ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

აბიკრემი 0,25 მგ/გ + 5 მგ/გ კრემი

Abicrem 0,25 mg/g + 5 mg/g crema

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
მოქმედი ნივთიერება
fluocinolone acetonide + framycetin
ფორმა და შეფუთვა
(0,25მგ + 5მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
მწარმოებელი
Laboratorios Salvat S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით (III ჯგუფი)
ATC კოდი
D07AC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-045422
რეგისტრირებულია
11 მაისი 2026, მოქმედებს 11 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნ-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებააბიკრემი 0,25 მგ/გ + 5 მგ/გ კრემი და სხვა წამალი ერთად

აბიკრემი 0,25 მგ/გ + 5 მგ/გ კრემი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
  • თუ ამჟამად გაქვთ კანის ინფექცია გამოწვეული სოკოებით, ვირუსებით, ან თუ გაქვთ ტუბერკულოზი.
  • თუ გაქვთ წყლულები (ჭრილობები) კიდურებზე
  • ორ წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

აბიკრემის კრემის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი შესაძ₾ო დოზით და მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღწევად. ამ პრეპარატის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს 14 დღით. ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გათხელება და იმ ინფექციების შენიღბვის რისკი, რომლებისთვისაც ეს პრეპარატი შესაფერისი არ არის.
  • თუ განვითარდა ლოკალური რეაქცია ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) გამო, მკურნალობა უნდა შეწყდეს, ნამკურნალევი ადგილი უნდა დაიბანოთ და ქავილის ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ანტიჰისტამინურები და/ან კორტიკოსტეროიდები, უნდა წაისვათ კანზე ან მიიღოთ სისტემურად (პრეპარატები აღწევს სისხლში), ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

არ დაიდოთ ჰაერ- და წყალ-გაუმტარი ნახვევები, რომლებიც არ სუნთქავს, კანის ძალიან დიდ უბნებზე, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის სისხლში შეღწევა ტოქსიკურობის რისკით.

  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად.
  • მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან, ღია ჭრილობებთან ან ლორწოვან გარსებთან. თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, გამოირეცხეთ ისინი დიდი რაოდენობით წყლით და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის ოფთალმოლოგს (იხილეთ მე- 4 პუნქტი).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ბავშვები და მოზარდები

  • ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის მოზარდებში.
  • ზრდის პერიოდში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ უფრო მეტი აბსორბცია კანიდან, ამიტომ ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან არასასურველი ეფექტების მიმართ და შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიმსუქნე, ზრდის შეფერხება და ა.შ. (კუშინგის სინდრომი). თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი მკურნალობა, დიდი რაოდენობით პრეპარატის გამოყენება და დაზიანებული უბნის ოკლუზია. ყოველთვის მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იყენებთ, ბოლოდროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

სხვა ადგილობრივი ანტიბიოტიკები ან ანტიმიკრობული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან მიკრობების ზრდას, როგორიცაა ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები ან ვირუსები) არ უნდა იქნას გამოყენებული აბიკრემის კრემით მკურნალობისას, მათ შორის შესაძლო ქიმიური ურთიერთქმედების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს აბიკრემის კრემი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფი მიმართ.

ძუძუთი კვება

არ წაისვათ ეს პრეპარატი ძუძუზე ძუძუთი კვების დროს; არ დაუშვათ თქვენი შვილის კონტაქტი ნამკურნალევ უბნებთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატით მკურნალობა არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აბიკრემის კრემი შეიცავს ცეტილის სპირტს, მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატს (E-218) და პროპილენგლიკოლს (E-1520)

ეს პრეპარატი შეიცავს 10 მგ პროპილენგლიკოლს (E-1520) კრემის თითოეულ გრამში.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი), რადგანაც ის შეიცავს ცეტილის სპირტს. მას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული), რადგანაც შეიცავს მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატს (E-218).

ინფორმაცია სპორტსმენებისთვის

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ეს პრეპარატი შესაძლოა დადებითი იყოს ანტიდოპინურ ტესტში. აბიკრემის კრემის გამოყენებისას ეს ძნელია, თუ არ დამუშავდება კანის ფართო უბნები

  • როგორ გამოიყენება აბიკრემის კრემი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. გამოყენება: კანზე.

გაწმინდეთ დასამუშავებელი ადგილი, სასურველია რბილი ნეიტრალური სარეცხი საშუალებებით, დააცადეთ გაშრეს, დაზიანების გახეხვის გარეშე.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში არის კრემის თხელი ფენის წასმა დაზიანებულ ადგილზე, დღეში ორ-სამჯერ, ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე, 14 დღემდე განმავლობაში.

ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, კარგად დაიბანეთ ხელები , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასამუშავებელი ადგილი ხელებია.

კრემის წასმის შემდეგ, არ დაფაროთ ადგილი ჰაერ-და წყალ-გაუმტარი მასალებით, რომლებიც კარგად არ სუნთქავს, თუ ამის შესახებ მითითებებს არ მოგცემთ ექიმი.

თუ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ აბიკრემის კრემს

თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კრემი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ შხამების საინფორმაციო სამსახურში: ტელეფონი 91 562 04 20, და მიუთითეთ პრეპარატი და მისი გამოყენებული/მიღებული რაოდენობა.

თუ დაგავიწყდათ აბიკრემის კრემის გამოყენება

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება აბიკრემის კრემი

შემადგენლობა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება აბიკრემის კრემი

ეს პრეპარატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, კორტიკოსტეროიდს (ფლუოცინოლონის აცეტონიდი) და ანტიბიოტიკს (ფრამიცეტინი).

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის ინსტრუქციები დოზირების, მიღების ინტერვალისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ განმეორებით ეს პრეპარატი. თუ თქვენ გაქვთ დარჩენილი ანტიბიოტიკები მკურნალობის ბოლოს, დააბრუნეთ ისინი აფთიაქში სათანადო უტილიზაციისთვის. არ გადააგდოთ ნებმისმიერი პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

გამოიყენება 12 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში და მოზარდებში ისეთი ეგზემატოზური დერმატიტის ზედაპირული მკურნალობისათვის, როგორიცაა: ატოპიური ეგზემა, დისკოიდური ეგზემა (წრიული ლაქების სახით), სტაზური ეგზემა ( ეგზემა ფეხებზე, რომელიც უვლინდება ზოგიერთ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს), კონტაქტური ეგზემა და სებორეული ეგზემა, თუ თქვენი ექიმი დაადასტურებს ან ეჭვობს, რომ ეს არის გამოწვეული მეორადი ბაქტერიული ინფექციით.

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ უარესად ან არ გრძნობთ უკეთესად 14 დღის შემდეგ.

  • რა უნდა იცოდეთ აბიკრემის კრემის გამოყენებამდე

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ აბიკრემის კრემი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

604012018923000არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეინახეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ, თქვენი ჩვეულებრივი აფთიაქის SIGRE Point-ში . ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ შეფუთვები და მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

აბიკრემი 0,25 მგ/გ + 5 მგ/გ კრემი

ფლუოცინოლონის აცეტონიდი/ფრამიცეტინი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია მთლიანად, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე- 4 პუნქტი.

რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

  • რა არის და რისთვის გამოიყენება აბიკრემის კრემი
  • რა უნდა იცოდეთ აბიკრემის კრემის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება აბიკრემის კრემი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება აბიკრემის კრემი
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის და რისთვის გამოიყენება აბიკრემის კრემი

ეს პრეპარატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, კორტიკოსტეროიდს (ფლუოცინოლონის აცეტონიდი) და ანტიბიოტიკს (ფრამიცეტინი).

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის ინსტრუქციები დოზირების, მიღების ინტერვალისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ განმეორებით ეს პრეპარატი. თუ თქვენ გაქვთ დარჩენილი ანტიბიოტიკები მკურნალობის ბოლოს, დააბრუნეთ ისინი აფთიაქში სათანადო უტილიზაციისთვის. არ გადააგდოთ ნებმისმიერი პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

გამოიყენება 12 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში და მოზარდებში ისეთი ეგზემატოზური დერმატიტის ზედაპირული მკურნალობისათვის, როგორიცაა: ატოპიური ეგზემა, დისკოიდური ეგზემა (წრიული ლაქების სახით), სტაზური ეგზემა ( ეგზემა ფეხებზე, რომელიც უვლინდება ზოგიერთ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს), კონტაქტური ეგზემა და სებორეული ეგზემა, თუ თქვენი ექიმი დაადასტურებს ან ეჭვობს, რომ ეს არის გამოწვეული მეორადი ბაქტერიული ინფექციით.

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ უარესად ან არ გრძნობთ უკეთესად 14 დღის შემდეგ.

  • რა უნდა იცოდეთ აბიკრემის კრემის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აბიკრემის კრემი

  • თუ ალერგიული ხართ ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
  • თუ ამჟამად გაქვთ კანის ინფექცია გამოწვეული სოკოებით, ვირუსებით, ან თუ გაქვთ ტუბერკულოზი.
  • თუ გაქვთ წყლულები (ჭრილობები) კიდურებზე
  • ორ წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აბიკრემის კრემის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი შესაძ₾ო დოზით და მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღწევად. ამ პრეპარატის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს 14 დღით. ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გათხელება და იმ ინფექციების შენიღბვის რისკი, რომლებისთვისაც ეს პრეპარატი შესაფერისი არ არის.
  • თუ განვითარდა ლოკალური რეაქცია ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) გამო, მკურნალობა უნდა შეწყდეს, ნამკურნალევი ადგილი უნდა დაიბანოთ და ქავილის ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ანტიჰისტამინურები და/ან კორტიკოსტეროიდები, უნდა წაისვათ კანზე ან მიიღოთ სისტემურად (პრეპარატები აღწევს სისხლში), ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

არ დაიდოთ ჰაერ- და წყალ-გაუმტარი ნახვევები, რომლებიც არ სუნთქავს, კანის ძალიან დიდ უბნებზე, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის სისხლში შეღწევა ტოქსიკურობის რისკით.

  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად.
  • მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან, ღია ჭრილობებთან ან ლორწოვან გარსებთან. თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, გამოირეცხეთ ისინი დიდი რაოდენობით წყლით და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის ოფთალმოლოგს (იხილეთ მე- 4 პუნქტი).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ბავშვები და მოზარდები

  • ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის მოზარდებში.
  • ზრდის პერიოდში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ უფრო მეტი აბსორბცია კანიდან, ამიტომ ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან არასასურველი ეფექტების მიმართ და შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიმსუქნე, ზრდის შეფერხება და ა.შ. (კუშინგის სინდრომი). თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი მკურნალობა, დიდი რაოდენობით პრეპარატის გამოყენება და დაზიანებული უბნის ოკლუზია. ყოველთვის მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

სხვა პრეპარატები და აბიკრემის კრემი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იყენებთ, ბოლოდროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

სხვა ადგილობრივი ანტიბიოტიკები ან ანტიმიკრობული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან მიკრობების ზრდას, როგორიცაა ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები ან ვირუსები) არ უნდა იქნას გამოყენებული აბიკრემის კრემით მკურნალობისას, მათ შორის შესაძლო ქიმიური ურთიერთქმედების გამო.

არ გამოიყენოთ აბიკრემის კრემი სინთეტიკური სარეცხი საშუალების ანიონურ ნივთიერებებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს აბიკრემის კრემი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფი მიმართ.

ძუძუთი კვება

არ წაისვათ ეს პრეპარატი ძუძუზე ძუძუთი კვების დროს; არ დაუშვათ თქვენი შვილის კონტაქტი ნამკურნალევ უბნებთან.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატით მკურნალობა არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აბიკრემის კრემი შეიცავს ცეტილის სპირტს, მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატს (E-218) და პროპილენგლიკოლს (E-1520)

ეს პრეპარატი შეიცავს 10 მგ პროპილენგლიკოლს (E-1520) კრემის თითოეულ გრამში.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი), რადგანაც ის შეიცავს ცეტილის სპირტს. მას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული), რადგანაც შეიცავს მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატს (E-218).

ინფორმაცია სპორტსმენებისთვის

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ეს პრეპარატი შესაძლოა დადებითი იყოს ანტიდოპინურ ტესტში. აბიკრემის კრემის გამოყენებისას ეს ძნელია, თუ არ დამუშავდება კანის ფართო უბნები

  • როგორ გამოიყენება აბიკრემის კრემი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. გამოყენება: კანზე.

გაწმინდეთ დასამუშავებელი ადგილი, სასურველია რბილი ნეიტრალური სარეცხი საშუალებებით, დააცადეთ გაშრეს, დაზიანების გახეხვის გარეშე.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში არის კრემის თხელი ფენის წასმა დაზიანებულ ადგილზე, დღეში ორ-სამჯერ, ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე, 14 დღემდე განმავლობაში.

ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, კარგად დაიბანეთ ხელები , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასამუშავებელი ადგილი ხელებია.

კრემის წასმის შემდეგ, არ დაფაროთ ადგილი ჰაერ-და წყალ-გაუმტარი მასალებით, რომლებიც კარგად არ სუნთქავს, თუ ამის შესახებ მითითებებს არ მოგცემთ ექიმი.

თუ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ აბიკრემის კრემს

თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კრემი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ შხამების საინფორმაციო სამსახურში: ტელეფონი 91 562 04 20, და მიუთითეთ პრეპარატი და მისი გამოყენებული/მიღებული რაოდენობა.

თუ დაგავიწყდათ აბიკრემის კრემის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების შესავსებად.

გამოიყენეთ დოზა რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ თქვენი ჩვეულებრივი მკურნალობა.

თუ თქვენ შეწყვეტთ აბიკრემის კრემის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. მიზანშეწონილია მისი თანდათან შემცირება და შეწყვეტა, რათა თავიდან იქნას აცილებული ეგრეთ წოდებული სუპრესიული სინდრომი ან რიკოშეტის სინდრომი მკურნალობის უეცარი შეწყვეტის გამო.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აბიკრემის კრემმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.

ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) გამო შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ქრება მკურნალობის შემცირების ან შეწყვეტის დროს.

კორტიკოსტეროიდების კანზე გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები. ეს შეიძლება მოხდეს უცნობი სიხშირით (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე): მხედველობის დაბინდვა, კატარაქტა

კანის ინფექციები, თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი), კანის გათხელება (ატროფია), კანის სიმშრალე ან დახეთქვა, ქავილი ან წვა, სიწითლე (ერითემა), წითელი ლაქების გაჩენა, ობობისებრი ვენები, სტრიები, აკნე, თმის ცვენა ან თმის ზრდა, კანის ალერგიული რეაქცია (კონტაქტური დერმატიტი), კანის სპეციფიკური ანთება ზედა ტუჩისა და ნიკაპის გარშემო (პერიორალური დერმატიტი) და კანის ფერის ცვლილებები.

გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ ნამკურნალევ ადგილზე, არამედ შეიძლება დააზიანოს მთელი სხეული. ეს ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დიდ უბნებზე, ნახვევების ან ოკლუზიური მასალების გამოყენებისას და/ან ბავშვებში (რომლებშიც აბსორბცია მომატებულია). მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მრგვალი სახე, ცხიმის დაგროვება, სისუსტე (კუშინგის სინდრომი), არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სითხის შეკავება (შეშუპება), ჩხვლეტა და დაბუჟება კიდურებში, სისხლში გლუკოზის მომატება (ჰიპერგლიკემია), შარდში გლუკოზის არსებობა (გლიკოზურია), სისხლში კალიუმის დაბალი დონე და კუჭის წყლული.

ბავშვები და მოზარდები

ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება შეფერხდეს ზრდა, ასევე გაჩნდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, წონაში დაკლება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების აბნევა და კუნთების სისუსტე.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ მათ შესახებ უშუალოდ ესპანეთის ადამიანებისთვის განკუთვნილი პრეპარატების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით : www.notificaRAM.es. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მეტი ინფორმაციის მიწოდებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება აბიკრემის კრემი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის სპეციალური პირობები საჭირო არ არის.

არ გამოიყენოთ აბიკრემის კრემი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

604012018923000არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეინახეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ, თქვენი ჩვეულებრივი აფთიაქის SIGRE Point-ში . ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ შეფუთვები და მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აბიკრემის კრემი

  • აქტიური ნივთიერებებია ფლუოცინოლონის აცეტონიდი და ფრამიცეტინი (სულფატის სახით). კრემის ერთი გრამი შეიცავს 0,25 მგ ფლუოცინოლონის აცეტონიდს და 5 მგ ფრამიცეტინს (სულფატის სახით).
  • სხვა ინგრედიენტებია ეუმულგინი B-l, ცეტილის სპირტი, კუტინა MD, იზოპროპილ მირისტატი, პროპილენგლიკოლი (E-1520), თხევადი პარაფინი, მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი (E-218) და დისტილირებული წყალი.

როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი

აბიკრემის კრემი გამოდის კაშკაშა თეთრი, უსუნო კრემის სახით 50 გ-იან ტუბებში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და პასუხისმგებელი მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

„გალენიკუმ დერმა, ს.ლ.“ (Galenicum Derma, S.L.)

სტრა N-l, კმ 36,

28750 სან აგუსტინ დელ გუადალიქსი

მადრიდი - ესპანეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

პასუხისმგებელი მწარმოებელი:

„ლაბორატორიოზ სალვატ, ს,ა,“ (Laboratorios Salvat, S.A.)

C/ გალლ, 30-36,

08950 - ესპლუგუეს დე ლობრეგატი, ბარსელონა (ესპანეთი)

ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვა მოხდა:

2018 წლის ნოემბერში

ამ სამკურნალო პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებსაიტზე (http://www.aemps.gob.es/).

შტამპი - „გალენიკუმ დერმა, ს.ლ.“ (Galenicum Derma, S.L.)

CIF: B87290649

ტელ: +34 902 103 265

ფაქსი: +34 937 079 870

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა