ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რაფაქოლინ ცე

RAPHACHOLIN®C

ურეცეპტოდ150მგ+47მგ+40მგ+15მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

რაფაქოლინ® C ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების (მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ბოყინი, გულისრევა, ყაბზობა), ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის დარღვევების დროს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
150მგ+47მგ+40მგ+15მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Wroclawskie Zaklady Zielarskie “Herbapol” S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, პრეპარატები სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალოდ
რეგისტრაციის ნომერი
რ-045560
რეგისტრირებულია
28 მაისი 2026, მოქმედებს 28 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Wroclawskie Zaklady Zielarskie “Herbapol” S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარაფაქოლინ ცე და სხვა წამალი ერთად

რაფაქოლინ ცე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რაფაქოლინ® C ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების (მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ბოყინი, გულისრევა, ყაბზობა), ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის დარღვევების დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაფაქოლინ® C-ის გამოყენებამდე

როდის არ უნდა გამოიყენოთ რაფაქოლინ® C:

თუ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ განვითარდა ღვიძლის მძიმე დაავადებები, სანაღვლე გზების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია, კუჭისა და ნაწლავების მწვავე და ქრონიკული ანთება.

ნაღვლის ბუშტის დაავადების შემთხვევაში, პრეპარატი გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

საჭმლის მონელების დარღვევის დროს 1-დან 3 ტაბლეტამდე ერთჯერადად, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს 1-დან 2 ტაბლეტამდე, საშუალოდ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

ყაბზობის დროს 2 ტაბლეტი დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბავშვები და მოზარდები

დასაბუთებულ შემთხვევებში, 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში - 1 ტაბლეტი.

დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.

მიღების წესი

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობთ 14 დღის შემდეგ.

უკუჩვენებები

ვარგისიანობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რაფაქოლინ® C შეიცავს

1 დრაჟე ტაბლეტი შეიცავს:

150 მგ Rapha sativus L.-ის მშრალ ექსტრაქტს, ფესვი (შავი ბოლოკის ფესვი) მშრალი ექსტრაქტი (DERnative 30-42:1) აქტივირებული ნახშირით (1:1), ექსტრაქტორი: ეთანოლი 85% მოც./მოც., 47 მგ Cynarae scolymus L., ბალახი (არტიშოკის ბალახი) სქელი ექსტრაქტი (DER 2-4:1), ექსტრაქტორი: ეთანოლი 50% მოც./მოც., 40 მგ დეჰიდროქოლის მჟავა (Acidum dehydrocholicum), 15 მგ Mentha piperita L., ეთერზეთი (პიტნის ზეთი).

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, არაბული ფისი, კალციუმის წყალბად-ფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი ნივთიერება Pigment Blend PB-277000 (შავი რკინის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი).

რაფაქოლინ® C-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რაფაქოლინ® C არის მრგვალი, მბზინავი, შავი ფერის დრაჟე ტაბლეტი.

ერთეული შეფუთვა - 1 პვქ/ალ ბლისტერი, შეიცავს 30 დრაჟე ტაბლეტს, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დასახელება და მისამართი: Wrocławskie Zakłady Zielarskie, „Herbapol“ S.A.

(ვროცლავსკიე ზაკლადი ზიელარსკიე, „ჰერბაპოლ“ ს.ა.)

50-951 ვროცლავი, სვ. მიკოლაიას ქუჩა 65/68,

ელ.ფოსტა: [email protected]

ვროცლავი, 2020 წლის დეკემბერი

/ყველა გვერდზე დასმულია შტამპი ვროცლავსკიე ზაკლადი ზიელარსკიე, „ჰერბაპოლ“, სპოლკა აკციინა, სვ. მიკოლაიას ქუჩა 65/68, 50-951, ვროცლავი, NIP 897-10-01-555, რეგიონი 930262929/

სიფრთხილის ზომები

გამოყენების დაწყებამდე განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რაფაქოლინ® C ზრდის გამოყოფილი ნაღვლის მოცულობას, ამიტომ, ნაღვლის ბუშტის დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ნაღვლის ბუშტის კენჭების გადაადგილება. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს პაციენტის სანაღვლე გზების მდგომარეობის ინდივიდუალური გამოკვლევის შემდეგ.

ბავშვები

არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავთ.

მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ჯერ არ არის აღწერილი. ჰიპოტენზიურ მედიკამენტებთან (არტერიული წნევის დამწევ) და დიურეზულ საშუალებებთან ერთად მნიშვნელოვანი დოზებით მიღებისას, მას შეუძლია პოტენციურად გამოიწვიოს ჰიპოკალიემია (ანუ კალიუმის იონების ნორმალურზე დაბალი კონცენტრაცია სისხლის შრატში).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ და მეძუძურ ქალებში არ არის შესწავლილი. პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტი აღწევს დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რაფაქოლინ® C არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

რაფაქოლინ® C შეიცავს საქაროზას

თუ ადრე დაგისვეს გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

როგორ გამოიყენება რაფაქოლინ® C

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია პაციენტის შეფუთვის ფურცელ-ჩანართში ან თქვენ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მოზრდილები - საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში, 1-დან 3 ტაბლეტამდე ერთჯერადად, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს 1-დან 2 ტაბლეტამდე, საშუალოდ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

ყაბზობის დროს, 2 ტაბლეტი დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში წამლის დოზირებისთვის უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაციის.

რაფაქოლინ® C-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენება

მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების, რეკომენდებული დოზების რამდენადმე გადაჭარბების შემთხვევაში (ერთდროულად რამდენიმე ათეული დრაჟეს ტაბლეტის მიღება), შეიძლება განვითარდეს სპორადული ღებინება, დიარეა, დიზელექტროლიტემია, თავის ტკივილი, წამოხურება, სუნთქვის დარღვევა, გულის არითმია, კუნთების სპაზმები, დაღლილობა, სისუსტე და გულისრევა.

თუ დაგავიწყდათ რაფაქოლინ® C-ის მიღება

გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება რაფაქოლინ® C

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს რაფაქოლინ® C და რისთვის გამოიყენება

ტრადიციული სამკურნალო საშუალება, რომლის ეფექტურობა აღნიშნულ ჩვენებებში მხოლოდ ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

რაფაქოლინ® C შეიცავს შავი ბოლოკის ფესვის მშრალ ექსტრაქტს აქტიური ნახშირით (1:1), არტიშოკის ბალახის სქელ ექსტრაქტს, დეჰიდროქოლის მჟავას და პიტნის ეთერზეთს.

ეს არის ნაღვლის წარმომქმნელი და ნაღვლმდენი საშუალება (აქვს პირდაპირი გავლენა ღვიძლზე, ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას).

ამ პრეპარატის რეგულარული გამოყენება ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას, რაც დამცავ გავლენას ახდენს ღვიძლის პარენქიმაზე, აჩქარებს მავნე ნივთიერებების გამოდევნას ნაღველთან ერთად და ზრდის ნაწლავების პერისტალტიკურ მოძრაობას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, შემოთავაზებული დოზების რამდენადმე გადაჭარბებისას (რამდენიმე ათეული დრაჟე ტაბლეტის ერთდროულად მიღება), შესაძლოა განვითარდეს სპორადული ღებინება, დიარეა, დიზელექტროლიტემია, თავის ტკივილი, წამოხურება, სუნთქვის დარღვევა, გულის არითმია, კუნთების სპაზმები, დაღლილობა, სისუსტე და გულისრევა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: ჯერ არ არის მინიჭებული

რაფაქოლინ C-ს აქვს ნაღვლის წარმომქმნელი და ნაღვლმდენი მოქმედება (პირდაპირ მოქმედებს ღვიძლზე, ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას და ზრდის გამოყოფილი ნაღვლის რაოდენობას).

სამკურნალო საშუალების რეგულარული მიღება ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას, რაც დამცავ გავლენას ახდენს ღვიძლის პარენქიმაზე და აჩქარებს მავნე ნივთიერებების გამოდევნას ნაღველთან ერთად.

ნაღვლის რეგულარული სეკრეცია აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

ტოქსიკურობის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

საქაროზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, არაბული ფისი, კალციუმის წყალბად-ფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი ნივთიერება Pigment Blend PB-277000 (შავი რკინის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი).

  • 2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5 შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

1 პვქ/ალ ბლისტერი, შეიცავს 30 დრაჟე ტაბლეტს, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვაგვარი დამუშავების დროს

განადგურებისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Wrocławskie Zakłady Zielarskie, „Herbapol“ S.A.

(ვროცლავსკიე ზაკლადი ზიელარსკიე, „ჰერბაპოლ“ ს.ა.)

50-951 ვროცლავი, სვ. მიკოლაიას ქუჩა 65/68,

ტელეფონი: +48 71 33 57 225

ფაქსი: +48 71 372 47 40

ელ.ფოსტა: [email protected]

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

ლიცენზიის ნომერი R/0706

  • პირველი სავაჭრო ლიცენზიის თარიღი და ლიცენზიის განახლების თარიღი

21/6/1990/23/12/2013

  • ტექსტის გადახედვის თარიღი

/ყველა გვერდზე დასმულია შტამპი ვროცლავსკიე ზაკლადი ზიელარსკიე, „ჰერბაპოლ“, სპოლკა აკციინა, სვ. მიკოლაიას ქუჩა 65/68, 50-951, ვროცლავი, NIP 897-10-01-555, რეგიონი 930262929/

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ხელმოწერილია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: პაციენტის ინფორმაცია

რაფაქოლინ C

დრაჟე ტაბლეტი

გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ.

შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ გჭირდებათ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია, დაუკავშირდით თქვენს ფარმაცევტს.

თუ გამოგივლინდებათ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ 14 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ აღიშნება ან პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, დაუკავშირდით ექიმს.

შინაარსი

რას წარმოადგენს რაფაქოლინ® C და რისთვის გამოიყენება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაფაქოლინ® C-ის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება რაფაქოლინ® C

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება რაფაქოლინ® C

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს რაფაქოლინ® C და რისთვის გამოიყენება

ტრადიციული სამკურნალო საშუალება, რომლის ეფექტურობა აღნიშნულ ჩვენებებში მხოლოდ ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

რაფაქოლინ® C შეიცავს შავი ბოლოკის ფესვის მშრალ ექსტრაქტს აქტიური ნახშირით (1:1), არტიშოკის ბალახის სქელ ექსტრაქტს, დეჰიდროქოლის მჟავას და პიტნის ეთერზეთს.

ეს არის ნაღვლის წარმომქმნელი და ნაღვლმდენი საშუალება (აქვს პირდაპირი გავლენა ღვიძლზე, ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას).

ამ პრეპარატის რეგულარული გამოყენება ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას, რაც დამცავ გავლენას ახდენს ღვიძლის პარენქიმაზე, აჩქარებს მავნე ნივთიერებების გამოდევნას ნაღველთან ერთად და ზრდის ნაწლავების პერისტალტიკურ მოძრაობას.

გამოყენების ჩვენებები

რაფაქოლინ® C ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების (მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ბოყინი, გულისრევა, ყაბზობა), ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის დარღვევების დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაფაქოლინ® C-ის გამოყენებამდე

როდის არ უნდა გამოიყენოთ რაფაქოლინ® C:

თუ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ განვითარდა ღვიძლის მძიმე დაავადებები, სანაღვლე გზების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია, კუჭისა და ნაწლავების მწვავე და ქრონიკული ანთება.

ნაღვლის ბუშტის დაავადების შემთხვევაში, პრეპარატი გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გამოყენების დაწყებამდე განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რაფაქოლინ® C ზრდის გამოყოფილი ნაღვლის მოცულობას, ამიტომ, ნაღვლის ბუშტის დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ნაღვლის ბუშტის კენჭების გადაადგილება. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს პაციენტის სანაღვლე გზების მდგომარეობის ინდივიდუალური გამოკვლევის შემდეგ.

ბავშვები

არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და რაფაქოლინ® C

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იღებდით ან ამჟამად იღებთ, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავთ.

მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ჯერ არ არის აღწერილი. ჰიპოტენზიურ მედიკამენტებთან (არტერიული წნევის დამწევ) და დიურეზულ საშუალებებთან ერთად მნიშვნელოვანი დოზებით მიღებისას, მას შეუძლია პოტენციურად გამოიწვიოს ჰიპოკალიემია (ანუ კალიუმის იონების ნორმალურზე დაბალი კონცენტრაცია სისხლის შრატში).

ორსულობა, ძუძუთი კვება და გავლენა ფერტილობაზე

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ და მეძუძურ ქალებში არ არის შესწავლილი. პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტი აღწევს დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რაფაქოლინ® C არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

რაფაქოლინ® C შეიცავს საქაროზას

თუ ადრე დაგისვეს გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

როგორ გამოიყენება რაფაქოლინ® C

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია პაციენტის შეფუთვის ფურცელ-ჩანართში ან თქვენ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მოზრდილები - საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში, 1-დან 3 ტაბლეტამდე ერთჯერადად, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს 1-დან 2 ტაბლეტამდე, საშუალოდ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

ყაბზობის დროს, 2 ტაბლეტი დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში წამლის დოზირებისთვის უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაციის.

რაფაქოლინ® C-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენება

მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების, რეკომენდებული დოზების რამდენადმე გადაჭარბების შემთხვევაში (ერთდროულად რამდენიმე ათეული დრაჟეს ტაბლეტის მიღება), შეიძლება განვითარდეს სპორადული ღებინება, დიარეა, დიზელექტროლიტემია, თავის ტკივილი, წამოხურება, სუნთქვის დარღვევა, გულის არითმია, კუნთების სპაზმები, დაღლილობა, სისუსტე და გულისრევა.

თუ დაგავიწყდათ რაფაქოლინ® C-ის მიღება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.

გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია MedDRA-ის სისტემურ ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით; და უცნობი (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).

რაფაქოლინ® C-ის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (თხიერი განავალი) - სიხშირე უცნობია;

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ (ბილიარული კოლიკა) - სიხშირე უცნობია;

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ (ალერგიული რეაქციები) - სიხშირე უცნობია.

თუ რომელიმე ეს სიმპტომი გამოვლინდა, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ სამკურნალო საშუალების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის წამლის სავარაუდო ეფექტურობის მონიტორინგის დეპარტამენტში.

ალ. იეროზოლიმსკიე 181 C, 02-222 ვარშავა, ტელეფონი: +48 22 49-21-301, ფაქსი: +48 22 4921-309, ელ. ფოსტა: [email protected].

გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ მხარეს.

სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გზით.

როგორ ინახება რაფაქოლინ® C

რაფაქოლინ® C უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა (EXP): ვარგისიანობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რაფაქოლინ® C შეიცავს

1 დრაჟე ტაბლეტი შეიცავს:

150 მგ Rapha sativus L.-ის მშრალ ექსტრაქტს, ფესვი (შავი ბოლოკის ფესვი) მშრალი ექსტრაქტი (DERnative 30-42:1) აქტივირებული ნახშირით (1:1), ექსტრაქტორი: ეთანოლი 85% მოც./მოც., 47 მგ Cynarae scolymus L., ბალახი (არტიშოკის ბალახი) სქელი ექსტრაქტი (DER 2-4:1), ექსტრაქტორი: ეთანოლი 50% მოც./მოც., 40 მგ დეჰიდროქოლის მჟავა (Acidum dehydrocholicum), 15 მგ Mentha piperita L., ეთერზეთი (პიტნის ზეთი).

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, არაბული ფისი, კალციუმის წყალბად-ფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი ნივთიერება Pigment Blend PB-277000 (შავი რკინის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი).

რაფაქოლინ® C-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რაფაქოლინ® C არის მრგვალი, მბზინავი, შავი ფერის დრაჟე ტაბლეტი.

ერთეული შეფუთვა - 1 პვქ/ალ ბლისტერი, შეიცავს 30 დრაჟე ტაბლეტს, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დასახელება და მისამართი: Wrocławskie Zakłady Zielarskie, „Herbapol“ S.A.

(ვროცლავსკიე ზაკლადი ზიელარსკიე, „ჰერბაპოლ“ ს.ა.)

50-951 ვროცლავი, სვ. მიკოლაიას ქუჩა 65/68,

ელ.ფოსტა: [email protected]

ვროცლავი, 2020 წლის დეკემბერი

/ყველა გვერდზე დასმულია შტამპი ვროცლავსკიე ზაკლადი ზიელარსკიე, „ჰერბაპოლ“, სპოლკა აკციინა, სვ. მიკოლაიას ქუჩა 65/68, 50-951, ვროცლავი, NIP 897-10-01-555, რეგიონი 930262929/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა