ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

სეპტოლეტე ექსტრა

Septolete® extra

ურეცეპტოდ3მგ + 1მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
მოქმედი ნივთიერება
benzydamine + cetylpyridinium
ფორმა და შეფუთვა
3მგ + 1მგ საწუწნი ტაბლეტი ევკალიპტის არომატით №16
მწარმოებელი
KRKA, d.d. Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
ATC კოდი
R02AA20
რეგისტრაციის ნომერი
რ-045423
რეგისტრირებულია
11 მაისი 2026, მოქმედებს 11 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებასეპტოლეტე ექსტრა და სხვა წამალი ერთად

სეპტოლეტე ექსტრა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს პერაპატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ ან ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 34 პასტილი დღეში. პასტილი ნელა უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

რეკომენდებული დოზაა 3 პასტილი დღეში. პასტილი ნელა უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვინაიდან ეს ფარმაცევტული ფორმა არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.

სიფრთხილის ზომები

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაქრება 3 დღის შემდეგ, ან გაჩნდება სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მიმართეთ ექიმს.

ადგილობრივი პრეპარატების გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს სესნსიტიზაცია, ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი არ უნდა იქნას გამოყენებული ანიონურ ნაერთებთან ერთად, როგორიცაა კბილის პასტებში არსებული ნაერთები, ამიტომ არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება კბილების გახეხვამდე ან გახეხვისთანავე.

ბავშვები და მოზარდები

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პასტილი არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობის დროს სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

აუცილებელია ძუძუთი კვების განხილვა თქვენს ექიმთან ერთად და ის გადაწყვეტს, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი შეიცავს იზომალტს (E953)

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის რეაქტიულობის გაზრდა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა),

ფილტვებში სასუნთქი გზების უეცარი, უკონტროლო შევიწროება (ბრონქოსპაზმი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):

პირის ღრუს ადგილობრივი გაღიზიანება, წვის შეგრძნება პირის ღრუში.

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა)

სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამობურცულობას, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას და რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო,

პირის ღრუს ლორწოვანის წვა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დაკარგვა (ანესთეზია).

როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია. თუმცა გამოვლენისას რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან გასაუბრება.

პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვით თქვენ შეამცირებთ გვერდითი მოვლენების რისკს

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ შემდეგნაირად:

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტი

საფოსტო ყუთი 450

H-1372 ბუდაპეშტი

ვებ-გვერდი: www.ogyei.gov.hu

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებებია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი. თითოეული პასტილი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1 მგ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია ევკალიპტის ზეთი, ლევომენტოლი, ლიმონმჟავა (E330), სუკრალოზა (E955), იზომალტი (E953), ბრილიანტის ლურჯი FCF (E133). იხილეთ ნაწილი 2 „სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი შეიცავს იზომალტს (E953)“.

როგორ გამოიყურება სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი და შეფუთვის შემადგნელობა

მრგვალი, ლურჯ-თეთრიდან ცისფერამდე საწუწნი მოჭრილი კიდეებით. შეიძლება ჰქონდეს მცირე ნაკაწრები. პასტილის დიამეტრი: 18.0 მმ – 19.0 მმ, სისქე: 7.0 მმ – 8.0 მმ.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი ხელმისაწვდომია ყუთში 8, 16, 24, 32 ან 40 პასტილით ბლისტერებში.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

KRKA, d.d., Novo mesto,

Šmarješka cesta 6,

8501 Novo mesto,

Slovenia

მწარმოებლები

KRKA, d.d., Novo mesto, Šmarješka cesta 6, 8501 Novo mesto, Slovenia

TAD Pharma GmbH, Heinz-Lohmann-Strasse 5, 27472 Cuxhaven, Germany

ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია ევროპული ეკონომიკური არეალის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

ჩეხეთის რესპუბლიკა

Septabene eukalyptus 3 mg/1 mg pastilky

ბულგარეთი

Септолете тотал евкалипт

ესტონეთი

Septolete omni eucalyptus

ფინეთი

Septabene eukalyptus

ხორვატია

Septolete duo eukaliptus

ლიეტუვა

Septabene eukaliptų skonio 3 mg/1 mg kietosios pastilės

ლატვია

Septabene ar eikaliptu 3 mg/1 mg sūkājamās tabletes

პოლონეთი

Septolete ultra o smaku eukaliptusowym

უნგრეთი

Septolete extra 3 mg/1 mg szopogató tabletta

მალტა

Septolete total Eucalyptus 3 mg/1 mg lozenges

იტალია

Septolete aroma eucalipto

პორტუგალია

Septolete duo eucalipto

რუმინეთი

Septolete omni eucalipt

სლოვაკეთი

Septolete extra eukalyptus 3 mg/1 mg tvrdé pastilky

სლოვენია

Septabene z okusom evkalipta

OGYI-T-22871/01 8× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/02 16× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/03 24× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/04 32× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/05 40× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ამ ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია: 2024 იანვარი

შენახვის პირობები

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი და რისთვის გამოიყენება

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის პასტილი არის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება ადგილობრივი ორომუკოზური გამოყენებისათვის. სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს და ყელს და ამცირებს ყელის ანთების ნიშნებს, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, სიცხე და ფუნქციის დარღვევა.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალპიტი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მკურნალობისთვის:

ყელის, პირის ღრუს და ღრძილების გაღიზიანებისას,

გინგივიტისა და ფარინგიტის დროს.

გამოყენებიდან 3 დღის შემდეგ თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ, ან ხართ უარესად უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკმენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სეპტოლეტე® ექსტრა ევკალიპტი 3 მგ/1 მგ საწუწნი

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი/ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პერაპატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ ან ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

მეტი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენებიდან 3 დღის შემდეგ თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია

  • რა არის სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენებამდე
  • სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის შენახვის წესი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი და რისთვის გამოიყენება

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის პასტილი არის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება ადგილობრივი ორომუკოზური გამოყენებისათვის. სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს და ყელს და ამცირებს ყელის ანთების ნიშნებს, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, სიცხე და ფუნქციის დარღვევა.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალპიტი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მკურნალობისთვის:

ყელის, პირის ღრუს და ღრძილების გაღიზიანებისას,

გინგივიტისა და ფარინგიტის დროს.

გამოყენებიდან 3 დღის შემდეგ თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ, ან ხართ უარესად უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი

თუ ალერგიული ხართ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვინაიდან ეს ფარმაცევტული ფორმა არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაქრება 3 დღის შემდეგ, ან გაჩნდება სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მიმართეთ ექიმს.

ადგილობრივი პრეპარატების გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს სესნსიტიზაცია, ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი არ უნდა იქნას გამოყენებული ანიონურ ნაერთებთან ერთად, როგორიცაა კბილის პასტებში არსებული ნაერთები, ამიტომ არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება კბილების გახეხვამდე ან გახეხვისთანავე.

ბავშვები და მოზარდები

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პასტილი არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად.

სხვა მედიკამენტები და სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიკები სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტთან ერთად.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ნუ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი რძესთან ერთად, რადგან რძე ამცირებს მის ეფექტურობას.

არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი ჭამის წინ ან მის დროს. არ ჭამოთ და არ დალიოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობის დროს სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

აუცილებელია ძუძუთი კვების განხილვა თქვენს ექიმთან ერთად და ის გადაწყვეტს, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი შეიცავს იზომალტს (E953)

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენების წესი

ეს პერაპატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ ან ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 34 პასტილი დღეში. პასტილი ნელა უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

რეკომენდებული დოზაა 34 პასტილი დღეში. პასტილი ნელა უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

რეკომენდებული დოზაა 3 პასტილი დღეში. პასტილი ნელა უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი უშუალოდ ჭამის წინ ან მის დროს.

არ ჭამოთ ან დალიოთ წამლის გამოყენებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში.

ოპტიმალური ეფექტისთვის არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება კბილების გახეხვამდე ან გახეხვისთანავე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაქრება 3 დღის შემდეგ, ან გაჩნდება სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მიმართეთ ექიმს.

მიმართეთ ექიმს, თუ მდგომარეობა მორეციდივეა ან თუ შეამჩნევთ რაიმე ბოლოდროინდელ ცვლილებას მის მახასიათებლებში.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი

ამ მედიკამენტის გადაჭარბებული დოზის შემთხვევით გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან წადით უახლოეს საავადმყოფოში.

თუ დაგავიწყდათ სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის რეაქტიულობის გაზრდა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა),

ფილტვებში სასუნთქი გზების უეცარი, უკონტროლო შევიწროება (ბრონქოსპაზმი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):

პირის ღრუს ადგილობრივი გაღიზიანება, წვის შეგრძნება პირის ღრუში.

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა)

სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამობურცულობას, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას და რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო,

პირის ღრუს ლორწოვანის წვა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დაკარგვა (ანესთეზია).

როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია. თუმცა გამოვლენისას რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან გასაუბრება.

პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვით თქვენ შეამცირებთ გვერდითი მოვლენების რისკს

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ შემდეგნაირად:

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტი

საფოსტო ყუთი 450

H-1372 ბუდაპეშტი

ვებ-გვერდი: www.ogyei.gov.hu

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტის შენახვის წესი

ეს პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ . ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მოცემული თვის ბოლო დღე.

სინათლისგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი

მოქმედი ნივთიერებებია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი. თითოეული პასტილი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1 მგ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია ევკალიპტის ზეთი, ლევომენტოლი, ლიმონმჟავა (E330), სუკრალოზა (E955), იზომალტი (E953), ბრილიანტის ლურჯი FCF (E133). იხილეთ ნაწილი 2 „სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი შეიცავს იზომალტს (E953)“.

როგორ გამოიყურება სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი და შეფუთვის შემადგნელობა

მრგვალი, ლურჯ-თეთრიდან ცისფერამდე საწუწნი მოჭრილი კიდეებით. შეიძლება ჰქონდეს მცირე ნაკაწრები. პასტილის დიამეტრი: 18.0 მმ – 19.0 მმ, სისქე: 7.0 მმ – 8.0 მმ.

სეპტოლეტე ექსტრა ევკალიპტი ხელმისაწვდომია ყუთში 8, 16, 24, 32 ან 40 პასტილით ბლისტერებში.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

KRKA, d.d., Novo mesto,

Šmarješka cesta 6,

8501 Novo mesto,

Slovenia

მწარმოებლები

KRKA, d.d., Novo mesto, Šmarješka cesta 6, 8501 Novo mesto, Slovenia

TAD Pharma GmbH, Heinz-Lohmann-Strasse 5, 27472 Cuxhaven, Germany

ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია ევროპული ეკონომიკური არეალის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

ჩეხეთის რესპუბლიკა

Septabene eukalyptus 3 mg/1 mg pastilky

ბულგარეთი

Септолете тотал евкалипт

ესტონეთი

Septolete omni eucalyptus

ფინეთი

Septabene eukalyptus

ხორვატია

Septolete duo eukaliptus

ლიეტუვა

Septabene eukaliptų skonio 3 mg/1 mg kietosios pastilės

ლატვია

Septabene ar eikaliptu 3 mg/1 mg sūkājamās tabletes

პოლონეთი

Septolete ultra o smaku eukaliptusowym

უნგრეთი

Septolete extra 3 mg/1 mg szopogató tabletta

მალტა

Septolete total Eucalyptus 3 mg/1 mg lozenges

იტალია

Septolete aroma eucalipto

პორტუგალია

Septolete duo eucalipto

რუმინეთი

Septolete omni eucalipt

სლოვაკეთი

Septolete extra eukalyptus 3 mg/1 mg tvrdé pastilky

სლოვენია

Septabene z okusom evkalipta

OGYI-T-22871/01 8× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/02 16× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/03 24× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/04 32× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

OGYI-T-22871/05 40× PVC/PE/PVdC//Al ბლისტერული შეფუთვა

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ამ ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია: 2024 იანვარი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა