სუპრასტიგელი
SUPRASTIGEL®
დერმატოზებთან, ჭინჭრის ციებასთან, მწერების ნაკბენებთან, მზიT დამწვრობასთან და ზედაპირულ დამწვრობასთან დაკავშირებული ქავილის სამკურნალოდ ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- dimetindene
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები
- ATC კოდი
- D04AA13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045935
- რეგისტრირებულია
- 16 ივლისი 2026, მოქმედებს 16 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სუპრასტიგელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დერმატოზებთან, ჭინჭრის ციებასთან, მწერების ნაკბენებთან, მზიT დამწვრობასთან და ზედაპირულ დამწვრობასთან დაკავშირებული ქავილის სამკურნალოდ ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
მიღების წესი და დოზირება
ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულებში [გამოგონილი დასახელება] 1 მგ/გ გელი უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-4-ჯერ.
პროდუქტის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 4 გ. მაქსიმალური დოზა გამოითვლება თითის წვერის ერთეულების (FTU) საფუძველზე: 1 FTU გელი (ანუ ტუბიდან გამოშვებული გელის რაოდენობა ფალანგთაშორისი დისტალური ნაკეციდან ზრდასრული ადამიანის საჩვენებელი თითის ბოლომდე, დაახლოებით 0.5 გ) ფარავს ხელის ანაბეჭდის ორმაგ ფართობს (ზრდასრული ადამიანის ხელისგული თითებით). ერთჯერადი მაქსიმალური დოზაა 2 FTU (ანუ 1 გ გელი), რომლის გამოყენება შესაძლებელია დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ.
გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა: თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება 7 დღის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია დიმეტინდენის მალეატზე ან მე-6 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა ამ პრეპარატის გამოყენება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
კანის დიდი ფართობების დამუშავაბეისას, მოერიდეთ მზის სხივების ხანგრძლივად ზემოქმედებას.
მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდება ძლიერი ქავილი ან კანის ფართო დაზიანებები.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, სუპრასტიგელის® გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ წაისვათ პროდუქტი კანის დიდ ფართობზე, განსაკუთრებით თუ კანი დაზიანებულია ან ანთებითია.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, არ წაისვათ სუპრასტიგელი® მკერდზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სუპრასტიგელის® კანზე წასმა მცირე ან არანაირ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სუპრასტიგელი® შეიცავს პროპილენგლიკოლს და ბენზალკონიუმის ქლორიდს.
პროპილენგლიკოლის შემცველობა
სუპრასტიგელი® შეიცავს 150 მგ პროპილენგლიკოლს გელის ყოველ გრამზე.
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ღია ჭრილობებზე ან დაზიანებული კანის დიდ ფართობზე (მაგალითად, დამწვრობისას) 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობა
სუპრასტიგელი® შეიცავს 0.05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს გელის ყოველ გრამზე.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, არ გამოიყენოთ პროდუქტი მკერდზე, რადგან ის შეიძლება გადაეცეს ბავშვს დედის რძის მეშვეობით.
- როგორ გამოიყენება სუპრასტიგელი®
ყოველთვის გამოიყენეთ პროდუქტი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია შეფუთვაზე ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პროდუქტი უნდა წაისვათ დაზიანებულ უბანზე დღეში 2-4-ჯერ.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 1 გ გელი.
ეს შეესაბამება თითის წვერით გაზომილ 2 ერთეულს (2FTU – fingertip units): ანუ გელის ორ პორციას, რომელიც ტუბიდან უნდა დაიტანოთ ზრდასრული ადამიანის საჩვენებელი თითის წვერზე, თითის წვერიდან პირველი სახსრის ნაკეცამდე.
ეს რაოდენობა ფარავს ზრდასრული ადამიანის ხელის ანაბეჭდის ფართობის დაახლოებით მეოთხედს (ხელისგული პლუს თითები).
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა გამოიყენება მაქსიმუმ დღეში 4-ჯერ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ სიმპტომები ერთი კვირის განმავლობაში არ გაუმჯობესდება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუპრასტიგელი®
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ სუპრასტიგელი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სუპრასტიგელი®
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის სუპრასტიგელი® და რისთვის გამოიყენება
სუპრასტიგელი® შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან.
სუპრასტიგელი® გამოიყენება კანის რეაქციებთან (როგორიცაა კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მწერის ნაკბენები, მზისგან დამწვრობა და ზედაპირული დამწვრობა) დაკავშირებული ქავილის შესამსუბუქებლად ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
პრეპარატი სუპრასტიგელი® ამსუბუქებს ქავილს ჰისტამინის მოქმედების ინჰიბირებით, ნივთიერებით, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმში ალერგიული რეაქციების დროს. რადგან პრეპარატი კარგად აღწევს კანში, ქავილი და გაღიზიანება სწრაფად - წუთებში - ქრება. სუპრასტიგელი® ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივ (ლოკალურ) ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
- რა უნდა იცოდეთ სუპრასტიგელის® გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დიდი რაოდენობით შემთხვევითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი ანტიჰისტამინური საშუალებების დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა ძილიანობით (განსაკუთრებით მოზრდილებში), ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია და ანტიმუსკარინული ეფექტები (განსაკუთრებით ბავშვებში), მათ შორის შემდეგი სიმპტომები: გაღიზიანება, ატაქსია, ჰალუცინაციები, ტონური-კლონური კრუნჩხვები, მიდრიაზი, პირის სიმშრალე, წამოხურება, შარდის შეკავება, ცხელება. ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია.
მკურნალობა
ანტიჰისტამინური საშუალებების დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; პაციენტმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარება, პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: აქტივირებული ნახშირი, მარილიანი საფაღარათო საშუალება, საჭიროების შემთხვევაში სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერა. სტიმულატორები არ გამოიყენება, ჰიპოტენზიის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვაზოკონსტრიქტორები.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: დიმეტინდენის მალეატი.
გელის ყოველი გრამი შეიცავს 1 მგ დიმეტინდენის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (50%-იანი ხსნარი), დინატრიუმის ედეტატი, კარბომერი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), გასუფთავებული წყალი.
სუპრასტიგელის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
უფერო, გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, ერთგვაროვანი გელი, ხილული ნაწილაკების გარეშე, თხევადი წვეთების ან სხვა ფერის უბნების გარეშე.
30 გ ან 50 გ გელი ალუმინის ტუბში (შიდა და გარე ლაქის საფარით) აკრილის მემბრანით რეზინის ბაზაზე და პვდქ (HDPE) თავსახურით.
თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ტუბს (30 გ ან 50 გ).
შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
უნგრეთი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30–38,
ტელეფონი: (36–1) 803–5555,
ელ-ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო ნომრები
OGYI-T-24546/01 - 1×30გრ, ალუმინის ტუბი
OGYI-T-24546/02 - 1×50 გ, ალუმინის ტუბი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ანტიჰისტამინური, ანესთეტიკური და ა.შ.; ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, ათქ კოდი: D04AA13
დიმეტინდენ მალეატს აქვს ჰისტამინის ანტაგონისტური ეფექტი H1-რეცეპტორებზე. ის ძლიერად უკავშირდება H1 რეცეპტორებს. მნიშვნელოვნად ამცირებს კაპილარების ჰიპერგამტარობას, რომელიც დაკავშირებულია დაუყოვნებელ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან. ადგილობრივი გამოყენებისას, დიმეტინდენ მალეატს აქვს ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი.
დიმეტინდენის გელი ეფექტურია სხვადასხვა წარმოშობის ქავილის სამკურნალოდ, სწრაფად ხსნის ქავილს და გაღიზიანებას. გელის ბაზა ხელს უწყობს აქტიური ინგრედიენტის შეღწევას კანში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დიმეტინდენის გელი სწრაფად აღწევს კანში და მოქმედებს რამდენიმე წუთში. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-დან 4 საათამდე.
ჯანმრთელ მოხალისეებში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, დიმეტინდენის მალეატის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს გამოყენებული დოზის დაახლოებით 10%-ს.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე. ვირთხებსა და კურდღლებში ტერატოგენული ეფექტები არ დაფიქსირებულა. ვირთხებში შეყვანისას, დიმეტინდენი გავლენას არ ახდენდა ნაყოფიერებაზე ან შთამომავლობის პერი- და პოსტნატალურ განვითარებაზე, როდესაც მიიღებოდა ადამინებში გამოსაყენებლ დოზაზე 250-ჯერ მეტი დოზით.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი 50%
დინატრიუმის ედეტატი
კარბომერები
პროპილენგლიკოლი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის)
გასუფთავებული წყალი
- 2 შეუთავსებლობა
არ შეესაბამება.
- 3 ვარგისიანობის ვადა
24 თვე.
შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველი გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
- 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
30 გ ან 50 გ გელი მოთავსებულია ალუმინის ტუბში (დაფარულია შიდა და გარე ლაქით), აკრილის ბაზაზე დამზადებული რეზინის მემბრანის დალუქვით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით.
თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ტუბს (30 გ ან 50 გ).
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: ✠ (ერთი ჯვარი)
სამართლებრივი კატეგორია: I კლასი
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Egis Pharmaceuticals PLC
H-1106 ბუდაპეშტი,
Keresztúri út 30-38.
- სავაჭრო ნებართვის ნომერი
OGYI-T-24546/01 1×30 გ ალუმინის ტუბში
OGYI-T-24546/02 1×50 გ ალუმინის ტუბში
- პირველი ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი
2025 წლის 25 მარტი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
2025 წლის 25 მარტი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
სუპრასტიგელი®
1 მგ/გ, გელი გარეგანი გამოყენებისთვის
აქტიური ინგრედიენტი: დიმეთინდენის მალეატი
ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, ან ისეთ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ მე-4 ნაწილი).
- თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 7 დღის განმავლობაში ან გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ეს ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის სუპრასტიგელი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ სუპრასტიგელის® გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება სუპრასტიგელი®
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სუპრასტიგელი®
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის სუპრასტიგელი® და რისთვის გამოიყენება
სუპრასტიგელი® შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან.
სუპრასტიგელი® გამოიყენება კანის რეაქციებთან (როგორიცაა კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მწერის ნაკბენები, მზისგან დამწვრობა და ზედაპირული დამწვრობა) დაკავშირებული ქავილის შესამსუბუქებლად ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
პრეპარატი სუპრასტიგელი® ამსუბუქებს ქავილს ჰისტამინის მოქმედების ინჰიბირებით, ნივთიერებით, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმში ალერგიული რეაქციების დროს. რადგან პრეპარატი კარგად აღწევს კანში, ქავილი და გაღიზიანება სწრაფად - წუთებში - ქრება. სუპრასტიგელი® ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივ (ლოკალურ) ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
- რა უნდა იცოდეთ სუპრასტიგელის® გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სუპრასტიგელი®
- თუ გაქვთ ალერგია დიმეტინდენის მალეატზე ან მე-6 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა ამ პრეპარატის გამოყენება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
კანის დიდი ფართობების დამუშავაბეისას, მოერიდეთ მზის სხივების ხანგრძლივად ზემოქმედებას.
მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდება ძლიერი ქავილი ან კანის ფართო დაზიანებები.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, სუპრასტიგელის® გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ჩვილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ჩვილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში, მოერიდეთ პრეპარატის კანის დიდ ფართობზე წასმას, განსაკუთრებით თუ კანი დაზიანებული ან ანთებითია.
სხვა მედიკამენტები და სუპრასტიგელი®
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ წაისვათ პროდუქტი კანის დიდ ფართობზე, განსაკუთრებით თუ კანი დაზიანებულია ან ანთებითია.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, არ წაისვათ სუპრასტიგელი® მკერდზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სუპრასტიგელის® კანზე წასმა მცირე ან არანაირ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სუპრასტიგელი® შეიცავს პროპილენგლიკოლს და ბენზალკონიუმის ქლორიდს.
პროპილენგლიკოლის შემცველობა
სუპრასტიგელი® შეიცავს 150 მგ პროპილენგლიკოლს გელის ყოველ გრამზე.
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ღია ჭრილობებზე ან დაზიანებული კანის დიდ ფართობზე (მაგალითად, დამწვრობისას) 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობა
სუპრასტიგელი® შეიცავს 0.05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს გელის ყოველ გრამზე.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, არ გამოიყენოთ პროდუქტი მკერდზე, რადგან ის შეიძლება გადაეცეს ბავშვს დედის რძის მეშვეობით.
- როგორ გამოიყენება სუპრასტიგელი®
ყოველთვის გამოიყენეთ პროდუქტი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია შეფუთვაზე ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პროდუქტი უნდა წაისვათ დაზიანებულ უბანზე დღეში 2-4-ჯერ.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 1 გ გელი.
ეს შეესაბამება თითის წვერით გაზომილ 2 ერთეულს (2FTU – fingertip units): ანუ გელის ორ პორციას, რომელიც ტუბიდან უნდა დაიტანოთ ზრდასრული ადამიანის საჩვენებელი თითის წვერზე, თითის წვერიდან პირველი სახსრის ნაკეცამდე.
ეს რაოდენობა ფარავს ზრდასრული ადამიანის ხელის ანაბეჭდის ფართობის დაახლოებით მეოთხედს (ხელისგული პლუს თითები).
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა გამოიყენება მაქსიმუმ დღეში 4-ჯერ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ სიმპტომები ერთი კვირის განმავლობაში არ გაუმჯობესდება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სუპრასტიგელი®
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ სუპრასტიგელი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
კანის სიმშრალე
კანზე წვის შეგრძნება
ალერგიული დერმატიტი
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით რეაქციას ან ისეთ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნულ შეტყობინების სისტემას. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება სუპრასტიგელი®
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ, მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში, თუ ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე "ვარგისიანობის ვადა"-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სუპრასტიგელი®
აქტიური ინგრედიენტი: დიმეტინდენის მალეატი.
გელის ყოველი გრამი შეიცავს 1 მგ დიმეტინდენის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (50%-იანი ხსნარი), დინატრიუმის ედეტატი, კარბომერი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), გასუფთავებული წყალი.
სუპრასტიგელის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
უფერო, გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, ერთგვაროვანი გელი, ხილული ნაწილაკების გარეშე, თხევადი წვეთების ან სხვა ფერის უბნების გარეშე.
30 გ ან 50 გ გელი ალუმინის ტუბში (შიდა და გარე ლაქის საფარით) აკრილის მემბრანით რეზინის ბაზაზე და პვდქ (HDPE) თავსახურით.
თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ტუბს (30 გ ან 50 გ).
შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
უნგრეთი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30–38,
ტელეფონი: (36–1) 803–5555,
ელ-ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო ნომრები
OGYI-T-24546/01 - 1×30გრ, ალუმინის ტუბი
OGYI-T-24546/02 - 1×50 გ, ალუმინის ტუბი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


