ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

სუპრასტინი

Suprastin®

ურეცეპტოდ25მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
მოქმედი ნივთიერება
chloropyramine
ფორმა და შეფუთვა
25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ჩანაცვლებული ეთილენდიამინები
ATC კოდი
R06AC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-045816
რეგისტრირებულია
30 ივნისი 2026, მოქმედებს 24 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასუპრასტინი და სხვა წამალი ერთად

სუპრასტინი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები პერორალურად (შიგნით) მისაღებად.

ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს, ჩაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

ღარის საშუალებით გატეხვით ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

სუპრასტინის® ტაბლეტების გვიან საღამოს მიღებამ შეიძლება გააძლიეროს რეფლუქსური დაავადების სიმპტომები, რასაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი კუჭის ან საყლაპავის არეში და მჟავე ამოქარვება.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი სუპრასტინის® ტაბლეტები:

ანტიჰისტამინური საშუალებებით, მათ შორის სუპრასტინით®, განზრახ ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი.

ამიტომ, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი სუპრასტინის® ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები:

ანტიჰისტამინური საშუალებებით განზრახ ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი.

პრეპარატ სუპრასტინით® დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება ატროპინით მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა: ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ატაქსია, მოძრაობის და კოორდონაციის დარღვევა, კრუნჩხვები. ადრეული ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, ფიქსირებული გაფართოვებული გუგები, სახის გაწითლება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის გაწითლება ყოველთვის არ აღენიშნებათ, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. ბოლოს ვითარდება კომა და ფილტვ-გულის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი 2-18 საათის განმავლობაში.

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პირველი 12 საათის განმავლობაში აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა. რეკომენდებულია გულ-ფილტვის ფუნქციის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

თუ ვადაზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები მიღება

თუ თქვენ დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეთ სუპრასტინის® ტაბლეტების მიღება, ეს არ გამოიწვევს არასასურველ შედეგებს, მხოლოდ დაბრუნდება თქვენი დაავადების სიმპტომები და შეიძლება გაძლიერდეს ჩივილები.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაწუხებთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდის ან მე-8 პარაგრაფში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ასთმის მწვავე შეტევის დროს;

დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში;

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სუპრასტინის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები სიფრთიხლით უნდა დაინიშნოს ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ (როგორიცაა: ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა).

იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში შეიძლება განვითარდეს გამოხატული შფოთვა, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა - შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა - შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

პრეპარატის გვიან საღამოს საათებში გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა (პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს გლაუკომის შეტევა).

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.

კუნთების დაავადებები.

შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.

ქრონიკული შეკრულობა.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, თუ ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენ ადრე აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გაუარესდებოდათ ალერგიული სიმპტომები ან აღენიშნებოდათ სხვა გვერდითი რეაქციები.

პრეპარატ სუპრასტინის® ხანგრძლივმა გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლმბადი სისტემის დარღვევები (იხ. პარაგრაფი 4).

პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულის შესახებაც, რადგან, სხვადასხვა პრეპარატის ერთად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ერთად მიღებული თითოეული პრეპარატის ეფექტზე.

ზოგიერთი მაო-ს ინჰიბიტორები (როგორიცაა მოკლობენიდი, სელეგელინი) აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის® ანტიქოლინერგიულ ეფექტებს (სიმშრალე პირში, გაფართოვებული გუგები, მხედველობითი აკომოდაციის დარღვევები, შეკრულეობა, შარდის გამოყოფის დარღვევები). ამგვარად, არ შეიძლება სუპრასტინის® ტაბლეტების მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატ სუპრასტინის® ერთდროულად გამოყენებისას ატროპინთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, სედატიურ საშუალებებთან, საძილე პრეპარატებთან, სხვა პრეპარატებთან რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთებთან. სუპრასტინს® და ნებისმიერ ამ პრეპარატთაგანს შეუძლია ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.

სმენის ორგანოს დამაზიანებელ (ოტოტოქსიკური) პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (მაგალითად ზოგიერთ ანტიბიოტიკთან), სუპრასტინს® შეუძლია სმენის დარღვევის ადრეული ნიშნების შენიღბვა.

ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შეუძლია კანისმიერი რეაქციების შენიღბვა კანის ალერგიული სინჯების დროს, ამგვარად, ასეთი სინჯის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სუპრასტინი® უნდა მოიხსნას.

პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლთან

ალკოჰოლს შეუძლია ანტიჰისტამინური პრეპარატების, მათ შორის სუპრასტინის®, სედატიური ეფექტის გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა), რის გამოც პრეპარატ სუპრასტინით® მკურნალობის კურსის დროს საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მაგალითად, მოკლობემიდი ან სელეგილინი, აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის® ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარატ სუპრასტინის® ერთდროულ გამოყენებას ბარბიტურატებთან, საძილე საშუალებებთან, ანქსიოლიტური სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ატროპინთან და სხვა მუსკარინულ პარასიმპათოლიტურ საშუალებეთან (სუპრასტინს® და ამ პრეპარატთაგან ნებისმიერს შეუძლიათ გააძლიერონ ერთმანეთის ეფექტი).

ანტიჰისტამინური საშუალებები თრგუნავენ კანისმიერ რეაქციებს კანის ალერგიული სინჯების საპასუხოდ, ამიტომ ამ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს კანის ასეთი სინჯების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ოპოტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინირებისას, სუპრასტინს® შეუძლია ოტოტოქსიკურობის ადრეული ნიშნების შენიღბვა.

ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატ სუპრასტინის® დამთრგუნველ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. მაგრამ აღწერილია თვალის განვითარების დარღვევა იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაში. ამიტომ, ადეკვატური კონტროლირებადი მონაცემების არარსებობის გამო, ორსულობის დროს პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენების ადეკვატური, კონტროლირებადი კვლევების მონაცემთა არარსებობის გამო, მისი დანიშვნა მეძუძური დედებისთვის არ არის რეკომენდირებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, იკრძალება სატრასპორტო საშუალებების მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზას)

რძის შაქრის აუტანლობის დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუპრასტინის® ტაბლეტები შეიცავს 116გ რძის შაქარს (ლაქტოზას).

თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ მიიღება პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ სუპრასტინის® ტაბლეტები ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებების მკაცრი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში

რეკომენდირებული დღეღამური დოზა – 1 ტაბლეტი (25მგ) 3-4-ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ბავშვებიდა 18 წლამდე ასაკის მოზარდები

რეკომენდირებული საწყისი დოზები:

1-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვები: 2-3-ჯერ დღეში 1/4 ტაბლეტი.

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში : 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში.

6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში : 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს პაციენტის რეაქციის და გამოვლენილი გვერდითი მოვლენელბის მიხედვით.

მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 2მგ/კგ-ს.

მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია სუპრასტინის® ფრთხილი ნელი ინტრავენური ინექციით, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით ან პრეპარატის პერორალური მიღებით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული, დასუსტებული პაციენტები

პრეპარატ სუპრასტინის® მიღება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგანაც ეს პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიჰისტამინური პრეპარატების გვერდითი მოვლენების მიმართ (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის დაავადებების დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმის (დაშლის) დაქვეითებასთან დაკავშირებით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება, ვინაიდან მოქმედი კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები?

ვარგისიანობის ვადა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

სუპრასტინი® (მოქმედი ნივთიერება: ქლოროპირამინი) წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს ალერგიული რექციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ქავილი, როგორცაა მაგალითად, თივისმიერი ცხელება, ალერგიული კონიუნქტივიტი, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია მცენარეებით და ქიმიური ნივთიერებებით, ასევე საკვების და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ.

პრეპარატი, ასევე გამოიყენება დამატებითი თერაპიისთვის მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციის) მკურნალობის დროს.

ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნისას გასათვალისწინებელია სედაციური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე

ჭარბი დოზა

ანტიჰისტამინური პრეპარატებით, მათ შორის სუპრასტინის® ტაბლეტებით ჭარბმა დოზირებამ, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობა.

სიმპტომები: პრეპარატ სუპრასტინით® დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება ატროპინით მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა: ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ატაქსია, მოძრაობის კოორდონაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები. ადრეული ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, ფიქსირებული გაფართოვებული გუგები, სახის კანის ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის კანის ჰიპერთერმია ყოველთვის არ აღენიშნებათ. აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია, კომის და ფილტვ-გულის უკმარისობის შესაძლო განვითარებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი 2-18 საათის განმავლობაში.

მკურნალობა: ამ პრეპარატის ანტიქოლინერგული ეფექტის გამო, ნელდება კუჭის დაცლა. ამრიგად, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება ჭარბი დოზირებიდან 12 საათის განმავლობაში.

რეკომენდებულია რესპირატორული მაჩვენებლების და გულ-ფილტვის ფუნქციის მონიტორინგი, სიმპტომური თერაპია და რეანიმაციული ზომები ჩვენების მიხედვით.

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი (116მგ), კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპის), ჟელატინი, სტეარინის მჟავა, ტალკი.

პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე:

თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ტაბლეტები დისკის სახით ნაჭდევით, გრავირებით “SUPRASTIN” ერთ მხარეზე და ღარით – ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგისა და წარმოების ლიცენზიის მფლობელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1105 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120

უნგრეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალებები. ეთილენდიამინები ჩანაცვლებული.

ათქ კოდი: R06AC03

მოქმედების მექანიზმი

ქლოროპირამინი - ტრიპელენამინის (პირიბენზამინის) ქლორირებული ანალოგი -პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება ეთილენდიამინის ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს.

ქლოროპირამინის მოქმედება ემყარება H1-რეცეპტორების ბლოკირებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტი

პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ტრიპელენამინის მსგავსად, ქლოროპირამინი ეფექტურად გამოყენება თივისმიერი ცხელების და სხვა ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ. ზღვის გოჭებში პრეპარატი მცირე დოზებით ეფექტური იყო, როდესაც ჰისტამინი შეჰყავდათ ლეტალურ დოზაზე 120-ჯერ მეტი დოზით. პრეპარატი, ასევე მოქმედებს გლუვ კუნთებზე, კაპილარების გამტარობასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პერორალურად მიღებისას ეფექტი შეინიშნება 15-30 წუთის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი ვითარდება 1 საათის განმავლობაში და გრძელდება დაახლოებით 3-6 საათის განმავლობაში.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

პერორალურად მიღებისას, ქლოროპირამინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ეფექტი ჩნდება მიღებიდან 15-30 წუთში.

ბიოგარდაქმნა

შიგნით მიღების შემდეგ ქლოროპირამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოყოფა

გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

ბავშვებში პრეპარატი უფრო სწრაფად გამოიყოფა, ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ქლოროპრამინის მეტაბოლიზმი მცირდება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობისას მოქმედი ნივთიერების გამოყოფა მცირდება, ამიტომ შეიძლება

საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

თაგვებში პრეპარატ სუპრასტინის® კანქვეშა შეყვანამ არ გამოწვია ექსპერიმენტული სიმსივნეების ზრდის სტიმულირება. მუტაგენურობაზე ტესტის დროს (Drosophila melanogaster), ქლოროპირამინმა არ გამოავლინა მუტაგენური მოქმედება. პრეკლინიკური უსაფრთხოების სხვა მონაცემები არ არსებობს.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი (116მგ თითოეულ ტაბლეტში), კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპის), ტალკი, ჟელატინი, სტეარინის მჟავა.

  • 2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

სუპრასტინი®

25მგ ტაბლეტები

(ქლოროპირამინი)

პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ აღგენიშნებათ ნებიმიერი გვერითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).

თუ სამი დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ან პირიქით გაუარესდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე?

როგორ მიიღება პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები?

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები?

ვარგისიანობის ვადა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

სუპრასტინი® (მოქმედი ნივთიერება: ქლოროპირამინი) წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს ალერგიული რექციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ქავილი, როგორცაა მაგალითად, თივისმიერი ცხელება, ალერგიული კონიუნქტივიტი, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია მცენარეებით და ქიმიური ნივთიერებებით, ასევე საკვების და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ.

პრეპარატი, ასევე გამოიყენება დამატებითი თერაპიისთვის მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციის) მკურნალობის დროს.

ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნისას გასათვალისწინებელია სედაციური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაწუხებთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდის ან მე-8 პარაგრაფში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ასთმის მწვავე შეტევის დროს;

დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში;

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატ სუპრასტინის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები სიფრთიხლით უნდა დაინიშნოს ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ (როგორიცაა: ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა).

იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში შეიძლება განვითარდეს გამოხატული შფოთვა, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა - შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა - შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

პრეპარატის გვიან საღამოს საათებში გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა (პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს გლაუკომის შეტევა).

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.

კუნთების დაავადებები.

შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.

ქრონიკული შეკრულობა.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, თუ ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენ ადრე აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გაუარესდებოდათ ალერგიული სიმპტომები ან აღენიშნებოდათ სხვა გვერდითი რეაქციები.

პრეპარატ სუპრასტინის® ხანგრძლივმა გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლმბადი სისტემის დარღვევები (იხ. პარაგრაფი 4).

პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწივიოს ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულის შესახებაც, რადგან, სხვადასხვა პრეპარატის ერთად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ერთად მიღებული თითოეული პრეპარატის ეფექტზე.

ზოგიერთი მაო-ს ინჰიბიტორები (როგორიცაა მოკლობენიდი, სელეგელინი) აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის® ანტიქოლინერგიულ ეფექტებს (სიმშრალე პირში, გაფართოვებული გუგები, მხედველობითი აკომოდაციის დარღვევები, შეკრულეობა, შარდის გამოყოფის დარღვევები). ამგვარად, არ შეიძლება სუპრასტინის® ტაბლეტების მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატ სუპრასტინის® ერთდროულად გამოყენებისას ატროპინთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, სედატიურ საშუალებებთან, საძილე პრეპარატებთან, სხვა პრეპარატებთან რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთებთან. სუპრასტინს® და ნებისმიერ ამ პრეპარატთაგანს შეუძლია ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.

სმენის ორგანოს დამაზიანებელ (ოტოტოქსიკური) პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (მაგალითად ზოგიერთ ანტიბიოტიკთან), სუპრასტინს® შეუძლია სმენის დარღვევის ადრეული ნიშნების შენიღბვა.

ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შეუძლია კანისმიერი რეაქციების შენიღბვა კანის ალერგიული სინჯების დროს, ამგვარად, ასეთი სინჯის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სუპრასტინი® უნდა მოიხსნას.

პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლთან

ალკოჰოლს შეუძლია ანტიჰისტამინური პრეპარატების, მათ შორის სუპრასტინის®, სედატიური ეფექტის გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა), რის გამოც პრეპარატ სუპრასტინით® მკურნალობის კურსის დროს საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. მაგრამ აღწერილია თვალის განვითარების დარღვევა იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაში. ამიტომ, ადეკვატური კონტროლირებადი მონაცემების არარსებობის გამო, ორსულობის დროს პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს პრეპარატ სუპრასტინის® გამოყენების ადეკვატური, კონტროლირებადი კვლევების მონაცემთა არარსებობის გამო, მისი დანიშვნა მეძუძური დედებისთვის არ არის რეკომენდირებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, იკრძალება სატრასპორტო საშუალებების მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზას)

რძის შაქრის აუტანლობის დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუპრასტინის® ტაბლეტები შეიცავს 116გ რძის შაქარს (ლაქტოზას).

თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ მიიღება პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ სუპრასტინის® ტაბლეტები ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებების მკაცრი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში

რეკომენდირებული დღეღამური დოზა – 1 ტაბლეტი (25მგ) 3-4-ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ბავშვებიდა 18 წლამდე ასაკის მოზარდები

რეკომენდირებული საწყისი დოზები:

1-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვები: 2-3-ჯერ დღეში 1/4 ტაბლეტი.

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში : 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში.

6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში : 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს პაციენტის რეაქციის და გამოვლენილი გვერდითი მოვლენელბის მიხედვით.

მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 2მგ/კგ-ს.

მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია სუპრასტინის® ფრთხილი ნელი ინტრავენური ინექციით, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით ან პრეპარატის პერორალური მიღებით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული, დასუსტებული პაციენტები

პრეპარატ სუპრასტინის® მიღება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგანაც ეს პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიჰისტამინური პრეპარატების გვერდითი მოვლენების მიმართ (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის დაავადებების დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმის (დაშლის) დაქვეითებასთან დაკავშირებით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება, ვინაიდან მოქმედი კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

მიღების წესი

ტაბლეტები პერორალურად (შიგნით) მისაღებად.

ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს, ჩაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

ღარის საშუალებით გატეხვით ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

სუპრასტინის® ტაბლეტების გვიან საღამოს მიღებამ შეიძლება გააძლიეროს რეფლუქსური დაავადების სიმპტომები, რასაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი კუჭის ან საყლაპავის არეში და მჟავე ამოქარვება.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი სუპრასტინის® ტაბლეტები:

ანტიჰისტამინური საშუალებებით, მათ შორის სუპრასტინით®, განზრახ ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი.

ამიტომ, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი სუპრასტინის® ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები:

ანტიჰისტამინური საშუალებებით განზრახ ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი.

პრეპარატ სუპრასტინით® დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება ატროპინით მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა: ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ატაქსია, მოძრაობის და კოორდონაციის დარღვევა, კრუნჩხვები. ადრეული ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, ფიქსირებული გაფართოვებული გუგები, სახის გაწითლება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის გაწითლება ყოველთვის არ აღენიშნებათ, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. ბოლოს ვითარდება კომა და ფილტვ-გულის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი 2-18 საათის განმავლობაში.

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პირველი 12 საათის განმავლობაში აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა. რეკომენდებულია გულ-ფილტვის ფუნქციის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

თუ ვადაზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები მიღება

თუ თქვენ დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეთ სუპრასტინის® ტაბლეტების მიღება, ეს არ გამოიწვევს არასასურველ შედეგებს, მხოლოდ დაბრუნდება თქვენი დაავადების სიმპტომები და შეიძლება გაძლიერდეს ჩივილები.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირის (გამოვლენის ალბათობის) დადგენა.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის მხრივ სხვა დარღვევები.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ალერგიული რეაქციები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძილიანობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნერვული აგზნებადობა, ხელების კანკალი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, არაადეკვატურად ამაღლებული განწყობა (ეიფორია).

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:

თვალშიგა წნევის მომატება (ლაუკომა), გლაუკომის შეტევები, არამკაფიო მხედველობა.

დარღვევები გულის მხრივ:

გულის შეკუმშვის გახშირება (ტაქიკარდია), არარეგულარული გულის შეკუმშვები (არითმია).

დარღვევები სისხლძაღვების მხრივ:

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, ტკივილი, სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი კუჭის არეში.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

სინათლის მიმართ მგრძნობელობა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

კუნთების სისუსტე ან ტკივილი.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ანტიჰისტამინური საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წარმოქმნის დარღვევა. თუ პრეპარატის ქრონიკული გამოყენების დროს ვითარდება სხვა მიზეზებით აუხსნელი ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება, სიფერმკრთალე, სიყვითლე, ჰემატომები, უჩვეულო, ძნელად შეჩერებადი სისხლდენები, მაშინ, ასეთ შემთხვევებში უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი ფერმენტულ ელემენტებზე. თუ ანალიზის შედეგები აჩვენებს სისხლწარმოქმნის დარღვევებს, პრეპარატ სუპრასტინით® მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, მათზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების შესახებ წამლის არასასურველი რეაქციის (მოვლენის) შესახებ მონაცემთა ინფორმაციულ ბაზაში, მათ შორის წამლის არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები, თუ აღმოაჩენთ მისი ხარისხის ცვლილების ხილულ ნიშნებს.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი სუპრასტინის® ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი (116მგ), კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპის), ჟელატინი, სტეარინის მჟავა, ტალკი.

პრეპარატის სუპრასტინის® ტაბლეტები გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე:

თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ტაბლეტები დისკის სახით ნაჭდევით, გრავირებით “SUPRASTIN” ერთ მხარეზე და ღარით – ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგისა და წარმოების ლიცენზიის მფლობელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1105 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა