ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კალციუმის არხების ბლოკატორები

ტენოქსი

Tenox®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ამლოდიპინი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც პირველი რიგის საშუალება და მისი გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ავადმყოფთა უმრავლესობაში შესაძლებელია მონოთერაპიის სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამლოდიპინი (amlodipine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA, tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
ATC კოდი
C08CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045856
რეგისტრირებულია
7 ივლისი 2026, მოქმედებს 7 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, tovarna zdravil d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატენოქსი და სხვა წამალი ერთად

ტენოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამლოდიპინი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც პირველი რიგის საშუალება და მისი გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ავადმყოფთა უმრავლესობაში შესაძლებელია მონოთერაპიის სახით. ავადმყოფებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ რომელიმე ჰიპოტენზიურ პრეპარატზე, ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ამლოდიპინის თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში დანიშვნის დროს.

ამლოდიპინი ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის საშუალება სტაბილური სტენოკარდიის და ვაზოსპასტიკური სტენოკარდიის (პრინცმეტალის სტენოკარდია ან ვარიანტული სტენოკარდია) სამკურნალოდ. ამლოდიპინი შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევებშიც, როდესაც კლინიკური სურათი მიუთითებს ვაზოსპაზმის/ვაზოკონსტრიქციის არსებობის შესაძლებლობაზე, თუმცა ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის. ამლოდიპინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის საშუალება ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში ნიტრატების და/ან ბეტა-ადრენობლოკატორების ადეკვატური დოზებით მკურნალობის მიმართ რეფრაქტერულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის დროს ამლოდიპინის ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 5 მგ დღეში ერთხელ, რომლის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმალურ დოზამდე, რაც შეადგენს 10 მგ-ს, ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ერთდროულად თიაზიდური შარდმდენების, ბეტა-ადრენობლოკატორების ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას ამლოდიპინის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

გამოიყენება ხანდაზმულ ადამიანებში

რეკომენდებულია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზებით გამოყენება. ერთიდაიგივე დოზებით, ამლოდიპინი ერთნაირად კარგად აიტანება როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდა პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებში (18 წლამდე ასაკის)

ამლოდიპინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში

ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში ცალკეულ შემთხვევებში დოზირება უნდა დაკორექტირდეს, მაგრამ ოპტიმალური მეთოდი და დოზა არ არის განსაზღვრული. ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვა. აუცილებელია მკურნალობის მინიმალური დოზებით დაწყება.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს

ამ კატეგორიის პაციენტების სამკურნალოდ ტენოქსის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზებით. პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიდევნება დიალიზის დროს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (მ.შ. სხვა დიჰიდროპირიდინების მიმართ);

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწ. სვ. – ზე დაბალი);

შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით);

ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ;

მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ., აორტის მძიმე სტენოზი);

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილით

არტერიული ჰიპოტენზია;

აორტის სტენოზი;

არაიშემიური ეთიოლოგიის გქუ (NYHA მიხედვით კლასი III-IV);

ღვიძლის უკმარისობა;

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მას შემდეგ 1 თვის განმავლობაში);

ჰოკმპ;

სკსს;

ხანდაზმული ასაკი.

ჰიპერტონული კრიზის დროს ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის დრო ხანგრძლივდება; დოზირების შესახებ რეკომენდაციები დადგენილი არ არის. ასეთ პაციენტებში ამლოდიპინი ინიშნება სიფრთხილით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პირებში დოზირების გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს

ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზებით. პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილება არ უკავშირდება თირკმლის დაზიანებების ხარისხს. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით.

სხეულის მცირე წონის, დაბალი სიმაღლის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. მკურნალობის დროს აუცილებელია სხეულის წონის კონტროლი და სტომატოლოგის მიერ დაკვირვება (ღრძილების ტკივილის, სისხლდენისა და ჰიპერპლაზიის პრევენციისთვის).

გამოიყენება პედიატრიაში

არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ზუსტად დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ამლოდიპინზე

CYP3A4-ის ინჰიბიტორები. CYP3A4-ის ინჰიბიტორი ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენებისას ახალგაზრდა პირებში და დილთიაზემის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ამლოდიპინის კონცენტრაცი პლაზმაში გაიზარდა შესაბამისად 22% და 50%-ით. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება უფრო მეტად გაზარდონ, ვიდრე დილთიაზემმა. CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად ამლოდიპინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, მიუხდედავად იმისა, რომ ამ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა.

CYP3A-ის ინდუქტორები. ამლოდიპინის და იმ ნივთიერებების ერთდროულად გამოყენების შედეგად, რომლებიც CYP3A4–ის ცნობილი ინდუქტორები არიან, სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება ვარირებდეს. ამიტომ, უნდა მოხდეს არტერიული წნევის მონიტორინგის ჩატარება და დოზის კორექციის აუცილებლობის განხილვა, როგორც ერთდროული გამოყენებისას, ასევე გამოყენების შემდეგ, პირველ რიგში CYP3A4–ის ძლიერმოქმედ ინდუქტორებთან ერთად (მაგალითად, რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები).

ტაკროლიმუსი

ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას, არსებობს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მატების რისკი. ამლოდიპინთან ერთად გამოყენების დროს ამ პრეპარატის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება.

კლარითრომიცინი

კლარითრომიცინი არის CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს და ამლოდიპინს, აქვთ არტერიული წნევის დაწევის მაღალი რისკი. პაციენტებისთვის, რომლებიც ასეთ კომბინაციას იღებენ, რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

ძუძუმწოვრებში რაპამიცინის მექანიკური სამიზნეის ინჰიბიტორები (mTOR): mTOR ინჰიბიტორები, როგორებიც არის სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი, არიან CYP3A იზოფერმენტის სუბსტრატები. ამლოდიპინი CYP3A იზოფერმენტის სუსტი ინჰიბიტორია. mTOR ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენების დროს ამლოდიპინმა შეიძლება გაზარდოს მათი ექსპოზიცია.

ციკლოსპორინი

ჯანმრთელ მოხალისეებსა და პაციენტთა ყველა ჯგუფში ამლოდიპინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა, გარდა პაციენტებისა თირკმლის გადანერგვის შემდეგ, რომლებსაც აღენიშნათ ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციის სხვადასხვა ხარისხით მატება (საშუალოდ 0%-დან 40% -მდე). უნდა მოხდეს ამ მონაცემების მხედველობაში მიღება და ამ ჯგუფის პაციენტებში ციკლოსპორინის და ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი და ციკლოსპორინის დოზის შემცირების აუცილებლობის განხილვა.

კლინიკურ კვლევებში ციმეტიდინი, ალუმინი/მაგნიუმი (ანტაციდი) და სილდენაფილი გავლენას არ ახდენდენ ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება გრეიფრუტის წვენთან არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ბიოშეღწევადობის ზრდა და შედეგად ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

ამლოდიპინის მოქმედება სხვა საშუალებებზე

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას.

კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინი გავლენას არ ახდენდა ატორვასტატინის, დიგოქსინის, ეთანოლის (ალკოჰოლი), ვარფარინის ან ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.

სიმვასტატინი

10 მგ ამლოდიპინის რამდენიმე დოზის გამოყენებამ 80 მგ სიმვასტატინთან ერთად გამოიწვია სიმვასტატინის ზემოქმედების 77%-ით მომატება ცალკე მიღებულ სიმვასტატინთან შედარებით. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს სიმვასტატინის დოზის შეზღუდვა 20 მგ-მდე.

ამლოდიპინი ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე (ლაბორატორიულ კვლევებზე) გავლენას არ ახდენს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეკლინიკურ კვლევებში დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ახდენს ტერატოგენულ მოქმედებას, მაგრამ არ არსებობს პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. დედის მიერ მიღებული საწყისი დოზის წილი, რომელსაც ახალშობილი იღებს, შეაფასეს ინტერკარტილურ დიაპაზონში როგორც 3-7%, მაქსიმუმ 15%. ამლოდიპინის გავლენა ახალშობილებზე უცნობია. შესაბამისად, ამლოდიპინი არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებს, თუ ისინი არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეფციას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამლოდიპინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამლოდიპინმა შეიძლება მოახდინოს მინიმალური ან ზომიერი გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს, რომელიც იღებს ამლოდიპინს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, რეაგირების უნარი შეიძლება დაირღვეს.

გვერდითი მოვლენები

სისტემურ-ორგანული კლასი (სოკ)

სიხშირე

არასასურველი

რეაქციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

ლეიკოციტოპენია,

თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

ალერგიული რეაქციები

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათად

ჰიპერგლიკემია

ფსიქიკური აშლილობები

არახშირად

უძილობა, განწყობის ცვლილებები (მათ შორის შფოთვა),

დეპრესია

იშვიათად

ცნობიერების არევა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით

მკურნალობის დასაწყისში)

არახშირად

ტრემორი, დისჰევზია,

გულყრა, ჰიპესთეზია, პარესთეზია

ძალიან იშვიათად

ჰიპერტონია,

პერიფერიული ნეიროპათია

სიხშირე უცნობია

ექსტრაპირამიდული დარღვევები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ხშირად

მხედველობის დარღვევები

(მ.შ. დიპლოპია)

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

არახშირად

შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ხშირად

გულისცემის

შეგრძნება

არახშირად

არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და

წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)

ძალიან იშვიათად

მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირად

სისხლის მიდინება სახეში

არახშირად

ჰიპოტენზია

ძალიან იშვიათად

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხშირად

ქოშინი

არახშირად

ხველა, რინიტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირად

მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, დეფეკაციის რეჟიმის ცვლილება (მათ შორის დიარეა და ყაბზობა);

არახშირად

გულისრევა, პირის ღრუს ლორწოვანი

გარსების სიმშრალე;

ძალიან იშვიათად

პანკრეატიტი, გასტრიტი,

ჰიპერტროფიკული გინგივიტი.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათად

ჰეპატიტი, სიყვითლე,

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება*

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირად

ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა,

ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად

ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაზური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება,

ფოტომგრძნობელობა

სიხშირე უცნობია

ტოქსიკური

ეპიდერმული ნეკროლიზი

დარღვევები კუნთოვანი, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირად

ტერფის სახსრების შეშუპება,

კუნთების კრუნჩხვები

არახშირად

ართრალგია, მიალგია,

ზურგის ტკივილი.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

არახშირად

შარდვის დარღვევა, ნოკტურია, ხშირი შარდვა

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

არახშირად

იმპოტენცია,

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირად

შეშუპება

ხშირად

მომატებული

დაღლილობა, ასთენია

არახშირად

ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი,

შეუძლოდ ყოფნა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

არახშირად

სხეულის წონის მომატება,

სხეულის წონის შემცირება

  • ძირითადად ქოლესტაზით განპირობებული

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის განზრახ გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია.

სიმპტომები

არსებული მონაცემები მოწმობენ, რომ აშკარა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული პერიფერიული ვაზოდილატაცია, შესაძლოა რეფლექსური ტაქიკარდია შემდგომი მნიშვნელოვანი და, როგორც ჩანს, ხანგრძლივი სისტემური ჰიპოტენზიის განვითარებით, მათ შორის ლეტალური შედეგის მქონე შოკით.

იშვიათად იყო შეტყობინებები ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპების შესახებ ამლოდიპინის ჭარბი დოზის შედეგად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაგვიანებული დასაწყისით (მიღებიდან 24-48 საათში) და საჭირო გახდეს ვენტილაციური მხარდაჭერა. პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით) შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორები იყოს.

მკურნალობა

ამლოდიპინის ჭარბ დოზასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის აქტიური შენარჩუნება, მათ შორის გულის და სასუნთქი ფუნქციების რეგულარული მონიტორინგი, პაციენტის ფეხების აწევა და მოცირკულირე სითხის მოცულობაზე და შარდის გამოყოფაზე დაკვირვება.

თუ არ არის უკუჩვენებები, ვაზოკონსტრიქტორების დანიშვნა შეიძლება ეფექტური იყოს სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის შესანარჩუნებლად. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხების ბლოკადის პრევენციისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა დადებით ეფექტს იძლევა. ჯანმრთელ მოხალისეებში 10 მგ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში აქტივირებული ნახშირის გამოყენებამ ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარის შემცირება აჩვენა.

რადგან ამლოდიპინი დიდწილად უერთდება ცილებს, მისი მოცილება ჰემოდიალიზით შეუძლებელია.

გამოშვების ფორმა

10 მგ-იანი 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: 1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს, 12,84 მგ ამლოდიპინის მალეატის ფორმით.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ერთ მხარეს ნაზოლით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ნესტის და სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

4 წელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიჰიდროპირიდინის წარმოებულები.

ათქ კოდი: C08CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი. იგი აინჰიბირებს კალციუმის იონების ნაკადს გულის და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია გლუვი მუსკულატურის სისხლძარღვებზე პირდაპირ მომადუნებელ მოქმედებაზე, რაც იწვევს ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას. გულის კუნთზე პრეპარატის ჰემოდინამიკური ეფექტები უმნიშვნელოა. ამლოდიპინი სელექციურად მოქმედებს სისხლძარღვებზე (სისხლძარღვებზე ზემოქმედება დაახლოებით 80-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გულის კუნთზე).

ამლოდიპინის სტენოკარდიის შემამსუბუქებელი ზუსტი მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ როლს ასრულებს შემდეგი ორი მოქმედება:

ამლოდიპინი აფართოებს არტერიოლებს და ამით ამცირებს ზოგად პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა) გულის მუშაობასთან მიმართებაში.

მოქმედების მექანიზმი, სავარაუდოდ, ასევე მოიცავს ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოებას, რაც ზრდის მიოკარდიუმისთვის ჟანგბადის მიწოდებას პრინცმეტალის სტენოკარდიის შეტევის მქონე პაციენტებში.

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა უზრუნველყოფს არტერილული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას (როგორც მწოლიარე, ასევე მჯდომარე მდგომარეობაში) 24 საათის განმავლობაში.

სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ამცირებს 1-მმ ST ინტერვალის გამოვლენის სიხშირეს. ამლოდიპინი ასევე ამცირებს სტენოკარდიის შეტევების განვითარების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარებას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა/განაწილება

თერაპიული დოზის პერორალურად მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა აბსორბირდება. საკვებთან ერთად მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის აბსორბციაზე. უცვლელი აქტიური ნივთიერების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 64%-80%. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი აღინიშნება მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. განაწილების მოცულობა დაახლოებით 21 ლ/კგ შეადგენს. ამლოდიპინის pKa შეადგენს 8.6. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინი პლაზმის პროტეინებს 97,5% -მდე უერთდება.

მეტაბოლიზმი/გამოყოფა

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის დრო 35-50 საათს შეადგენს. კონცენტრაციის პლატო მიიღწევა 7-8 დღის შემდეგ. ამლოდიპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდთან ერთად, რომლის 10% - უცვლელი ამლოდიპინის სახით.

ხანდაზმულ პირებში

ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში პლაზმაში კონცენტრაციის პიკის მიღწევის დრო ერთიდაიგივეა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ამლოდიპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. საწყისი ნაერთის 10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ უკავშირდება თირკმლის დაზიანების ხარისხს. შესაბამისად, რეკომენდებულია ჩვეულებრივი დოზები. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის დრო ხანგრძლივდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტებისათვის)

ტენოქსი® ტაბლეტები 10 მგ

TENOX®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინის მალეატი

გამოყენების ჩვენებები

ამლოდიპინი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც პირველი რიგის საშუალება და მისი გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ავადმყოფთა უმრავლესობაში შესაძლებელია მონოთერაპიის სახით. ავადმყოფებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ რომელიმე ჰიპოტენზიურ პრეპარატზე, ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ამლოდიპინის თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში დანიშვნის დროს.

ამლოდიპინი ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის საშუალება სტაბილური სტენოკარდიის და ვაზოსპასტიკური სტენოკარდიის (პრინცმეტალის სტენოკარდია ან ვარიანტული სტენოკარდია) სამკურნალოდ. ამლოდიპინი შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევებშიც, როდესაც კლინიკური სურათი მიუთითებს ვაზოსპაზმის/ვაზოკონსტრიქციის არსებობის შესაძლებლობაზე, თუმცა ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის. ამლოდიპინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის საშუალება ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში ნიტრატების და/ან ბეტა-ადრენობლოკატორების ადეკვატური დოზებით მკურნალობის მიმართ რეფრაქტერულ პაციენტებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (მ.შ. სხვა დიჰიდროპირიდინების მიმართ);

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწ. სვ. – ზე დაბალი);

შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით);

ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ;

მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ., აორტის მძიმე სტენოზი);

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

ამლოდიპინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

სიფრთხილით

არტერიული ჰიპოტენზია;

აორტის სტენოზი;

არაიშემიური ეთიოლოგიის გქუ (NYHA მიხედვით კლასი III-IV);

ღვიძლის უკმარისობა;

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მას შემდეგ 1 თვის განმავლობაში);

ჰოკმპ;

სკსს;

ხანდაზმული ასაკი.

ჰიპერტონული კრიზის დროს ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის დრო ხანგრძლივდება; დოზირების შესახებ რეკომენდაციები დადგენილი არ არის. ასეთ პაციენტებში ამლოდიპინი ინიშნება სიფრთხილით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პირებში დოზირების გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს

ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზებით. პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილება არ უკავშირდება თირკმლის დაზიანებების ხარისხს. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით.

სხეულის მცირე წონის, დაბალი სიმაღლის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. მკურნალობის დროს აუცილებელია სხეულის წონის კონტროლი და სტომატოლოგის მიერ დაკვირვება (ღრძილების ტკივილის, სისხლდენისა და ჰიპერპლაზიის პრევენციისთვის).

გამოიყენება პედიატრიაში

არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ზუსტად დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ამლოდიპინზე

CYP3A4-ის ინჰიბიტორები. CYP3A4-ის ინჰიბიტორი ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენებისას ახალგაზრდა პირებში და დილთიაზემის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ამლოდიპინის კონცენტრაცი პლაზმაში გაიზარდა შესაბამისად 22% და 50%-ით. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება უფრო მეტად გაზარდონ, ვიდრე დილთიაზემმა. CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად ამლოდიპინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, მიუხდედავად იმისა, რომ ამ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა.

CYP3A-ის ინდუქტორები. ამლოდიპინის და იმ ნივთიერებების ერთდროულად გამოყენების შედეგად, რომლებიც CYP3A4–ის ცნობილი ინდუქტორები არიან, სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება ვარირებდეს. ამიტომ, უნდა მოხდეს არტერიული წნევის მონიტორინგის ჩატარება და დოზის კორექციის აუცილებლობის განხილვა, როგორც ერთდროული გამოყენებისას, ასევე გამოყენების შემდეგ, პირველ რიგში CYP3A4–ის ძლიერმოქმედ ინდუქტორებთან ერთად (მაგალითად, რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები).

ტაკროლიმუსი

ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას, არსებობს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მატების რისკი. ამლოდიპინთან ერთად გამოყენების დროს ამ პრეპარატის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება.

კლარითრომიცინი

კლარითრომიცინი არის CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს და ამლოდიპინს, აქვთ არტერიული წნევის დაწევის მაღალი რისკი. პაციენტებისთვის, რომლებიც ასეთ კომბინაციას იღებენ, რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

ძუძუმწოვრებში რაპამიცინის მექანიკური სამიზნეის ინჰიბიტორები (mTOR): mTOR ინჰიბიტორები, როგორებიც არის სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი, არიან CYP3A იზოფერმენტის სუბსტრატები. ამლოდიპინი CYP3A იზოფერმენტის სუსტი ინჰიბიტორია. mTOR ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენების დროს ამლოდიპინმა შეიძლება გაზარდოს მათი ექსპოზიცია.

ციკლოსპორინი

ჯანმრთელ მოხალისეებსა და პაციენტთა ყველა ჯგუფში ამლოდიპინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა, გარდა პაციენტებისა თირკმლის გადანერგვის შემდეგ, რომლებსაც აღენიშნათ ციკლოსპორინის მინიმალური კონცენტრაციის სხვადასხვა ხარისხით მატება (საშუალოდ 0%-დან 40% -მდე). უნდა მოხდეს ამ მონაცემების მხედველობაში მიღება და ამ ჯგუფის პაციენტებში ციკლოსპორინის და ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი და ციკლოსპორინის დოზის შემცირების აუცილებლობის განხილვა.

კლინიკურ კვლევებში ციმეტიდინი, ალუმინი/მაგნიუმი (ანტაციდი) და სილდენაფილი გავლენას არ ახდენდენ ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება გრეიფრუტის წვენთან არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ბიოშეღწევადობის ზრდა და შედეგად ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

ამლოდიპინის მოქმედება სხვა საშუალებებზე

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას.

კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინი გავლენას არ ახდენდა ატორვასტატინის, დიგოქსინის, ეთანოლის (ალკოჰოლი), ვარფარინის ან ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.

სიმვასტატინი

10 მგ ამლოდიპინის რამდენიმე დოზის გამოყენებამ 80 მგ სიმვასტატინთან ერთად გამოიწვია სიმვასტატინის ზემოქმედების 77%-ით მომატება ცალკე მიღებულ სიმვასტატინთან შედარებით. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს სიმვასტატინის დოზის შეზღუდვა 20 მგ-მდე.

ამლოდიპინი ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე (ლაბორატორიულ კვლევებზე) გავლენას არ ახდენს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეკლინიკურ კვლევებში დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ახდენს ტერატოგენულ მოქმედებას, მაგრამ არ არსებობს პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. დედის მიერ მიღებული საწყისი დოზის წილი, რომელსაც ახალშობილი იღებს, შეაფასეს ინტერკარტილურ დიაპაზონში როგორც 3-7%, მაქსიმუმ 15%. ამლოდიპინის გავლენა ახალშობილებზე უცნობია. შესაბამისად, ამლოდიპინი არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებს, თუ ისინი არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეფციას.

გავლენა ავტომობილის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

ამლოდიპინმა შეიძლება მოახდინოს მინიმალური ან ზომიერი გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს, რომელიც იღებს ამლოდიპინს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, რეაგირების უნარი შეიძლება დაირღვეს.

გამოყენების წესი და დოზები

არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის დროს ამლოდიპინის ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 5 მგ დღეში ერთხელ, რომლის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმალურ დოზამდე, რაც შეადგენს 10 მგ-ს, ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ერთდროულად თიაზიდური შარდმდენების, ბეტა-ადრენობლოკატორების ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას ამლოდიპინის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

გამოიყენება ხანდაზმულ ადამიანებში

რეკომენდებულია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზებით გამოყენება. ერთიდაიგივე დოზებით, ამლოდიპინი ერთნაირად კარგად აიტანება როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდა პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებში (18 წლამდე ასაკის)

ამლოდიპინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში

ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში ცალკეულ შემთხვევებში დოზირება უნდა დაკორექტირდეს, მაგრამ ოპტიმალური მეთოდი და დოზა არ არის განსაზღვრული. ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვა. აუცილებელია მკურნალობის მინიმალური დოზებით დაწყება.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს

ამ კატეგორიის პაციენტების სამკურნალოდ ტენოქსის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზებით. პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიდევნება დიალიზის დროს.

გვერდითი მოქმედება

სისტემურ-ორგანული კლასი (სოკ)

სიხშირე

არასასურველი

რეაქციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

ლეიკოციტოპენია,

თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

ალერგიული რეაქციები

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათად

ჰიპერგლიკემია

ფსიქიკური აშლილობები

არახშირად

უძილობა, განწყობის ცვლილებები (მათ შორის შფოთვა),

დეპრესია

იშვიათად

ცნობიერების არევა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით

მკურნალობის დასაწყისში)

არახშირად

ტრემორი, დისჰევზია,

გულყრა, ჰიპესთეზია, პარესთეზია

ძალიან იშვიათად

ჰიპერტონია,

პერიფერიული ნეიროპათია

სიხშირე უცნობია

ექსტრაპირამიდული დარღვევები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ხშირად

მხედველობის დარღვევები

(მ.შ. დიპლოპია)

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

არახშირად

შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ხშირად

გულისცემის

შეგრძნება

არახშირად

არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და

წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)

ძალიან იშვიათად

მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირად

სისხლის მიდინება სახეში

არახშირად

ჰიპოტენზია

ძალიან იშვიათად

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხშირად

ქოშინი

არახშირად

ხველა, რინიტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირად

მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, დეფეკაციის რეჟიმის ცვლილება (მათ შორის დიარეა და ყაბზობა);

არახშირად

გულისრევა, პირის ღრუს ლორწოვანი

გარსების სიმშრალე;

ძალიან იშვიათად

პანკრეატიტი, გასტრიტი,

ჰიპერტროფიკული გინგივიტი.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათად

ჰეპატიტი, სიყვითლე,

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება*

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირად

ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა,

ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად

ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაზური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება,

ფოტომგრძნობელობა

სიხშირე უცნობია

ტოქსიკური

ეპიდერმული ნეკროლიზი

დარღვევები კუნთოვანი, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირად

ტერფის სახსრების შეშუპება,

კუნთების კრუნჩხვები

არახშირად

ართრალგია, მიალგია,

ზურგის ტკივილი.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

არახშირად

შარდვის დარღვევა, ნოკტურია, ხშირი შარდვა

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

არახშირად

იმპოტენცია,

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირად

შეშუპება

ხშირად

მომატებული

დაღლილობა, ასთენია

არახშირად

ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი,

შეუძლოდ ყოფნა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

არახშირად

სხეულის წონის მომატება,

სხეულის წონის შემცირება

  • ძირითადად ქოლესტაზით განპირობებული

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის განზრახ გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია.

სიმპტომები

არსებული მონაცემები მოწმობენ, რომ აშკარა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული პერიფერიული ვაზოდილატაცია, შესაძლოა რეფლექსური ტაქიკარდია შემდგომი მნიშვნელოვანი და, როგორც ჩანს, ხანგრძლივი სისტემური ჰიპოტენზიის განვითარებით, მათ შორის ლეტალური შედეგის მქონე შოკით.

იშვიათად იყო შეტყობინებები ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპების შესახებ ამლოდიპინის ჭარბი დოზის შედეგად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაგვიანებული დასაწყისით (მიღებიდან 24-48 საათში) და საჭირო გახდეს ვენტილაციური მხარდაჭერა. პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით) შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორები იყოს.

მკურნალობა

ამლოდიპინის ჭარბ დოზასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის აქტიური შენარჩუნება, მათ შორის გულის და სასუნთქი ფუნქციების რეგულარული მონიტორინგი, პაციენტის ფეხების აწევა და მოცირკულირე სითხის მოცულობაზე და შარდის გამოყოფაზე დაკვირვება.

თუ არ არის უკუჩვენებები, ვაზოკონსტრიქტორების დანიშვნა შეიძლება ეფექტური იყოს სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის შესანარჩუნებლად. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხების ბლოკადის პრევენციისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა დადებით ეფექტს იძლევა. ჯანმრთელ მოხალისეებში 10 მგ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში აქტივირებული ნახშირის გამოყენებამ ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარის შემცირება აჩვენა.

რადგან ამლოდიპინი დიდწილად უერთდება ცილებს, მისი მოცილება ჰემოდიალიზით შეუძლებელია.

გამოშვების ფორმა

10 მგ-იანი 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები და ვადა

შეინახეთ ნესტის და სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

4 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.

წარმომადგენლობა აზერბაიჯანში

ხოჯალას გამზირი 55, ბიზნეს ცენტრი AGA

ტელ.: (+99412) 464 40 22/23; (+99450) 264 29 27

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა