ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ნუროფენ ექსპრესი

Nurofen® Express

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში შემდეგი მდგომარეობების დროს: თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნევრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების და რევმატული ტკივილი, გრიპთან და გაცივებასთან დაკავშირებული ცხელება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
200მგ რბილი კაფსულა №8 (1X8)
მწარმოებელი
Reckitt Benckiser Healthcare International Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Patheon Softgels B.V.(ნიდერლანდი)), დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045769
რეგისტრირებულია
25 ივნისი 2026, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Reckitt Benckiser Healthcare LLC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანუროფენ ექსპრესი და სხვა წამალი ერთად

ნუროფენ ექსპრესი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში შემდეგი მდგომარეობების დროს:

თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნევრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების და რევმატული ტკივილი,

გრიპთან და გაცივებასთან დაკავშირებული ცხელება.

პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური მკურნალობისთვის, ტკივილის, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად.

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესის მოქმედების მექანიზმი

იბუპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმიული რეაქციის მედიატორები არიან. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ტკივილის, შეშუპების და ცხელების სიმძიმეს ანთების დროს. პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის მიღების შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება 8 საათამდე გაგრძელდეს. პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის უზმოზე მიღების შემდეგ იბუპროფენი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (GIT) და პლაზმაში 10 წუთის შემდეგ აღინიშნება. იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-40 წუთში, 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ნუროფენის აპკით შემოგარსული ტაბლეტების ეკვივალენტური დოზის მიღებისას. ნუროფენ ექსპრესის მიღების შემდეგ იბუპროფენი პლაზმაში 8 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში ვლინდება.

თუ 3 დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდა ან სიმპტომები უარესდება უნდა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ნუროფენ ექსპრესის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის მიღებით მაქსიმალურად მოკლე კურსით სიმპტომების აღმოსაფხვრელად აუცილებელი მინიმალური ეფექტური დოზით (იხ. ნაწილი 4.4).

დოზირების რეჟიმი

1 კაფსულა (200 მგ) 3-4-ჯერ დღეში. მოზრდილებში უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კაფსულამდე (400 მგ) მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 6-8 საათი. მაქსიმალური სადრეღამისო დოზაა 1200 მგ (6 კაფსულა).

თუ პრეპარატის გამოყენება 2-3 დღეზე მეტხანს გჭირდებათ ან თუ თქვენი მდგომარეობა უარესდება, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ, ეს პრეპარატი საკვებთან ერთად მიიღონ.

პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებამ შეიძლება შეანელოს მისი მოქმედება. ამ შემთხვევაში, არ მიიღოთ უფრო დიდი დოზა. დაიცავით დოზებს შორის საჭირო ინტერვალი.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ხანდაზმული პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო (იხ. ნაწილი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შემცირება საჭირო არ არის (თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის იხილეთ ნაწილი 4.3).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შემცირება საჭირო არ არის (ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის იხილეთ ნაწილი 4.3).

ბავშვები

12-17 წლის მოზარდებში ინიშნება 1 კაფსულა (200 მგ) 3-4-ჯერ დღეში. არ გამოიყენოთ 5 კაფსულაზე (1000 მგ) მეტი დღეში.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ მოზარდებში პრეპარატის გამოყენება 2-3 დღეზე მეტხანს არის საჭირო ან თუ მდგომარეობა უარესდება.

ნუროფენ ექსპრესი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების ინსტრუქცია

პერორალური მიღებისთვის. კაფსულა გადაყლაპეთ დაუღეჭავად, მიაყოლეთ წყალი. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია იბუპროფენის ან ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ბრონქული ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების მორეციდივე პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიმართ აუტანლობის სრული ან არასრული კომბინაცია (მათ შორის, ანამნეზში).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლულის პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებასთან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GIT) ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (პეპტიკური წყლულის ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).

თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე უკმარისობა, ჰიპერკალემია;

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი პერიოდი.

სისხლდენა თავის ტვინის სისხლძარღვებიდან (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა;

ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია);

ჰემორაგიული დიათეზი;

მძიმე დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო).

ფრუქტოზას აუტანლობა.

ორსულობის ვადა 20 კვირაზე მეტი (იხილეთ ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

ნუროფენი ექსპრესის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები ან მდგომარეობები:

ანამნეზში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდის არსებობა; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან წარსულში - შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი; სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი); ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა, მათ შორის დეჰიდრატაციის დროს, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით, ჰიპერბილირუბინემია, არტერიული ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადება, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია), მძიმე სომატური დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, წყლულის ან სისხლდენის რისკის გამზრდელი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული მიღება, მათ შორის, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონის ჩათვლით), ანტიკოაგულანტები (ვარფარინის ჩათვლით), სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) (მათ შორის, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) ან ანტიაგრეგანტები (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი), 20 კვირამდე ვადის ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმული ასაკი; მაშტაბური ქირურგიული ჩარევების შემდგომი მდგომარეობები. თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან მათ შორის COX-2 სელექციურ ინჰიბიტორებთან, ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი ზრდიან არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.

ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

ნუროფენი ექსპრესი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ერთჯერადი ეპიზოდი ან წყლულოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ, ეს პრეპარატი საკვებთან ერთად მიიღონ. თუ შეამჩნევთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რაიმე სიმპტომს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად ნუროფენის გამოყენებისას მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობის მიუხედავად, ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების დოზის გაზრდისა და ანამნეზში პეპტიკური წყლულის არსებობისას, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის (განსაკუთრებით სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) განვითარების შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

კანის რეაქციები

არსებობს ცნობები კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტის, მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, DRESS სინდრომის (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია იბუპროფენის გამოყენებასთან. თუ შეამჩნევთ კანის სერიოზული რეაქციების სიმპტომებს, რომლებიც აღწერილია მე-4 ნაწილში, შეწყვიტეთ ნუროფენი ექსპრესის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ალერგიული რეაქციები

იბუპროფენის გამოყენებისას დაფიქსირდა ალერგიული რეაქციების შემთხვევები, მათ შორის, სუნთქვის პრობლემები, სახისა და კისრის მიდამოს შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი გულმკერდის არეში. ამ სიმპტომიდან ნებისმიერის განვითარებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნუროფენი ექსპრესის მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

სიფრთხილის სხვა ზომები

თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ტკივილის სინდრომის გაძლიერება გამოიწვიოს. მოცემული სიმპტომის განვითარებისას, უნდა შეწყვიტოთ ნუროფენი ექსპრესის მიღება და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნუროფენი ექსპრესის და ზოგიერთი სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება:

აცეტილსალიცილის მჟავა: გამონაკლისია ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (არა უმეტეს 75 მგ დღეში), რადგან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი): თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ჯგუფის ანთების საწინააღმდეგო ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ:

გლიკოზიდებს (მაგალითად, დიგოქსინი) (გულის უკმარისობის დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენ ექსპრესმა შეიძლება გააძლიეროს დიგოქსინის მოქმედება და გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება;

ფენიტოინს (ეპილეფსიის დროს), ლითიუმის პრეპარატებს (ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენ ექსპრესმა შესაძლოა გააძლიეროს ამ პრეპარატების მოქმედება;

გლუკოკორტიკოიდებს (მაგალითად, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინი), რადგან იბუპროფენი აძლიერებს ამ პრეპარატების ეფექტს;

ანტიაგრეგანტებს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SSRIs) (დეპრესიის დროს), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

პრობენეციდს და სულფინპირაზონს (პოდაგრის დროს), რადგან ისინი ანელებენ ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფას;

დიურეზულ საშუალებებს, აგფ-ის ინჰიბიტორებს, ბეტა-ბლოკერებს და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების თერაპიული მოქმედება;

კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, რადგან ნუროფენთან® ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალემია);

მეთოტრექსატს (ონკოლოგიური და რევმატული დაავადებების დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენ ექსპრესმა შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის მოქმედება;

ტაკროლიმუსს და ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესორები), რადგან ნუროფენთან® ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;

ზიდოვუდინს (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), რადგან ჰემოფილიით დაავადებულ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ნუროფენი ექსპრესის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემართროზი ან ჰემატომები (სისხლჩაქცევები);

პერორალურ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებს და ინსულინს (შაქრიანი დიაბეტის დროს), შესაძლებელია ეფექტის გაძლიერება;

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რადგან ნუროფენ ექსპრესთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს;

მიფეპრისტონთან (გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის), რადგან პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტიანობას;

ვორიკონაზოლს და ფლუკონაზოლს (სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას), რადგან ისინი აძლიერებენ იბუპროფენის მოქმედებას. უნდა განიხილებოდეს იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება იბუპროფენის მაღალი დოზები;

ცეფამანდოლს, ცეფოპერაზონს, ცეფოტეტანს, ვალპროის მჟავას, პლიკამიცინს, რადგან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს;

მილაკოვანი სეკრეციის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ისინი ამცირებენ იბუპროფენის გამოყოფას;

მიკროსომული დაჟანგვის ინდუქტორებს (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), რადგან ისინი ზრდიან მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების რისკს;

მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორებს, რადგან მცირდება ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი;

ანტაციდებს და კოლესტირამინს, რადგან ისინი ამცირებენ იბუპროფენის შეწოვას;

კოფეინს, რადგან იგი აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი საკვებთან და სასმელთან ერთად

ნუროფენი ექსპრესის გამოყენების დროს თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან პრეპარატისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება გარკვეული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

პრეპარატი არ გამოიყენება 20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ან გულის პრობლემები ბავშვში, გაზარდოს დედასა და ბავშვში სისხლდენისადმი მიდრეკილება, გამოიწვიოს მცირეწყლიანობა და პრობლემები მშობიარობის დროს. მოერიდეთ ამ პრეპარატის გამოყენებას 20 კვირამდე ორსულობის პერიოდში. თუ მისი მიღება აუცილებელია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შესაძლებელია ამ პრეპარატის ხანმოკლე გამოყენება ძუძუთი კვების დროს.

თუ აუცილებელია ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის დროს დროებით შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება.

ფერტილობა ქალებში

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლასს, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ფერტილობა ქალებში ოვულაციაზე ზემოქმედების გამო. ეს მოვლენა შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას პრეპარატი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პაციენტებმა, რომლებსაც იბუპროფენის მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, რეაქციების შენელება ან მხედველობის დარღვევა, თავი უნდა აარიდონ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას. ეს მეტ წილად ალკოჰოლთან კომბინაციას ეხება.

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი შეიცავს სორბიტოლს და ჟოლოსფერ საღებავს [Ponceau 4R] (E124).

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი შეიცავს 22.26 მგ სორბიტოლს თითოეულ კაფსულაში. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ჟოლოსფერ საღებავს [Ponceau 4R] (E124). ამ ნივთიერებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის მიღება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები და 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები: 1 კაფსულა (200 მგ) 3-4-ჯერ დღეში, საჭიროებისამებრ. უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად მოზრდილებმა შეიძლება მიიღონ 2 კაფსულა (400 მგ) 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებმა არ უნდა მიიღონ 6 კაფსულაზე (1200 მგ) მეტი 24 საათის განმავლობაში. 12-17 წლის მოზარდებმა არ უნდა მიიღონ 5 კაფსულაზე (1000 მგ) მეტი დღეში.

მიღების გზა ან/და მეთოდი

შიგნით მისაღებად. არ დაღეჭოთ კაფსულები. მიაყოლეთ კაფსულას წყალი. დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6–8 საათს.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ, ნუროფენი ექსპრესი საკვებთან ერთად მიიღონ. ჭამის შემდეგ მიღებამ შეიძლება შეანელოს პრეპარატის მომედება. ამ შემთხვევაში, არ მიიღოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი. მნიშვნელოვანია დოზებს შორის საჭირო ინტერვალის დაცვა.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. მიიღეთ პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოფხვრისთვის.

რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები 2-3 დღეზე მეტხანს გრძელდება ან თუ მდგომარეობა უარესდება.

თუ პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ.

თუ მიიღეთ პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი რეკომენდებულზე მეტი დოზით (ჭარბი დოზირება) ან თუ ბავშვმა შეცდომით მიიღო პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, და მიაწოდეთ ჯანდაცვის მუშაკებს პრეპარატის შეფუთვა და ეს ფურცელი-ჩანართი.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ან იშვიათად, დიარეა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები: ძილიანობა და იშვიათად - აგზნება, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა, სუნთქვის პრობლემები. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ამ მდგომარეობის გამწვავება.

მკურნალობა: სიმპტომური, სასუნთქი გზების გამტარობის სავალდებულო უზრუნველყოფით და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით. იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის პერორალური მიღება ან კუჭის ამორეცხვა. ბრონქული ასთმის სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში, რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის მიღება

არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნუროფენ ექსპრესმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

არასასურველი რეაქციების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში სიმპტომების შესამსუბუქებლად საკმარისი მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

შეწყვიტეთ პრეპარატი ნუროფენი ექსპრესის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდება შემდეგი მდგომარეობები:

ძალიან იშვიათად აღინიშნება (შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 პაციენტს 10 000 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის მწვავე ტკივილი, კუპრისფერი შავი განავალი, სისხლიანი ღებინება, რომელიც დაფთული ყავის მსგავსია;

ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება, სტვენითი სუნთქვა, სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველივე გამოყენებისას;

კანის მძიმე რეაქციები: მოწითალო, ტარგეტული ფორმის ან მრგვალი ლაქები ტანზე, რომლებიც არ არის ამობურცული, ხშირად ცენტრში არსებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, თვალებსა და გენიტალიებზე. კანის მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის (კოუნისის სინდრომი) ნიშანი იყოს.

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

გენერალიზებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი); წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშ არსებული გამკვრივებებით და ბუშტუკებით, რასაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში ვლინდება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარებას.

ხშირად (არა უმეტეს 1 პაციენტში 100 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი ხარისხის სისხლდენამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ანემია გამოიწვიოს.

არც ისე ხშირად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ზოგჯერ სისხლდენით და კედლების პერფორაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულოვანი დაზიანება (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, გასტრიტი;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნება, გაღიზიანება და დაღლილობა;

მხედველობის დარღვევა;

კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი, მათ შორის ქავილი და ჭინჭრის ციება.

იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 1 000 პაციენტიდან):

ყურებში შუილი (ტინიტუსი);

თირკმლის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას და შარდოვანას კონცენტრაციების მომატება;

ჰემოგლობინის დონის დაქვეითება.

ძალიან იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 000 პაციენტიდან):

პერიფერიული შეშუპება (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში); შარდის მოცულობის შემცირება და შარდის შემღვრევა (ნეფროზული სინდრომი), ანთებითი პროცესი თირკმლებში (ინტერსტიციული ნეფრიტი), რომელმაც შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს;

თირკმლის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი). აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი;

სისხლის ფორმირების დარღვევები. საწყისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ყელის ტკივილს, პირის ღრუში ზედაპირულ წყლულებს, გრიპის მსგავს სიმპტომებს, მომატებულ დაღლილობას, ცხვირიდან სისხლდენას და ჰემატომებს;

ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია;

ინფექციური დაავადებების დროს ანთების გამწვავება (მაგ., ნეკროზული ფასციიტი); კანის მძიმე ინფექციები და გართულებები რბილი ქსოვილების მხრივ ჩუტყვავილას დროს;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, ღვიძლის უკმარისობა;

ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები: კისრის დაჭიმულობა (რიგიდობა), თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ცნობიერების არევა სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში;

არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, სისხლძარღვთა კედლების ანთება (ვასკულიტი);

გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის შეგრძნება;

ეზოფაგიტი, პანკრეატიტი და ნაწლავებში მემბრანის მსგავსი სტრუქტურების წარმოქმნა.

უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

გამონაყარი და სიწითლე კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (ფოტომგრძნობელობა).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და კვლევის ცენტრი“

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.pharm.kg

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.ndda.kz

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე, სადაც აღნიშნულია თვე და წელი. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი შეიცავს:

მოქმდედი ნივთიერებაა იბუპროფენი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ იბუპროფენს თხევადი მოქმედი ნივთიერების სახით.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 600, კალიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი, ჟელატინი, სორბიტოლი (ნაწილობრივ დეჰიდრატირებული) (E420), ჟოლოსფერი საღებავი [Ponceau 4R] (E124), თეთრი მელანი [Opacode WB NS-78-18011] (გასუფთავებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ჰიპრომელოზა-3cP).

ნუროფენ ექსპრესი შეიცავს სორბიტოლს და ჟოლოსფერ საღებავს [Ponceau 4R] (E124) (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულები. რბილი ოვალური კაფსულები წითელი გამჭვირვალე ჟელატინის გარსით, თეთრი მაიდენტიფიცირებელი წარწერით „NUROFEN“, რომლებიც შეიცავს უფეროდან ღია ვარდისფერამდე გამჭვირვალე სითხეს.

4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა პვქ/პვდქ ბლისტერში (ბლისტერის ფუძე) და ალუმინის ფოლგისგან (ბლისტერის შესაფუთი მასალა).

1, 2 ან 3 ბლისტერი (თითოეულში 4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა) ან 4 ბლისტერი (თითოეულში 10 კაფსულა) ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი (გამოშვების ხარისხის კონტროლი)

გაერთიანებული სამეფო

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ /

Reckitt Benckiser Healthcare International Ltd

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, გაერთიანებული სამეფო /

Thane Road, Nottingham, NG90 2DB, United Kingdom

ტელ.: +44 (0) 1159 078523

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა:

შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“

რუსეთი, 115114, მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, ​​4, მე-3 სართული

ტელ.: 8-800-200-82-20

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკაში:

შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“

050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302.

ტელ.: 8-10-800-2000-82-20, +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;

ფაქსი: +7 (727) 356 07 50;

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებგვერდზე http://eec.eaeunion.org/

ჭარბი დოზა

სიმპტომები

პაციენტების უმრავლესობას კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებისას აღენიშნებოდა მხოლოდ გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ან, უფრო იშვიათად, დიარეა. ასევე შეიძლება განვითარდეს ტინიტუსი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. მძიმე მოწამვლის შემთხვევებში დაფიქსირდა ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანებები, მათ შორის თავბრუხვევა, ძილიანობა, იშვიათად - ნერვული აგზნება, ორიენტაციის დარღვევა, კრუნჩხვები და კომა. მოწამვლის მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დროის/საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მომატება, სავარაუდოდ, კოაგულაციის მოცირკულირე ფაქტორებთან ურთიერთქმედების გამო. შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა მდგომარეობის გამწვავება.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელი: საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების და გულის ფუნქციის მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზებამდე. თუ პაციენტი პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში მიმართავს ექიმს, პერორალურად შეიძლება დაინიშნოს გააქტივებული ნახშირი ან კუჭის ამორეცხვა. თუ იბუპროფენი უკვე აბსორბირდა, შეიძლება დაინიშნოს ტუტე სითხის მიღება თირკმლებით იბუპროფენის მჟავა წარმოებულის გამოსადევნად, ფორსირებული დიურეზი. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვების დროს ინტრავენურად შეჰყავთ დიაზეპამი ან ლორაზეპამი. ასთმის შეტევის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ბრონქოდილატატორები.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ბავშვებში იბუპროფენის 400 მგ/კგ-ზე მეტმა დოზებმა შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. მოზარდებსა და მოზრდილებში „დოზა-პასუხის“ კავშირი არ არის გამოხატული. ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 1.5–3 სთ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა

4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა პვქ/პვდქ ბლისტერში (ბლისტერის ფუძე) და ალუმინის ფოლგისგან (ბლისტერის შესაფუთი მასალა).

1, 2 ან 3 ბლისტერი (თითოეულში 4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა) ან 4 ბლისტერი (თითოეულში 10 კაფსულა) ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და პრეპარატთან სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას

უტილიზაციისთვის სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

გაერთიანებული სამეფო

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ

ტეინ როუდი, ნოტინჰემი, NG90 2DB, გაერთიანებული სამეფო

ტელეფონი: +44 (0) 1159 078523

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი კავშირის ტერიტორიაზე

მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

რუსეთის ფედერაცია, რესპუბლიკა ბელარუსი, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა:

შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“

რუსეთი, 115114, მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, 4, მე-3 სართული

ტელეფონი: 8-800-200-82-20

ელ. ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“, ყაზახეთის რესპუბლიკა, 050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302.

ტელ.: +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;

ფაქსი: +7 (727) 356 07 50

ტელ.: 8-10-800-2000-82-20.

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი

პირველადი რეგისტრაციის თარიღი (რეგისტრაციის დადასტურება, ხელახალი რეგისტრაცია)

პირველადი რეგისტრაციის თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი

სამკურნალო საშუალება ნუროფენ ექსპრესის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: http://eec.eaeunion.org/

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანტირევმატული პრეპარატები; პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ATX კოდი: M01AE01

მოქმედების მექანიზმი

ნუროფენ ექსპრესის მოქმედი ნივთიერებაა იბუპროფენი. ტრადიციული ინფექციური დაავადებების მოდელებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების თანახმად, იბუპროფენმა აჩვენა ეფექტურობა, როგორც ტკივილს, ანთებას და ჰიპერთერმული პასუხის მედიატორების - პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორმა. ადამიანებში იბუპროფენი ავლენს სწრაფ, მიზანმიმართულ მოქმედება ტკივილის მიმართ (ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატს და კოლაგენის მიერ ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

იბუპროფენი არის ციკლოოქსიგენაზა 1-ის და ციკლოოქსიგენაზა 2-ის ძლიერი ინჰიბიტორი, რითაც აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს. იბუპროფენი თრგუნავს ექსპერიმენტულად გამოწვეულ ლეიკოციტების მიგრაციას ანთების კერებში. ასევე ნაჩვენებია, რომ იბუპროფენს აქვს გამოხატული ეფექტი ზურგის ტვინზე, რაც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ განპირობებულია ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით. იბუპროფენის სიცხის დამწევი თვისებები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია პროსტაგლანდინების ცენტრალურ ინჰიბირებასთან ჰიპოთალამუსის დონეზე.

ექსპერიმენტული მონაცემებით დადასტურებულია, რომ იბუპროფენმა შეიძლება კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე, მათი ერთდროული გამოყენებისას. ზოგიერთმა ფარმაკოდინამიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების აცეტილსალიცილის მჟავას (81 მგ) მიღებამდე 8 საათის განმავლობაში ან მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში 400 მგ იბუპროფენის ერთჯერადი მიღება ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას გავლენას თრომბოქსანის წარმოქმნაზე ან თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ამ მონაცემების კლინიკურ სიტუაციაზე ექსტრაპოლაცია, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ იბუპროფენის რეგულარული ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება ასპირინის დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის ეპიზოდური გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა (იხ. ნაწილი 4.5).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

აბსორბცია მაღალია, სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (GIT). მიღების შემდეგ იბუპროფენი ნაწილობრივ შეიწოვება კუჭში და შემდეგ მთლიანად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.

ნუროფენ ექსპრესის 2 კაფსულის უზმოზე მიღების შემდეგ, იბუპროფენი პლაზმაში 10 წუთში ვლინდება, ხოლო პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 30-40 წუთში მიიღწევა, 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ნუროფენის აპკით შემოგარსული ტაბლეტების ეკვივალენტური დოზის მიღების შემდეგ. იბუპროფენის აპკით შემოგარსული ტაბლეტების მიღების შემდეგ, პიკური პლაზმური კონცენტრაცია 1-2 საათში მიიღწევა. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაახანგრძლივოს პლაზმური პიკური კონცენტრაციის (Tmax) მიღწევის დრო. ნუროფენ ექსპრესის მიღების შემდეგ, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება 8 საათამდე გაგრძელდეს.

განაწილება

პერორალურად მიღებისას იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლში. პლაზმის ცილებთან კავშირი - 99%. იგი ნელა აღწევს სახსრის ღრუში და რჩება სინოვიურ სითხეში, სადაც ქმნის უფრო მაღალ კონცენტრაციებს, ვიდრე პლაზმაში.

ბიოტრანსფორმაცია

აბსორბციის შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური R-ფორმის დაახლოებით 60% ნელა გარდაიქმნება აქტიურ S-ფორმად. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ელიმინაცია

ღვიძლში დაშლის (ჰიდროქსილირება, კარბოქსილირება, კონიუგაცია) შედეგად მიღებული ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტები მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ძირითადად თირკმლებით (90%), ასევე ნაღველთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ პირებში და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში 1.8-3.5 სთ-ს შეადგენს.

ნუროფენ ექსპრესის მიღების შემდეგ იბუპროფენი სისხლის პლაზმაში განისაზღვრება 8 საათის ან მეტი ხნის შემდეგ.

შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღინიშნებოდა დედის რძეში.

ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არსებობს მონაცემები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ გამოვლინდა ცხოველებში პრეპარატის კლინიკურ კვლევებში გამოყენებული დოზების მსგავსი დოზებით ზემოქმედებისას, რასაც შეიძლება კლინიკური მნიშვნელობა ჰქონდეს.

ტოქსიკურობა მრავალჯერადი დოზების შეყვანისას

სუბქრონიკული და ქრონიკული ტოქსიკურობა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული და წყლულოვანი დაზიანებების სახით დაფიქსირდა.

კანცეროგენეზი და მუტაგენეზი

in vitro და in vivo კვლევების შედეგების მიხედვით, იბუპროფენის მუტაგენური პოტენციალის კლინიკურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ გამოვლენილა. ვირთხებსა და თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა იბუპროფენის კანცეროგენული პოტენციალის მტკიცებულება არ აჩვენა.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

იბუპროფენმა ოვულაციის დათრგუნვა გამოიწვია კურდღლებში, ასევე იმპლანტაციის დარღვევა სხვადასხვა სახეობის ცხოველებში (კურდღლები, ვირთხები და თაგვები). ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იბუპროფენი გაივლის პლაცენტას, ხოლო დედისთვის ტოქსიკური დოზების მიღებისას დაფიქსირდა მანკების (მაგ., პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების) შემთხვევების ზრდა. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, რომლებიც, როგორც დადასტურებულია, აფერხებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, ზრდიან ნაყოფის ან დედის ანომალიებით გამოწვეული რთული მშობიარობის შემთხვევებს.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების სია

მაკროგოლი 600

კალიუმის ჰიდროქსიდი

გასუფთავებული წყალი

კაფსულის გარსი:

ჟელატინი

სორბიტოლი (ნაწილობრივ დეჰიდრატირებული) (E420)

ჟოლოსფერი საღებავი [Ponceau 4R] (E124)

გასუფთავებული წყალი

თეთრი მელანი [Opacode WB NS-78-18011]:

გასუფთავებული წყალი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

პროპილენგლიკოლი

იზოპროპანოლი

ჰიპრომელოზა-3cP

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა (ვარგისიანობის ვადა)

3 წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

ნუროფენ ექსპრესი, 200 მგ, კაფსულები

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ფურცელ-ჩანართის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ აფთიაქის მუშაკს.

რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

რა არის პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი და რისთვის გამოიყენება იგი.

რა უნდა იცოდეთ ნუროფენი ექსპრესის მიღებამდე.

ნუროფენი ექსპრესის გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

ნუროფენი ექსპრესი ს შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი და რისთვის გამოიყენება იგი.

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას იბუპროფენს. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) კლასს. იბუპროფენს აქვს სწრაფი, მიზანმიმართული მოქმედება ტკივილის მიმართ (ტკივილგამაყუჩებელი), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში შემდეგი მდგომარეობების დროს:

თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნევრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების და რევმატული ტკივილი,

გრიპთან და გაცივებასთან დაკავშირებული ცხელება.

პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური მკურნალობისთვის, ტკივილის, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად.

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესის მოქმედების მექანიზმი

იბუპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმიული რეაქციის მედიატორები არიან. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ტკივილის, შეშუპების და ცხელების სიმძიმეს ანთების დროს. პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის მიღების შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება 8 საათამდე გაგრძელდეს. პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის უზმოზე მიღების შემდეგ იბუპროფენი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (GIT) და პლაზმაში 10 წუთის შემდეგ აღინიშნება. იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-40 წუთში, 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ნუროფენის აპკით შემოგარსული ტაბლეტების ეკვივალენტური დოზის მიღებისას. ნუროფენ ექსპრესის მიღების შემდეგ იბუპროფენი პლაზმაში 8 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში ვლინდება.

თუ 3 დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდა ან სიმპტომები უარესდება უნდა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ნუროფენ ექსპრესის მიღებამდე

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ნუროფენ ექსპრესი:

თუ გაქვთ ალერგია იბუპროფენის ან ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ბრონქული ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების მორეციდივე პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიმართ აუტანლობის სრული ან არასრული კომბინაცია (მათ შორის, ანამნეზში).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლულის პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებასთან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GIT) ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (პეპტიკური წყლულის ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).

თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე უკმარისობა, ჰიპერკალემია;

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი პერიოდი.

სისხლდენა თავის ტვინის სისხლძარღვებიდან (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა;

ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია);

ჰემორაგიული დიათეზი;

მძიმე დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო).

ფრუქტოზას აუტანლობა.

ორსულობის ვადა 20 კვირაზე მეტი (იხილეთ ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ნუროფენი ექსპრესის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები ან მდგომარეობები:

ანამნეზში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდის არსებობა; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან წარსულში - შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი; სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი); ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა, მათ შორის დეჰიდრატაციის დროს, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით, ჰიპერბილირუბინემია, არტერიული ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადება, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია), მძიმე სომატური დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, წყლულის ან სისხლდენის რისკის გამზრდელი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული მიღება, მათ შორის, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონის ჩათვლით), ანტიკოაგულანტები (ვარფარინის ჩათვლით), სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) (მათ შორის, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) ან ანტიაგრეგანტები (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი), 20 კვირამდე ვადის ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმული ასაკი; მაშტაბური ქირურგიული ჩარევების შემდგომი მდგომარეობები. თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან მათ შორის COX-2 სელექციურ ინჰიბიტორებთან, ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი ზრდიან არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.

ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

ნუროფენი ექსპრესი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ერთჯერადი ეპიზოდი ან წყლულოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ, ეს პრეპარატი საკვებთან ერთად მიიღონ. თუ შეამჩნევთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რაიმე სიმპტომს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად ნუროფენის გამოყენებისას მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობის მიუხედავად, ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების დოზის გაზრდისა და ანამნეზში პეპტიკური წყლულის არსებობისას, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის (განსაკუთრებით სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) განვითარების შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

კანის რეაქციები

არსებობს ცნობები კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტის, მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, DRESS სინდრომის (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია იბუპროფენის გამოყენებასთან. თუ შეამჩნევთ კანის სერიოზული რეაქციების სიმპტომებს, რომლებიც აღწერილია მე-4 ნაწილში, შეწყვიტეთ ნუროფენი ექსპრესის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ალერგიული რეაქციები

იბუპროფენის გამოყენებისას დაფიქსირდა ალერგიული რეაქციების შემთხვევები, მათ შორის, სუნთქვის პრობლემები, სახისა და კისრის მიდამოს შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი გულმკერდის არეში. ამ სიმპტომიდან ნებისმიერის განვითარებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნუროფენი ექსპრესის მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

სიფრთხილის სხვა ზომები

თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ტკივილის სინდრომის გაძლიერება გამოიწვიოს. მოცემული სიმპტომის განვითარებისას, უნდა შეწყვიტოთ ნუროფენი ექსპრესის მიღება და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გამოიყენოთ ნუროფენი ექსპრესი ჩუტყვავილას დროს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის, თირკმლის ფუნქციის და სისხლის ანალიზების მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ნუროფენი ექსპრესის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი (იხილეთ ნაწილი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი“).

ზოგადად, თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან მაღალი დოზებით გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მძიმე ქრონიკული დარღვევა. ეს რისკი იზრდება მარილების დაკარგვისას და დეჰიდრატაციის დროს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შენიღბონ ინფექციური დაავადებების და ცხელების სიმპტომები. საავადმყოფოს გარეთ მკურნალობისას, თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

ბავშვები და მოზარდები

ნუროფენი ექსპრესი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმის დაცვის შეუძლებლობის გამო.

მოზარდებში დეჰიდრატაციის დროს არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი

ნუროფენი ექსპრესის და ზოგიერთი სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება:

აცეტილსალიცილის მჟავა: გამონაკლისია ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (არა უმეტეს 75 მგ დღეში), რადგან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი): თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ჯგუფის ანთების საწინააღმდეგო ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ:

გლიკოზიდებს (მაგალითად, დიგოქსინი) (გულის უკმარისობის დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენ ექსპრესმა შეიძლება გააძლიეროს დიგოქსინის მოქმედება და გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება;

ფენიტოინს (ეპილეფსიის დროს), ლითიუმის პრეპარატებს (ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენ ექსპრესმა შესაძლოა გააძლიეროს ამ პრეპარატების მოქმედება;

გლუკოკორტიკოიდებს (მაგალითად, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინი), რადგან იბუპროფენი აძლიერებს ამ პრეპარატების ეფექტს;

ანტიაგრეგანტებს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SSRIs) (დეპრესიის დროს), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

პრობენეციდს და სულფინპირაზონს (პოდაგრის დროს), რადგან ისინი ანელებენ ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფას;

დიურეზულ საშუალებებს, აგფ-ის ინჰიბიტორებს, ბეტა-ბლოკერებს და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების თერაპიული მოქმედება;

კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, რადგან ნუროფენთან® ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალემია);

მეთოტრექსატს (ონკოლოგიური და რევმატული დაავადებების დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენ ექსპრესმა შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის მოქმედება;

ტაკროლიმუსს და ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესორები), რადგან ნუროფენთან® ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;

ზიდოვუდინს (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), რადგან ჰემოფილიით დაავადებულ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ნუროფენი ექსპრესის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემართროზი ან ჰემატომები (სისხლჩაქცევები);

პერორალურ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებს და ინსულინს (შაქრიანი დიაბეტის დროს), შესაძლებელია ეფექტის გაძლიერება;

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რადგან ნუროფენ ექსპრესთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს;

მიფეპრისტონთან (გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის), რადგან პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტიანობას;

ვორიკონაზოლს და ფლუკონაზოლს (სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას), რადგან ისინი აძლიერებენ იბუპროფენის მოქმედებას. უნდა განიხილებოდეს იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება იბუპროფენის მაღალი დოზები;

ცეფამანდოლს, ცეფოპერაზონს, ცეფოტეტანს, ვალპროის მჟავას, პლიკამიცინს, რადგან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს;

მილაკოვანი სეკრეციის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ისინი ამცირებენ იბუპროფენის გამოყოფას;

მიკროსომული დაჟანგვის ინდუქტორებს (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), რადგან ისინი ზრდიან მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების რისკს;

მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორებს, რადგან მცირდება ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი;

ანტაციდებს და კოლესტირამინს, რადგან ისინი ამცირებენ იბუპროფენის შეწოვას;

კოფეინს, რადგან იგი აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი საკვებთან და სასმელთან ერთად

ნუროფენი ექსპრესის გამოყენების დროს თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან პრეპარატისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება გარკვეული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

პრეპარატი არ გამოიყენება 20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ან გულის პრობლემები ბავშვში, გაზარდოს დედასა და ბავშვში სისხლდენისადმი მიდრეკილება, გამოიწვიოს მცირეწყლიანობა და პრობლემები მშობიარობის დროს. მოერიდეთ ამ პრეპარატის გამოყენებას 20 კვირამდე ორსულობის პერიოდში. თუ მისი მიღება აუცილებელია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შესაძლებელია ამ პრეპარატის ხანმოკლე გამოყენება ძუძუთი კვების დროს.

თუ აუცილებელია ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის დროს დროებით შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება.

ფერტილობა ქალებში

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლასს, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ფერტილობა ქალებში ოვულაციაზე ზემოქმედების გამო. ეს მოვლენა შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას პრეპარატი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პაციენტებმა, რომლებსაც იბუპროფენის მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, რეაქციების შენელება ან მხედველობის დარღვევა, თავი უნდა აარიდონ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას. ეს მეტ წილად ალკოჰოლთან კომბინაციას ეხება.

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი შეიცავს სორბიტოლს და ჟოლოსფერ საღებავს [Ponceau 4R] (E124).

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი შეიცავს 22.26 მგ სორბიტოლს თითოეულ კაფსულაში. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ჟოლოსფერ საღებავს [Ponceau 4R] (E124). ამ ნივთიერებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის მიღება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები და 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები: 1 კაფსულა (200 მგ) 3-4-ჯერ დღეში, საჭიროებისამებრ. უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად მოზრდილებმა შეიძლება მიიღონ 2 კაფსულა (400 მგ) 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებმა არ უნდა მიიღონ 6 კაფსულაზე (1200 მგ) მეტი 24 საათის განმავლობაში. 12-17 წლის მოზარდებმა არ უნდა მიიღონ 5 კაფსულაზე (1000 მგ) მეტი დღეში.

მიღების გზა ან/და მეთოდი

შიგნით მისაღებად. არ დაღეჭოთ კაფსულები. მიაყოლეთ კაფსულას წყალი. დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6–8 საათს.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ, ნუროფენი ექსპრესი საკვებთან ერთად მიიღონ. ჭამის შემდეგ მიღებამ შეიძლება შეანელოს პრეპარატის მომედება. ამ შემთხვევაში, არ მიიღოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი. მნიშვნელოვანია დოზებს შორის საჭირო ინტერვალის დაცვა.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. მიიღეთ პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოფხვრისთვის.

რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები 2-3 დღეზე მეტხანს გრძელდება ან თუ მდგომარეობა უარესდება.

თუ პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ.

თუ მიიღეთ პრეპარატი ნუროფენი ექსპრესი რეკომენდებულზე მეტი დოზით (ჭარბი დოზირება) ან თუ ბავშვმა შეცდომით მიიღო პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, და მიაწოდეთ ჯანდაცვის მუშაკებს პრეპარატის შეფუთვა და ეს ფურცელი-ჩანართი.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ან იშვიათად, დიარეა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები: ძილიანობა და იშვიათად - აგზნება, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა, სუნთქვის პრობლემები. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ამ მდგომარეობის გამწვავება.

მკურნალობა: სიმპტომური, სასუნთქი გზების გამტარობის სავალდებულო უზრუნველყოფით და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით. იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის პერორალური მიღება ან კუჭის ამორეცხვა. ბრონქული ასთმის სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში, რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის მიღება

არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნუროფენ ექსპრესმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

არასასურველი რეაქციების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში სიმპტომების შესამსუბუქებლად საკმარისი მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

შეწყვიტეთ პრეპარატი ნუროფენი ექსპრესის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდება შემდეგი მდგომარეობები:

ძალიან იშვიათად აღინიშნება (შეიძლება განუვითარდეს არა უმეტეს 1 პაციენტს 10 000 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის მწვავე ტკივილი, კუპრისფერი შავი განავალი, სისხლიანი ღებინება, რომელიც დაფთული ყავის მსგავსია;

ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება, სტვენითი სუნთქვა, სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველივე გამოყენებისას;

კანის მძიმე რეაქციები: მოწითალო, ტარგეტული ფორმის ან მრგვალი ლაქები ტანზე, რომლებიც არ არის ამობურცული, ხშირად ცენტრში არსებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, თვალებსა და გენიტალიებზე. კანის მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის (კოუნისის სინდრომი) ნიშანი იყოს.

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

გენერალიზებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი); წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშ არსებული გამკვრივებებით და ბუშტუკებით, რასაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში ვლინდება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარებას.

ხშირად (არა უმეტეს 1 პაციენტში 100 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი ხარისხის სისხლდენამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ანემია გამოიწვიოს.

არც ისე ხშირად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ზოგჯერ სისხლდენით და კედლების პერფორაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულოვანი დაზიანება (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, გასტრიტი;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნება, გაღიზიანება და დაღლილობა;

მხედველობის დარღვევა;

კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი, მათ შორის ქავილი და ჭინჭრის ციება.

იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 1 000 პაციენტიდან):

ყურებში შუილი (ტინიტუსი);

თირკმლის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას და შარდოვანას კონცენტრაციების მომატება;

ჰემოგლობინის დონის დაქვეითება.

ძალიან იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 000 პაციენტიდან):

პერიფერიული შეშუპება (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში); შარდის მოცულობის შემცირება და შარდის შემღვრევა (ნეფროზული სინდრომი), ანთებითი პროცესი თირკმლებში (ინტერსტიციული ნეფრიტი), რომელმაც შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს;

თირკმლის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი). აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი;

სისხლის ფორმირების დარღვევები. საწყისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ყელის ტკივილს, პირის ღრუში ზედაპირულ წყლულებს, გრიპის მსგავს სიმპტომებს, მომატებულ დაღლილობას, ცხვირიდან სისხლდენას და ჰემატომებს;

ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია;

ინფექციური დაავადებების დროს ანთების გამწვავება (მაგ., ნეკროზული ფასციიტი); კანის მძიმე ინფექციები და გართულებები რბილი ქსოვილების მხრივ ჩუტყვავილას დროს;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, ღვიძლის უკმარისობა;

ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები: კისრის დაჭიმულობა (რიგიდობა), თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ცნობიერების არევა სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში;

არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, სისხლძარღვთა კედლების ანთება (ვასკულიტი);

გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის შეგრძნება;

ეზოფაგიტი, პანკრეატიტი და ნაწლავებში მემბრანის მსგავსი სტრუქტურების წარმოქმნა.

უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

გამონაყარი და სიწითლე კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (ფოტომგრძნობელობა).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და კვლევის ცენტრი“

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.pharm.kg

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

საიტი საინფორმაციო ტელესაკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.ndda.kz

პრეპარატი ნუროფენი ექსპრესის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე, სადაც აღნიშნულია თვე და წელი. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესი შეიცავს:

მოქმდედი ნივთიერებაა იბუპროფენი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ იბუპროფენს თხევადი მოქმედი ნივთიერების სახით.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 600, კალიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი, ჟელატინი, სორბიტოლი (ნაწილობრივ დეჰიდრატირებული) (E420), ჟოლოსფერი საღებავი [Ponceau 4R] (E124), თეთრი მელანი [Opacode WB NS-78-18011] (გასუფთავებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ჰიპრომელოზა-3cP).

ნუროფენ ექსპრესი შეიცავს სორბიტოლს და ჟოლოსფერ საღებავს [Ponceau 4R] (E124) (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატი ნუროფენ ექსპრესის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულები. რბილი ოვალური კაფსულები წითელი გამჭვირვალე ჟელატინის გარსით, თეთრი მაიდენტიფიცირებელი წარწერით „NUROFEN“, რომლებიც შეიცავს უფეროდან ღია ვარდისფერამდე გამჭვირვალე სითხეს.

4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა პვქ/პვდქ ბლისტერში (ბლისტერის ფუძე) და ალუმინის ფოლგისგან (ბლისტერის შესაფუთი მასალა).

1, 2 ან 3 ბლისტერი (თითოეულში 4, 6, 8, 10 ან 12 კაფსულა) ან 4 ბლისტერი (თითოეულში 10 კაფსულა) ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი (გამოშვების ხარისხის კონტროლი)

გაერთიანებული სამეფო

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ /

Reckitt Benckiser Healthcare International Ltd

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, გაერთიანებული სამეფო /

Thane Road, Nottingham, NG90 2DB, United Kingdom

ტელ.: +44 (0) 1159 078523

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა:

შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“

რუსეთი, 115114, მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, ​​4, მე-3 სართული

ტელ.: 8-800-200-82-20

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკაში:

შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“

050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302.

ტელ.: 8-10-800-2000-82-20, +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;

ფაქსი: +7 (727) 356 07 50;

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებგვერდზე http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა