დოლო-დენკი გელი
Dolo-Denk Gel
ტკივილის გარეგანი დამხმარე საშუალება სიმპტომური მკურნალობისთვის: გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობით, გაგლეჯვით ან კიდურების კონტუზიის დროს, მაგალითად სპორტული დაზიანებები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- etofenamate
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/გ 20გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- C.P.M. ContractPharma GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- ATC კოდი
- M02AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045741
- რეგისტრირებულია
- 23 ივნისი 2026, მოქმედებს 23 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოლო-დენკი გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტკივილის გარეგანი დამხმარე საშუალება სიმპტომური მკურნალობისთვის:
გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობით, გაგლეჯვით ან კიდურების კონტუზიის დროს, მაგალითად სპორტული დაზიანებები;
მუხლის ართროზის შემთხვევაში, სახსრების ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტკივილისას (მაგალითად სახსრის აბგის, მყესის, იოგის ან სახსრის კაფსულის).
რა უნდა იცოდეთ დოლო-დენკ გელის გამოყენებამდე
დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ ანამნეზში აღინიშნება ალერგიული რეაქციები როგორიცაა, მაგალითად, ასთმა, ქოშინი, ცხვირიდან გამონადენი, შეშუპება და ჭინჭრის ციება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან აცეტილსალიცილის მჟავას მიღების შემდეგ;
ღია ჭრილობების, კანის ანთების ან ინფექციების, ასევე ეგზემას დროს;
თვალებზე, ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე;
ბავშვებსა და მოზარდებში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, მხოლოდ მას შემდეგ როცა მოხდება სარგებლის/რისკის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასება (იხ პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია’).
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გადაყლაპოთ!
დოლო-დენკ გელი არის კრემი, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალურ პაციენტებში ძალიან განსხვავებული რაოდენობით, მდგომარეობის ბუნებისა და სიმწვავის მიხედვით. ამიტომ, შემდეგი რიცხვები არის საშუალო მაჩვენებლები.
თუ არ არის განსხვავებული მითითება მკურნალი ექიმის მიერ, ჩვეულებრივ დოზა შემდეგია:
გელი დაიტანება 5 სმ სიგრძეზე ან 10 სმ-მდე სიგრძეზე, შედარებით დიდი მტკივნეული ადგილის შემთხვევაში, თხელ ფენად დღეში რამდენჯერმე (3-4-ჯერ) (ექვივალენტურია დაახ. 1.7-დან 3.3 გ-მდე ერთ გამოყენებაზე) და ნაზად შეიზილება.
ხელები უნდა დაიანოთ პროდუქტის გამოყენების შემდეგ, თუ ეს არ არის დასამუშავებელი ადგილები.
სახვევების დადებამდე, დოლო-დენკ გელი უნდა დააყოვნოთ კანზე რამდენიმე წუთით, რათა გაშრეს. ოკლუზიური სახვევის გამოყენება (პლასტიკური მასალისგან დამზადებული საფარველი) არ არის რეკომენდებული.
რევმატიული დაავადებების დროს, მკურნალობის 3-4 კვირიანი პერიოდი საკმარისია უმეტეს შემთხვევებში. ბლაგვი ტრავმის დროს (მაგალითად: სპორტული დაზიანება) მკურნალობის პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირამდე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. თუ ტკივილი გრძელდება, მაშინ კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფრამაცევტს, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოლო-დენკ გელი ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს მასზე.
დოლო-დენკ გელის დოზის გადაჭარბება
თუ გარეგანი გამოყენებისას მოხდა რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, მოიშორეთ გელი და ჩამოიბანეთ წყლით. თუ პაციენტმა გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობით დოლო-დენკ გელი ან მოხდა მისი შემთხვევით გადაყლაპვა, მაშინ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
სიფრთხილის ზომები
უნდა მიემართოს ექიმს, თუ აღინიშნა რაიმე სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს სახსრების ძლიერი სიწითლე, შეშუპება ან გადახურება, ასევე სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების შემთხვევაში.
დოლო-დენკ გელი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ პაციენტს აქვს ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (ე.წ ცხვირის პოლიპები), ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია თივის ცხელების მსგავს სიმტომებთან.
თუ პაციენტს განუვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად კანის რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება, სხვა ნივთიერებების გამოყების შემდეგ.
დოლო-დენკ გელით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და სოლარიუმს.
ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვები არ შეეხონ ხელით იმ მიდამოებს, სადაც პრეპარატი არის დატანილი.
როდესაც დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის ფართო არეალზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი მოვლენების გამოვლენა.
დოლო-დენკ გელმა შეიძლება გამოიწვიოს ფერის შეცვლა ან ზედაპირის ცვლილებები პრიალა ავეჯზე ან პლასტმასზე. ამიტომ, გელის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები, ან საჭიროების შემთხვევაში მოერიდეთ ამ საგნებთან შეხებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ბოლო დროს გამოიყენეთ ან შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ჯერჯერობით უცნობია, საჭიროა თუ არა სპეციალური ზომების მიღება, თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად. მიუხედავად ამისა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დოლო-დენკ გელი გამოიყენება ორსულობის მხოლოდ პირველ და მეორე ტრიმესტრში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან არ არის გამორიცხული დედისა და ბავშვის მდგომარეობის გართულება.
ლაქტაცია
რადგან, ეტოფენამატის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში რამდენადაც შესაძლებელია, თავი უნდა აარიდოთ დოლო-დენკ გელის გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არ უნდა გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რაც შეადგენს 13 გ-ს (იხილეთ პუნქტი 3). იმისთვის, რომ არ მოხდეს ბავშვის მიერ პრეპარატის მიღება, მეძუძურმა დედამ არ უნდა წაისვას იგი მკერდზე.
დოლო-დენკ გელის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის კონტაქტი სამკურნალო პროდუქტთან.
დოლო-დენკ გელი შეიცავს მაკროგოლ გლიცეროლ ჰიდროქსისტეარატს
შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.
დოლო-დენკ გელი შეიცავს პროპილენ გლიკოლს
პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში)
- ადგილობრივი კანის რექციები (დერმატიტი), როგორიცაა, სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 პაციენტში)
- ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი).
- ჰიპერმგრძნობელობა
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 პაციენტში)
- შეშუპება
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება ვერ მოხერხდა)
- ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ
A
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური გამოყენების შემდეგ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები (მაგ: სახის, ენის და ყელის შიდა ნაწილის შეშუპება, სასუნთქი გზების შევიწროებით) და ანაფილაქსია (მაგ: გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის დაცემა სიცოცლისათვის საშიშ შოკამდე),
- სასუნთქი გზების დახშობა რაც მოიცავს ასთმას, ასთმის გამწვავებას, ბრონქოსპაზმს ან ჰაერის უკმარისობას, ასევე
- სხვადსხვა ტიპის კანის რეაქიები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის გამონაყარი; ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და უფრო იშვიათად – ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები (მაგ. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, და მრავალფორმული ერითემა).
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლინებისას – რაც შეიძლება მოხდეს პირველივე გამოყენების შემდეგაც კი – მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.
თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის ფართო ზედაპირზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ არის გამორიცხული გვერდითი მოვლენების განვითარება, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანოების კონკრეტულ სისტემაზე ან მთელს ორგანიზმზე, როგორც ეს ხდება ეტოფენამატის შემცვლელი პრეპარატების სისტემატიური გამოყენების შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ პაციენტს განუვითარდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაცინეტს შეუძლია ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
შენახვის პირობები
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
რა არის დოლო-დენკ გელი და რისთვის გამოყენება
დოლო-დენკ გელი არის გარეგანი, ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატი.
აქტიური ნივთიერება, ეტოფენამატი, მიეკუთვნება არასტეროიდული (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტირევმატიული (რევმატიზმის სამკურნალო) მედიკამენტების კლასს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების-საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდული გარეგანი გამოყენებისთვის
ათქ კოდი: M02AA06
ეტოფენამატი არის არასტეროიდული ანთების-საწინააღმდეგო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც აჩვენა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა და დადასტურებულია მრავალ ადამიანზე ჩატარებული კვლევებით, ეფუძნება ინდივიდუალური ეფექტების დიდ რაოდენობას.
ეტოფენამატი სხვადასხვა ეტაპზე ერთვება ანთებით პროცესში: პოსტაგლანდინის სინთეზის გარდა, გამოვლენილია ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირება, ბრადიკინინისა და სეროტონინის ანტაგონისტური ეფექტი, კომპლემენტის აქტივობის ინჰიბირება, ასევე ჰიალურონიდაზას გამოთავისუფლების ინჰიბირება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მოხალისეებში 300 მგ ეტოფენამატის პლასტირების გამოყენების შემდეგ, ფლუფენამური მჟავას მაქსიმალური პლაზმის კონცენტრაცია აღინიშნება გამოყენებიდან (19-31 ნანოგ/მლ) 12-24 საათის შემდეგ.
ცილების მიერთება დაახლოებით 98-99%-ია.
ეტოფენამატი გამოიყოფა ფლუფენამური მჟავას მრავალი მეტაბოლიტის (ჰიდროქსილირება, ეთერების და ესტერების გახლეჩა) და მათი კონიუგატების სახით, 55% თირკმელების მეშვეობით.
სავარაუდოა ენტეროჰეპატური ცირკულაციის მონაწილეობა.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით იყო 3.3 სთ.
ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების ბიოათვისებულობის მხრივ აღინიშნება ძლიერი ინტერ და ინტრა-ინდივიდუალური ცვლილებები, რაზეც გავლენას ახდენს მიღების მეთოდი, კანის ტენიანობა და სხვა ფაქტორები. გარეგანი გამოყენების შემდეგ, ფარდობითი ბიოათვისებულობა, კერძოდ, სისტემურად არსებული დოზის პროპორცია ისეთივეა, როგორც ეტოფენამატის შემცველი სხვა პრეპარატების (20%-მდე) შემთხვევაში.
დოლო-დენკ გელის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ეტოფენამატი. გელის ყოველი გრამი შეიცავს 100 მგ ეტოფენამატს.
- დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენის გლიკოლი, კარბომერი, 2 – პროპანოლი, მაკროგოლ გლიცეროლის კოკოატი, მაკროგოლ გლიცეროლის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
დოლო-დენკ გელის აღწერილობა და შეფუთვა:
დოლო-დენკ გელი არის ღია ყვითელი ფერის, ოდნავ გაუმჭვირვალე გელი.
დოლო-დენკ გელი ხელმისაწვდომია ალუმინის ტუბებში დამცავი ლუქით.
შეფუთვა: 20 გ ან 50 გ.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენსტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები
სი.პი.ემ. კონტრაქტ ფარმა გმბჰ
ფრულინსტრ. 7
83620 ფელდიკირხენ-ვესტერჰამ
გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტუქცია ბოლოს გადაიხედა 08/2020-ში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
დოლო-დენკ გელი
გელი – გარეგანი გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: ეტოფენამატი
არასტეროიდული ანტირევმატული საშუალება
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან იფორმაციას.
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ეს მოცემულია აღნიშნულ ინსტრუქციაში ან ისე, როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი წაკითხვის საჭიროება.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდება რაიმე სახის გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.Eეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში. იხ.Nნაწილი 4.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება 2 კვირის შემდეგ (ბლაგვი ტრავმა), ან 3 – 4 კვირის შემდეგ (რევმატიული დაავადების შემთხვევაში).
აღნიშნულ ინსტრუქციაშია:
რა არის დოლო-დენკ გელი და რისთვის გამოყენება
რა უნდა იცოდეთ დოლო-დენკ გელის გამოყენებამდე
დოლო-დენკ გელის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
დოლო-დენკ გელის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
რა არის დოლო-დენკ გელი და რისთვის გამოყენება
დოლო-დენკ გელი არის გარეგანი, ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატი.
აქტიური ნივთიერება, ეტოფენამატი, მიეკუთვნება არასტეროიდული (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტირევმატიული (რევმატიზმის სამკურნალო) მედიკამენტების კლასს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
თერაპიული ჩვენებები:
ტკივილის გარეგანი დამხმარე საშუალება სიმპტომური მკურნალობისთვის:
გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობით, გაგლეჯვით ან კიდურების კონტუზიის დროს, მაგალითად სპორტული დაზიანებები;
მუხლის ართროზის შემთხვევაში, სახსრების ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტკივილისას (მაგალითად სახსრის აბგის, მყესის, იოგის ან სახსრის კაფსულის).
რა უნდა იცოდეთ დოლო-დენკ გელის გამოყენებამდე
დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ ანამნეზში აღინიშნება ალერგიული რეაქციები როგორიცაა, მაგალითად, ასთმა, ქოშინი, ცხვირიდან გამონადენი, შეშუპება და ჭინჭრის ციება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან აცეტილსალიცილის მჟავას მიღების შემდეგ;
ღია ჭრილობების, კანის ანთების ან ინფექციების, ასევე ეგზემას დროს;
თვალებზე, ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე;
ბავშვებსა და მოზარდებში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, მხოლოდ მას შემდეგ როცა მოხდება სარგებლის/რისკის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასება (იხ პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია’).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
უნდა მიემართოს ექიმს, თუ აღინიშნა რაიმე სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს სახსრების ძლიერი სიწითლე, შეშუპება ან გადახურება, ასევე სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების შემთხვევაში.
დოლო-დენკ გელი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ პაციენტს აქვს ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (ე.წ ცხვირის პოლიპები), ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია თივის ცხელების მსგავს სიმტომებთან.
თუ პაციენტს განუვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად კანის რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება, სხვა ნივთიერებების გამოყების შემდეგ.
დოლო-დენკ გელით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და სოლარიუმს.
ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვები არ შეეხონ ხელით იმ მიდამოებს, სადაც პრეპარატი არის დატანილი.
როდესაც დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის ფართო არეალზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი მოვლენების გამოვლენა.
დოლო-დენკ გელმა შეიძლება გამოიწვიოს ფერის შეცვლა ან ზედაპირის ცვლილებები პრიალა ავეჯზე ან პლასტმასზე. ამიტომ, გელის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები, ან საჭიროების შემთხვევაში მოერიდეთ ამ საგნებთან შეხებას.
სხვა მედიკამენტები და დოლო-დენკ გელი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ბოლო დროს გამოიყენეთ ან შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ჯერჯერობით უცნობია, საჭიროა თუ არა სპეციალური ზომების მიღება, თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად. მიუხედავად ამისა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
დოლო-დენკ გელი გამოიყენება ორსულობის მხოლოდ პირველ და მეორე ტრიმესტრში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან არ არის გამორიცხული დედისა და ბავშვის მდგომარეობის გართულება.
ლაქტაცია
რადგან, ეტოფენამატის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში რამდენადაც შესაძლებელია, თავი უნდა აარიდოთ დოლო-დენკ გელის გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არ უნდა გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რაც შეადგენს 13 გ-ს (იხილეთ პუნქტი 3). იმისთვის, რომ არ მოხდეს ბავშვის მიერ პრეპარატის მიღება, მეძუძურმა დედამ არ უნდა წაისვას იგი მკერდზე.
დოლო-დენკ გელის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის კონტაქტი სამკურნალო პროდუქტთან.
დოლო-დენკ გელი შეიცავს მაკროგოლ გლიცეროლ ჰიდროქსისტეარატს
შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.
დოლო-დენკ გელი შეიცავს პროპილენ გლიკოლს
პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
დოლო-დენკ გელის გამოყენების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გადაყლაპოთ!
დოლო-დენკ გელი არის კრემი, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალურ პაციენტებში ძალიან განსხვავებული რაოდენობით, მდგომარეობის ბუნებისა და სიმწვავის მიხედვით. ამიტომ, შემდეგი რიცხვები არის საშუალო მაჩვენებლები.
თუ არ არის განსხვავებული მითითება მკურნალი ექიმის მიერ, ჩვეულებრივ დოზა შემდეგია:
გელი დაიტანება 5 სმ სიგრძეზე ან 10 სმ-მდე სიგრძეზე, შედარებით დიდი მტკივნეული ადგილის შემთხვევაში, თხელ ფენად დღეში რამდენჯერმე (3-4-ჯერ) (ექვივალენტურია დაახ. 1.7-დან 3.3 გ-მდე ერთ გამოყენებაზე) და ნაზად შეიზილება.
ხელები უნდა დაიანოთ პროდუქტის გამოყენების შემდეგ, თუ ეს არ არის დასამუშავებელი ადგილები.
სახვევების დადებამდე, დოლო-დენკ გელი უნდა დააყოვნოთ კანზე რამდენიმე წუთით, რათა გაშრეს. ოკლუზიური სახვევის გამოყენება (პლასტიკური მასალისგან დამზადებული საფარველი) არ არის რეკომენდებული.
რევმატიული დაავადებების დროს, მკურნალობის 3-4 კვირიანი პერიოდი საკმარისია უმეტეს შემთხვევებში. ბლაგვი ტრავმის დროს (მაგალითად: სპორტული დაზიანება) მკურნალობის პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირამდე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. თუ ტკივილი გრძელდება, მაშინ კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფრამაცევტს, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოლო-დენკ გელი ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს მასზე.
დოლო-დენკ გელის დოზის გადაჭარბება
თუ გარეგანი გამოყენებისას მოხდა რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, მოიშორეთ გელი და ჩამოიბანეთ წყლით. თუ პაციენტმა გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობით დოლო-დენკ გელი ან მოხდა მისი შემთხვევით გადაყლაპვა, მაშინ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში)
- ადგილობრივი კანის რექციები (დერმატიტი), როგორიცაა, სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 პაციენტში)
- ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი).
- ჰიპერმგრძნობელობა
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 პაციენტში)
- შეშუპება
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება ვერ მოხერხდა)
- ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ
A
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური გამოყენების შემდეგ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები (მაგ: სახის, ენის და ყელის შიდა ნაწილის შეშუპება, სასუნთქი გზების შევიწროებით) და ანაფილაქსია (მაგ: გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის დაცემა სიცოცლისათვის საშიშ შოკამდე),
- სასუნთქი გზების დახშობა რაც მოიცავს ასთმას, ასთმის გამწვავებას, ბრონქოსპაზმს ან ჰაერის უკმარისობას, ასევე
- სხვადსხვა ტიპის კანის რეაქიები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის გამონაყარი; ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და უფრო იშვიათად – ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები (მაგ. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, და მრავალფორმული ერითემა).
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლინებისას – რაც შეიძლება მოხდეს პირველივე გამოყენების შემდეგაც კი – მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.
თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის ფართო ზედაპირზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ არის გამორიცხული გვერდითი მოვლენების განვითარება, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანოების კონკრეტულ სისტემაზე ან მთელს ორგანიზმზე, როგორც ეს ხდება ეტოფენამატის შემცვლელი პრეპარატების სისტემატიური გამოყენების შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ პაციენტს განუვითარდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაცინეტს შეუძლია ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
დოლო-დენკ გელი-ის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება მუყაოს კოლოფსა ან ტუბზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ‘’Exp”. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი
არ გადააგდოთ მედიკამენტი ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურების შესახებ, რომელსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ანთების-საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდული გარეგანი გამოყენებისთვის
ათქ კოდი: M02AA06
ეტოფენამატი არის არასტეროიდული ანთების-საწინააღმდეგო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც აჩვენა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა და დადასტურებულია მრავალ ადამიანზე ჩატარებული კვლევებით, ეფუძნება ინდივიდუალური ეფექტების დიდ რაოდენობას.
ეტოფენამატი სხვადასხვა ეტაპზე ერთვება ანთებით პროცესში: პოსტაგლანდინის სინთეზის გარდა, გამოვლენილია ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირება, ბრადიკინინისა და სეროტონინის ანტაგონისტური ეფექტი, კომპლემენტის აქტივობის ინჰიბირება, ასევე ჰიალურონიდაზას გამოთავისუფლების ინჰიბირება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მოხალისეებში 300 მგ ეტოფენამატის პლასტირების გამოყენების შემდეგ, ფლუფენამური მჟავას მაქსიმალური პლაზმის კონცენტრაცია აღინიშნება გამოყენებიდან (19-31 ნანოგ/მლ) 12-24 საათის შემდეგ.
ცილების მიერთება დაახლოებით 98-99%-ია.
ეტოფენამატი გამოიყოფა ფლუფენამური მჟავას მრავალი მეტაბოლიტის (ჰიდროქსილირება, ეთერების და ესტერების გახლეჩა) და მათი კონიუგატების სახით, 55% თირკმელების მეშვეობით.
სავარაუდოა ენტეროჰეპატური ცირკულაციის მონაწილეობა.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით იყო 3.3 სთ.
ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების ბიოათვისებულობის მხრივ აღინიშნება ძლიერი ინტერ და ინტრა-ინდივიდუალური ცვლილებები, რაზეც გავლენას ახდენს მიღების მეთოდი, კანის ტენიანობა და სხვა ფაქტორები. გარეგანი გამოყენების შემდეგ, ფარდობითი ბიოათვისებულობა, კერძოდ, სისტემურად არსებული დოზის პროპორცია ისეთივეა, როგორც ეტოფენამატის შემცველი სხვა პრეპარატების (20%-მდე) შემთხვევაში.
დოლო-დენკ გელის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ეტოფენამატი. გელის ყოველი გრამი შეიცავს 100 მგ ეტოფენამატს.
- დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენის გლიკოლი, კარბომერი, 2 – პროპანოლი, მაკროგოლ გლიცეროლის კოკოატი, მაკროგოლ გლიცეროლის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
დოლო-დენკ გელის აღწერილობა და შეფუთვა:
დოლო-დენკ გელი არის ღია ყვითელი ფერის, ოდნავ გაუმჭვირვალე გელი.
დოლო-დენკ გელი ხელმისაწვდომია ალუმინის ტუბებში დამცავი ლუქით.
შეფუთვა: 20 გ ან 50 გ.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენსტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები
სი.პი.ემ. კონტრაქტ ფარმა გმბჰ
ფრულინსტრ. 7
83620 ფელდიკირხენ-ვესტერჰამ
გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტუქცია ბოლოს გადაიხედა 08/2020-ში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

