ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ფენილექსი ჯუნიორი

FenyLex Junior

ურეცეპტოდ(200მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გამოიყენება გაციებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცხელება, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი და ცხვირის შეგუბება (ცხვირის გაჭედვა). ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია მოზრდილებში, მოზარდებსა და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(200მგ/5მგ)/5მლ 5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის არომატით პაკეტი №20
მწარმოებელი
Edefarm, S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, გაციების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R05X
რეგისტრაციის ნომერი
რ-044977
რეგისტრირებულია
12 მარტი 2026, მოქმედებს 26 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Farmalider SA (ესპანეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯორჯიან რემედი ლიმიტედ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფენილექსი ჯუნიორი და სხვა წამალი ერთად

ფენილექსი ჯუნიორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გამოიყენება გაციებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცხელება, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი და ცხვირის შეგუბება (ცხვირის გაჭედვა).

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია მოზრდილებში, მოზარდებსა და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მედიკამენტის მიღების ინსტრუქცია ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიმპტომების შესამსუბუქებლად აუცილებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება რაც შეიძლება მოკლე დროით. თუ გაქვთ ინფექცია და სიმპტომები (როგორიცაა სიცხე და ტკივილი) გაგრძელდა ან გაუარესდა (იხილეთ მე-2 პუნქტი) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

მიღების წესი

ფენილექსი ჯუნიორი არის პერორალური სუსპენზია. მისი მიღება შესაძლებელია პირდაპირ, მზა სახით ან წყალში განზავებული სახით.

იბუპროფენის პერორალური სუსპენზიის გამოყენებისას შეიძლება განიცადოთ წვის შეგრძნება პირის ღრუში ან ყელში. დარწმუნდით, რომ პრეპარატის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ სტიკ-პაკეტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ რძესთან ერთად და/ან ჭამის დროს.

გაციების და გრიპის დროს მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

დოზირება

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზევით:

მიიღეთ პერორალური სუსპენზიის ერთი სტიკ-პაკეტი ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი და არ მიიღოთ დღეში 6 სტიკ-პაკეტზე მეტი (1200 მგ იბუპროფენი + 30 მგ ფენილეფრინი).

10-12 წლის ბავშვები:

მიიღეთ პერორალური სუსპენზიის ერთი სტიკ-პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი და არ მიიღოთ დღეში 4 სტიკ-პაკეტზე მეტი (800 მგ იბუპროფენი + 20 მგ ფენილეფრინი).

7-9 წლის ბავშვები:

მიიღეთ პერორალური სუსპენზიის ერთი სტიკ-პაკეტი ყოველ 6-8 საათში ერთხელ. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი და არ მიიღოთ დღეში 3 სტიკ- პაკეტზე მეტი (600 მგ იბუპროფენი + 15 მგ ფენილეფრინი).

საჭიროა პაციენტის შეფასება, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდა, სიმპტომები გაგრძელდება ან თუ მას სჭირდება პრეპარატის მიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. მიიღეთ მინიმალური დოზა სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო უმოკლესი დროით.

მოზრდილები:

არ მიიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

არ მიიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ მიიღეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა ან შემთხვევით 7 წლამდე ასაკის ბავშვმა მიიღო ეს პრპარატი, დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს რისკებისა და საჭირო ზომების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, იმისდამიუხედავად თავს ცუდად გრძნობთ თუ არა, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ სამსახურს, მიუთითეთ პრეპარატი და მიღებული რაოდენობა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებს შეიძლება წარმოადგენდეს გულისრევა, კუჭის ტკივილი, ღებინება (შესაძლოა სისხლიანი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (იხილეთ მე-4 პუნქტი), დიარეა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ცნობიერების დარღვევა და თვალის უნებლიე მოძრაობები. ასევე შეიძლება განვითარდეს აგზნება, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ კრუნჩხვები. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, სიცივის შეგრძნება სხეულში და სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, პროთრომბინის/INR დრო შეიძლება გახანგრძლივდეს, სავარაუდოდ, სისხლის მიმოქცევის შედედების ფაქტორებზე ზემოქმედების გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასთმიან პაციენტებში შესაძლოა გამწვავდეს ასთმა. ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და სუნთქვის გაძნელება.

თუ დაგავიწყდათ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღება.

ამ მედიკამენტის მიღების შესახებ იხილეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციები და არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია იბუპროფენზე, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 პუნქტში), ასპირინზე ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე.
  • თუ გადატანილი გაქვთ წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან.
  • თუ გქონიათ ასთმის გამწვავება, კანზე გამონაყარი, ქავილი, სურდო ან სახის შეშუპება იბუპროფენის, ასპირინის ან მსგავსი პრეპარატების მიღებისას.
  • თუ გქონიათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) მიღებისას.
  • თუ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს.
  • თუ იღებთ 75 მგ-ზე მეტ ასპირინს დღეში. თუ იღებთ ასპირინის დაბალ დოზებს (დღეში 75 მგ-მდე), ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე პრობლემები.
  • თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადებები (გულის მწვავე უკმარისობა), მაღალი არტერიული წნევა ან სისხლის შედედების დარღვევა.
  • თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება.
  • თუ გაქვთ ჰიპერთირეოზი.
  • თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიღებული გაქვთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • თუ იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეში (იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“)
  • თუ პაციენტი არის 7 წლამდე ასაკის.

სიფრთხილის ზომები

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ასთმა.
  • გაქვთ თირკმლის, გულის, ღვიძლის ან ნაწლავების პრობლემები.
  • გაქვთ მაღალი ქოლესტერინი ან გადატანილი გაქვთ გულის შეტევა ან ინსულტი.
  • გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება (მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება).
  • გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანის ცვლილებებს ან სხვა ორგანოების პათოლოგიებს).
  • ხართ მწეველი.
  • ხართ ორსულობის პირველ 6 თვეში.
  • გაქვთ დიაბეტი.
  • გაქვთ გლაუკომა.
  • გაქვთ გადიდებული პროსტატა.
  • გაქვთ ინფექცია; იხილეთ ქვემოთ თავი „ინფექციები“.

ინფექციები

იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, იბუპროფენმა შეიძლება შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რაც ზრდის გართულებების რისკს. ეს შეინიშნება ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილასთან დაკავშირებული კანის ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში. თუ ამ პრეპარატს იღებთ ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის რეაქციები

იბუპროფენით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). შეწყვიტეთ იბუპროფენით/ფენილეფრინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 პუნქტში მითითებულ კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

აღწერილია ამ მედიკამენტის შემადგენლობაში არსებული იბუპროფენის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის პრობლემები, სახისა და კისრის არეში შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და ტკივილი გულმკერდის არეში. შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს.

ისეთი ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

იბუპროფენის/ფენილეფრინის მიღებამდე მკურნალობა უნდა განიხილოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

  • გაქვთ გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება (ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა შევიწროებული ან დახშული არტერიების გამო) ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის „მინი-ინსულტი“ ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA)).
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, გულის დაავადების ან ინსულტის ოჯახური ისტორია, ან თუ ხართ მწეველი.

ბავშვები და მოზარდები

დეჰიდრატირებულ ბავშვებსა და მოზარდებში არსებობს თირკმლის უკმარისობის რისკი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიღებული გაქვთ ან შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტების მიღება.

გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, არ მიიღოთ ეს მედიკამენტი სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (მაგალითად, ასპირინი, იბუპროფენი). თუ იღებთ ასპირინს დაბალი დოზით (75 მგ-მდე დღეში), ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან სხვა მედიკამენტებმა გავლენა მოახდინონ მასზე.

მოერიდეთ ამ პრეპარატის მიღებას შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

  • კორტიკოსტეროიდები, (მაგალითად, პრედნიზოლონი, ბეკლომეტაზონი) რომლებიც გამოიყენება ასთმის და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ;
  • ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი).
  • ანტიკოაგულანტები (მაგ., სისხლის გამათხელებელი ან სისხლის შედედების თავიდან ასაცილებელი პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი/ასპირინი, ვარფარინი, ტიკლოპიდინი).
  • საგულე საშუალებები (მაგ., გლიკოზიდები) ან არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, მაგალითად ატენოლოლი, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ლოსარტანი);
  • შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები);
  • დროებითი იმუნოსუპრესიული მედიკამენტები (მაგალითად, მეთოტრექსატი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
  • მანიის ან დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ლითიუმი ან SSRI-ები);
  • ორსულობის შეწყვეტისთვის გამოყენებული მედიკამენტები (მაგ., მიფეპრისტონი);
  • აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., ზიდოვუდინი);

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუპროფენი/ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც შეუძლიათ ქალებში ფერტილობაზე გავლენის მოხდენა. ფერტილობა უბრუნდება ნორმას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფენილექსი პერორალური სუსპენზიის იშვიათად მიიღებამ, გავლენა მოახდინოს დაორსულების შანსებზე. თუ დაორსულების პრობლემა გაქვთ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს, თუ დაორსულდით ამ პრეპარატის მიღების დროს.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. ეს შესაძლოა გახდეს თირკმლის და გულის პრობლემების მიზეზი ნაყოფში. ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც თქვენი ასევე თქვენი ბავშვის სისხლდენისკენ მიდრეკილებაზე და მშობიარობის მოსალოდნელზე მეტად დაგვიანებაზე ან გახანგრძლივებაზე.

არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია და დანიშნულია ექიმის მიერ.

თუ ამ პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას გჭირდებათ მკურნალობა, გამოიყენეთ მინიმალური დოზა რაც შეიძლება მოკლე პერიოდით.

ორსულობის მე-20 კვირიდან ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა ნაყოფში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულის სისხლძარღვის (არტერიული სადინარი) შევიწროება. თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე დღეზე მეტხანს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.

თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენები ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის ცნობილი.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს თხევად მალტიტოლს (E-965).

თუ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E-211).

ეს მედიკამენტი შეიცავს 5.0 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითოეულ პაკეტში.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 26.9 მგ ნატრიუმს (სუფრის/საკვების მარილის მთავარი კომპონენტი). ეს არის ზრდასრული ადამიანისთვის ნატრიუმის დღიური მაქსიმალურად რეკომენდებული დოზის 1.3%-ის ექვივალენტური.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია.
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს იბუპროფენს და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.

პრეპარატი გამოიყენება გაციებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცხელება, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი და ცხვირის შეგუბება (ცხვირის გაჭედვა) მოზრდილებში, მოზარდებსა და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

იბუპროფენი განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს და ეფექტურია ტკივილის (თავის ტკივილის ჩათვლით) და ანთების საწინააღმდეგოდ, ასევე აქვს სიცხის დამწევი მოქმედება.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი (ნაზალური დეკონგესტანტი) ამცირებს სასუნთქი გზების შეშუპებას, ხსნის ცხვირის გაჭედილობას და ამცირებს სინუსების შეგუბებას და ზეწოლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ მდგომარეობა გაუარესდა ან თავს არ გრძნობთ უკეთ, ზრდასრულების შემთხვევაში მკურნალობიდან 5 დღის, ხოლო 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვის ან მოზარდების შემთხვევაში 3 დღის შემდეგ.

  • რა უნდა იცოდეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე

ჭარბი დოზა

იბუპროფენი

ბავშვებში იბუპროფენის 400 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები. მოზრდილებში დოზა-რეაქციის სიჩქარის ეფექტი გაურკვეველი რჩება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.5-3 საათია.

სიმპტომები

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ოდენობის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, უვითარდებათ გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან უფრო იშვიათად დიარეა. ასევე შესაძლებელია ტინიტუსი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. ძლიერი მოწამვლის დროს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვლინდება ტოქსიკურობა, რაც ვლინდება ძილიანობით, ზოგჯერ აგზნებით და დეზორიენტაციით ან კომით. ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ კრუნჩხვები. სერიოზული მოწამვლის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალცემია და/ან მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დრო/INR შეიძლება გახანგრძლივდეს, სავარაუდოდ, მოცირკულირე შედედების ფაქტორების მოქმედების დარღვევის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასთმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ასთმის გამწვავება.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების მართვა უნდა სიმპტომური და მხარდამჭერი და მოიცავდეს სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნებას და გულის და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს პაციენტის სტაბილიზაციამდე. შესაძლებელია დანიშნული იქნას აქტივირებული ნახშირი პერორალურად, თუ პაციენტი მიმართავს კლინიკას პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვების მკურნალობა უნდა მოხდეს ინტრავენური დიაზეპამით ან ლორაზეპამით. ასთმის სამკურნალოდ ინიშნება ბრონქოდილატატორები.

ფენილეფრინი

სიმპტომები

ფენილეფრინის ძლიერი ზედოზირების ნიშნებს წარმოადგენს ჰემოდინამიკური ცვლილებები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი სუნთქვის დათრგუნვით.

ფენილეფრინის დოზის გადაჭარბებამ, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიოს: შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, მიდრიაზი, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა (ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მოხდეს პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ დახურულკუთხოვანი გლაუკომა), ტაქიკარდია, პალპიტაცია, ალერგიული რეაქციები (მაგალითად, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი), დიზურია, შარდის შეკავება (ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მოხდეს საშარდე გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში, როგორიცაა პროსტატის ჰიპერტროფია).

სხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს, არის ჰიპერტენზია და შესაძლო რეფლექსურ ბრადიკარდია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და არითმიები.

მკურნალობა

მკურნალობა კლინიკურად შესაფერისი უნდა იყოს თითოეულ შემთხვევაში. მკურნალობა მოიცავს კუჭის ადრეულ ამორეცხვას და სიმპტომურ და დამხმარე ზომებს. შეიძლება საჭირო გახდეს მძიმე ჰიპერტენზიის მკურნალობა ალფა-ბლოკატორებით, როგორიცაა ფენტოლამინი.

შემადგენლობა

  • რა არის ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე.

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4 შენახვის სპეციალური პირობები

შენახვის განსაკუთრებული პირობები არ არის საჭირო.

  • 5 შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა

მუყაოს კოლოფი რომელშიც მოთავსებულია 5 მლ-იანი 10, 12, 20 ან 24 სტიკ-პაკეტი: თითოეული სტიკ-პაკეტი დამზადებულია პოლიესტერი (PET) 12 მკმ, ალუმინი (ALU) 12 მკმ, პოლიესტერი (PET) 12 მკმ და პოლიეთილენი (PE) 55 გ/მ2-სგან.

  • 6 უტილიზაციის და დამუშავების სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
  • მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი(ები)
  • თავდაპირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი
  • ტექსტის გადახედვის თარიღი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალებები.

ათქ კოდი: R05X – სხვა კომბინირებული პრეპარატები გაციებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის.

იბუპროფენი

იბუპროფენი არის პროპიონის მჟავას წარმოებული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID) რომლის ეფექტურობა გამოიხატება პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ანთებით ტკივილს, შეშუპებას და ცხელებას. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას.

იბუპროფენის თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივი გაციებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების დროს გრძელდება 8 საათის განმავლობაში.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ ერთდროულად მიღებისას იბუპროფენმა შეიძლება კონკურენტულად შეაფერხოს დაბალი დოზის აცეტილსალიცილის მჟავას ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. ზოგიერთი ფარმაკოდინამიკური კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც იბუპროფენის 400 მგ ერთჯერადი დოზები მიიღება აცეტილსალიცილის მჟავას დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ფორმის მიღებამდე 8 საათით ადრე ან მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში (81 მგ), აცეტილსალიცილის მჟავას ეფექტი მცირდება თრომბოქსანის წარმოქმნაზე ან თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების კლინიკურ პირობებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით არსებობს გაურკვევლობა, არ არის გამორიცხული, რომ იბუპროფენის რეგულარულმა, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის ხანდახან გამოყენებას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ გააჩნია (იხ. პუნქტი 4.5).

ფენილეფრინი

ფენილეფრინი არის პოსტსინაფსური ალფა-რეცეპტორების აგონისტი, რომელსაც აქვს დაბალი კარდიოსელექტიური ბეტა-რეცეპტორების აფინურობა და მინიმალური ცენტრალური სტიმულაციური აქტივობა. ის არის ცნობილი დეკონგესტანტი და მოქმედებს ვაზოკონსტრიქციით, ცხვირის შეშუპებისა და შეგუბების შესამცირებლად.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

იბუპროფენი

მიღების შემდეგ, იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. გამოყოფა ხდება სწრაფად და სრულად თირკმელების გზით.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 45 წუთის შემდეგ, თუ მიიღება უზმოზე. საკვებთან ერთად მიღებისას პიკური დონეები მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. ეს დრო შეიძლება განსხვავდებოდეს დოზირების სხვადასხვა ფორმის მიხედვით.

იბუპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია.

შეზღუდულ კვლევებში, იბუპროფენი დედის რძეში გვხვდება ძალიან დაბალი კონცენტრაციით.

ფენილეფრინი

ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ პერორალურად მიღებისას მისი ბიოშეღწევადობა შემცირებულია პირველადი (პირველი გავლის) მეტაბოლიზმის გამო.

ის ინარჩუნებს ცხვირის შეშუპების საწინააღმდეგო საშუალების მოქმედებას, პერორალურად მიღებისას, რადგან პრეპარატი სისტემური ცირკულაციის მეშვეობით ნაწილდება ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებში.

პერორალურად, ცხვირის შეშუპების საწინააღმდეგო საშუალების სახით მიღებისას, ფენილეფრინი ჩვეულებრივ ინიშნება 4-6 საათიანი ინტერვალით.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

პროდუქტის მახასიათებლების ამ შეჯამებაში უკვე მითითებული მონაცემების გარდა, სხვა შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

ნატრიუმის ბენზოატი (E-211)

ლიმონმჟავა (E-330)

ნატრიუმის ციტრატი (E-331)

საქარინის ნატრიუმი (E-954)

ნატრიუმის ქლორიდი

ჰიპრომელოზა 15 cP (ჩანაცვლების ტიპი 2910)

ქსანტანის გუმფისი (E-415)

თხევადი მალტიტოლი (E-965)

გლიცეროლი (E-422)

ტაუმატინი (E-957)

ფორთოხლის არომატიზატორი 052595/A (შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320), ალფა-ტოკოფეროლს (E-307), არომატიზატორებსა და პრეპარატებს)

გასუფთავებული წყალი

  • 2 შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია

იბუპროფენი 200 მგ / ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
  • გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად ან მდგომარეობა გაუარესდა:

მოზრდილების შემთხვევაში 5 დღის შემდეგ.

7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ან მოზარდებში 3 დღის შემდეგ.

რას შეიცავს წინამდებარე ინსტრუქცია

  • რა არის ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე.
  • როგორ მივიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • როგორ ინახება ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია.
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს იბუპროფენს და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.

პრეპარატი გამოიყენება გაციებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცხელება, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი და ცხვირის შეგუბება (ცხვირის გაჭედვა) მოზრდილებში, მოზარდებსა და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

იბუპროფენი განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს და ეფექტურია ტკივილის (თავის ტკივილის ჩათვლით) და ანთების საწინააღმდეგოდ, ასევე აქვს სიცხის დამწევი მოქმედება.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი (ნაზალური დეკონგესტანტი) ამცირებს სასუნთქი გზების შეშუპებას, ხსნის ცხვირის გაჭედილობას და ამცირებს სინუსების შეგუბებას და ზეწოლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ მდგომარეობა გაუარესდა ან თავს არ გრძნობთ უკეთ, ზრდასრულების შემთხვევაში მკურნალობიდან 5 დღის, ხოლო 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვის ან მოზარდების შემთხვევაში 3 დღის შემდეგ.

  • რა უნდა იცოდეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე

არ მიიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია:

  • თუ გაქვთ ალერგია იბუპროფენზე, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 პუნქტში), ასპირინზე ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე.
  • თუ გადატანილი გაქვთ წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან.
  • თუ გქონიათ ასთმის გამწვავება, კანზე გამონაყარი, ქავილი, სურდო ან სახის შეშუპება იბუპროფენის, ასპირინის ან მსგავსი პრეპარატების მიღებისას.
  • თუ გქონიათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) მიღებისას.
  • თუ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს.
  • თუ იღებთ 75 მგ-ზე მეტ ასპირინს დღეში. თუ იღებთ ასპირინის დაბალ დოზებს (დღეში 75 მგ-მდე), ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მწვავე პრობლემები.
  • თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადებები (გულის მწვავე უკმარისობა), მაღალი არტერიული წნევა ან სისხლის შედედების დარღვევა.
  • თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება.
  • თუ გაქვთ ჰიპერთირეოზი.
  • თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიღებული გაქვთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • თუ იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეში (იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“)
  • თუ პაციენტი არის 7 წლამდე ასაკის.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ასთმა.
  • გაქვთ თირკმლის, გულის, ღვიძლის ან ნაწლავების პრობლემები.
  • გაქვთ მაღალი ქოლესტერინი ან გადატანილი გაქვთ გულის შეტევა ან ინსულტი.
  • გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება (მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება).
  • გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანის ცვლილებებს ან სხვა ორგანოების პათოლოგიებს).
  • ხართ მწეველი.
  • ხართ ორსულობის პირველ 6 თვეში.
  • გაქვთ დიაბეტი.
  • გაქვთ გლაუკომა.
  • გაქვთ გადიდებული პროსტატა.
  • გაქვთ ინფექცია; იხილეთ ქვემოთ თავი „ინფექციები“.

ინფექციები

იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, იბუპროფენმა შეიძლება შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რაც ზრდის გართულებების რისკს. ეს შეინიშნება ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილასთან დაკავშირებული კანის ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში. თუ ამ პრეპარატს იღებთ ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის რეაქციები

იბუპროფენით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). შეწყვიტეთ იბუპროფენით/ფენილეფრინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 პუნქტში მითითებულ კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

აღწერილია ამ მედიკამენტის შემადგენლობაში არსებული იბუპროფენის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის პრობლემები, სახისა და კისრის არეში შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და ტკივილი გულმკერდის არეში. შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს.

ისეთი ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

იბუპროფენის/ფენილეფრინის მიღებამდე მკურნალობა უნდა განიხილოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

  • გაქვთ გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება (ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა შევიწროებული ან დახშული არტერიების გამო) ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის „მინი-ინსულტი“ ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA)).
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, გულის დაავადების ან ინსულტის ოჯახური ისტორია, ან თუ ხართ მწეველი.

ბავშვები და მოზარდები

დეჰიდრატირებულ ბავშვებსა და მოზარდებში არსებობს თირკმლის უკმარისობის რისკი.

სხვა მედიკამენტები და ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიღებული გაქვთ ან შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტების მიღება.

გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, არ მიიღოთ ეს მედიკამენტი სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (მაგალითად, ასპირინი, იბუპროფენი). თუ იღებთ ასპირინს დაბალი დოზით (75 მგ-მდე დღეში), ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან სხვა მედიკამენტებმა გავლენა მოახდინონ მასზე.

მოერიდეთ ამ პრეპარატის მიღებას შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

  • კორტიკოსტეროიდები, (მაგალითად, პრედნიზოლონი, ბეკლომეტაზონი) რომლებიც გამოიყენება ასთმის და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ;
  • ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი).
  • ანტიკოაგულანტები (მაგ., სისხლის გამათხელებელი ან სისხლის შედედების თავიდან ასაცილებელი პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი/ასპირინი, ვარფარინი, ტიკლოპიდინი).
  • საგულე საშუალებები (მაგ., გლიკოზიდები) ან არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, მაგალითად ატენოლოლი, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ლოსარტანი);
  • შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები);
  • დროებითი იმუნოსუპრესიული მედიკამენტები (მაგალითად, მეთოტრექსატი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
  • მანიის ან დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ლითიუმი ან SSRI-ები);
  • ორსულობის შეწყვეტისთვის გამოყენებული მედიკამენტები (მაგ., მიფეპრისტონი);
  • აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., ზიდოვუდინი);

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუპროფენი/ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც შეუძლიათ ქალებში ფერტილობაზე გავლენის მოხდენა. ფერტილობა უბრუნდება ნორმას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფენილექსი პერორალური სუსპენზიის იშვიათად მიიღებამ, გავლენა მოახდინოს დაორსულების შანსებზე. თუ დაორსულების პრობლემა გაქვთ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს, თუ დაორსულდით ამ პრეპარატის მიღების დროს.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. ეს შესაძლოა გახდეს თირკმლის და გულის პრობლემების მიზეზი ნაყოფში. ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც თქვენი ასევე თქვენი ბავშვის სისხლდენისკენ მიდრეკილებაზე და მშობიარობის მოსალოდნელზე მეტად დაგვიანებაზე ან გახანგრძლივებაზე.

არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია და დანიშნულია ექიმის მიერ.

თუ ამ პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას გჭირდებათ მკურნალობა, გამოიყენეთ მინიმალური დოზა რაც შეიძლება მოკლე პერიოდით.

ორსულობის მე-20 კვირიდან ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა ნაყოფში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულის სისხლძარღვის (არტერიული სადინარი) შევიწროება. თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე დღეზე მეტხანს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.

თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენები ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის ცნობილი.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს თხევად მალტიტოლს (E-965).

თუ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E-211).

ეს მედიკამენტი შეიცავს 5.0 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითოეულ პაკეტში.

ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია შეიცავს ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 26.9 მგ ნატრიუმს (სუფრის/საკვების მარილის მთავარი კომპონენტი). ეს არის ზრდასრული ადამიანისთვის ნატრიუმის დღიური მაქსიმალურად რეკომენდებული დოზის 1.3%-ის ექვივალენტური.

  • როგორ მივიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია

დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მედიკამენტის მიღების ინსტრუქცია ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიმპტომების შესამსუბუქებლად აუცილებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება რაც შეიძლება მოკლე დროით. თუ გაქვთ ინფექცია და სიმპტომები (როგორიცაა სიცხე და ტკივილი) გაგრძელდა ან გაუარესდა (იხილეთ მე-2 პუნქტი) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

მიღების წესი

ფენილექსი ჯუნიორი არის პერორალური სუსპენზია. მისი მიღება შესაძლებელია პირდაპირ, მზა სახით ან წყალში განზავებული სახით.

იბუპროფენის პერორალური სუსპენზიის გამოყენებისას შეიძლება განიცადოთ წვის შეგრძნება პირის ღრუში ან ყელში. დარწმუნდით, რომ პრეპარატის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ სტიკ-პაკეტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ რძესთან ერთად და/ან ჭამის დროს.

გაციების და გრიპის დროს მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

დოზირება

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზევით:

მიიღეთ პერორალური სუსპენზიის ერთი სტიკ-პაკეტი ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი და არ მიიღოთ დღეში 6 სტიკ-პაკეტზე მეტი (1200 მგ იბუპროფენი + 30 მგ ფენილეფრინი).

10-12 წლის ბავშვები:

მიიღეთ პერორალური სუსპენზიის ერთი სტიკ-პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი და არ მიიღოთ დღეში 4 სტიკ-პაკეტზე მეტი (800 მგ იბუპროფენი + 20 მგ ფენილეფრინი).

7-9 წლის ბავშვები:

მიიღეთ პერორალური სუსპენზიის ერთი სტიკ-პაკეტი ყოველ 6-8 საათში ერთხელ. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი და არ მიიღოთ დღეში 3 სტიკ- პაკეტზე მეტი (600 მგ იბუპროფენი + 15 მგ ფენილეფრინი).

საჭიროა პაციენტის შეფასება, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდა, სიმპტომები გაგრძელდება ან თუ მას სჭირდება პრეპარატის მიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. მიიღეთ მინიმალური დოზა სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო უმოკლესი დროით.

მოზრდილები:

არ მიიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

არ მიიღოთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ მიიღეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა ან შემთხვევით 7 წლამდე ასაკის ბავშვმა მიიღო ეს პრპარატი, დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს რისკებისა და საჭირო ზომების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, იმისდამიუხედავად თავს ცუდად გრძნობთ თუ არა, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ სამსახურს, მიუთითეთ პრეპარატი და მიღებული რაოდენობა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებს შეიძლება წარმოადგენდეს გულისრევა, კუჭის ტკივილი, ღებინება (შესაძლოა სისხლიანი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (იხილეთ მე-4 პუნქტი), დიარეა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ცნობიერების დარღვევა და თვალის უნებლიე მოძრაობები. ასევე შეიძლება განვითარდეს აგზნება, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ კრუნჩხვები. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, სიცივის შეგრძნება სხეულში და სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, პროთრომბინის/INR დრო შეიძლება გახანგრძლივდეს, სავარაუდოდ, სისხლის მიმოქცევის შედედების ფაქტორებზე ზემოქმედების გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასთმიან პაციენტებში შესაძლოა გამწვავდეს ასთმა. ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და სუნთქვის გაძნელება.

თუ დაგავიწყდათ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღება.

ამ მედიკამენტის მიღების შესახებ იხილეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციები და არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო მინიმალური ეფექტური დოზის მიღებით უმოკლესი პერიოდით. შესაძლოა განვითარდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი მოვლენა (იხილეთ ქვემოთ).

თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

სისხლდენის ნიშნები კუჭ-ნაწლავიდან, როგორიცაა:

ძალიან წითელი განავალი, კუპრისფერი განავალი;

სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი ნაწილაკების ღებინება;

მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, როგორიცაა:

გაურკვეველი სახის სუნთქვა ან ხიხინი;

თავბრუსხვევა ან აჩქარებული გულისცემა;

სახის, ენის ან ყელის შეშუპება;

სხეულის ზედა ნაწილში ბრტყელი, მოწითალო, სამიზნის ფორმის ან წრიული ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებზე. კანის ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [ექსფოლიაციური დერმატიტი, პოლიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი].

გენერალიზებული გამონაყარი, სხეულის ტემპერატურის მომატება და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი). გენერალიზებული, წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშ გამონაზარდებითა და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

თირკმლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა:

გახშირებული ან შემცირებული შარდვა;

მღვრიე შარდი ან სისხლი შარდში;

ზურგის ტკივილი და/ან შეშუპება (განსაკუთრებით ფეხებში);

ასეპტიკური მენინგიტის ნიშნები, როგორიცაა:

კისრის გაშეშება;

თავის ტკივილი;

სისუსტე;

ცხელება ან დეზორიენტაცია. შესაძლოა უფრო მეტად გამოვლინდეს აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები).

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში:

საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა ან დისკომფორტი;

კუჭის (მუცლის) ტკივილი ან კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიები;

აცნობეთ ექიმს, ნებისმიერი შემდეგი გვერდითი მოვლენის შესახებ, თუ ის გაუარესდა ან შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რაც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში:

  • ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ქავილი, აქერცვლა;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტინიტუსი (ყურებში შუილი);

იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში:

  • მეტეორიზმი (გაზები), დიარეა, ყაბზობა და ღებინება;

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანში:

  • სისხლის დაავადება, რომელიც იწვევს აუხსნელ ან უჩვეულო სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას, ცხელებას, ყელის ტკივილს, პირის ღრუს წყლულებს, გრიპის მსგავს სიმპტომებს და ძლიერ დაღლილობას;
  • არტერიული წნევის დაქვეითება ან არარეგულარული გულისცემა;
  • ღვიძლის პრობლემები;

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

  • ასთმის გამწვავება ან ბრონქოსპაზმი;
  • შეშუპება (ედემა), მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან შეტევა;
  • კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება;
  • შარდვის გაძნელება (მხოლოდ მამაკაცებში);
  • გენერალიზებული, წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშ გამონაზარდებით და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ჩნდება კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე, მკურნალობის დასაწყისში თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემული პუსტულოზი). თუ განვითარდა ეს სიმპტომები შეწყვიტეთ ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზიის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე, იხილეთ მე-2 პუნქტი.
  • ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი - კუნის (Kounis) სინდრომი.
  • კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი და სიმპტომები მოიცავს გამონაყარს, ლიმფური კვანძების შეშუპებას და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატებას.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი/ფენილეფრინი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან.

იხილეთ მე-2 პუნქტი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ ჩააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში. ეჭვის შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ პრეპარატი რომელსაც აღარ მოიხმართ.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფენილექსი ჯუნიორი პერორალური სუსპენზია

  • აქტიური ნივთიერებებია: იბუპროფენი და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი.

პერორალური სუსპენზიის თითოეული სტიკ-პაკეტი (5 მლ) შეიცავს 200 მგ იბუპროფენს და 5 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.

  • სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები):

ნატრიუმის ბენზოატი (E-211), უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, ქსანტანის ფისი, თხევადი მალტიტოლი (E-965), გლიცეროლი (E-422), ტაუმატინი (E-957), ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320)) და დისტილირებული წყალი.

ფენილექსი ჯუნიორი პრორალური სუსპენზიის გამოშვების ფორმა და კოლოფის შემცველობა

მოთეთრო ფერის, ბლანტი, პერორალური სუსპენზია, რომელიც არ შეიცავს უცხო ნივთიერებებს, აქვს დამახასიათებელი ფორთოხლის არომატი.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 მლ-იანი 10, 12, 20 და 24 სტიკ-პაკეტი.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Georgian Remedy Limited LLC

საქართველო

მწარმოებელი

Edefarm, S.L.

ესპანეთი

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 2025 წლის ივლისი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა