

ნეომიდანტანის 100 მგ კაფსულები არ არის შესაფერისი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, კაფსულაში აქტიური ინგრედიენტის მაღალი შემცველობის გამო.

სხვა მედიკამენტები და ნეომიდანტანი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მემანტინთან ერთად (აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი).

ამანტადინისა და ანტიქოლინერგული საშუალებების ან ლევოდოპას ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კოშმარები, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან სხვა ქოლინერგული გვერდითი მოვლენები.

არსებობს ცალკეული ცნობები ფსიქოზური სიმპტომების გაუარესების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამანტადინს და ანტიფსიქოზურ პრეპარატებს.

ამანტადინისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ამანტადინისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიამტერენის ერთდროული მიღება ზრდის ამანტადინის ტოქსიკურობას. ამანტადინისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ან ტრიამტერენის ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის.

ბუპროპიონი ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს (ბუპროპიონი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ კრუნჩვის დაბალი ზღვარი).

დომპერიდონი ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტების რისკს.

მეთილდოპა ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტების რისკს.

ქინინმა შეიძლება გაზარდოს ამანტადინის პლაზმური კონცენტრაცია.

ტეტრაბენაზინი ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების რისკს.

ნეომიდანტანის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად

მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ნეომიდანტანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და მხედველობის დაბინდვა.

ნეომიდანტანი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათენთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, აცნობეთ ეს თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

  • ნეომიდანტანის გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ნეომიდანტანი უნდა მიიღოთ პერორალურად ჭამის შემდეგ. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სითხესთან ერთად.

პარკინსონის დაავადება, მეორადი პარკინსონიზმი

საწყისი დოზაა 100 მგ დღეში. ერთი კვირის შემდეგ დოზა იზრდება 100 მგ-მდე დღეში ორჯერ.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო მაღალი დოზები. მაქსიმალური დღიური დოზაა 400 მგ.

უკეთესი თერაპიული ეფექტი მიიღწევა, როდესაც თერაპია იწყება დაავადების ადრეულ სტადიაზე. 200 მგ-ზე მეტი დოზები დღეში უფრო მეტად ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს, მაგრამ ასევე შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, იგრძნობა რამდენიმე დღის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ხანგრძლივი გამოყენებისას. ამ შემთხვევაში, ნეომიდანტანის მიღება უნდა შეწყდეს 3-4 კვირის განმავლობაში. ამ შეწყვეტის შემდეგ, პრეპარატის ეფექტი აღდგება. ამ დროის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს პარკინსონიზმის არსებული თანმხლები თერაპია, ან უნდა დაიწყოს ლევოდოპას დაბალი დოზით მკურნალობა.

ნეომიდანტანის მიღება არ უნდა შეწყდეს მკვეთრად. დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, ყოველკვირეული ინტერვალებით მისი განახევრებით.

მკურნალობა სიმპტომურია. თერაპიული ეფექტი თანდათან იზრდება და შეიძლება შეინიშნოს მკურნალობის დროს და მალევე.

კომბინირებული თერაპია. პარკინსონის დაავადების ნებისმიერი არსებული მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ნეომიდანტანით თერაპიის საწყის ფაზაში. შემდგომში, სხვა მედიკამენტების დოზები შეიძლება თანდათან შემცირდეს. თუ გვერდითი მოვლენები მძიმეა, დოზის შემცირება უფრო სწრაფი უნდა იყოს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიქოლინერგულ საშუალებებს ან ლევოდოპას მაღალ დოზებს, ნეომიდანტანის საწყისი დოზირების ფაზა უნდა გაგრძელდეს ორ კვირამდე.

გრიპის მკურნალობა

ნეომიდანტანით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, სასურველია გრიპის სიმპტომების დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში. მოზრდილებისა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზაა 100 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ 5 დღის განმავლობაში.

გრიპის პროფილაქტიკა

მოზრდილებისა და 10 წლიდან ბავშვებისთვის: დოზა შეადგენს 100 მგ დღეში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციიდან 6 კვირის განმავლობაში ან 2-3 კვირის განმავლობაში.

პოსტჰერპესული ნევრალგია

მკურნალობა უნდა დაიწყოს ჰერპეს ზოსტერის დიაგნოზის დასმისთანავე. დოზაა 100 მგ დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 14 დღის განმავლობაში.

ხანდაზმულებში (65 წელზე მეტი ასაკის) დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში. ამ ჯგუფის პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც იწვევს ამანტადინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას, თირკმლის კლირენსის შემცირებას და ტოქსიკურობის რისკის ზრდას. ამ პაციენტებმა უნდა მიიღონ 100 მგ დოზა დღეში ერთ დღეზე მეტი ინტერვალებით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს ან დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს (იხილეთ ცხრილი).

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

დოზა

< 15

გამოყენება უკუნაჩვენებია

15-35

100 მგ ყოველ 2-3 დღეში

> 35

100 მგ ყოველდღე

თუ ფიქრობთ, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ ნეომიდანტანის საჭიროზე მეტი დოზა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, კანკალი, მოძრაობის დარღვევები, გაფართოებული გუგები, რომლებიც მინიმალურად რეაგირებენ სინათლეზე, შარდის შეკავება, მწვავე ფსიქოზი დეზორიენტაციით, ჰალუცინაციები და აგრესიული ქცევა, მხედველობის დაბინდვა, სუნთქვის პრობლემები და გულის არითმიები.

თუ დაგავიწყდათ ნეომიდანტანის მიღება

შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

თუ გსურთ ნეომიდანტანის მიღების შეწყვეტა

ნეომიდანტანის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვდეს თანდათანობით. უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს პარკინსონის სიმპტომების გაზრდა.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10 -დან 1-მდე ადამიანში):

მადის დაკარგვა;

თავის ტკივილები, შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა, თავბრუსხვევა, გაურკვეველი მეტყველება, ტრემორი;

გულისცემის აჩქარება;

„მარმარილოსფერი კანი“, ორთოსტატული ჰიპოტენზია (წონასწორობის დარღვევა სხეულის პოზიციის შეცვლისას);

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე;

ოფლიანობის მომატება;

წვივებისა და კოჭების შეშუპება.

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში):

დაბინდული მხედველობა.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე ადამიანში):

ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია (თვითშეგრძნების დაკარგვა);

დიარეა:

გამონაყარი;

შარდის შეუკავებლობა ან შეკავება (პროსტატის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში);

რქოვანას დაზიანება, რქოვანას შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):

კრუნჩხვები, კოორდინაციის დარღვევა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (კუნთების შებოჭილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გონების დარღვევა, პულსისა და არტერიული წნევის არასტაბილურობა, გულისცემის და გულის რიტმის დარღვევების გახშირება, ოფლიანობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა), დაბნეულობა, ფსიქოზი;

გულის უკმარისობა;

მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება.

უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

თქვენთვის უჩვეულო ქცევისკენ სწრაფვა - ძლიერი იმპულსები აზარტული თამაშების გადაჭარბებული თამაშისკენ, სექსუალური ინტერესის შეცვლა ან გაზრდა, უკონტროლო, გადაჭარბებული შოპინგი ან ხარჯვა, ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსიური კვება (ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება და შიმშილის დასაკმაყოფილებლად საჭიროზე მეტი).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ მედიკამენტების სააგენტოს, ჟერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ნეომიდანტანის შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს (EXP) შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ნეომიდანტანი

აქტიური ნივთიერება არის ამანტადინის ჰიდროქლორიდი (Amantadini hydrochloridum).

თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ამანტადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა.

მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ნეომიდანტანის გარეგნული ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მყარი თეთრი/თეთრი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ ფხვნილს.

10 კაფსულა ბლისტერში.

5 ბლისტერი (50 კაფსულა) ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ოლფა ას,

რუპნიკუ იელა 5, ოლაინე, ოლაინეს ნოვადს, LV- 2114,

ლატვია

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის გადახედვის თარიღია 12/2024.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა