ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები

ალერგოსანი 1% მალამო

ALLERGOSAN® 1% OINTMENT

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ალერგოსანი მალამო ნაჩვენებია ზრდასრულთათვის, ბავშვებისთვის და მეძუძური ბავშვებისთვის: - მწერების ნაკბენების დროს; - კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავანა დერმატოზებისას; - გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას სისტემური გამოვლინების გარეშე.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
chloropyramine
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/გ) 18გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Sopharma AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები
ATC კოდი
D04AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-045257
რეგისტრირებულია
21 აპრილი 2026, მოქმედებს 21 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sopharma AD (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალერგოსანი 1% მალამო და სხვა წამალი ერთად

ალერგოსანი 1% მალამო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალერგოსანი მალამო ნაჩვენებია ზრდასრულთათვის, ბავშვებისთვის და მეძუძური ბავშვებისთვის:

  • მწერების ნაკბენების დროს;
  • კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავანა დერმატოზებისას;
  • გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას სისტემური გამოვლინების გარეშე.

მიღების წესი და დოზირება

ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.

გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით, კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა წაისვათ ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან 7 დღემდე.

თუ თქვენ გამოიყენეთ დოზა, რომელიც აღემატება ალერგოსანი მალამოს საჭირო დოზას

კანზე პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის დიდი რაოდენობით შემთხვევით შთანთქმისას, დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ გამოტოვეთ ალერგოსანი მალამოს გამოყენება

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. 6 პუნქტში).

ალერგოსანი მალამოს გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას.

  • თუ გაქვთ კანის მწვავე რეაქციები ექსუდატის წარმოქმნით (სეკრეტი, ანთებითი სითხე), უფრო მისაღებია სხვა სამკურნალო ფორმის გამოყენება – ალერგოსანი კრემი.
  • არ არის რეკომენდებული პრეპარატის წასმა ღია ჭრილობებზე ან დამწვრობაზე.
  • იყავით ფრთხილად, რათა გამოყენებისას პრეპარატის ნაწილი არ მოგხვდეთ თვალში, ცხვირის ან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, უახლოეს წარსულში იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

ახდენენ თუ არა გავლენას სხვა სამკურნალო პრეპარატები ალერგოსანის მოქმედებაზე, ცნობილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არსებობს მონაცემები სამკურნალო და სხვა ურთიერთქმედების შესახებ პრეპარატის ადგილობრივ გამოყენებისას. არ არის რეკომენდირებული სხვა ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო პრეპარატების გამოყენება ალერგოსანის მალამოსთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები თქვენთვის ალერგოსანის მალამოს გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ალერგოსანი მალამო არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგოსანი მალამოს ზოგიერთ შემადგენელ ნივთიერებაზე

ალერგოსანი მალამო შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლანოლინს და ცეტილის სპირტს, რომელთაც გამოყენების ადგილას შესაძლოა გამოიწვიონ კანის რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის, მედდის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს:

მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ უნდა შეინახოთ ალერგოსანი მალამო
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ალერგოსანი მალამო და რისთვის გამოიყენება

ალერგოსანი მალამო შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას, რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.

თუ 5-7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

  • ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე

ჭარბი დოზა

ადგილობრივი გამოყენებისას, ქლოროპირამინის ჭარბი დოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. არ არსებობს მონაცემები სამკურნალო პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი რეზორბციის შესახებ კანის დაუზიანებელ უბანზე სწორად გამოიყენებისას.

შემადგენლობა

  • მოქმედი ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 10 მგ 1 გ მალამოში.
  • დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრი პარაფინი.

როგორ გამოიყურება ალერგოსანი მალამო და რას შეიცავს შეფუთვა

მკრთალი ყვითელი ფერის, უსუნო, ცხიმისებრი მასა. სამკურნალო პრეპარატის 18 გ დოზირებულია მემბრანულ ალუმინის ტუბში პოლიპროპილენისგან დამზადებულ პლასტმასის თავსახურით. თითოეული ტუბი მოთავსებულია მუყაოსგან დამზადებულ ერთეულ დასაკეც კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით. თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

წარმოების ადგილი

სს სოფარმა,

ს. ვრაბევო, 5660, ლოვეჩის ოლქი, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: ოქტომბერი, 2025.

შენახვის პირობები

1 (ერთი) თვე.

  • 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.

  • 5. მონაცემები შეფუთვის შესახებ

სამკურნალო პრეპარატის 18გ დოზირებულია მემბრანულ ალუმინის ტუბში პოლიპროპილენისგან დამზადებულ პლასტმასის თავსახურით.

თითოეული ტუბი მოთავსებულია მუყაოსგან დამზადებულ ერთეულ დასაკეც კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.

  • 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდების და მუშაობისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან მისი ნარჩენები უნდა გადააგდოთ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • გამოყენების ნებართვის მფლობელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს შოსეს ქუჩა 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

  • სავაჭრო ლიცენზიის ან სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი (ნომრები)
  • პირველი გამოყენების ნებართვის / განახლებული ნებართვის თარიღი
  • 01.2011 / 29.01.2016/14.05.2021
  • ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი:

2025 წლის ოქტომბერი

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1. ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის, ATC კოდი: D04AA09

მოქმედების მექანიზმი

ქლოროპირამინი არის ეთილენედიამინის წარმოებული, კლასიკური ("ძველი" ან პირველი თაობის) H1-ანტაგონისტი. როგორც ჰისტამინური H1-რეცეპტორების კომპეტენტური შექცევადი ანტაგონისტი, ის ბლოკავს ჰისტამინის მოქმედებას.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ქლორპირამინი სხნის ჰისტამინით გამოწვეულ ვაზოდილატაციას, სისხლძარღვების მომატებულ გამტარობა და ქსოვილების შეშუპებას. ანტიჰისტამინური ეფექტის პარალელურად, ქლოროპირამინს გააჩნია ანტიქოლინერგული თვისებები და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მუსკარინული მოქმედებები სისტემური გამოყენებისას, როგორიცაა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ყაბზობა, მხედველობის დარღვევები და თვალშიდა წნევის მომატება, შარდის შეკავება. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და უკავშირდება H1-რეცეპტორებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამის შედეგად, მისმა მოქმედებამ, ისევე როგორც H1-რეცეპტორების სხვა ანტაგონისტებმა, შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა. შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ანტიემიური მოქმედება.

კანზე ადგილობრივი გამოყენებისას, ქლოროპრამინი მაღალი ხარისხით თრგუნავს სიწითლეს და ქავილს, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, თრგუნავს სეკრეციას, ამცირებს ქსოვილის შეშუპებას და თრგუნავს კანის გამონაყარის წარმოქმნას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

არ არსებობს მონაცემები კანიდან ქლოროპირამინის შეწოვის შესახებ, ან პლაზმაში კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციების მიღწევის შესახებ, მისი კანის დაუზიანებელ უბანზე ადგილობრივად გამოიყენებისას.

  • 3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, ქლოროპირამინს არ აქვს ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული და მუტაგენური მოქმედება. სხვა ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ცეტილის სპირტი

ლანოლინი

რბილი, თეთრი პარაფინი

  • 2. შეუთავსებლობები

უცნობია

  • 3. ვარგისობის ვადა

3 წელი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფარმაცევტული პროდუქტის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ალერგოსანი 1% მალამო

ALLERGOSAN® 1% ointment

ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი (chloropyramine hydrochloride)

მკურნალობის დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ამ სამკურნალო საშუალების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების შესაბამისად.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდით მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას. ეს გულისხმობს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
  • თუ 5- 7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს ალერგოსანი მალამო და რისთვის გამოიყენება
  • ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე
  • როგორ უნდა გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ უნდა შეინახოთ ალერგოსანი მალამო
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ალერგოსანი მალამო და რისთვის გამოიყენება

ალერგოსანი მალამო შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას, რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.

თუ 5-7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

  • ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო

  • თუ გაქვთ ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. 6 პუნქტში).

ალერგოსანი მალამოს გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას.

  • თუ გაქვთ კანის მწვავე რეაქციები ექსუდატის წარმოქმნით (სეკრეტი, ანთებითი სითხე), უფრო მისაღებია სხვა სამკურნალო ფორმის გამოყენება – ალერგოსანი კრემი.
  • არ არის რეკომენდებული პრეპარატის წასმა ღია ჭრილობებზე ან დამწვრობაზე.
  • იყავით ფრთხილად, რათა გამოყენებისას პრეპარატის ნაწილი არ მოგხვდეთ თვალში, ცხვირის ან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, უახლოეს წარსულში იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

ახდენენ თუ არა გავლენას სხვა სამკურნალო პრეპარატები ალერგოსანის მოქმედებაზე, ცნობილი არ არის.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები თქვენთვის ალერგოსანის მალამოს გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ალერგოსანი მალამო არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგოსანი მალამოს ზოგიერთ შემადგენელ ნივთიერებაზე

ალერგოსანი მალამო შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლანოლინს და ცეტილის სპირტს, რომელთაც გამოყენების ადგილას შესაძლოა გამოიწვიონ კანის რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის, მედდის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს:

მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.

გამოყენების წესი

ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.

გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით, კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა წაისვათ ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან 7 დღემდე.

თუ თქვენ გამოიყენეთ დოზა, რომელიც აღემატება ალერგოსანი მალამოს საჭირო დოზას

კანზე პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის დიდი რაოდენობით შემთხვევით შთანთქმისას, დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ გამოტოვეთ ალერგოსანი მალამოს გამოყენება

არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატის დიდი რაოდენობა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, კითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

ძალიან იშვიათად ალერგოსანი მალამომ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი ან გაღიზიანება.

ალერგოსანი მალამოს გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენა (მაგ. კონტაქტური დერმატიტი), რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებებით ლანოლინით და ცეტილის სპირტით.

თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.

  • როგორ უნდა შეინახოთ ალერგოსანი მალამო

შეინახეთ არაუმეტეს 25оС ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 (სამი) წელი

არ გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება შეგიძლიათ შეფუთვის გახსნიდან 1 თვემდე პერიოდში.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ალერგოსანი მალამო

  • მოქმედი ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 10 მგ 1 გ მალამოში.
  • დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრი პარაფინი.

როგორ გამოიყურება ალერგოსანი მალამო და რას შეიცავს შეფუთვა

მკრთალი ყვითელი ფერის, უსუნო, ცხიმისებრი მასა. სამკურნალო პრეპარატის 18 გ დოზირებულია მემბრანულ ალუმინის ტუბში პოლიპროპილენისგან დამზადებულ პლასტმასის თავსახურით. თითოეული ტუბი მოთავსებულია მუყაოსგან დამზადებულ ერთეულ დასაკეც კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით. თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

წარმოების ადგილი

სს სოფარმა,

ს. ვრაბევო, 5660, ლოვეჩის ოლქი, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: ოქტომბერი, 2025.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა