ნაპროქსენი EMO
NAPROXEN EMO
- ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი; - ოსტეოართრიტი. 2. რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი EMO-ს გამოყენებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნაპროქსენი (naproxen)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/გ 55გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- EMO-FARM Sp. z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045706
- რეგისტრირებულია
- 15 ივნისი 2026, მოქმედებს 15 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
ნაპროქსენი EMO — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი;
- ოსტეოართრიტი.
- რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი EMO-ს გამოყენებამდე
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ნაპროქსენზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- თუ გაქვთ ალერგია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავაზე;
- 3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს;
- თუ პაციენტი ორსულობის მესამე ტრიმესტრშია.
სიფრთხილის ზომები
ნაპროქსენი EMO მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სხვა მედიკამენტებით მკურნალობისას წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციის (გამონაყარი, სიწითლე, ქავილი) შემთხვევაში;
- სახის შეშუპებით, სიწითლით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხვევაში.
ნაპროქსენის გელის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და კანის დიდ ფართობზე გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება განვითარდეს სისტემური არასასურველი ეფექტები (იხ. პუნქტი 4).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციებიდან რომელიმე გამოვლინდა, სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნაპროქსენი EMO-ს პერორალურმა ფორმებმა (მაგ. ტაბლეტები) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ნაყოფში. უცნობია, იგივე რისკი არსებობს თუ არა ნაპროქსენი EMO-ს კანზე წასმისას.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი EMO ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ნაპროქსენი EMO ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ მისი გამოყენება არ არის აბსოლუტური აუცილებელობა და ექიმის რეკომენდაცია. თუ ამ პერიოდში მკურნალობა აუცილებელია, ის უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ნაპროქსენის გელით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკებისა და დედისთვის სარგებლის თანაფარდობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
აქტიური ნივთიერების მიერ გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება ფერტილობაზე ან ნაყოფზე არ დაფიქსირებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს ინფორმაცია ნაპროქსენის კანზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ავტომობილების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ნაპროქსენი EMO შეიცავს ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს.
პრეპარატი შეიცავს 1.50 მგ ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს ყოველ გრამზე. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები).
ნაპროქსენი EMO შეიცავს სპირტს (ეთანოლს).
ეს პრეპარატი შეიცავს 0.90 მგ სპირტს (ეთანოლს) ყოველ გრამზე. მან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- როგორ გამოიყენება ნაპროქსენი EMO
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში ან ექიმის მითითებების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, დაიცავით შემდეგი რეჟიმი: წაისვით პრეპარატი კანზე იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა მტკივნეული არისთვის (ჩვეულებრივ, დაახლოებით 4 სმ სიგრძის გელის ზოლი), გადაანაწილეთ მტკივნეულ არეზე და ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. მედიკამენტი უნდა წაისვათ დღეში 4-5-ჯერ, რამდენიმე საათის ინტერვალით.
მედიკამენტის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები, თუ მკურნალობა უშუალოდ ხელებზე არ ტარდება.
ნაპროქსენი EMO არ უნდა გამოიყენოთ რამდენიმე კვირაზე მეტი დროის განმავლობაში (გამოიყენება ჩვეულებრივ 4 კვირამდე). თუ 1 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ტკივილი და შეშუპება არ გაქრება ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
თუ განვითარდა სიწითლე ან კანის გაღიზიანება, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება სიმპტომების გაქრობამდე; თუ სიმპტომები გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ნაპროქსენი EMO
შემადგენლობა
- რა არის ნაპროქსენი EMO და რისთვის გამოიყენება
პრეპარატის ნაპროქსენი EMO გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაპროქსენს 100 მგ/გ კონცენტრაციით, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ჯგუფს.
პრეპარატი წარმოდგენილია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გელის ფორმით, რომელიც განკუთვნილია კანზე ადგილობრივად გამოყენებისთვის.
შედეგად მცირდება ტკივილი, შეშუპება და აღდგება მოძრაობისუნარიანობა. პრეპარატი კანზე სასიამოვნო გაგრილების შეგრძნებას იწვევს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ნაპროქსენი EMO 100 მგ/გ გელი
ნაპროქსენი
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად;
- შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- რჩევა ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ფარმაცევტს.
- თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
- აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ 7 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება.
ინსტრუქციის შინაარსი:
- რა არის ნაპროქსენი EMO და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი EMO-ს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ნაპროქსენი EMO
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ნაპროქსენი EMO
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ნაპროქსენი EMO და რისთვის გამოიყენება
პრეპარატის ნაპროქსენი EMO გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაპროქსენს 100 მგ/გ კონცენტრაციით, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ჯგუფს.
პრეპარატი წარმოდგენილია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გელის ფორმით, რომელიც განკუთვნილია კანზე ადგილობრივად გამოყენებისთვის.
შედეგად მცირდება ტკივილი, შეშუპება და აღდგება მოძრაობისუნარიანობა. პრეპარატი კანზე სასიამოვნო გაგრილების შეგრძნებას იწვევს.
გამოყენების ჩვენებები:
- ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი;
- ოსტეოართრიტი.
- რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი EMO-ს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი EMO
- თუ გაქვთ ალერგია ნაპროქსენზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- თუ გაქვთ ალერგია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავაზე;
- 3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს;
- თუ პაციენტი ორსულობის მესამე ტრიმესტრშია.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ნაპროქსენი EMO მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სხვა მედიკამენტებით მკურნალობისას წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციის (გამონაყარი, სიწითლე, ქავილი) შემთხვევაში;
- სახის შეშუპებით, სიწითლით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხვევაში.
ნაპროქსენის გელის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და კანის დიდ ფართობზე გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება განვითარდეს სისტემური არასასურველი ეფექტები (იხ. პუნქტი 4).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციებიდან რომელიმე გამოვლინდა, სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი:
- თვალებში ან ლორწოვან გარსებზე; თუ გელი მოხვდება თვალებში ან ლორწოვან გარსებზე, კარგად ჩამოიბანეთ წყლით;
- დაზიანებულ კანზე, ღია ჭრილობებზე ან ანთებით კანზე;
- სახვევების ქვეშ (სახვევები ან პლასტირები);
- პერორალურად.
გარდა ამისა, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს (მათ შორის სოლარიუმში ყოფნას).
ნაპროქსენის სისხლში შეწოვის შესაძლებლობის გამო, სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის, კუჭ-ნაწლავის წყლულების და ჰემორაგიული დიათეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი EMO 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ნაპროქსენი EMO და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით, ასევე იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავთ.
ნაპროქსენი EMO შეიძლება მიღებულ იქნას ნაპროქსენის სხვა ფორმებთან ერთად (ტაბლეტები, სანთლები და ა.შ.).
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისთვის.
ნაპროქსენმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების აგრეგაცია და გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო.
ორსულობა, ძუძუთი კვება და გავლენა ფერტილობაზე
ორსულობა
ნაპროქსენი EMO-ს პერორალურმა ფორმებმა (მაგ. ტაბლეტები) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ნაყოფში. უცნობია, იგივე რისკი არსებობს თუ არა ნაპროქსენი EMO-ს კანზე წასმისას.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი EMO ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ნაპროქსენი EMO ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ მისი გამოყენება არ არის აბსოლუტური აუცილებელობა და ექიმის რეკომენდაცია. თუ ამ პერიოდში მკურნალობა აუცილებელია, ის უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ნაპროქსენის გელით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკებისა და დედისთვის სარგებლის თანაფარდობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
აქტიური ნივთიერების მიერ გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება ფერტილობაზე ან ნაყოფზე არ დაფიქსირებულა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არსებობს ინფორმაცია ნაპროქსენის კანზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ავტომობილების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ნაპროქსენი EMO შეიცავს ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს.
პრეპარატი შეიცავს 1.50 მგ ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს ყოველ გრამზე. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები).
ნაპროქსენი EMO შეიცავს სპირტს (ეთანოლს).
ეს პრეპარატი შეიცავს 0.90 მგ სპირტს (ეთანოლს) ყოველ გრამზე. მან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- როგორ გამოიყენება ნაპროქსენი EMO
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში ან ექიმის მითითებების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, დაიცავით შემდეგი რეჟიმი: წაისვით პრეპარატი კანზე იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა მტკივნეული არისთვის (ჩვეულებრივ, დაახლოებით 4 სმ სიგრძის გელის ზოლი), გადაანაწილეთ მტკივნეულ არეზე და ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. მედიკამენტი უნდა წაისვათ დღეში 4-5-ჯერ, რამდენიმე საათის ინტერვალით.
მედიკამენტის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები, თუ მკურნალობა უშუალოდ ხელებზე არ ტარდება.
ნაპროქსენი EMO არ უნდა გამოიყენოთ რამდენიმე კვირაზე მეტი დროის განმავლობაში (გამოიყენება ჩვეულებრივ 4 კვირამდე). თუ 1 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ტკივილი და შეშუპება არ გაქრება ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
თუ განვითარდა სიწითლე ან კანის გაღიზიანება, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება სიმპტომების გაქრობამდე; თუ სიმპტომები გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ იყენებთ ნაპროქსენი EMO-ს საჭიროზე მეტ დოზას
რადგან ნაპროქსენი კანიდან სისხლში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეიწოვება, ამ ადგილობრივი გამოყენების პრეპარატით დოზის გადაჭარბების ან მოწამვლის რისკი არ არსებობს.
თუმცა, არასწორი გამოყენების ან შემთხვევითი გადაყლაპვის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი რეაქციები. ასეთ შემთხვევებში, ექიმი იხელმძღვანელებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მოწამვლის სტანდარტული მართვის პროტოკოლით.
თუ მედიკამენტი შემთხვევით გადაყლაპეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნაპროქსენი EMO ზოგადად კარგად აიტანება.
გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიხშირით:
იშვიათი: 10000-დან 1-10 პაციენტში.
უცნობია: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
იშვიათი: კანის გაღიზიანება (ერითემა, გამონაყარი).
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა*, თავის ტკივილი*, ძილიანობა*, დიარეა*, გულისრევა*, კანის გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, ვეზიკულური გამონაყარი.
- თუ ნაპროქსენი EMO გამოიყენება კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი მოვლენების გამოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები). ასეთ შემთხვევებში, უნდა აცნობოთ ექიმს. თუ შეამჩნევთ ქოშინს ან კანის ცვლილებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისში არსებულ სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს.
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ასევე ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ნაპროქსენი EMO
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ ეს პრეპარატი მაცივარში ან არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ტუბსა და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ შეამჩნევთ ცვლილებას მის გარეგნულ იერსახეში ან თუ შეიცვლის სურნელს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაცია. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნაპროქსენი EMO
- აქტიური ნივთიერება არის ნაპროქსენი.
- სხვა ინგრედიენტებია ქლორალის ჰიდრატი, ლევომენთოლი, ეთანოლი 96%, ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კარბომერი, გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება ნაპროქსენი EMO და შეფუთვის შიგთავსი
ნაპროქსენი EMO არის თეთრი ფერის, კანზე ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი გელი, რომელსაც აქვს მენთოლისთვის დამახასიათებელი სურნელი,
შეფუთვა: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 გ, 55 გ, 100 გ ან 150 გ ალუმინის ტუბს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Bausch Health Ireland Limited
3013 Lake Drive
Citywest Business Campus
Dublin 24, D24PPT3
ირლანდია
მწარმოებელი:
EMO-FARM Sp. z o.o.
ul. Łódzka 52
95-054 კსავეროვი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ეს პრეპარატი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებებით:
ჩეხეთის რესპუბლიკა - EMOXEN
სლოვაკეთი - EMOXEN GEL
ესტონეთი - EMOX
ლიეტუვა - EMOX 100 mg/g gelis
ლატვია - EMOX 100 mg/g gels
უნგრეთი - Apranax Dolo 100 mg/g gel
პოლონეთი - NAPROXEN EMO
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 10/2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


