ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ტამოქსიფენი 20მგ

Tamoxifen 20mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დამხმარე თერაპია სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველადი თერაპიის შემდეგ. სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტამოქსიფენი (tamoxifen)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Salutas Pharma GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიესტროგენები
ATC კოდი
L02BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045934
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2026, მოქმედებს 16 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „ჯიჰელსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატამოქსიფენი 20მგ და სხვა წამალი ერთად

ტამოქსიფენი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დამხმარე თერაპია სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველადი თერაპიის შემდეგ.

სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად. ტაბლეტის მიღება ხდება მთლიანად, ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალი).

მიღების ხანგრძლივობა

ტამოქსიფენით მკურნალობა, როგორც წესი, ხანგრძლივია. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი. სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიის დროს დამხმარე მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 5 წელს.

თუ მიიღეთ პრეპარატ ტამოქსიფენის საჭიროზე მეტი რაოდენობა

დაუკავშირდით ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა საჭირო ღონისძიების შესახებ ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ტამოქსიფენის მიღება

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ტამოქსიფენზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერებებზე (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 ნაწილში);

ხართ ორსულად.

არ შეიძლება ტამოქსიფენის გამოყენება ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

განსაკუთებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ტამოქსიფენის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ ანამნეზში გაქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, რადგან ტამოქსიფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მისი სიმპტომები. თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ან ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ტამოქსიფენის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ,

თუ მნიშვნელოვნად შეგიმცირდათ თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა ან დაგიფიქსირდათ სისხლში კალციუმის დონის მომატება. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს სისხლში ტრიგლიცერიდების დონე მნიშვნელოვნად იზრდება. ტამოქსიფენის გამოყენების გამო შეიძლება განვითარდეს ლიპიდური დისბალანსი (ჰიპერტრიგლიცერიდემია).

თუ გაქვთ მენოპაუზა და დაგეწყოთ სისხლდენა, ან თუ ჯერ არ ხართ მენოპაუზის პერიოდში და გაქვთ არარეგულარული სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს ასეთი სისხლდენის მიზეზის დასადგენად. ასევე, ექიმთან უნდა განიხილოთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ცვლილებების ან სხვა ტესტების ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევის საჭიროება.

თუ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს შეგეცვალათ მხედველობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რადგან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ზოგიერთი ცვლილება ტამოქსიფენის შეწყვეტის შემდეგ ქრება. როგორც წესი, ტამოქსიფენით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

თუ თქვენ იტარებთ დაგვიანებულ მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაციას (მკერდის პირველი ოპერაციიდან კვირების ან წლების შემდეგ, როდესაც თქვენივე ქსოვილი გამოიყენება ახალი მკერდის ფორმირებისთვის), ტამოქსიფენმა შეიძლება გაზარდოს სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი ქსოვილის ნაწილის წვრილ სისხლძარღვებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

ტამოქსიფენის გამოყენებისას აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შეწყვიტეთ ტამოქსიფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ კანის სერიოზული რეაქციების რომელიმე სიმპტომს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ტამოქსიფენის მიღებისას ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს სისხლის ანალიზს, სისხლში კალციუმის დონეს და ღვიძლის ფუნქციას. ასევე სასურველია შრატში ტრიგლიცერიდების დონის შემოწმება.

ქალებში, რომლებსაც ჯერ არ შესულან მენოპაუზაში, ტამოქსიფენის მიღებამ შეიძლება დათრგუნოს ყოველთვიური მენსტრუალური სისხლდენა (იხილეთ მე-4 თავი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

დოპინგის მიზნით ბოროტად გამოყენების შედეგები

ტამოქსიფენის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლისას. შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ტამოქსიფენის დოპინგის მიზნით გამოყენების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, და არ შეიძლება გამოირიცხოს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები.

სიფრთხილის ზომები

მძიმე თრომბოციტოპენიის, ლეიკოპენიის ან ჰიპერკალციემიის შემთხვევებში საჭიროა ინდივიდუალური რისკისა და სარგებლის შეფასება და მჭიდრო სამედიცინო მონიტორინგი.

ტამოქსიფენით თერაპიის დროს რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს სისხლის სურათი (განსაკუთრებით თრომბოციტები), ღვიძლის ფუნქცია და შრატში კალციუმის დონე. ასევე რეკომენდებულია ტრიგლიცერიდების დონის მონიტორინგი.

ტამოქსიფენით თერაპიის ფონზე ენდომეტრიუმის კიბოს და საშვილოსნოს სარკომის (პირველ რიგში ავთვისებიანი მიულერის შერეული სიმსივნეები) განვითარების გაზრდილი რისკის გამო, აუცილებელია პოსტმენოპაუზური ვაგინალური სისხლდენის, ასევე პრემენოპაუზურ პერიოდში არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენის ეტიოლოგიის გარკვევა. გამომწვევი მექანიზმი უცნობია; შესაძლოა, ის ტამოქსიფენის ესტროგენის მსგავს ეფექტს უკავშირდებოდეს. ყველა პაციენტი, რომელიც ამჟამად იღებს ან ადრე იღებდა ტამოქსიფენს და უჩივის გინეკოლოგიურ დარღვევებს, განსაკუთრებით ვაგინალურ სისხლდენას, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოკვლეული.

პაციენტებმა, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ჰისტერექტომია, ენდომეტრიუმის ცვლილებების გამოსავლენად, ესაჭიროებათ ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევა. სიმსივნის მეტასტაზების მქონე პაციენტებისთვის, შემდგომი გამოკვლევების სიხშირეს ექიმი განსაზღვრავს.

პრემენოპაუზურ ქალებში, რომლებიც იღებენ ტამოქსიფენს სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ამ პრეპარატმა შეიძლება დათრგუნოს მენსტრუაცია (იხილეთ თავი 4.8).

ტამოქსიფენით თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. თუ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს განვითარდება მხედველობის დარღვევები (კატარაქტა და რეტინოპათია), დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ზოგიერთი ეს დარღვევა, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, შეიძლება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გაქრეს.

ტამოქსიფენის მიმღები სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში აღწერილია სხვა ორგანოებში (ენდომეტრიუმის გარეთ და კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის გარეთ) მეორე პირველადი სიმსივნეების ცალკეული შემთხვევები. პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ამიტომ ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.

დაგვიანებული მიკროქირურგიული სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის დროს, ტამოქსიფენმა შეიძლება გაზარდოს მიკროვასკულური გართულებების რისკი გადანერგილი ქსოვილების ადგილებში.

სამედიცინო ლიტერატურაში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ CYP2D6 იზოენზიმის სუსტ მეტაბოლიზატორებს აქვთ ენდოქსიფენის, ტამოქსიფენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური მეტაბოლიტის, უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაციები (იხ. თავი 5.2).

CYP2D6 ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდოქსიფენის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამიტომ, ტამოქსიფენით მკურნალობის დროს, შეძლებისდაგვარად, თავი უნდა აარიდოთ ძლიერი CYP2D6 ინჰიბიტორების (როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ქინიდინი, ცინაკალცეტი ან ბუპროპიონი) ერთდროულ გამოყენებას (იხ. თავები 4.5 და 5.2).

ბავშვები და მოზარდები

არაკონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მაკ კიუნ-ოლბრაიტის სინდრომის მქონე 2-10 წლის ასაკის 28 გოგონა მონაწილეობდა, და რომლებიც 12 თვის განმავლობაში დღეში ერთხელ იღებდნენ 20 მგ ტამოქსიფენს, საშვილოსნოს საშუალო მოცულობა გაიზარდა 6 თვის მკურნალობის შემდეგ და გაორმაგდა 1-წლიანი კვლევის ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები შეესაბამება ტამოქსიფენის ფარმაკოდინამიკურ თვისებებს, მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის (იხ. თავი 5.1).

ტამოქსიფენის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია მძიმე კანის რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური იყოს. პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების სათანადოდ ინფორმირება ასეთი კანის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, ასევე მათი გულდასმით მონიტორინგი. ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რაც მიუთითებს აღნიშნულ რეაქციებზე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტამოქსიფენის მიღება და განხილულ იქნას ალტერნატიული თერაპია (საჭიროების შემთხვევაში). თუ პაციენტს ტამოქსიფენით მკურნალობის ფონზე განუვითარდა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ამ პაციენტისთვის მომავალში აღარასოდეს იქნას გამოყენებული.

მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპების მქონე პაციენტებში ტამოქსიფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს სიმპტომები.

ტამოქსიფენმა შეიძლება დადებითი შედეგები აჩვენოს დოპინგ-ტესტებში. ტამოქსიფენის, როგორც დოპინგის საშუალების გამოყენება შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. იგი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების შემთხვევაში, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს - თითოეულ ტაბლეტში 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები რაოდენობით, შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს რომ იგი თავისუფალია ნატრიუმისგან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტამოქსიფენის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი თანმხლები გამოყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი (მაგ., დეპრესიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დასახმარებლად), ქინიდინი (მაგ., არითმიის სამკურნალოდ) და ცინაკალცეტი (პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებების სამკურნალოდ).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან გეგმავთ რაიმე მედიკამენტის მიღებას. კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს/მოქმედ ნივთიერებებს:

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი (მაგ., დეპრესიის სამკურნალოდ);

ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევისთვის თავის დანებების საშუალების სახით);

ქინიდინი (მაგ., გულის არითმიის სამკურნალოდ);

ცინაკალცეტი (გამოიყენება პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ).

ტამოქსიფენთან ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს შემდეგი აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატების კლასების მოქმედებას.

გაძლიერებული მოქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების რისკის ზრდა:

ანტიკოაგულანტები. ტამოქსიფენი ასეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა მკაფიო მითითებები მოგცათ ამის თაობაზე. სისხლდენის მომატებული მიდრეკილების გამო, მკაცრად დაგეგმილ რეჟიმში ჩაიტარეთ ლაბორატორიული ანალიზები.

თანმხლები ქიმიოთერაპია. არსებობს მონაცემები, რომ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს იზრდება თრომბოზული მოვლენების (თრომბოემბოლიური მოვლენები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია) რისკი. თრომბოზული მოვლენების რისკი იზრდება თანმხლები ქიმიოთერაპიის დროს.

მოქმედების შესუსტება:

ჰორმონალური მედიკამენტები, განსაკუთრებით ესტროგენის შემცველი მედიკამენტები (მაგ., პერორალური კონტრაცეპტივები). შესაძლებელია ეფექტურობის ორმხრივი შემცირება. ამ მიზეზით, ეს მედიკამენტები არ უნდა იქნას მიღებული ტამოქსიფენით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

ორსულობის დროს ტამოქსიფენის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია. ამიტომ, ტამოქსიფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის შესაძლებლობა. რეპროდუქციული ასაკის ქალები არ უნდა დაორსულდნენ ტამოქსიფენით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან ცხრა თვის განმავლობაში. ამიტომ, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ცხრა თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის საიმედო, არაჰორმონალური მეთოდი (არა პერორალური კონტრაცეპტივები (ტაბლეტები), არამედ ჰორმონებისგან თავისუფალი სპირალი, პრეზერვატივი ან მსგავსი მეთოდები) (იხილეთ აგრეთვე თავი „სხვა მედიკამენტები და ტამოქსიფენი“).

ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდირებული ტამოქსიფენის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ შესულან მენოპაუზაში, ტამოქსიფენის მიღებამ შეიძლება დათრგუნოს მენსტრუალური სისხლდენა (იხილეთ მე-4 თავი „შესაძლო გვერდითი რეაქციები“).

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებსავარაუდოა, რომ ტამოქსიფენმა რაიმე გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ტამოქსიფენით მკურნალობისას დაფიქსირებულია დაღლილობის, დაბნეულობის და მხედველობის დარღვევის შემთხვევები. თუ თქვენ გამოგივლინდათ მსგავსი სიმპტომები, სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს.

თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ტამოქსიფენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ამიტომ იგი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნატრიუმისგან თავისუფალი.

  • პრეპარატ ტამოქსიფენის მიღება

ტამოქსიფენი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა

უმეტესწილად ტამოქსიფენის დოზა შეადგენს 20მგ-დან 40მგ-მდე დღეში, ე.ი. 1-2 ტაბლეტი ტამოქსიფენი დღეში.

გვერდითი მოვლენები

  • ტამოქსიფენის შენახვა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ტამოქსიფენი და რისთვის გამოიყენება

ტამოქსიფენი -არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, კერძოდ:

დამხმარე მკურნალობისათვის სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველადი თერაპიის შემდეგ;

სარძევე ჯირკვლის კიბოს მეტასტაზების სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ ტამოქსიფენის მიღებამდე

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება) დაფიქსირდა დღეში 160 მგ/მ2 და მეტი დოზით მიღებისას, ხოლო ნეიროტოქსიკურობა (ტრემორი, ჰიპერრეფლექსია, სიარულის არასტაბილურობა და თავბრუსხვევა) დაფიქსირდა დღეში 300 მგ/მ2 დოზით მიღებისას.

თეორიულად, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიესტროგენული გვერდითი მოვლენები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერმა ზედოზირებამ (თერაპიულ დოზაზე 100-200-ჯერ მეტი) ასევე შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენული ეფექტები.

ზედოზირების მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტები არ არსებობს, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული საშუალებები; ენდოკრინული თერაპია, ჰორმონალური ანტაგონისტები და მონათესავე ანტიესტროგენული საშუალებები, ტამოქსიფენი.

ათქ კოდი: L02BA01.

ტამოქსიფენი კონკურენტულად აფერხებს ესტროგენის შეკავშირებას მის ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან. ეს ანელებს უჯრედების დაყოფას ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილებში. მაგალითად, მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, როდესაც სიმსივნურ ქსოვილში ესტროგენის რეცეპტორებია, სრული ან ნაწილობრივი რემისია აღინიშნება შემთხვევათა 50-60%-ში, განსაკუთრებით რბილი ქსოვილების ან ძვლების მეტასტაზების ადგილებში. ჰორმონ-რეცეპტორ-უარყოფითი სიმსივნეების, კერძოდ, მეტასტაზების შემთხვევებში, ობიექტური რემისია აღინიშნება მხოლოდ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში.

ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნეები ან უცნობი რეცეპტორული სტატუსის მქონე სიმსივნეები, ადიუვანტური ტამოქსიფენით თერაპია მნიშვნელოვნად ნაკლებ რეციდივებს და 10-წლიანი გადარჩენის მაღალ მაჩვენებლებს იწვევდა. გარდა ამისა, 5 წლიან თერაპიას მნიშვნელოვნად უკეთესი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე 1 ან 2 წლიან თერაპიას. ეს სარგებელი აშკარად დამოუკიდებელი იყო ასაკის, მენოპაუზის, ტამოქსიფენის დოზის ან დამატებითი ქიმიოთერაპიისგან.

კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ტამოქსიფენი პოსტმენოპაუზურ ქალებში ამცირებს საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს 10-20%-ით. გარდა ამისა, პრეპარატი, როგორც აღინიშნა, ინარჩუნებს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს პოსტმენოპაუზურ ქალებში.

CYP2D6 გენოტიპი

CYP2D6 იზოენზიმის აქტივობის პოლიმორფიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ტამოქსიფენით მკურნალობისას მიღწეული კლინიკური ეფექტის განსხვავებები. CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებს შეიძლება განუვითარდეთ შემცირებული თერაპიული ეფექტი.

ამ მონაცემების სრული მნიშვნელობა CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებს ტამოქსიფენით მკურნალობისთვის არ არის შესწავლილი (იხილეთ თავები 4.4, 4.5 და 5.2).

არსებული კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ პაციენტებს, რომლებიც CYP2D6 არაფუნქციური ალელის მიმართ ჰომოზიგოტურები არიან, შეიძლება განუვითარდეთ ტამოქსიფენის თერაპიული ეფექტურობის შემცირება სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას. კლინიკური კვლევები ძირითადად ჩატარებულია პოსტმენოპაუზურ ქალებში (იხილეთ თავები 4.4 და 5.2).

ბავშვები და მოზარდები

ჩატარდა არაკონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 2-დან 10 წლამდე ასაკის 28 გოგონასგან შემდგარი ჰეტეროგენული ჯგუფი, რომლებიც განიცდიდნენ მაკ კიუნ-ოლბრაიტის სინდრომს და იღებდნენ პრეპარატს დღეში 20 მგ დოზით, მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში. გოგონების შორის, რომლებიც კვლევის დაწყებამდე იუწყებოდნენ ვაგინალური სისხლდენის შესახებ, 62%მა (21 მონაწილიდან 13-მა) პირველ 6 თვის განმავლობაში არ აღინიშნა სისხლდენა, ხოლო 33%ს (21 მონაწილიდან 7-ს) მთელი კვლევის პერიოდში არ ჰქონდათ ვაგინალური სისხლდენა. საშვილოსნოს საშუალო მოცულობა თერაპიის 6 თვის შემდეგ გაიზარდა და ერთწლიანი კვლევის ბოლოს გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები შეესაბამება ტამოქსიფენის ფარმაკოდინამიკურ თვისებებს, მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის (იხ. თავი 4.4). არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. კერძოდ, ტამოქსიფენის ხანგრძლივი გამოყენების გავლენა ზრდაზე, სქესობრივი მომწიფების პერიოდსა და საერთო განვითარებაზე არ არის შესწავლილი.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ტამოქსიფენი კარგად შეიწოვება. ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, სისხლის შრატში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 4-7 საათში.

ტამოქსიფენი მაღალი დონით (98%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი 7 დღეა. ტამოქსიფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ით N-დესმეთილტამოქსიფენად და შემდეგ CYP2D6-ით მის სხვა აქტიურ მეტაბოლიტად, 4-ჰიდროქსი-N-დესმეთილტამოქსიფენად (ენდოქსიფენი). პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2D6 აქტივობის შემცირება, ენდოქსიფენის კონცენტრაცია დაახლოებით 75%-ით დაბალია, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2D6 ნორმალური აქტივობა. CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორები ამცირებენ ენდოქსიფენის კონცენტრაციას პლაზმაში მსგავსი ხარისხით.

შრატის ძირითადი მეტაბოლიტი, N-დესმეთილ ტამოქსიფენი და სხვა მეტაბოლიტები ავლენენ პრაქტიკულად იგივე ანტიესტროგენულ აქტივობას, რასაც საწყისი ნაერთი. ტამოქსიფენი და მისი მეტაბოლიტები გროვდება ღვიძლში, ფილტვებში, ტვინში, პანკრეასში, კანსა და ძვლებში. ფართო ენტეროჰეპატური რეცირკულაციის გამო, ტამოქსიფენი გროვდება შრატში ხანგრძლივი თერაპიის დროს. 20-40 მგ-ის ყოველდღიური მიღებისას, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა არა უადრეს 4 კვირის შემდეგ.

გამოყოფა ძირითადად ხდება განავალთან ერთად მეტაბოლიტების სახით.

ბავშვები და მოზარდები

მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომის მქონე 2-დან 10 წლამდე ასაკის 28 გოგონაზე ჩატარებულ არაკონტროლირებად კვლევაში პრეპარატი ინიშნებოდა 20 მგ დოზით დღეში ერთხელ 12 თვის განმავლობაში. დაფიქსირდა კლირენსის ასაკობრივი შემცირება, ახალგაზრდა მონაწილეებში ექსპოზიციის 50%-მდე ზრდით ხანდაზმულ მონაწილეებთან შედარებით. ამ დროს დაფიქსირდა ასაკთან დაკავშირებული კლირენსის შემცირება, რაც ახალგაზრდა მონაწილეებში ზრდასრულებთან შედარებით ექსპოზიციის 50%-მდე ზრდას იწვევდა.

  • 3. უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ვირთხებსა და თაგვებზე 15 თვის განმავლობაში ტარდებოდა მიმდინარე ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევები. ამ ცხოველებს აღენიშნათ რეპროდუქციული ორგანოების დაზიანების ჰისტოპათოლოგიური ნიშნები, რაც შეიძლება აიხსნას ტამოქსიფენის ფარმაკოლოგიური თვისებებით და რომლებიც, როგორც წესი, შექცევადი იყო. ასევე დაფიქსირდა კატარაქტის გამოვლენის შემთხვევები.

სხვადასხვა in vivo და in vitro სისტემებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ტამოქსიფენი ღვიძლში აქტივაციის შემდეგ იძენს გენოტოქსიკურ პოტენციალს. ხანგრძლივმა კვლევებმა დააფიქსირა ღვიძლის სიმსივნეების წარმოქმნა ვირთხებში და სასქესო ორგანოების სიმსივნეების წარმოქმნა თაგვებში. ამ დასკვნების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.

წინაკლინიკური და კლინიკური მონაცემები მიუთითებს ენდომეტრიუმის სიმსივნის წარმოქმნის მომატებულ რისკზე.

მისი ანტიესტროგენული აქტივობის საფუძველზე, ითვლება, რომ ტამოქსიფენი თრგუნავს ოვულაციას და რეპროდუქციულ ციკლს მდედრ ვირთხებში. ტამოქსიფენის შეწყვეტის შემდეგ, ნაყოფიერება რამდენიმე კვირაში აღდგა. განვითარებასა ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა არ დაფიქსირებულა იმ ვირთხების შთამომავლობაში, რომლებიც დაიბადნენ იმ დედებისგან, რომლებიც ადრე იღებდნენ ტამოქსიფენს.

ტამოქსიფენი დაბალი კონცენტრაციით აფერხებს იმპლანტაციას და 2 მგ/კგ/დღეში მეტი დოზით მიღებისას იწვევს აბორტს. ცხოველთა რამდენიმე სახეობაზე ჩატარებულმა ემბრიოტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტების ნიშნები. ემბრიონის სიკვდილი დაფიქსირდა კურდღლებში 0.5 მგ/კგ/დღეში დოზირებისას.

ნაყოფის განვითარების დროს თაგვებში საშვილოსნოსშიდა ზემოქმედება, ასევე ახალშობილ ვირთხებსა და თაგვებში ტამოქსიფენის მიღება იწვევს ქალის რეპროდუქციული სისტემის დაზიანებას, რაც ვლინდება ზრდასრულ თაგვებში.

ზრდასრულ მდედრ ვირთხებში, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას 0.05 მგ/კგ/დღეში მეტი დოზით, რეპროდუქციული ორგანოების რეგრესიული ცვლილებებიც დაფიქსირდა. მამრ ვირთხებში, პრეპარატის ხანმოკლე და ხანგრძლივი გამოყენებისას, სათესლე ჯირკვლების წონა და სპერმატოგენეზი შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ჰიპოფიზში გონადოტროპინების სეკრეციის დათრგუნვით.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰირდრატი

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

პოვიდონი (კოლლიდონ 25)

მიკროკრისტალური ცელულოზა

მაგნიუმის სტეარატი

ტიტანის დიოქსიდი

ჰიპრომელოზა

მაკროგოლი 4000

  • 2. შეუთავსებლობა

არ არის აღნიშნული

  • 3. ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

  • 5. პირველადი შეფუთვის ბუნება და შიგთავსი

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

  • 6. ამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების სპეციალური ზომები და პროდუქტთან დაკავშირებული სხვა მანიპულაციები

არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.

  • სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სანდოზ ფარმასიუტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას 57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.

მწარმოებელი

სალუტას ფარმა გმბჰ, ოტტო-ფონ-გერიკე ალეე 1, 39179 ბარლებენი, გერმანია - „სანდოზი“-ს ჯგუფის კომპანია.

  • სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

არ არის აღნიშნული

  • პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების) თარიღი

პირველადი რეგისტრაციის თარიღი: არ არის აღნიშნული

რეგისტრაციის უკანასკნელად დადასტურების (ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი: არ არის აღნიშნული

  • ტექსტის გადახედვა

2024 წლის ივლისი

გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ტამოქსიფენი

20მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ტამოქსიფენი

პრეპარატის მიღებამდე სრულად გაეცანით მოცემულ ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციას, მათ შორის იმ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რა არის ტამოქსიფენი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ტამოქსიფენის მიღებამდე
  • ტამოქსიფენის მიღება
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ტამოქსიფენის შენახვა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ტამოქსიფენი და რისთვის გამოიყენება

ტამოქსიფენი -არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, კერძოდ:

დამხმარე მკურნალობისათვის სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველადი თერაპიის შემდეგ;

სარძევე ჯირკვლის კიბოს მეტასტაზების სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ ტამოქსიფენის მიღებამდე

არ გამოიყენოთ ტამოქსიფენი, თუ

გაქვთ ალერგია ტამოქსიფენზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერებებზე (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 ნაწილში);

ხართ ორსულად.

არ შეიძლება ტამოქსიფენის გამოყენება ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

განსაკუთებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ტამოქსიფენის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ ანამნეზში გაქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, რადგან ტამოქსიფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მისი სიმპტომები. თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ან ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ტამოქსიფენის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ,

თუ მნიშვნელოვნად შეგიმცირდათ თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა ან დაგიფიქსირდათ სისხლში კალციუმის დონის მომატება. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს სისხლში ტრიგლიცერიდების დონე მნიშვნელოვნად იზრდება. ტამოქსიფენის გამოყენების გამო შეიძლება განვითარდეს ლიპიდური დისბალანსი (ჰიპერტრიგლიცერიდემია).

თუ გაქვთ მენოპაუზა და დაგეწყოთ სისხლდენა, ან თუ ჯერ არ ხართ მენოპაუზის პერიოდში და გაქვთ არარეგულარული სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს ასეთი სისხლდენის მიზეზის დასადგენად. ასევე, ექიმთან უნდა განიხილოთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ცვლილებების ან სხვა ტესტების ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევის საჭიროება.

თუ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს შეგეცვალათ მხედველობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რადგან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ზოგიერთი ცვლილება ტამოქსიფენის შეწყვეტის შემდეგ ქრება. როგორც წესი, ტამოქსიფენით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

თუ თქვენ იტარებთ დაგვიანებულ მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაციას (მკერდის პირველი ოპერაციიდან კვირების ან წლების შემდეგ, როდესაც თქვენივე ქსოვილი გამოიყენება ახალი მკერდის ფორმირებისთვის), ტამოქსიფენმა შეიძლება გაზარდოს სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი ქსოვილის ნაწილის წვრილ სისხლძარღვებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

ტამოქსიფენის გამოყენებისას აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შეწყვიტეთ ტამოქსიფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ კანის სერიოზული რეაქციების რომელიმე სიმპტომს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ტამოქსიფენის მიღებისას ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს სისხლის ანალიზს, სისხლში კალციუმის დონეს და ღვიძლის ფუნქციას. ასევე სასურველია შრატში ტრიგლიცერიდების დონის შემოწმება.

ქალებში, რომლებსაც ჯერ არ შესულან მენოპაუზაში, ტამოქსიფენის მიღებამ შეიძლება დათრგუნოს ყოველთვიური მენსტრუალური სისხლდენა (იხილეთ მე-4 თავი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

დოპინგის მიზნით ბოროტად გამოყენების შედეგები

ტამოქსიფენის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლისას. შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ტამოქსიფენის დოპინგის მიზნით გამოყენების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, და არ შეიძლება გამოირიცხოს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები.

სხვა პრეპარატები და ტამოქსიფენი

ტამოქსიფენის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი თანმხლები გამოყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი (მაგ., დეპრესიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დასახმარებლად), ქინიდინი (მაგ., არითმიის სამკურნალოდ) და ცინაკალცეტი (პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებების სამკურნალოდ).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან გეგმავთ რაიმე მედიკამენტის მიღებას. კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს/მოქმედ ნივთიერებებს:

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი (მაგ., დეპრესიის სამკურნალოდ);

ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევისთვის თავის დანებების საშუალების სახით);

ქინიდინი (მაგ., გულის არითმიის სამკურნალოდ);

ცინაკალცეტი (გამოიყენება პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ).

ტამოქსიფენთან ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს შემდეგი აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატების კლასების მოქმედებას.

გაძლიერებული მოქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების რისკის ზრდა:

ანტიკოაგულანტები. ტამოქსიფენი ასეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა მკაფიო მითითებები მოგცათ ამის თაობაზე. სისხლდენის მომატებული მიდრეკილების გამო, მკაცრად დაგეგმილ რეჟიმში ჩაიტარეთ ლაბორატორიული ანალიზები.

თანმხლები ქიმიოთერაპია. არსებობს მონაცემები, რომ ტამოქსიფენით მკურნალობის დროს იზრდება თრომბოზული მოვლენების (თრომბოემბოლიური მოვლენები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია) რისკი. თრომბოზული მოვლენების რისკი იზრდება თანმხლები ქიმიოთერაპიის დროს.

მოქმედების შესუსტება:

ჰორმონალური მედიკამენტები, განსაკუთრებით ესტროგენის შემცველი მედიკამენტები (მაგ., პერორალური კონტრაცეპტივები). შესაძლებელია ეფექტურობის ორმხრივი შემცირება. ამ მიზეზით, ეს მედიკამენტები არ უნდა იქნას მიღებული ტამოქსიფენით მკურნალობის დროს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

ორსულობის დროს ტამოქსიფენის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია. ამიტომ, ტამოქსიფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის შესაძლებლობა. რეპროდუქციული ასაკის ქალები არ უნდა დაორსულდნენ ტამოქსიფენით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან ცხრა თვის განმავლობაში. ამიტომ, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ცხრა თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის საიმედო, არაჰორმონალური მეთოდი (არა პერორალური კონტრაცეპტივები (ტაბლეტები), არამედ ჰორმონებისგან თავისუფალი სპირალი, პრეზერვატივი ან მსგავსი მეთოდები) (იხილეთ აგრეთვე თავი „სხვა მედიკამენტები და ტამოქსიფენი“).

ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდირებული ტამოქსიფენის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ შესულან მენოპაუზაში, ტამოქსიფენის მიღებამ შეიძლება დათრგუნოს მენსტრუალური სისხლდენა (იხილეთ მე-4 თავი „შესაძლო გვერდითი რეაქციები“).

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებსავარაუდოა, რომ ტამოქსიფენმა რაიმე გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ტამოქსიფენით მკურნალობისას დაფიქსირებულია დაღლილობის, დაბნეულობის და მხედველობის დარღვევის შემთხვევები. თუ თქვენ გამოგივლინდათ მსგავსი სიმპტომები, სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს.

თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ტამოქსიფენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ამიტომ იგი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნატრიუმისგან თავისუფალი.

  • პრეპარატ ტამოქსიფენის მიღება

ტამოქსიფენი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა

უმეტესწილად ტამოქსიფენის დოზა შეადგენს 20მგ-დან 40მგ-მდე დღეში, ე.ი. 1-2 ტაბლეტი ტამოქსიფენი დღეში.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად. ტაბლეტის მიღება ხდება მთლიანად, ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალი).

მიღების ხანგრძლივობა

ტამოქსიფენით მკურნალობა, როგორც წესი, ხანგრძლივია. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი. სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიის დროს დამხმარე მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 5 წელს.

თუ მიიღეთ პრეპარატ ტამოქსიფენის საჭიროზე მეტი რაოდენობა

დაუკავშირდით ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა საჭირო ღონისძიების შესახებ ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ტამოქსიფენის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის საკონპენსაციოდ.

თუ შეწყვეტთ პრეპარატ ტამოქსიფენის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე; შესაძლოა, მკურნალობის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ტამოქსიფენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს, შეწყვიტეთ ტამოქსიფენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის ფორმის ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, აქერცლილი კანით და წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) - ეს გვერდითი რეაქციები იშვიათია.

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ტამოქსიფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

გულისრევა.

კანის გამონაყარი (იშვიათად მრგვალი, დისკოსებური სიწითლით, შესაძლებელია ლორწოვანი გარსების დაზიანებით და მაღალი ტემპერატურით, აგრეთვე საერთო მდგომარეობის მძიმე დარღვევით ან დიდი, ზოგჯერ სისხლით სავსე ბუშტუკებით — მულტიფორმული ერითემა, სტივენს–ჯონსონის სინდრომი ან ბულოზური პემფიგოიდი).

ქსოვილებში სითხის შეკავება.

ცხელი ალები.

გადაღლა.

საშოდან გამონადენი.

არარეგულარული მენსტრუაცია პრემენოპაუზურ ქალებში, მათ შორის მენსტრუაციის სრული შეწყვეტა.

საშოდან სისხლდენა.

ხშირი (შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 ადამიანიდან არუმეტეს 1-ს)

გარდამავალი ანემია.

ცნობიერების დაბინდვა.

თავის ტკივილი.

სენსორული დარღვევები, როგორიცაა გემოს ცვლილება (დისგევზია) და კანის დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია).

ნაწილობრივ შექცევადი მხედველობის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ბროლის ან რქოვანას დაბინდვით (იშვიათად) და/ან ბადურას ცვლილებებით (რეტინოპათია). ბროლის დაბინდვა უფრო ხშირად ვითარდება ტამოქსიფენის ხანგრძლივი გამოყენებისას.

გულისრევა, დიარეა, ყაბზობა.

თმის ცვენა.

ჰიპერმგძნობელობის რეაქციები, მათ შორის ქსოვილების შეშუპების იშვიათი შემთხვევები (ანგიონევროზული შეშუპება).

კუნთების ტკივილი.

სისხლში კალციუმის დონის მომატება მეორადი ძვლის სიმსივნეების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

სისხლში გარკვეული ცხიმების (შრატის ტრიგლიცერიდების) დონის მომატება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევები თავის ტვინის სისხლძარღვებში.

ფეხის კრუნჩხვები.

თრომბი ვენებში (თრომბოზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანოებში სისხლის მიმოქცევის შემცირება, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, მცირე სისხლძარღვების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია). თრომბოზის და ემბოლიის შემთხვევები იზრდება თანმხლები ქიმიოთერაპიის დროს.

ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები, ცხიმოვანი ჰეპატოზი*.

ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოებში.

საშვილოსმოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მიომების) ზრდა.

ახალწარმონაქმნები, წანაზარდები და პოლიპები საშვილოსნოს ენდომეტრიუმში და იშვიათ შემთხვევებში, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კეთილთვისებიანი ნეოპლაზმები საშვილოსნოდან მისი მიგრაციის გამო (ენდომეტრიოზი).

არახშირი (შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის დროებითი დაქვეითება (ტრომბოციტოპენია).

ფილტვების ანთება (ინტერსტიციული პნევმონიტი).

ინსულტი.

ღვიძლის მძიმე ქრონიკული დაავადებს (ღვიძლის ციროზი)*.

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნეები (ენდომეტრიუმის კიბო).

იშვიათი (შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)

გარკვეული ლეიკოციტების სრული დაკარგვა (აგრანულოციტოზი), გარკვეული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).

მხედველობის ნერვის დაზიანება ან ანთება. მცირე რაოდენობის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიბრმავე.

კანის წვრილი სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს გამონაყარს (კანის ვასკულიტი).

კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელსაც წინ უძღვის ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მკურნალობის დასაწყისში ტკივილი ძვლებში და დაზიანებული ქსოვილის მიდამოში.

ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე, ღვიძლის უჯრედების დაშლა (ღვიძლის უჯრედების ნეკროზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება, ღვიძლის უკმარისობა*.

საკვერცხეების კისტები.

საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები (საშვილოსნოს სარკომა).

კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნები (პოლიპები) საშოს არეში.

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს)

სისხლის ანალიზის მკვეთრი ცვლილებები (ნეიტროპენია, პანციტოპენია).

სისხლში გარკვეული ცხიმების მნიშვნელოვანი მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), ზოგჯერ პანკრეასის ანთებით.

მეტაბოლური დარღვევა, რომელიც ხასიათდება ღვიძლში გარკვეული უჯრედული პიგმენტების (პორფირინების) გაძლიერებული გამომუშავებით, რასაც თან ახლავს ბუშტუკების გაჩენა კანის სინათლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ უბნებზე (დაგვიანებული კანის პორფირია).

კანის ანთება, რომელიც ხასიათდება გამონაყარითა და სიწითლით, რომელიც ჩვეულებრივ აზიანებს კანის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ უბნებს (კანის წითელი მგლურა).

გამონაყარი კანზე სიწითლით, შეშუპებით და/ან ბუშტუკებით, წინა სხივური თერაპიის შემდეგ (ე.წ. „რადიაციული რეაქციის ფენომენი“).

  • ღვიძლის სერიოზული დაავადების ზოგიერთი შემთხვევა ლეტალური გამოსავალით დასრულდა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების თაობაზე

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ პირდაპირ ეროვნული გვერდითი მოვლენების შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • პრეპარატ ტამოქსიფენის შენახვა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მუყაოს კოლოფსა და ბლისტერებზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად იტვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ ეს წამალი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ტამოქსიფენის შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენის ციტრატი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 30.4მგ ტამოქსიფენის ციტრატს, რაც 20მგ ტამოქსიფენის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი (კოლლიდონი 25), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000.

გარეგნული იერსახის აღწერა

მრგვალი, ორმხრივამობურცული, ერთგვაროვანი თეთრი შეფერილობის, ცალ მხარეს გამყოფი ზოლით.

შეფუთვის ბუნება და შიგთავსი

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სანდოზ ფარმაცეუტიკალს დ.დ., ვეროვშკობას 57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.

მწარმოებელი

სალუტას ფარმა გმბჰ, ოტტო-ფონ-გერიკე ალლეე 1, 39179 ბარლებენი, გერმანია - „სანდოზი“-ს ჯგუფის კომპანია.

ტექსტის გადახედვა

2024 წლის ივლისი.

მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება კომპანია „სანდოზი“-ს ადგილობრივ ოფისში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა