ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ვიტამინ B კომპლექსი საინექციო ხსნარი 2 მლ

VITAMIN B COMPLEX solution for injection 2 ml

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება
thiamine + riboflavin + nicotinamide + პირიდოქსინი (pyridoxine)
ფორმა და შეფუთვა
(10მგ + 2მგ + 10მგ + 100მგ)/2მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
SOPHARMA AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი B კომპლექსი, სხვა კომბინაციები
ATC კოდი
A11EX
რეგისტრაციის ნომერი
რ-045374
რეგისტრირებულია
4 მაისი 2026, მოქმედებს 4 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებავიტამინ B კომპლექსი საინექციო ხსნარი 2 მლ და სხვა წამალი ერთად

ვიტამინ B კომპლექსი საინექციო ხსნარი 2 მლ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ვიტამინი B კომპლექსი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სამკურნალო საშუალება ჩვეულებრივ შეჰყავთ კუნთში და უფრო იშვიათად ინტრავენურად 1-2 მლ დოზით დღეში ან დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში. საინექციო ხსნარით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ გადახვიდეთ B ვიტამინის კომპლექსის ტაბლეტებით მკურნალობაზე.

თუ მიიღეთ B ვიტამინის კომპლექსის საჭირო დოზაზე მეტი

ძალიან მაღალი დოზებით, პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: აგზნებადობა, შიში, ტრემორი, ჰერპესი, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები.

ასეთი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია. მკურნალობას ატარებს ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში.

თუ დაგავიწყდათ B ვიტამინის კომპლექსის გამოყენება

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერებების, ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუქტი 6
  • თუ გაწუხებთ ჰიპერტონია (მომატებული არტერიული წნევა) II-III სტადიის.

ვიტამინ B კომპლექსის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები:

  • თუ გაქვთ ავთვისებიანი ან ღვიძლის დაავადებები, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, პოდაგრა.
  • პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფრად შეფერვა.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებს, სედატიურ საშუალებებს, საძილე აბებს, დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს, ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებს და ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

სამკურნალო პროდუქტს არ აქვს უარყოფითი გავლენა ნაყოფზე, თუ იგი მიიღება რეკომენდებული თერაპიული დოზებით.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული B ვიტამინების კომპლექსის მიღება.

თუ მისი მიღება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

ვიტამინი B კომპლექსი რეკომენდებული დოზებით არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიტამინ B კომპლექსის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ

ვიტამინი B კომპლექსი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბრონქოსპაზმი.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ უნდა შეინახოთ ვიტამინ B კომპლექსი

შემადგენლობა

  • რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება

B ვიტამინების კომპლექსი არის კომბინირებული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს B ვიტამინებს და ნიკოტინამიდს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ისინი მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. B ვიტამინების კომპლექსი გამოიყენება B ვიტამინებისა და ნიკოტინამიდის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობებისა და დაავადებების სამკურნალოდ.

  • ვიტამინ B კომპლექსის გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი ფურცელი- ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვიტამინ B კომპლექსი საინექციო ხსნარი

(თიამინი (ვიტამინ B1), რიბოფლავინი (ვიტამინ B2),

პირიდოქსინი (ვიტამინ B6), ნიკოტინამიდი)

VITAMIB B CONPLEX solution for injection

(Thiamine (Vitamin B1 ), Riboflavin (Vitamin B2 ), Pyridoxine (Vitamin B6 ),

Nicotinamide)

ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის ვინმე სხვას. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს სხვა პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღენიშნებათ თქვენი სიმპტომების მსგავსი სიმპტომები.
  • - თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია:

  • რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება
  • ვიტამინ B კომპლექსის გამოყენებამდე
  • როგორ უნდა გამოიყენოთ ვიტამინ B კომპლექსი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • როგორ უნდა შეინახოთ ვიტამინ B კომპლექსი
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება

B ვიტამინების კომპლექსი არის კომბინირებული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც შეიცავს B ვიტამინებს და ნიკოტინამიდს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ისინი მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. B ვიტამინების კომპლექსი გამოიყენება B ვიტამინებისა და ნიკოტინამიდის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობებისა და დაავადებების სამკურნალოდ.

  • ვიტამინ B კომპლექსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვიტამინ B კომპლექსი

  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერებების, ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუქტი 6
  • თუ გაწუხებთ ჰიპერტონია (მომატებული არტერიული წნევა) II-III სტადიის.

ვიტამინ B კომპლექსის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები:

  • თუ გაქვთ ავთვისებიანი ან ღვიძლის დაავადებები, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, პოდაგრა.
  • პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფრად შეფერვა.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებს, სედატიურ საშუალებებს, საძილე აბებს, დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს, ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებს და ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

სამკურნალო პროდუქტს არ აქვს უარყოფითი გავლენა ნაყოფზე, თუ იგი მიიღება რეკომენდებული თერაპიული დოზებით.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული B ვიტამინების კომპლექსის მიღება.

თუ მისი მიღება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

ვიტამინი B კომპლექსი რეკომენდებული დოზებით არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიტამინ B კომპლექსის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ

ვიტამინი B კომპლექსი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბრონქოსპაზმი.

  • როგორ უნდა მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი

ვიტამინი B კომპლექსი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სამკურნალო საშუალება ჩვეულებრივ შეჰყავთ კუნთში და უფრო იშვიათად ინტრავენურად 1-2 მლ დოზით დღეში ან დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში. საინექციო ხსნარით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ გადახვიდეთ B ვიტამინის კომპლექსის ტაბლეტებით მკურნალობაზე.

თუ მიიღეთ B ვიტამინის კომპლექსის საჭირო დოზაზე მეტი

ძალიან მაღალი დოზებით, პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: აგზნებადობა, შიში, ტრემორი, ჰერპესი, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები.

ასეთი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია. მკურნალობას ატარებს ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში.

თუ დაგავიწყდათ B ვიტამინის კომპლექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან იშვიათად (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს) შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ზოგჯერ სახის, ენის, ყელის, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში, სახისა და კისრის კანის სითბოს ან სიწითლის შეგრძნება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ბულგარეთის მედიკამენტების სააგენტოს მეშვეობით, დამიან გრუევის ქ. 8, 1303 სოფია, ტელ: +359 28903417, ვებგვერდი: www.bda.bg. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ უნდა შეინახოთ ვიტამინ B კომპლექსი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ!

არ გადააგდოთ წამლები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვიტამინ B კომპლექსი

აქტიური ნივთიერებები: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 10 მგ;

ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი, 2 მგ რიბოფლავინის (ვიტამინი B2) ექვივალენტური;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 10 მგ; ნიკოტინამიდი 100 მგ 2 მლ ამპულაში საინექციო ხსნარისთვის.

  • სხვა ინგრედიენტები: დინატრიუმის ედეტატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი,

გლიცეროლი, ქლორწყალბადჟავა 1 მოლ/ლ (pH-ის კორექციისთვის), საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება B ვიტამინის კომპლექსი და რას შეიცავს შეფუთვა

გამჭვირვალე ხსნარი, ყვითელ-მწვანე ფერის, 2 მლ მოცულობის ამპულებში.

10 ამპულა PVC ფოლგის ბლისტერში, 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ფურცელ-ჩანართთან ერთად.

სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

SOPHARMA AD

ილიენსკო შოსეს ქუჩა 16, სოფია 1220, ბულგარეთი

ჩანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: 2025 წლის სექტემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა