ესპოგენი ინექცია
Espogen Inj.
- მოქმედი ნივთიერება
- epoetin beta
- ფორმა და შეფუთვა
- 10000სე/მლ 1მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- LG Chem, Ltd., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარტები, ანტიანემიური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- B03XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045451
- რეგისტრირებულია
- 15 მაისი 2026, მოქმედებს 31 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ესპოგენი ინექცია — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
არ არის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ერითროპოეტინით მკურნალობა გავლენას ახდენს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე. თუმცა, რადგან ციკლოსპორინი უკავშირდება ერითროციტებს, არსებობს წამლების ურთიერთქმედების შესაძლებობა. ერითროპოეტინის ციკლოსპორინთან ერთად ინექციის დროს, საჭიროა სისხლში ციკლოსპორინის დონის კონტროლი და ციკლოსპორინის დოზის კორექცია ჰემატოკრიტის გაზრდის შემთხვევაში;
პრეპარატის ინექციისას სხვა ჰემატოპოეზურ საშუალებებთან ერთად შეიძლება გაზარდოს მისი ეფექტი;
ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად პრეპარატის გამოყენებისას ჰიპოტენზიური წამლების ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
სიფრთხილის ზომები
უნდა მოხდეს იმ დოზის ინექცია, რომ შენარჩუნდეს ჰემოგლობინის მინიმალური კონცენტრაცია, რომელიც არ მოითხოვს ჰემოგლობინის ტრანსფუზიას;
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია აჭარბებს 12 გ/დლ-ს (11 გ/დლ-ს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში), იზრდება გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დარღვევების და სიკვდილის რისკი;
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება თავისა და კისრის გავრცელებული კიბო და იტარებენ სხივურ თერაპიას, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, ან აქტიური სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იტარებენ ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას, თუ წამლის შეყვანის შემდეგ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მეტია ვიდრე 12 გ/დლ, სიკვდილიანობის რისკი იზრდება და სიმსივნის პროგრესირების დრო მცირდება;
ღრმა ვენების თრომბოზის სიხშირე მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერითროპოეტინით ჰომოგენური ერითროციტებით სისხლის ტრანსფუზიის აუცილებლობის შემცირების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე.
ესპოგენი არ ინიშნება შემდეგ პაციენტებში
ეს პროდუქტი ან ერითროპოეტინის სხვა პრეპარატები არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია (PRCA) ერითროპოეტინის პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ;
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ამ პროდუქტის ან ერითროპოეტინის სხვა პრეპარატების მიმართ;
პაციენტებს, რომლებსაც გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია აქვთ;
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ძუძუმწოვრების უჯრედებიდან მიღებული პროდუქტების ან ადამიანის ალბუმინის მიმართ.
ესპოგენი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ პაციენტებში:
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები (ერითროპოეტინის მიღების შედეგად ვითარდება წნევის მომატება და შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია);
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა წამლის მიმართ;
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიებისადმი წინასწარგანწყობა;
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი და ა.შ. ან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიის რისკი, მისი ანამნეზში არსებობის გამო (არწერილ იქნა, რომ სისხლის სიბლანტე იზრდება ერითროპოეტინის მიღების შემდეგ და შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს თრომბოემბოლიური მოვლენები. აგრეთვე, რადგან არსებობს სისხლის კოაგულაციის გაზრდის ალბათობა, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა ერითროპოეტინი ინიშნება აუტოლოგიური სისხლის შესაგროვებლად ან ოპერაციის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი);
დღენაკლულ ახალშობილებში თავის ტვინის პარკუჭებში ან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის დროს (თავის ტვინში სისხლჩაქცევა შეიძლება გაძლიერდეს ერითროპოეტინის გამოყენების შემდეგ);
იშემიური სისხლძარღვების მქონე პაციენტები;
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულყრები;
ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თრომბოციტოზი;
ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები.
გვერდითი მოვლენები
შოკი: საჭიროა პაციენტის შესაბამისი მონიტორინგი, ვინაიდან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს შოკი. თუ გამოვლინდება დარღვევა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა სათანადო მკურნალობის ჩატარება;
ცირკულატორული სისტემა:
არტერიული წნევის მომატება, სისხლძარღვების თრომბოზი, მაგ.: საცრემლე არხის და ა.შ. ხანდახან შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია;
ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია: ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის დროს ვითარდება თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, გულყრა და ა.შ., რომლებიც გამოწვეულია არტერიული წნევის მკვეთრი მატებით. ამ დროს შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ამიტომ პრეპარატის შეყვანისას საჭიროა შესაბამისი სიფრთხილე არტერიული წნევის, ჰემატოკრიტის და ა.შ. კონტროლით;
ენცეფალოპათია: რადგან არსებობს ენცეფალოპათიის განვითარების რისკი, საჭიროა პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება და გადახრების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
გულყრები
გულყრები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერითროპოეტინს კლინიკურ კვლევებში. პაციენტებს შორის, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს, მკურნალობის პირველი 90 დღის განმავლობაში მაღალი იყო გულყრების სიხშირე (დაახლოებით, პაციენტების 2.5%), ვიდრე შემდგომ პერიოდებში. პრეპარატის შეყვანის პირველი 90 დღის განმავლობაში აუცილებელია სისხლის წნევასა და ნევროლოგიურ სიმპტომებზე გულდასმით დაკვირვება და ამ პერიოდის განმავლობაში ავტომობილისა და სხვა რთული მექანიზმების მართვა უნდა მოხდეს სიფრთხილით.
თუმცა, გულყრებსა და ჰემატოკრიტის მომატების სიხშირეს შორის კორელაცია არ არის ნათელი, რეკომენდებულია დოზის შემცირება, თუ ჰემატოკრიტის დონე აჭარბებს 4%-ს 2 კვირაში;
ღვიძლი: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ჰეპატოზი, რომელსაც თან ახლავს ასტ, ალტ, ლდჰ, ტუტე ფოსფატაზის, საერთო ბილირუბინის და ა.შ. მომატება;
კანი: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, აკნე და ა.შ.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ანორექსია და ფაღარათი. შეიძლება ასევე აღინიშნოს მუცლის ტკივილი;
სისხლი:
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ლეიკოციტებისა და ეოზინოფილების დონის მომატება.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება დღენაკლულ ახალშობილებში. შეიძლება ხანდახან აღინიშნოს შრატში კალიუმის, BUN-ის, კრეატინინისა და შარდმჟავის დონის მომატება. დღენაკლულ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს რაქიტი.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში იშვიათად აღინიშნა ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია (PRCA) ერითროპოეტინის პრეპარატების თვეობით ან წლობით მიღების შემდეგ.
გრძნობათა ორგანოები და ცენტრალური ნერვული სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, მწარე გემო პირში, თავის ტკივილი, შაკიკი, დაღლილობა, ციებ-ცხელება, ცხელება, წვის შეგრძნება, ზოგადი დაძაბულობა, ართრალგია, მიალგია და უძილობა;სხვა: შეიძლება განვითარდეს თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევა, სპლენომეგალია, ცხვირიდან სისხლდენა, ზოგჯერ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირექსია, სუსტი ცხელება, ალები, სისუსტე, ართრალგია, მყალგია, მწარე გემო პირში, კრუნჩხვები და ქუთუთოების შეშუპება;
ესპოგენი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. აღწერილი გვერდითი მოვლენები ხშირად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შედეგია და არ არის აუცილებლად განპირობებული ერითროპოეტინის თერაპიით.
(1) თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტები ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლირებლ კვლევებში, რომელიც მოიცავდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე 300 პაციენტზე მეტს, მოვლენები, რომლებიც აღწერილ იქნა 5%-ზე მეტ პაციენტში, მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი (რეკომბინანტული ერითროპოეტინი) (N=200)
პლაცებო ჯგუფი (N=135)
ჰიპერტენზია
- 0%
- 5%
თავის ტკივილი
- 0%
- 9%
ართრალგიები
- 0%
- 9%
გულისრევა
- 5%
- 9%
შეშუპება
- 0%
- 4%
დაღლილობა
- 0%
- 1%
დიარეა
- 5%
- 9%
ღებინება
- 0%
- 2%
ტკივილი მკერდის არეში
- 0%
- 8%
კანის რეაქცია (ინექციის ადგილის რეაქცია)
- 0%
- 9%
ასთენია
- 0%
- 9%
თავბრუსხვევა
- 0%
- 6%
თრომბები
- 8%
- 3%
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია თქუ-ს მქონე პაციენტებში ორმაგად ბრმა კლევეებში

გულყრა
- 1%
- 1%
CAL/TLA
- 4%
- 6%
მიოკარდიუმის ინფარქტი
- 4%
- 1%
სიკვდილი
0%
- 7%
კლინიკურ კვლევებში, რომლებიც მოიცადა 567 პაციენტს, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს, ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები იყო: ჰიპერტენზია (0.75%), თავის ტკივილი (0.40%), ტაქიკარდია (0.31%), გულისრევა, ღებინება (0.26%), სისხლძარღვების თრომბოზი (0.25%), ქოშინი (0.14%), ჰიპერკალიემია (0.11%) და დიარეა. სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 0.10%-ზე ნაკლები სიხშირით პაციენტზე ერთ წელიწადში. მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომბინანატული ერითროპოეტინის (rhEPO-ს) მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იყო იშვიათი, სუსტი და გარდამავალი ხასიათის და მოიცავდა გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა ართრალგია და მიალგია. დღესდღეობით ყველა ჩატარებული კვლევის ანალიზის მიხედვით, რეკომბინანტული ერითროპოეტინი (rhEPO) კარგად გადაიტანებოდა, მისი მიღების გზის მიუხედავად.
(2) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტები
ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ კვლევაში, რომელიც გრძელდებოდა 3 თვემდე და მოიცავდა 131 კიბოთი დაავადებულ პაციენტს, გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა 10%-ზე მეტი სიხშირით მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი (რეკომბინანტული ერითროპოეტინით) (N=63)
პლაცებო ჯგუფი (N=68)
პირექსია
29%
19%
დიარეა
21%
7%
გულისრევა
17%
32%
ღებინება
17%
15%
შეშუპება
17%
1%
ასთენია
13%
16%
დაღლილობა
13%
15%
ქოშინი
13%
9%
პარესთეზია
11%
6%
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
11%
4%
თავბრუსხვევა
5%
12%
სხეულის ტკივილი
3%
16 %
თუმცა აღინიშნა ზოგიერთი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი და პლაცებოთი, განვითარებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებული იყო ათვისებიან სიმსივნურ პროცესთან. კლინიკურ კვლევაში, რომელშიც პაციენტები (N=72) მკურნალობდნენ 32 კვირამდე დოზით 927 ე/კგ, გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა კიბოს პროგრესირებას. პაციენტების გადარჩენადობის შედარებითი მონაცემების და პაციენტების პროცენტის მიხედვით, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომბინანტული ერითროპოეტინით და პლაცებოთი, რომლებმაც შეწყვიტეს თერაპია სიკვდილის, დაავადების პროგრესირების ან გვერდითი მოვლენების გამო (22% და 13% შესაბამისად), კლინიკური შედეგები ამ ორ ჯგუფში იყო მსგავსი. ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველების სიმსივნური მოდელებიდან და სოლიდური სიმსივნის უჯრედების კლინიკური ბიოფსიის ნიმუშების პროლიფერაციის განსაზღვრის შედეგად, rhEPO-ის პასუხად, მიუთითებს, რომ რეკომბინანტული ერითროპროტეინი (rhEPO) არ ასტიმულირებს სიმსივნის ზრდას.
თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს იმის ალბათობა, რომ rhEPO-მ შესაძლებელია გააძლიეროს ზოგიერთი სიმსივნის, განსაკუთრებით, მიელოიდური სიმსივნეების, ზრდა.
კორეაში ჯამში 2,064 პაციენტის მიხედვით, გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა 75 პაციენტში (3.6%) და დარღვევების 28 შემთხვევა ყველაზე მეტი სიხშირით იყო არტერიული წნევის მომატება და ასევე აღინიშნა სუნთქვის გაძნელება, თრომბოზი, თავის ტკივილი და შრატში კალიუმის მომატება, ქავილი. სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები იყო: გადანერგილი ღვიძლის ციროზი და თავის ტვინში სისხლჩაქცევა (თითო შემთხვევა), მოულოდნელი გვერდითი რეაქციები იყო სუსტი პაროქსიზმული დერმატიტი (მიზეზი უცნობია), ხველა და ჰემატურია.
სიფრთხილის ზოგადი ზომები
ესპოგენის დანიშვნა შეზღუდული უნდა იყოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლისმიერი ანემია და ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება და ამ პაციენტებს ყოველდღიური აქტივობაში ექმნებათ პრობლემები ანემიის გამო. უფრო მეტიც, ესპოგენი უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებშიც ჰემოგლობინის დონე ნაკლებია 10 გ/დლ-ზე (30% ჰემატოკრიტი) თირკმლისმიერი ანემიის დროს და ერითროპოეტინის დოზა უნდა იყოს არაუმცირეს 200 მე/მლ ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
ესპოგენი ძირითადად წარმოადგენს ერითროპოეზის ზრდის ფაქტორს. თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ესპოგენმა შეიძლება იმოქმედოს როგორც ზრდის ფაქტორი გარკვეულ სიმსივნეებზე, კერძოდ მიელოდურ ავთვისებიან სიმსივნეებზე. ერითროპოეტინის აგენტებით ჩატარებულმა ორმა გაკონტროლებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა კიბოს მქონე პაციენტებში გაკეთებულმა ერითროპეტინმა, როგორიცაა თავისა და სარძევე ჯირკვლის კიბო, გამოიწვია ბევრი მოულოდნელი გარდაცვალება.
კლინიკური კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა დიალიზზე მყოფი, გულის დაავადების (გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა) მქონე 1265 პაციენტი (სამიზნე ჰემატოკრიტის 42 ±3% ან 30 ±3% შენარჩუნება), საკვლევ ჯგუფში სამიზნე ჰემატოკრიტით 42%, სიკვდილიანობის სიხშირე უფრო მეტი იყო (634 პაციენტიდან 221, სიკვდილიანობა 35%), ვიდრე საკვლევ ჯგუფში სამიზნე ჰემატოკრიტით 30% (631 პაციენტიდან 185, სიკვდილიანობა 29%). სიკვდილიანობის სიხშირის მატების მიზეზი უცნობია, მაგრამ საკვლევ ჯგუფში სამიზნე ჰემატოკრიტით 42%, ასევე, მაღალი იყო მიოკარდიუმის ინფარქტის (3.1%; 2.3%), სისხლძარღვების თრომბოზის (39%; 29%) და სხვა თრომბოზების (22%; 18%) სიხშირე.
ერითროპოეტინის ჯგუფში 126 პირიდან გარდაიცვალა შვიდი, პლაცებო ჯგუფთან შედარებით – ჯგუფში იყვნენ მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ კორონალური არტერიის პაროქსიზმი და აქ ჰქონდათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ოთხი გარდაცვალება მოიცავდა თრომბოზს. თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში ერითროპოეტინის პრეპარატების თერაპიული ეფექტი შედარებული მკურნალობის გაზრდილ რისკთან.
ესპოგენი არ უნდა დაინიშნოს სხვა ტიპის ანემიების დროს, როგორიცაა მაგ.: დეჰემატიზირებული ანემია, პანჰემატოპენია, ალუმინით მარაგების დაავადება და ა.შ. ყურადღებაა საჭირო, რადგან ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება დააქვეითოს მედიკამენტის ეფექტიანობა.
ისეთი რეაქციების შესაფასებად, როგორიცაა შოკი და ა.შ,, საკმარისი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს კითხვების დასმით. გარდა ამისა, პრეპარატის მიღების დაწყებისას, ან მისი მიღების განახლებისას, პირველის დოზის შემდეგ სასურველია, რომ პრეპარატის მთელი მოცულობა შეყვანილ იქნეს მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ვენაში მცირე რაოდენობით ინექცია არ იწვევს პათოლოგიურ პასუხს.
თერაპიის განმავლობაში საჭიროა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის რეგულარული მონიტორინგი (დაახლოებით, კვირაში ერთხელ თერაპიის ადრეულ ფაზაში და ყოველ მეორე კვირას შემანარჩუნებელი თერაპიის ფაზაში), რათა არ იქნეს გადაჭარბებული ჰემატოპოეზის სამიზნე დონე (≥12 გ/დლ ჰემოგლობინი ან ≥36% ჰემატოკრიტი). თუ ჰემატოპოეზის სასურველი დონე გადაჭარბებულია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა პრეპარატის მიღების შეწყვეტის ჩათვლით;
არტერიული წნევის მომატებისა და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის განვითარების შესაძლებლობის გამო, არტერიული წნევისა და ჰემატოკრიტის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით. ასევე, ჰემატოკრიტი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც, ამიტომ საჭიროა პაციენტების მონიტორინგი. არტერიული წნევის მონიტორინგია საჭირო ესპოგენით თერაპიის დროს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული დაავადებები ან ჰიპერტენზიის რისკი. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ჰემატოკრიტის სწრაფი ზრდა (4%-ზე მეტად მომატება 2-კვირიანი პერიოდის განმავლობაში), შეიძლება გამწვავადეს ჰიპერტენზია, ამიტომ საჭიროა დოზის კორექცია.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტებს შორის, რომლებიც ჩართული იყვნენ ესპოგენის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა გულყრები. გულყრების მაღალი სიხშირე (დაახლოებით, 2.5% პაციენტებში) განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს თერაპიის პირველი 90 დღის განმავლობაში, ვიდრე შემდგომ პერიოდში. ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ კვლევებში, რომლებშიც ჩართული იყვნენ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტები ქიომიოთერაპიის განმავლობაში, გულყრები აღინიშნა 3.2% (N=2/63) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესპოგენს და 2.9% (N=2/68) - პლაცებო ჯგუფის პაციენტებში. გულყრები განვითარდა 1.6% (N=1/63) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესპოგენს და აღენიშნებოდათ არტერიული წნევისა და ჰემატოკრიტის მნიშვნელოვანი ზრდა. თუმცა ორივე ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ესპოგენით, აღინიშნებოდა თანმხლები ცნს-ის დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო გულყრებთან. ამიტომ, არტერიული წნევა და ნევროლოგიური სიმპტომები საჭიროებს ყურადღებით მონიტორინგს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ესპოგენით.
რადგან ჰყპერკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს ესპოგენით, საჭიროა შესაბამისი დიეტის დაცვა. თუ ვითარდება ჰყპერკალიემია, უნდა შეწყდეს მკურნალობა, სანამ კალიუმის დონე არ დაუბრუნდება ნორმას.
შუნტის ოკლუზიისა და ჰემოდიალიზის კომლექტში ნარჩენი სისხლის განვითარების რისკის გამო, საჭიროა შუნტებსა და ჰემოდიალიზის კომპლექტში ჰემოკინეტიკური მოცულობის კონტროლი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სათანადო ზომების მიღება, მაგალითად, შუნტის ხელახალი დაყენება ან ანტიკოაგულანტების დოზის გაზრდა.
ესპოგენით თერაპიის დროს აუცილებელია რკინა, ამიტომ რკინის ნაკლებობის შემთხვევაში დამატებულ უნდა იქნეს რკინა;
ესპოგენი უპირატესად წარმოადგენს ერითროპოეზის ზრდის ფაქტორს. ამიტომ შესაძლებლობა, რომ ესპოგენმა, როგორც ზრდის ფაქტორმა, იმოქმედოს გარკვეული სიმსივნის ტიპზე, როგორიცაა მაგალითად ძვლის ტვინის კიბო, არ უნდა იქნეს გამორიცხული;
ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია (PRCA) იშვიათად აღინიშნა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითროპოეტინის პრეპარატებით თვეობით ან წლობით მიღების დროს. ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია უმრავლეს შემთხვევებში აღინიშნა ერითროპოეტინის პრეპარატების კანქვეშ შეყვანის დროს, ამიტომ ამ პროდუქტის ინექცია რეკომენდებულია ი.ვ. გზით. ანტიერითროპოეტინის ანტისხეული აღმოჩენილ იქნა ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში. პრეპარატის ეფექტის მოულოდნელი დაქვეითების შემთხვევაში პაციენტები გამოკვლეული უნდა იქნენ მკურნალობის არაეფექტურობის ტიპურ მიზეზებზე, როგორიცაა რკინის, ფოლიუმის მჟავის ან ვიტამინი B12-ის ნაკლებობა, ალუმინის მარაგების დაავადება, ინფექცია ან ანთება, სისხლდენა და ჰემატოლიზი. უცნობი მიზეზით გამოწვეული ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის დროს, განხილულ უნდა იქნეს ძვლის ტვინის გამოკვლევა. ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის დიაგნოზი უნდა დაისვას ანტიერითროპოეტინის ანტისხეულის არსებობის დადასტურების შემთხვევაში და ამ დროს უნდა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. რადგან ერითროპოეტინის პრეპარატების ანტისხეულებს აქვთ ჯვარედინი აქტივობა ერითროპოეტინის სხვა პრეპარატების მიმართ, არ უნდა იქნეს გამოყენებული ერითროპოეტინის სხვა პრეპარატები. გამოკვლეულ უნდა იქნეს ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის სხვა მიზეზები ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ესპოგენი ინექცია 10000 სე/მლ
(ადამიანის რეკომბინანტული ერითროპოეტინი)
[შემადგენლობა] 1 ფლაკონი (1 მლ) შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის რეკომბინანტული ერითროპოეტინი (გენეტიკური რეკომბინაცია) = 10,000 სე
დამხმარე ნივთიერება )სტაბილიზატორი): პოლისორბატი 20 - 0,1 მგ
დამხმარე ნივთიერება (სტაბილიზატორი): პროპილენგლიკოლი – 1მგ
დამხმარე ნივთიერება (სტაბილიზატორი): გლიცინი – 1 მგ
დამხმარე ნივთიერება (სტაბილიზატორი): D-მანიტოლი - 10 მგ
სხვა დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი
გამხსნელი: საინექციო წყალი
[აღწერილობა]
უფერო ან ძალიან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, რომელიც მოთავსებულია უფერო და გამჭვირვალე ფლაკონში
[ჩვენებები და გამოყენება]
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტებში ანემიის მკურნალობა
სიმპტომური ანემია
ანემია, რომელიც მოითხოვს ტრანსფუზიას
[დოზირება და მიღების მეთოდი]
ინექციამდე აღმოფხვრილ უნდა იქნეს ანემიის გამომწვევი სხვა შესაძლო მიზეზები (მაგ.: ვიტამინების ნაკლებობა, მეტაბოლური ქრონიკული ანთება, სისხლდენა).
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტები:
ესპოგენით თერაპიის საწყისი დოზაა 50 ე/კგ, 3-ჯერ კვირაში ნელი კანქვეშა (s.c.) ან ინტრავენური (i.v.) ინექციის სახით 1-2 წუთის განმავლობაში. პაციენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ კანქვეშა ინექციის შესაბამისი ტრენინგი, შეუძლიათ თვითონ გაიკეთონ კანქვეშა ინექციები. თუ საჭიროა ინტრავენური ინექცია, დაუშვებელია პაციენტმა თვითონ გაიკეთოს ინექცია, ის უნდა გაკეთდეს ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტის მიერ. საჭიროების მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 ე/კგ-ით ყოველ 4 კვირაში. აგრეთვე, თუ ჰემოგლობინის მატება მეტია ვიდრე 2 გ/დღეში 50 ე/კგ-ის ინექციის შემდეგ, საჭიროა დოზის კორექცია - კვირაში გასაკეთებელი სამი დოზიდან ერთ-ერთი უნდა იქნეს გამოტოვებული. ესპოგენის თერაპიული ეფექტი მიღწეულია ანემიის დროს, ჩვეულებრივ, ინიშნება 25-50 ე/კგ შემანარჩუნებელი დოზის სახით კვირაში 2-3-ჯერ. მკურნალობის სასურველი ფარგლებია, დაახლოებით, 10 გ/დლ ჰემოგლობინის კონსცენტრაცია (ჰემატოკრიტი 30%). ცნობილია, რომ ოპტიმალური სასურველი ჰემოგლობინის ფარგლებია 1011 გ/დლ და არ უნდა აღემატებოდეს 11გ/დლ-ს. თუ ჰემოგლობინ მიაღწევს ან გადააჭარბებს 11გ/დლ, დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით. პაციენტებს, რომლებსაც თერაპიის დასაწყისში ჰქონდათ ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი (6 გ/დლ), ესაჭიროებათ უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებსაც თერაპიის დასაწყისში ჰემოგლობინის დონე ჰქონდათ არანაკლებ 8 გ/დლ. ამ დროს დოზის კორექცია უნდა მოხდეს ასაკის მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალური დოზა უნდა იყოს არაუმეტეს 200 ე/კგ დღეში ერთხელ, კვირაში სამჯერ. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს შეფასებულ უნდა იქნეს ორგანიზმის რკინის მარაგები და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს რკინა. ალუმინით მოწამვლის შემთხვევაში ან ინფექციური დაავადების მქონე პაციენტებში, თერაპიის მიმართ პასუხი შეიძლება დაქვეითდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა პაციენტები არ საჭიროებენ დიალიზს, შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს ანემიის სიმპტომების სიმძიმის ან ასაკის მიხედვით. თუმცა აღწერილია, რომ 70-150სე/კგ/კვირაში ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 36-38% ჰემატოკრიტი შენარჩუნებული უნდა იქნეს 6 თვეზე მეტი ხნით.
[გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები]
გაფრთხილება
უნდა მოხდეს იმ დოზის ინექცია, რომ შენარჩუნდეს ჰემოგლობინის მინიმალური კონცენტრაცია, რომელიც არ მოითხოვს ჰემოგლობინის ტრანსფუზიას;
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია აჭარბებს 12 გ/დლ-ს (11 გ/დლ-ს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში), იზრდება გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დარღვევების და სიკვდილის რისკი;
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება თავისა და კისრის გავრცელებული კიბო და იტარებენ სხივურ თერაპიას, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, ან აქტიური სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იტარებენ ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას, თუ წამლის შეყვანის შემდეგ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მეტია ვიდრე 12 გ/დლ, სიკვდილიანობის რისკი იზრდება და სიმსივნის პროგრესირების დრო მცირდება;
ღრმა ვენების თრომბოზის სიხშირე მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერითროპოეტინით ჰომოგენური ერითროციტებით სისხლის ტრანსფუზიის აუცილებლობის შემცირების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე.
ესპოგენი არ ინიშნება შემდეგ პაციენტებში
ეს პროდუქტი ან ერითროპოეტინის სხვა პრეპარატები არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია (PRCA) ერითროპოეტინის პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ;
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ამ პროდუქტის ან ერითროპოეტინის სხვა პრეპარატების მიმართ;
პაციენტებს, რომლებსაც გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია აქვთ;
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ძუძუმწოვრების უჯრედებიდან მიღებული პროდუქტების ან ადამიანის ალბუმინის მიმართ.
ესპოგენი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ პაციენტებში:
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები (ერითროპოეტინის მიღების შედეგად ვითარდება წნევის მომატება და შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია);
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა წამლის მიმართ;
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიებისადმი წინასწარგანწყობა;
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი და ა.შ. ან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიის რისკი, მისი ანამნეზში არსებობის გამო (არწერილ იქნა, რომ სისხლის სიბლანტე იზრდება ერითროპოეტინის მიღების შემდეგ და შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს თრომბოემბოლიური მოვლენები. აგრეთვე, რადგან არსებობს სისხლის კოაგულაციის გაზრდის ალბათობა, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა ერითროპოეტინი ინიშნება აუტოლოგიური სისხლის შესაგროვებლად ან ოპერაციის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი);
დღენაკლულ ახალშობილებში თავის ტვინის პარკუჭებში ან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის დროს (თავის ტვინში სისხლჩაქცევა შეიძლება გაძლიერდეს ერითროპოეტინის გამოყენების შემდეგ);
იშემიური სისხლძარღვების მქონე პაციენტები;
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულყრები;
ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თრომბოციტოზი;
ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები.
გვერდითი მოვლენები
შოკი: საჭიროა პაციენტის შესაბამისი მონიტორინგი, ვინაიდან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს შოკი. თუ გამოვლინდება დარღვევა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა სათანადო მკურნალობის ჩატარება;
ცირკულატორული სისტემა:
არტერიული წნევის მომატება, სისხლძარღვების თრომბოზი, მაგ.: საცრემლე არხის და ა.შ. ხანდახან შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია;
ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია: ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის დროს ვითარდება თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, გულყრა და ა.შ., რომლებიც გამოწვეულია არტერიული წნევის მკვეთრი მატებით. ამ დროს შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ამიტომ პრეპარატის შეყვანისას საჭიროა შესაბამისი სიფრთხილე არტერიული წნევის, ჰემატოკრიტის და ა.შ. კონტროლით;
ენცეფალოპათია: რადგან არსებობს ენცეფალოპათიის განვითარების რისკი, საჭიროა პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება და გადახრების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
გულყრები
გულყრები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერითროპოეტინს კლინიკურ კვლევებში. პაციენტებს შორის, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს, მკურნალობის პირველი 90 დღის განმავლობაში მაღალი იყო გულყრების სიხშირე (დაახლოებით, პაციენტების 2.5%), ვიდრე შემდგომ პერიოდებში. პრეპარატის შეყვანის პირველი 90 დღის განმავლობაში აუცილებელია სისხლის წნევასა და ნევროლოგიურ სიმპტომებზე გულდასმით დაკვირვება და ამ პერიოდის განმავლობაში ავტომობილისა და სხვა რთული მექანიზმების მართვა უნდა მოხდეს სიფრთხილით.
თუმცა, გულყრებსა და ჰემატოკრიტის მომატების სიხშირეს შორის კორელაცია არ არის ნათელი, რეკომენდებულია დოზის შემცირება, თუ ჰემატოკრიტის დონე აჭარბებს 4%-ს 2 კვირაში;
ღვიძლი: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ჰეპატოზი, რომელსაც თან ახლავს ასტ, ალტ, ლდჰ, ტუტე ფოსფატაზის, საერთო ბილირუბინის და ა.შ. მომატება;
კანი: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, აკნე და ა.შ.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ანორექსია და ფაღარათი. შეიძლება ასევე აღინიშნოს მუცლის ტკივილი;
სისხლი:
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ლეიკოციტებისა და ეოზინოფილების დონის მომატება.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება დღენაკლულ ახალშობილებში. შეიძლება ხანდახან აღინიშნოს შრატში კალიუმის, BUN-ის, კრეატინინისა და შარდმჟავის დონის მომატება. დღენაკლულ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს რაქიტი.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში იშვიათად აღინიშნა ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია (PRCA) ერითროპოეტინის პრეპარატების თვეობით ან წლობით მიღების შემდეგ.
გრძნობათა ორგანოები და ცენტრალური ნერვული სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, მწარე გემო პირში, თავის ტკივილი, შაკიკი, დაღლილობა, ციებ-ცხელება, ცხელება, წვის შეგრძნება, ზოგადი დაძაბულობა, ართრალგია, მიალგია და უძილობა;სხვა: შეიძლება განვითარდეს თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევა, სპლენომეგალია, ცხვირიდან სისხლდენა, ზოგჯერ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირექსია, სუსტი ცხელება, ალები, სისუსტე, ართრალგია, მყალგია, მწარე გემო პირში, კრუნჩხვები და ქუთუთოების შეშუპება;
ესპოგენი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. აღწერილი გვერდითი მოვლენები ხშირად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შედეგია და არ არის აუცილებლად განპირობებული ერითროპოეტინის თერაპიით.
(1) თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტები ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლირებლ კვლევებში, რომელიც მოიცავდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე 300 პაციენტზე მეტს, მოვლენები, რომლებიც აღწერილ იქნა 5%-ზე მეტ პაციენტში, მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი (რეკომბინანტული ერითროპოეტინი) (N=200)
პლაცებო ჯგუფი (N=135)
ჰიპერტენზია
- 0%
- 5%
თავის ტკივილი
- 0%
- 9%
ართრალგიები
- 0%
- 9%
გულისრევა
- 5%
- 9%
შეშუპება
- 0%
- 4%
დაღლილობა
- 0%
- 1%
დიარეა
- 5%
- 9%
ღებინება
- 0%
- 2%
ტკივილი მკერდის არეში
- 0%
- 8%
კანის რეაქცია (ინექციის ადგილის რეაქცია)
- 0%
- 9%
ასთენია
- 0%
- 9%
თავბრუსხვევა
- 0%
- 6%
თრომბები
- 8%
- 3%
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია თქუ-ს მქონე პაციენტებში ორმაგად ბრმა კლევეებში
გვერდითი მოვლენები
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი (რეკომბინანტული ერითროპოეტინი) (N=200)
პლაცებო ჯგუფი (N=135)
გულყრა
- 1%
- 1%
CAL/TLA
- 4%
- 6%
მიოკარდიუმის ინფარქტი
- 4%
- 1%
სიკვდილი
0%
- 7%
კლინიკურ კვლევებში, რომლებიც მოიცადა 567 პაციენტს, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს, ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები იყო: ჰიპერტენზია (0.75%), თავის ტკივილი (0.40%), ტაქიკარდია (0.31%), გულისრევა, ღებინება (0.26%), სისხლძარღვების თრომბოზი (0.25%), ქოშინი (0.14%), ჰიპერკალიემია (0.11%) და დიარეა. სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 0.10%-ზე ნაკლები სიხშირით პაციენტზე ერთ წელიწადში. მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომბინანატული ერითროპოეტინის (rhEPO-ს) მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იყო იშვიათი, სუსტი და გარდამავალი ხასიათის და მოიცავდა გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა ართრალგია და მიალგია. დღესდღეობით ყველა ჩატარებული კვლევის ანალიზის მიხედვით, რეკომბინანტული ერითროპოეტინი (rhEPO) კარგად გადაიტანებოდა, მისი მიღების გზის მიუხედავად.
(2) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტები
ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ კვლევაში, რომელიც გრძელდებოდა 3 თვემდე და მოიცავდა 131 კიბოთი დაავადებულ პაციენტს, გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა 10%-ზე მეტი სიხშირით მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები
პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი (რეკომბინანტული ერითროპოეტინით) (N=63)
პლაცებო ჯგუფი (N=68)
პირექსია
29%
19%
დიარეა
21%
7%
გულისრევა
17%
32%
ღებინება
17%
15%
შეშუპება
17%
1%
ასთენია
13%
16%
დაღლილობა
13%
15%
ქოშინი
13%
9%
პარესთეზია
11%
6%
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
11%
4%
თავბრუსხვევა
5%
12%
სხეულის ტკივილი
3%
16 %
თუმცა აღინიშნა ზოგიერთი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ rhEPO-თი და პლაცებოთი, განვითარებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებული იყო ათვისებიან სიმსივნურ პროცესთან. კლინიკურ კვლევაში, რომელშიც პაციენტები (N=72) მკურნალობდნენ 32 კვირამდე დოზით 927 ე/კგ, გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა კიბოს პროგრესირებას. პაციენტების გადარჩენადობის შედარებითი მონაცემების და პაციენტების პროცენტის მიხედვით, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომბინანტული ერითროპოეტინით და პლაცებოთი, რომლებმაც შეწყვიტეს თერაპია სიკვდილის, დაავადების პროგრესირების ან გვერდითი მოვლენების გამო (22% და 13% შესაბამისად), კლინიკური შედეგები ამ ორ ჯგუფში იყო მსგავსი. ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველების სიმსივნური მოდელებიდან და სოლიდური სიმსივნის უჯრედების კლინიკური ბიოფსიის ნიმუშების პროლიფერაციის განსაზღვრის შედეგად, rhEPO-ის პასუხად, მიუთითებს, რომ რეკომბინანტული ერითროპროტეინი (rhEPO) არ ასტიმულირებს სიმსივნის ზრდას.
თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს იმის ალბათობა, რომ rhEPO-მ შესაძლებელია გააძლიეროს ზოგიერთი სიმსივნის, განსაკუთრებით, მიელოიდური სიმსივნეების, ზრდა.
კორეაში ჯამში 2,064 პაციენტის მიხედვით, გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა 75 პაციენტში (3.6%) და დარღვევების 28 შემთხვევა ყველაზე მეტი სიხშირით იყო არტერიული წნევის მომატება და ასევე აღინიშნა სუნთქვის გაძნელება, თრომბოზი, თავის ტკივილი და შრატში კალიუმის მომატება, ქავილი. სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები იყო: გადანერგილი ღვიძლის ციროზი და თავის ტვინში სისხლჩაქცევა (თითო შემთხვევა), მოულოდნელი გვერდითი რეაქციები იყო სუსტი პაროქსიზმული დერმატიტი (მიზეზი უცნობია), ხველა და ჰემატურია.
სიფრთხილის ზოგადი ზომები
ესპოგენის დანიშვნა შეზღუდული უნდა იყოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლისმიერი ანემია და ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება და ამ პაციენტებს ყოველდღიური აქტივობაში ექმნებათ პრობლემები ანემიის გამო. უფრო მეტიც, ესპოგენი უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებშიც ჰემოგლობინის დონე ნაკლებია 10 გ/დლ-ზე (30% ჰემატოკრიტი) თირკმლისმიერი ანემიის დროს და ერითროპოეტინის დოზა უნდა იყოს არაუმცირეს 200 მე/მლ ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
ესპოგენი ძირითადად წარმოადგენს ერითროპოეზის ზრდის ფაქტორს. თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ესპოგენმა შეიძლება იმოქმედოს როგორც ზრდის ფაქტორი გარკვეულ სიმსივნეებზე, კერძოდ მიელოდურ ავთვისებიან სიმსივნეებზე. ერითროპოეტინის აგენტებით ჩატარებულმა ორმა გაკონტროლებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა კიბოს მქონე პაციენტებში გაკეთებულმა ერითროპეტინმა, როგორიცაა თავისა და სარძევე ჯირკვლის კიბო, გამოიწვია ბევრი მოულოდნელი გარდაცვალება.
კლინიკური კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა დიალიზზე მყოფი, გულის დაავადების (გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა) მქონე 1265 პაციენტი (სამიზნე ჰემატოკრიტის 42 ±3% ან 30 ±3% შენარჩუნება), საკვლევ ჯგუფში სამიზნე ჰემატოკრიტით 42%, სიკვდილიანობის სიხშირე უფრო მეტი იყო (634 პაციენტიდან 221, სიკვდილიანობა 35%), ვიდრე საკვლევ ჯგუფში სამიზნე ჰემატოკრიტით 30% (631 პაციენტიდან 185, სიკვდილიანობა 29%). სიკვდილიანობის სიხშირის მატების მიზეზი უცნობია, მაგრამ საკვლევ ჯგუფში სამიზნე ჰემატოკრიტით 42%, ასევე, მაღალი იყო მიოკარდიუმის ინფარქტის (3.1%; 2.3%), სისხლძარღვების თრომბოზის (39%; 29%) და სხვა თრომბოზების (22%; 18%) სიხშირე.
ერითროპოეტინის ჯგუფში 126 პირიდან გარდაიცვალა შვიდი, პლაცებო ჯგუფთან შედარებით – ჯგუფში იყვნენ მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ კორონალური არტერიის პაროქსიზმი და აქ ჰქონდათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ოთხი გარდაცვალება მოიცავდა თრომბოზს. თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში ერითროპოეტინის პრეპარატების თერაპიული ეფექტი შედარებული მკურნალობის გაზრდილ რისკთან.
ესპოგენი არ უნდა დაინიშნოს სხვა ტიპის ანემიების დროს, როგორიცაა მაგ.: დეჰემატიზირებული ანემია, პანჰემატოპენია, ალუმინით მარაგების დაავადება და ა.შ. ყურადღებაა საჭირო, რადგან ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება დააქვეითოს მედიკამენტის ეფექტიანობა.
ისეთი რეაქციების შესაფასებად, როგორიცაა შოკი და ა.შ,, საკმარისი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს კითხვების დასმით. გარდა ამისა, პრეპარატის მიღების დაწყებისას, ან მისი მიღების განახლებისას, პირველის დოზის შემდეგ სასურველია, რომ პრეპარატის მთელი მოცულობა შეყვანილ იქნეს მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ვენაში მცირე რაოდენობით ინექცია არ იწვევს პათოლოგიურ პასუხს.
თერაპიის განმავლობაში საჭიროა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის რეგულარული მონიტორინგი (დაახლოებით, კვირაში ერთხელ თერაპიის ადრეულ ფაზაში და ყოველ მეორე კვირას შემანარჩუნებელი თერაპიის ფაზაში), რათა არ იქნეს გადაჭარბებული ჰემატოპოეზის სამიზნე დონე (≥12 გ/დლ ჰემოგლობინი ან ≥36% ჰემატოკრიტი). თუ ჰემატოპოეზის სასურველი დონე გადაჭარბებულია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა პრეპარატის მიღების შეწყვეტის ჩათვლით;
არტერიული წნევის მომატებისა და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის განვითარების შესაძლებლობის გამო, არტერიული წნევისა და ჰემატოკრიტის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით. ასევე, ჰემატოკრიტი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც, ამიტომ საჭიროა პაციენტების მონიტორინგი. არტერიული წნევის მონიტორინგია საჭირო ესპოგენით თერაპიის დროს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული დაავადებები ან ჰიპერტენზიის რისკი. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ჰემატოკრიტის სწრაფი ზრდა (4%-ზე მეტად მომატება 2-კვირიანი პერიოდის განმავლობაში), შეიძლება გამწვავადეს ჰიპერტენზია, ამიტომ საჭიროა დოზის კორექცია.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტებს შორის, რომლებიც ჩართული იყვნენ ესპოგენის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა გულყრები. გულყრების მაღალი სიხშირე (დაახლოებით, 2.5% პაციენტებში) განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს თერაპიის პირველი 90 დღის განმავლობაში, ვიდრე შემდგომ პერიოდში. ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ კვლევებში, რომლებშიც ჩართული იყვნენ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტები ქიომიოთერაპიის განმავლობაში, გულყრები აღინიშნა 3.2% (N=2/63) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესპოგენს და 2.9% (N=2/68) - პლაცებო ჯგუფის პაციენტებში. გულყრები განვითარდა 1.6% (N=1/63) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესპოგენს და აღენიშნებოდათ არტერიული წნევისა და ჰემატოკრიტის მნიშვნელოვანი ზრდა. თუმცა ორივე ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ესპოგენით, აღინიშნებოდა თანმხლები ცნს-ის დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო გულყრებთან. ამიტომ, არტერიული წნევა და ნევროლოგიური სიმპტომები საჭიროებს ყურადღებით მონიტორინგს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ესპოგენით.
რადგან ჰყპერკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს ესპოგენით, საჭიროა შესაბამისი დიეტის დაცვა. თუ ვითარდება ჰყპერკალიემია, უნდა შეწყდეს მკურნალობა, სანამ კალიუმის დონე არ დაუბრუნდება ნორმას.
შუნტის ოკლუზიისა და ჰემოდიალიზის კომლექტში ნარჩენი სისხლის განვითარების რისკის გამო, საჭიროა შუნტებსა და ჰემოდიალიზის კომპლექტში ჰემოკინეტიკური მოცულობის კონტროლი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სათანადო ზომების მიღება, მაგალითად, შუნტის ხელახალი დაყენება ან ანტიკოაგულანტების დოზის გაზრდა.
ესპოგენით თერაპიის დროს აუცილებელია რკინა, ამიტომ რკინის ნაკლებობის შემთხვევაში დამატებულ უნდა იქნეს რკინა;
ესპოგენი უპირატესად წარმოადგენს ერითროპოეზის ზრდის ფაქტორს. ამიტომ შესაძლებლობა, რომ ესპოგენმა, როგორც ზრდის ფაქტორმა, იმოქმედოს გარკვეული სიმსივნის ტიპზე, როგორიცაა მაგალითად ძვლის ტვინის კიბო, არ უნდა იქნეს გამორიცხული;
ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია (PRCA) იშვიათად აღინიშნა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითროპოეტინის პრეპარატებით თვეობით ან წლობით მიღების დროს. ჭეშმარიტი ერითროციტული ანემია უმრავლეს შემთხვევებში აღინიშნა ერითროპოეტინის პრეპარატების კანქვეშ შეყვანის დროს, ამიტომ ამ პროდუქტის ინექცია რეკომენდებულია ი.ვ. გზით. ანტიერითროპოეტინის ანტისხეული აღმოჩენილ იქნა ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში. პრეპარატის ეფექტის მოულოდნელი დაქვეითების შემთხვევაში პაციენტები გამოკვლეული უნდა იქნენ მკურნალობის არაეფექტურობის ტიპურ მიზეზებზე, როგორიცაა რკინის, ფოლიუმის მჟავის ან ვიტამინი B12-ის ნაკლებობა, ალუმინის მარაგების დაავადება, ინფექცია ან ანთება, სისხლდენა და ჰემატოლიზი. უცნობი მიზეზით გამოწვეული ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის დროს, განხილულ უნდა იქნეს ძვლის ტვინის გამოკვლევა. ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის დიაგნოზი უნდა დაისვას ანტიერითროპოეტინის ანტისხეულის არსებობის დადასტურების შემთხვევაში და ამ დროს უნდა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. რადგან ერითროპოეტინის პრეპარატების ანტისხეულებს აქვთ ჯვარედინი აქტივობა ერითროპოეტინის სხვა პრეპარატების მიმართ, არ უნდა იქნეს გამოყენებული ერითროპოეტინის სხვა პრეპარატები. გამოკვლეულ უნდა იქნეს ჭეშმარიტი ერითროციტული ანემიის სხვა მიზეზები ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად.
უკუჩვენებები
არ არის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ერითროპოეტინით მკურნალობა გავლენას ახდენს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე. თუმცა, რადგან ციკლოსპორინი უკავშირდება ერითროციტებს, არსებობს წამლების ურთიერთქმედების შესაძლებობა. ერითროპოეტინის ციკლოსპორინთან ერთად ინექციის დროს, საჭიროა სისხლში ციკლოსპორინის დონის კონტროლი და ციკლოსპორინის დოზის კორექცია ჰემატოკრიტის გაზრდის შემთხვევაში;
პრეპარატის ინექციისას სხვა ჰემატოპოეზურ საშუალებებთან ერთად შეიძლება გაზარდოს მისი ეფექტი;
ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად პრეპარატის გამოყენებისას ჰიპოტენზიური წამლების ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
სიფრთხილის ზომები ორსულობის დროს
ცხოველებზე (ვირთხებზე) კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა ადამიანის 1 კვირის დოზაზე 20-ჯერ მეტი დოზა, ნაჩვენები იქნა ნაყოფის წონის შემცირება, ოსიფიკაციის შეყოვნება და სიკვდიალინობის სიხშირის ზრდა;
ცხოველებზე (კურდღლებში) კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა დიდი დოზა 500 სე/კგ ორსულობის მე-6-18-ე დღეებში, არ აღინიშნა რაიმე გვერდითი რეაქცია;
რადგან ესპოგენის უსაფრთხოება არ არის დადგენილი ორსულ პაციენტებში, მისი დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს. თუმცა ესპოგენი შეიძლება დანიშნულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს;
უცნობია, აღწევს თუ არა პრეპარატი დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი ინექცია მეძუძურ ქალებში;
არ არსებობს სათანადო კლინიკური გამოცდილება ადამიანებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები პედიატრიული გამოყენების დროს
ესპოგენის უსაფრთხოება ბავშვებში დადასტურებული არ არის.
სიფრთხილის ზომები გერიატრიული გამოყენების დროს
რადგან გერიატრიულ პაციენტებში ფიზიოლოგიური ფუნქცია დაქვეითებულია და კარდიოვასკულარული გართულებების, როგორიცაა ჰიპერტენზია, რისკი იზრდება, პრეპარატის დოზა და მიღების სიხშირე სათანადოდ უნდა განისაზღვროს არტერიული წნევის, ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის და ა.შ, მონიტორინგის შედეგად.
მკურნალობა დოზის გადაჭარბებისას
ესპოგენის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია დოზის მიხედვით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიული სიმპტომები. ჰემოგლობინის ჭარბად მომატების შემთხვევაში ნაჩვენებია ფლებოტომია.
სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენების დროს
ესპოგენის ინექცია არ უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტებთან ერთად;
თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე, რეკომენდებულია, რომ ესპოგენის ინექცია მოხდეს ჰემოდიალიზის შემდეგ. ასევე, სასურველია ესპოგენის ინექცია მოხდეს ნელა, 5 წუთზე მეტ ხანს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება გრიპის მსგავსი სიმპტომები;
ესპოგენი არ უნდა გაკეთდეს ინტრავენური ინფუზიის სახით.
ესპოგენის გამოყენებამდე დაიცადეთ, რომ წამლის ტემპერატურამ მიაღწიოს ოთახისას. ამას ჩვეულებრივ ჭირდება 15-30 წთ.
[შეფუთვა]
10 ფლაკონი/შეფუთვა (ფლაკონი (10,000 სე/მლ).
[შენახვის პირობები]
ინახება ჰერმეტულ კონტეინერში 2-8⁰C ტემპერატურაზე მაცივარში.
[შენახვის ვადა]
24 თვე წარმოების თარიღიდან
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- ეს მედიკამენტი არის პროდუქტი, რომელიც გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს. თუ შენახვის ვადა გავიდა დისტრიბუციის პროცესში ან აღმოჩნდა, რომ პროდუქტი გაფუჭებულია ან დაზიანებულია, აფთიაქმა, სადაც შეძენილ იქნა პროდუქტი, ან სათავო ოფისის გაყიდვების დეპარტმანეტმა უნდა ჩაანაცვლოს პროდუქტი.
- გამოყენების ინსტრუქციის შინაარსის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში იხ. სამკურნალო პროდუქტის საინფორმაციო სისტემა (https://nedrug.mfds.go.kr)
- გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაძლებელია კორეის წამლების უსაფრთხოებისა და რისკების მართვის ინსტიტუტში მიმართვა.
კლიენტების მომსახურების სერვისი 080-023-5757
გამოყენების ინსტრუქციის შესწორების თარიღი: 2025.06.01
IPM203934-10
LG Chem, Ltd.
129 Seogam-ro, Iksan-si, Jeonbuk-do
ელჯი ქემ, ლტდ
129 სეოგამ-რო, იკსან-სი, ჯეონბუკ-დო
© 2025 ელჯი ქემ, ლტდ. ყველა უფლება დაცულია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.