ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

კეტილეპტი პროლონგი

Ketilept® Prolong

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
მოქმედი ნივთიერება
კვეტიაპინი (quetiapine)
ფორმა და შეფუთვა
50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Pharmathen International S.A, საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC კოდი
N05AH04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044915
რეგისტრირებულია
4 მარტი 2026, მოქმედებს 4 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტილეპტი პროლონგი და სხვა წამალი ერთად

კეტილეპტი პროლონგი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებული იქნება თქვენს დიაგნოზსა და საჭიროებაზე, თუმცა ყოველთვის იქნება 150მგ და 800მგ-ს შორის.

თქვენ მიიღებთ ტაბლეტებს ერთჯერ დღეში;

არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტი;

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით;

მიიღეთ თქვენი ტაბლეტები საკვების გარეშე (ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ძილის წინ, ექიმის რჩევის მიხედვით);

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია კვეტიაპინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

შიდსის სამკურნალო პრეპარატები

აზოლის პრეპარატები (სოკოვანი დაავადებებისთვის)

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციებისთვის)

ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის)

ნუ მიიღებთ კეტილეპტ პროლონგს თუ ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კეტილეპტ პროლონგის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კეტილეპტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, თუ:

თქვენ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აგეღნიშნებათ ან წარსულში აგეღნიშნებოდათ გულის დაავადებები, მაგ. გულის რიტმის დარღვევა, გულის კუნთის სისუსტე ან ანთება, ან თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის რიტმზე;

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;

გქონიათ ინსულტი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში;

გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვები);

გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის რისკ-ფაქტორი. მსგავს სიტუაციაში, კეტილეპტ პროლონგის დანიშვნამდე ექიმი შეამოწმებს თქვენი გლუკოზის დონეს სისხლში;

გაქვთ პანკრეატიტი ან წინასწარ გამოხატული სიმპტომები, როგორებიც არის ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ზოგიერთი ცხიმი სისხხლში).

თუ გაქვთ დეპრესია ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც იკურნება ანტიდეპრესანტებით.

თქვენთვის ცნობილია, რომ წარსულში გქონიათ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გამოწვეული სხვა პრეპარატების მიღებით).

ხართ ხანდაზმული და გაწუხებთ დემენცია (ტვინის ფუნქციის დარღვევა). თუ ეს ასეა, დაუშვებელია კეტილეპტ პროლონგის მიღება, რადგან პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც განეკუთვნება კეტილეპტი რეტარდი, ზრდის ინსულტის განვითარების რისკს ან ზოგიერთ შემთხვევაში, დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში სიკვდილიანობის რისკს.

თუ ხართ ხანდაზმული პირი და გაქვთ პარკინსონის დაავადება ან პარკინსონიზმი

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს წარსულში გქონიათ თრომბი, რადგან მსგავს პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა.

თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენ წყვეტთ სუნთქვას მცირე დროის განმავლობაში თქვენი ნორმალური ძილის დროს („ძილის აპნოე“) და ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ტვინის ნორმალულრ აქტივობას („დეპრესანტები“).

თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ მდგომარეობა, რომლის დროსაც სრულად ვერ ცლით შარდის ბუშტს (შარდის შეკავება), გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი, ბლოკადა თქვენს ნაწლავებში, ან მომატებული თვალშიდა წნევა. ეს მდგომარეობები ხანდახან გამოწვეულია პრეპარატებით (რომელთაც ეწოდებათ „ანტიქოლინერგულები“), რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ და გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე.

თუ ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გამოყენება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ კეტილეპტ პროლონგის მიღების შემდეგ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი სახის სიმპტომი:

ტემპერატურის მომატების, კუნთების ძლიერი შებოჭილობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაბალი დონის (დაავადება, რომელსაც ეწოდება „ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი“) კომბინაცია. საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას.

არაკონტროლირებადი მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;

თავბრუსხვევა ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ამან შესაძლოა გაზარდოს უბედური შემთხვევების (დავარდნის) რისკი მოხუც პაციენტებში.

კრუნჩხვები (გულყრები);

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).

სწრაფი და არარეგულარული გულის რითმი, მაშინაც კი თუ თქვენ იმყოფებით მოსვენებულ მდგომარეობაში, პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, ტკივილი გულმკერდის არეში ან აუხსნელი დაღლილობა. თქვენმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ გული და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაგაგზავნოთ კარდიოლოგთან.

ეს მდგომარეობები შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ ტიპის პრეპარატებით.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ:

ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი, ან სხვა ინფექცია, რადგან ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობით, რაც მოითხოვს კეტილეპტ რეტარდით მკურნალობის შეწყვეტას/ან სათანადო მკურნალობის დაწყებას.

ყაბზობა მუდმივი მუცლის ტკივილით, ან ყაბზობა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის შედარებით სერიოზული ბლოკადა.

ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.

მსგავსი ფიქრების ალბათობამ შესაძლოა ასევე მოიმატოს პრეპარატის მყისიერი შეწყვეტით. მსგავსმა ფიქრებმა შესაძლოა მოიმატოს თუ ხართ ახალგაზრდა პაციენტი. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა სუიციდური აზრების/ სუიციდური ქცევების მომატებული რისკი დეპრესიის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში.

თუ აგეღნიშნებათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. სასარგებლო იქნება, თუ ამის შესახებ აცნობებთ ნათესავს ან ახლო მეგობარს, ეტყვით მათ, რომ გაქვთ დეპრესია და სთხოვთ წაიკითხონ მოცემული ინსტრუქცია. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.

ძლიერი კანისმიერი გვერდითი რეაქციები (SCARs)

ძლიერი კანისმიერი გვერდითი რეაქციები(SCARs), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, ძალიან იშვიათად არის დაფიქსირებული ამ პრეპარატით მკურნალობის დროს. ძირითადად ისინი ვლინდება შემდეგნაირად:

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით გამოვლენილი, ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირზე, თვალებზე და გენიტალიებზე.

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), შედარებით ძლიერი ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართოდ გავრცელებულ აქერცვლას.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიის და სისტემური სიმპტომების (DRESS) თანხლებით შედგება გრიპის მაგვარი სიმპტომებისგან, გამონაყარის, ცხელების, ჯირკვლების გადიდების და სისხლის ანალიზში ცვლილებების თანხლებით (მათ შორის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომტება).

მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), ჩირქით სავსე პატარა ბლისტერები.

მულტიფორმული ერითემა (EM), გამონაყარი კანზე, რომელსაც ახასიათებს არაერთგვაროვანი ლაქების წარმოქმნა ქავილით და გაწითლებით.

აღნიშული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ კეტილეპტ პროლონგის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

წონის მომატება

კეტილეპტი პროლონგის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი სხეულის წონა.

ბავშვები და მოზარდები

კეტილეპტი პროლონგი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე სხვა პრეპარატს, ბოლო დროს მიგიღიათ, ან გეგმავთ მიღებას.

ნუ მიიღებთ კეტილეპტ პროლონგს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

აივ-ის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატები;

აზოლური პრეპარატები (სოკოვანი ინფექციებისთვის);

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციებისთვის);

ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის).

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);

ანტიდეპრესანტები. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ურთიერთქმედება კეტილეპტ პროლონგთან და თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვები, მათ შორის თვალის მამოძრავებელი კუნთებისაც, განგაში, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების ტონუსის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება 38℃-ზე მეტად (სეროტონინის სინდრომი). ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები;

ბარბიტურატები (უძილობის საწინააღმდეგოდ);

თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები);

პრეპარატები, რომელთაც გავლენა აქვთ გულის რითმზე, მაგ. პრეპარატები რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), მაგ. შარდმდენები ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურანლოდ);

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას.

პრეპარატები (ე.წ. „ანტიქოლინერგულები“) რომლებიც გამოიყენებიან ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე და ამ გზით მკურნალობენ სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ნებისმიერი პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატ კეტილეპტ პროლონგის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კეტილეპტ პროლონგის შეწოვაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საკვებმა, შესაბამისად მიიღეთ თქვენი ტაბლეტი ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ძილის წინ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას, რადგან კეტილეპტ პროლონგის და ალკოჰოლის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩაძინება.

არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი კეტილეპტ რეტარდის მიღებისას. მან შეიძლება ხელი შეუშალოს პრეპარატის მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია კეტილეპტის მიღება ორსულობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. დაუშვებელია კეტილეპტ პროლონგის მიღება ლაქტაციის დროს.

იმ ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) იღებდნენ კეტილეპტს, შეიძლება აღენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების შებოჭილობა და /ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის დარღვევა და კვების პრობლემები. თუ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე სიმტპომი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

თქვენმა ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, ვიდრე არ გეცოდინებათ თუ როგორ ზემოქმედებს კეტილეპტი თქვენზე.

გავლენა შარდში ნარკოტიკების ტესტებზე

შარდში ნარკოტიკების ტესტის ჩატარებისას, კეტილეპტ პროლონგის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი მეთადონზე ან ზოგიერთ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე, მიუხედავად იმისა, მიგიღიათ თუ არა ისინი. საჭიროა ანალიზების შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიური ტესტით.

კეტილეპტ პროლონგი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორ შვინახოთ კეტილეპტი პროლონგი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის კეტილეპტი პროლონგი და რისთვის გამოიყენება

კეტილეპტი პროლონგი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება კვეტიაპინი. ის მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიფსიქოზურები.

კეტილეპტი პროლონგი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის:

ბიპოლარული დეპრესია და ძირითადი დეპრესიული აშლილობის ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი: რომლის დროსაც თქვენ თავს გრძნობთ მოწყენილად. თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ხართ დეპრესიული, გქონდეთ დანაშაულის გრძნობა, ენერგიის ნაკლებობა, მადის დაქვეითება ან უძილობა.

მანია: რომლის დროსაც შეიძლება თავს გრძნობდეთ ძალიან აგზნებულად, გქონდეთ ამაღლებული განწყობა, იყოთ აღელვებული, აღფრთოვანებული ან გქონდეთ დაბალი შეფასების უნარი, მათ შორის იყოთ აგრესიული და წესრიგის დამრღვევი.

შიზოფრენია: რომლის დროსაც შესაძლოა გესმოდეთ, გრძნობდეთ ან გჯეროდეთ არარეალური მოვლენების ან გქონდეთ უჩვეულო ეჭვები, აგზნება, გონების დაბინდვა, დანაშაულის გრძნობა, დაძაბულობა და დეპრესია.

როდესაც კეტილეპტი პროლონგი მიიღება ძირითადი დეპრესიული აშლილობის ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ, მისი მიღება უნდა მოხდეს ამ დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატთან ერთად.

თქვენმა ექიმმა შეაძლოა გაგიგრძელოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თქვენ თავს უკეთ გრძნობთ.

რა უნდა ვიცოდეთ კეტილეპტი პროლონგის მიღებამდე

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი. კეტილეპტი პროლონგის ტაბლეტები შეიცავს 50მგ, 150მგ, 200მგ, 300მგ ან 400მგ კვეტიაპინს (კვეტიაპინის ფუმარატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მეთაკრილის მჟავა - ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), A ტიპის კრისტალური მალტოზა, მაგნიუმის სტეარატი და ტალკი.

ტაბლეტის გარსი: მეთაკრილის მჟავა - ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), A ტიპის, ტრიეთილ ციტრატი.

როგორ გამოიყურება კეტილეპტი პროლონგი და შეფუთვის შიგთავსი

კეტილეპტი პროლონგი 50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, 7.1მმ დიამეტრის და 3.2მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „50“;

კეტილეპტი პროლონგი 150მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, 13.6მმ სიგრძის, 6.6მმ სიგანის და 4.2მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „150“;

კეტილეპტი პროლონგი 200მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, 15.2მმ სიგრძის, 7.7მმ სიგანის და 4.8მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „200“;

კეტილეპტი პროლონგი 300მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, 18.2მმ სიგრძის, 8.2მმ სიგანის და 5.4მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „300“;

კეტილეპტი პროლონგი 400მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, 20.7მმ სიგრძის, 10.2მმ სიგანის და 6.3მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „400“;

კეტილეპტი პროლონგის ტაბლეტები ხელმისაწვდომია პვქ/პქტფე-ალუმინის ფოლგის ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

კეტილეპტ პროლონგი 50მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 150მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 200მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 300მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 400მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

შეფუთვის ზოგიერთი სახე არ გვხვდება გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ეგის ფარმაცეუტიკალს პლს

H-1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

მწარმოებელი

ფარმათენ ინტერნაციონალი ს.ა.

საპეს ინდუსტრიალ პარლ ბლოკ 5, როდოფი

69300 საბერძნეთი

ფარმათენ ს.ა.

6, დერვენაკიონ ქ. პალინი, ატიკი

153 51 საბერძნეთი

ეგის ფარმაცეუტიკალს პლს

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120

ეს პრეპარატი ლიცენზირებულია ევროპული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:

ჩეხეთის რესპუბლიკა: Ketilept Prolong

უნგრეთი: Ketilept Prolong

პოლონეთი: Ketilept Retard

სლოვაკეთი: Ketilept Prolong

კეტილეპტ პროლონგი 50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/21 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/22 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/23 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/24 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/25 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 150მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/26 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/27 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/28 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/29 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/30 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 200მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/31 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/32 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/33 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/34 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/35 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 300მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/36 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/37 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/38 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/39 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/40 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 400მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/41 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/42 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/43 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/44 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/45 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2024 წლის ივნისში.

თარგმანი სწორია:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

კეტილეპტი ® პროლონგი 50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

კეტილეპტი ® პროლონგი 150მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

კეტილეპტი ® პროლონგი 200მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

კეტილეპტი ® პროლონგი 300მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

კეტილეპტი ® პროლონგი 400მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

კვეტიაპინი

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • ეს ფურცელი შეინახეთ. თქვენ შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გააჩნიათ დაავადების იგივე სიმპტომები.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში

რა არის კეტილეპტი პროლონგი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ კეტილეპტი პროლონგის მიღებამდე

როგორ მივიღოთ კეტილეპტი პროლონგი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შვინახოთ კეტილეპტი პროლონგი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის კეტილეპტი პროლონგი და რისთვის გამოიყენება

კეტილეპტი პროლონგი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება კვეტიაპინი. ის მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიფსიქოზურები.

კეტილეპტი პროლონგი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის:

ბიპოლარული დეპრესია და ძირითადი დეპრესიული აშლილობის ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი: რომლის დროსაც თქვენ თავს გრძნობთ მოწყენილად. თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ხართ დეპრესიული, გქონდეთ დანაშაულის გრძნობა, ენერგიის ნაკლებობა, მადის დაქვეითება ან უძილობა.

მანია: რომლის დროსაც შეიძლება თავს გრძნობდეთ ძალიან აგზნებულად, გქონდეთ ამაღლებული განწყობა, იყოთ აღელვებული, აღფრთოვანებული ან გქონდეთ დაბალი შეფასების უნარი, მათ შორის იყოთ აგრესიული და წესრიგის დამრღვევი.

შიზოფრენია: რომლის დროსაც შესაძლოა გესმოდეთ, გრძნობდეთ ან გჯეროდეთ არარეალური მოვლენების ან გქონდეთ უჩვეულო ეჭვები, აგზნება, გონების დაბინდვა, დანაშაულის გრძნობა, დაძაბულობა და დეპრესია.

როდესაც კეტილეპტი პროლონგი მიიღება ძირითადი დეპრესიული აშლილობის ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ, მისი მიღება უნდა მოხდეს ამ დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატთან ერთად.

თქვენმა ექიმმა შეაძლოა გაგიგრძელოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თქვენ თავს უკეთ გრძნობთ.

რა უნდა ვიცოდეთ კეტილეპტი პროლონგის მიღებამდე

არ მიიღოთ კეტილეპტი პროლონგი:

თუ გაქვთ ალერგია კვეტიაპინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

შიდსის სამკურნალო პრეპარატები

აზოლის პრეპარატები (სოკოვანი დაავადებებისთვის)

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციებისთვის)

ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის)

ნუ მიიღებთ კეტილეპტ პროლონგს თუ ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კეტილეპტ პროლონგის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კეტილეპტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, თუ:

თქვენ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აგეღნიშნებათ ან წარსულში აგეღნიშნებოდათ გულის დაავადებები, მაგ. გულის რიტმის დარღვევა, გულის კუნთის სისუსტე ან ანთება, ან თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის რიტმზე;

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;

გქონიათ ინსულტი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში;

გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვები);

გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის რისკ-ფაქტორი. მსგავს სიტუაციაში, კეტილეპტ პროლონგის დანიშვნამდე ექიმი შეამოწმებს თქვენი გლუკოზის დონეს სისხლში;

გაქვთ პანკრეატიტი ან წინასწარ გამოხატული სიმპტომები, როგორებიც არის ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ზოგიერთი ცხიმი სისხხლში).

თუ გაქვთ დეპრესია ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც იკურნება ანტიდეპრესანტებით.

თქვენთვის ცნობილია, რომ წარსულში გქონიათ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გამოწვეული სხვა პრეპარატების მიღებით).

ხართ ხანდაზმული და გაწუხებთ დემენცია (ტვინის ფუნქციის დარღვევა). თუ ეს ასეა, დაუშვებელია კეტილეპტ პროლონგის მიღება, რადგან პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც განეკუთვნება კეტილეპტი რეტარდი, ზრდის ინსულტის განვითარების რისკს ან ზოგიერთ შემთხვევაში, დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში სიკვდილიანობის რისკს.

თუ ხართ ხანდაზმული პირი და გაქვთ პარკინსონის დაავადება ან პარკინსონიზმი

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს წარსულში გქონიათ თრომბი, რადგან მსგავს პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა.

თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენ წყვეტთ სუნთქვას მცირე დროის განმავლობაში თქვენი ნორმალური ძილის დროს („ძილის აპნოე“) და ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ტვინის ნორმალულრ აქტივობას („დეპრესანტები“).

თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ მდგომარეობა, რომლის დროსაც სრულად ვერ ცლით შარდის ბუშტს (შარდის შეკავება), გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი, ბლოკადა თქვენს ნაწლავებში, ან მომატებული თვალშიდა წნევა. ეს მდგომარეობები ხანდახან გამოწვეულია პრეპარატებით (რომელთაც ეწოდებათ „ანტიქოლინერგულები“), რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ და გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე.

თუ ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გამოყენება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ კეტილეპტ პროლონგის მიღების შემდეგ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი სახის სიმპტომი:

ტემპერატურის მომატების, კუნთების ძლიერი შებოჭილობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაბალი დონის (დაავადება, რომელსაც ეწოდება „ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი“) კომბინაცია. საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას.

არაკონტროლირებადი მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;

თავბრუსხვევა ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ამან შესაძლოა გაზარდოს უბედური შემთხვევების (დავარდნის) რისკი მოხუც პაციენტებში.

კრუნჩხვები (გულყრები);

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).

სწრაფი და არარეგულარული გულის რითმი, მაშინაც კი თუ თქვენ იმყოფებით მოსვენებულ მდგომარეობაში, პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, ტკივილი გულმკერდის არეში ან აუხსნელი დაღლილობა. თქვენმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ გული და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაგაგზავნოთ კარდიოლოგთან.

ეს მდგომარეობები შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ ტიპის პრეპარატებით.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ:

ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი, ან სხვა ინფექცია, რადგან ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობით, რაც მოითხოვს კეტილეპტ რეტარდით მკურნალობის შეწყვეტას/ან სათანადო მკურნალობის დაწყებას.

ყაბზობა მუდმივი მუცლის ტკივილით, ან ყაბზობა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის შედარებით სერიოზული ბლოკადა.

ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.

მსგავსი ფიქრების ალბათობამ შესაძლოა ასევე მოიმატოს პრეპარატის მყისიერი შეწყვეტით. მსგავსმა ფიქრებმა შესაძლოა მოიმატოს თუ ხართ ახალგაზრდა პაციენტი. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა სუიციდური აზრების/ სუიციდური ქცევების მომატებული რისკი დეპრესიის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში.

თუ აგეღნიშნებათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. სასარგებლო იქნება, თუ ამის შესახებ აცნობებთ ნათესავს ან ახლო მეგობარს, ეტყვით მათ, რომ გაქვთ დეპრესია და სთხოვთ წაიკითხონ მოცემული ინსტრუქცია. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.

ძლიერი კანისმიერი გვერდითი რეაქციები (SCARs)

ძლიერი კანისმიერი გვერდითი რეაქციები(SCARs), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, ძალიან იშვიათად არის დაფიქსირებული ამ პრეპარატით მკურნალობის დროს. ძირითადად ისინი ვლინდება შემდეგნაირად:

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით გამოვლენილი, ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირზე, თვალებზე და გენიტალიებზე.

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), შედარებით ძლიერი ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართოდ გავრცელებულ აქერცვლას.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიის და სისტემური სიმპტომების (DRESS) თანხლებით შედგება გრიპის მაგვარი სიმპტომებისგან, გამონაყარის, ცხელების, ჯირკვლების გადიდების და სისხლის ანალიზში ცვლილებების თანხლებით (მათ შორის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომტება).

მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), ჩირქით სავსე პატარა ბლისტერები.

მულტიფორმული ერითემა (EM), გამონაყარი კანზე, რომელსაც ახასიათებს არაერთგვაროვანი ლაქების წარმოქმნა ქავილით და გაწითლებით.

აღნიშული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ კეტილეპტ პროლონგის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

წონის მომატება

კეტილეპტი პროლონგის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი სხეულის წონა.

ბავშვები და მოზარდები

კეტილეპტი პროლონგი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კეტილეპტი პროლონგი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე სხვა პრეპარატს, ბოლო დროს მიგიღიათ, ან გეგმავთ მიღებას.

ნუ მიიღებთ კეტილეპტ პროლონგს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

აივ-ის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატები;

აზოლური პრეპარატები (სოკოვანი ინფექციებისთვის);

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციებისთვის);

ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის).

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);

ანტიდეპრესანტები. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ურთიერთქმედება კეტილეპტ პროლონგთან და თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვები, მათ შორის თვალის მამოძრავებელი კუნთებისაც, განგაში, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების ტონუსის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება 38℃-ზე მეტად (სეროტონინის სინდრომი). ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები;

ბარბიტურატები (უძილობის საწინააღმდეგოდ);

თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები);

პრეპარატები, რომელთაც გავლენა აქვთ გულის რითმზე, მაგ. პრეპარატები რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), მაგ. შარდმდენები ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურანლოდ);

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას.

პრეპარატები (ე.წ. „ანტიქოლინერგულები“) რომლებიც გამოიყენებიან ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე და ამ გზით მკურნალობენ სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ნებისმიერი პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატ კეტილეპტ პროლონგის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კეტილეპტ პროლონგის შეწოვაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საკვებმა, შესაბამისად მიიღეთ თქვენი ტაბლეტი ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ძილის წინ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას, რადგან კეტილეპტ პროლონგის და ალკოჰოლის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩაძინება.

არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი კეტილეპტ რეტარდის მიღებისას. მან შეიძლება ხელი შეუშალოს პრეპარატის მოქმედებას.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია კეტილეპტის მიღება ორსულობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. დაუშვებელია კეტილეპტ პროლონგის მიღება ლაქტაციის დროს.

იმ ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) იღებდნენ კეტილეპტს, შეიძლება აღენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების შებოჭილობა და /ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის დარღვევა და კვების პრობლემები. თუ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე სიმტპომი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

თქვენმა ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, ვიდრე არ გეცოდინებათ თუ როგორ ზემოქმედებს კეტილეპტი თქვენზე.

გავლენა შარდში ნარკოტიკების ტესტებზე

შარდში ნარკოტიკების ტესტის ჩატარებისას, კეტილეპტ პროლონგის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი მეთადონზე ან ზოგიერთ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე, მიუხედავად იმისა, მიგიღიათ თუ არა ისინი. საჭიროა ანალიზების შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიური ტესტით.

კეტილეპტ პროლონგი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

როგორ მივიღოთ კეტილეპტი პროლონგი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებული იქნება თქვენს დიაგნოზსა და საჭიროებაზე, თუმცა ყოველთვის იქნება 150მგ და 800მგ-ს შორის.

თქვენ მიიღებთ ტაბლეტებს ერთჯერ დღეში;

არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტი;

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით;

მიიღეთ თქვენი ტაბლეტები საკვების გარეშე (ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ძილის წინ, ექიმის რჩევის მიხედვით);

არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი კეტილეპტ პროლონგთან ერთად. მას შეუძლია მოახდინოს პრეპარატის მოქმედების ცვლილება;

ნუ შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენი ექიმი შეგიცვლით დოზას.

მოხუცები

თუ ხართ მოხუცი, ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატ კეტილეპტ პროლონგის მიღება დაუშვებელია ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

თუ მიიღეთ კეტილეპტ პროლონგი დანიშნულზე მეტი დოზით

თუ მიიღეთ კეტილეპტ პროლონგი დანიშნულზე მეტი დოზით, შეიძლება აგეღნიშნებოდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულის არარეგულარული რითმი. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ კეტილეპტ რეტარდის ტაბლეტები.

თუ დაგავიწყდათ კეტილეპტ რეტარდის მორიგი დოზის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის დანიშნულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ კეტილეპტ პროლონგის მიღება

თუ თქვენ უეცრად შეწყვიტეთ კეტილეპტ პროლონგის მიღება, თქვენ შესაძლოა გაგიჭირდეთ ჩაძინება (ინსომნია) ან თავი იგრძნოთ შეუძლოდ (გულისრევა) ან გქონდეთ თავის ტკივილი, ფაღარათი, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), თავბრუსხვევა ან გაღიზიანება.

მკურნალობის შეწყვეტამდე თქვენი ექიმი თანდათან შეგიმცირებთ დოზას. ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი ან პირის სიმშრალე;

ძილიანობა - შესაძლებელია გაქრეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, კეტილეპტის მიღების გაგრძელების შემთხვევაში (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

მოხსნის სიმპოტმები (სიმპტომები, რომლებიც ვითარდება კეტილეპტ პროლონგის მიღების შეწყვეტის შემდეგ), მათ შორის ჩაძინების გაძნელება, ავად ყოფნა (გულისრევა), თავის ტკივილი, ფაღარათი, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), თავბრუსხვევა და გაღიზიანება. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, სასურველია სულ მცირე 1 - 2 კვირის განმავლობაში.

წონის მომატება;

კუნთების არანორმალური მოძრაობები. ეს გულისხმობს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, კანკალს, მოუსვენრობას ან კუნთების შებოჭვას ტკივილის გარეშე;

ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტეროლი) კონცენტრაციის მომატება.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გახშირებული გულისცემა;

გულისცემის შეგრძნება, გულის შეკუმშვის გაძლიერება ან გამოტოვება;

ყაბზობა ან კუჭის მოქმედების დარღვევა (მოუნელებლობა);

სისუსტე;

ხელების ან ფეხების შეშუპება;

არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის შეგრძნება (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

სისხლში გლუკოზის დონის მომატება;

მხედველობის დაბინდვა;

არანორმალური სიზმრები და კოშმარები;

მომატებული შიმშილის გრძნობა;

გაღიზიანება;

მეტყველების დარღვევა;

ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება;

ქოშინი;

ღებინება (ძირითადად ხანდაზმულებში);

ცხელება;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლილება სისხლში;

სისხლის ზოგიერთი უჯრედის შემცირება;

სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება;

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება. ჰორმონ პროლაქტინის მომატება იშვიათ შემთხვევებში იწვევს შემდეგს:

ქალებსა და მამაკაცებში მკერდის შეშუპებას და მოულოდნელად რძის გამოყოფას;

ქალებში ციკლის გამოტოვებას ან არარეგულარულ ციკლს.

არახშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

კრუნჩხვები და გულყრები;

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ამოწეულ ბალთებს (ბლისტერები), კანის შეშუპებას და პირის გარშემო კანის შეშუპებას;

უსიამოვნო შეგრძნება ფეხებში (ასევე ცნობილი „მოუსვენარი ფეხების სინდრომის“ სახელით);

ყლაპვის გაძნელება;

არაკონტროლირებული მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;

სექსუალური ფუნქციის დარღვევა;

დიაბეტი;

ელექტროკარდიოგრაფიულად - გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

ნორმალურზე იშვიათი გულის რითმი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბალ არტერულ წნევასთან და გონების დაკარგვასთან;

შარდვის გაძნელება;

გულის წასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

ცხვირის დაცობა;

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება;

სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება.

არსებული დიაბეტის გაუარესება.

დაბნეულობა.

იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მაღალი ტემპერატურის (ცხელება), ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, ძილიანობის და სისუსტის შეგრძნების (დარღვევა რომელიც ცნობილია „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“-ს სახელით) კომბინაცია.

კანისა და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება რძის გამოყოფით (გალაქტორეა);

მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და ფეხების გაწითლებას), რომლებიც შესაძლოა გადაადგილდნენ სისხლძარღვებიდან ფილტვებში და გამოიწვიონ ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ასეთ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის;

ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა მოქმედებები;

სხეულის ტემპერატურის შემცირება (ჰიპოთერმია);

პანკრეასის ანთება;

მდგომარეობა (რომელსაც ეწოდება „მეტაბოლური სინდრომი“), რომლის დროსაც თქვენ შესაძლოა გრძნობდეთ 3 ან მეტ შემდეგ მდგომარეობას: ცხიმის მომატება მუცლის გარშემო, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) შემცირება სისხლში, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში გლუკოზის მომატება;

ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ყელის ტკივილის, ან სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობით მიმდინარე (მდგომარეობა რომელსაც ეწოდება აგრანულოციტოზი) სხვა ინფექცის კომბინაცია;

ნაწლავის ობსტრუქცია;

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება (კუნთების ნივთიერება).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ძლიერი გამონაყარი, ბლისტერები ან წითელი ბალთები კანზე;

ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და შოკი;

თვალის, ტუჩის და ხორხის (ანგიოედემა) გარშემო კანის სწრაფი შეშუპება;

კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი); იხ. პუნქტი 2.

შარდის მოცულობის მაკონტროლირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

გულის კუნთის დაავადება (კარდიომიოპათია);

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);

კანზე გამონაყარი არასწორკონტურებიანი წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა); იხ. პუნქტი 2;

სერიოზული, მოულოდნელი ალერგიული რეაქციები ისეთ სიმპტომებთან ერთად, როგორიც არის ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი); იხ. პუნქტი 2;

წამლისმიერი რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS სინდრომი), როგორებიც არის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის ფორმულის ცვლილება (ეოზინოფილია), ლიმფური ჯირკვლების გადიდება და სხვა ორგანოების დაზიანება. იხ. პუნქტი 2;

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი). ხშირად კანზე გამონაყარით, პატრა წითელი ან მოიისფრო მუწუკებით;

მოხსნის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ კვეტიაპინს ორსულობის დროს;

ინსულტი.

პრეპარატების კლასს, რომელსაც მიეკუთვნება კეტილეპტ პროლონგი, შეუძლია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში გამოიწვიოს სიკვდილიანობა.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზის აღების შემდეგ. ეს გულისხმობს სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტეროლი), გლუკოზის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილებას, ღვიძლის ფერმენტების მომატებას, სისხლის ზოგიერთი უჯრედის შემცირებას, სისხლის წითელი უჯრედების შემცირებას, სისხლის კრეატინფოსფოკინაზას მომატებას (ნივთიერება გვხვდება კუნთებში), სისხლში ნატრიუმის შემცირებას, სისხლში ჰორმონ პროლაქტინის მომატებას. ჰორმონ პროლაქტინის მომატებას იშვიათ შემთხვევებში შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი:

ქალებსა და მამაკაცებში მკერდის შეშუპება და რძის მოულოდნელი სეკრეცია;

ქალებში ციკლის დარღვევა ან არარსებობა.

თქვენი ექიმი გთხოვთ დროდადრო ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში:

ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება განვითარდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც მოზრდლებში.

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა ბავშვებსა და მოზარდებში, მაგრამ არ განვითარებულა მოზრდილებში:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10 დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ჰორმონ პროლაქტინის მომატება სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

ბიჭებსა და გოგონებში მკერდის შეშუპება და მოულოდნელად რძის წარმოქმნა;

გოგოებში ციკლის არარსებობა ან არარეგულარული ციკლი.

მადის მომატება;

ღებინება;

კუნთების არანორმალური მოძრაობები. კუნთების მოძრაობის დაწყების გართულება, კანკალი, მოუსვენრობის გრძნობა ან კუნთების შებოჭილობა ტკივილის გარეშე;

არტერიული წნევის მომატება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისუსტე, გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

ცხვირის დაცობა;

გაღიზიანება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფარმაციის ეროვნულ ცენტრს, საფოსტო ყუთი 450, H-1372 ბუდაპეშტი ან შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით www.ogyei.gov.hu. გვერდითი მოვლენის შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

როგორ შევინახოთ კეტილეპტი პროლონგი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

კეტილეპტი პროლონგი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ნუ გადაყრით პრეპარატის ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების მიზნით მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კეტილეპტი პროლონგი

აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი. კეტილეპტი პროლონგის ტაბლეტები შეიცავს 50მგ, 150მგ, 200მგ, 300მგ ან 400მგ კვეტიაპინს (კვეტიაპინის ფუმარატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მეთაკრილის მჟავა - ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), A ტიპის კრისტალური მალტოზა, მაგნიუმის სტეარატი და ტალკი.

ტაბლეტის გარსი: მეთაკრილის მჟავა - ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), A ტიპის, ტრიეთილ ციტრატი.

როგორ გამოიყურება კეტილეპტი პროლონგი და შეფუთვის შიგთავსი

კეტილეპტი პროლონგი 50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, 7.1მმ დიამეტრის და 3.2მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „50“;

კეტილეპტი პროლონგი 150მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, 13.6მმ სიგრძის, 6.6მმ სიგანის და 4.2მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „150“;

კეტილეპტი პროლონგი 200მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, 15.2მმ სიგრძის, 7.7მმ სიგანის და 4.8მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „200“;

კეტილეპტი პროლონგი 300მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, 18.2მმ სიგრძის, 8.2მმ სიგანის და 5.4მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „300“;

კეტილეპტი პროლონგი 400მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, 20.7მმ სიგრძის, 10.2მმ სიგანის და 6.3მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „400“;

კეტილეპტი პროლონგის ტაბლეტები ხელმისაწვდომია პვქ/პქტფე-ალუმინის ფოლგის ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

კეტილეპტ პროლონგი 50მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 150მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 200მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 300მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

კეტილეპტ პროლონგი 400მგ: 10, 30, 50, 60 და 100 ტაბლეტი.

შეფუთვის ზოგიერთი სახე არ გვხვდება გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ეგის ფარმაცეუტიკალს პლს

H-1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

მწარმოებელი

ფარმათენ ინტერნაციონალი ს.ა.

საპეს ინდუსტრიალ პარლ ბლოკ 5, როდოფი

69300 საბერძნეთი

ფარმათენ ს.ა.

6, დერვენაკიონ ქ. პალინი, ატიკი

153 51 საბერძნეთი

ეგის ფარმაცეუტიკალს პლს

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120

ეს პრეპარატი ლიცენზირებულია ევროპული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:

ჩეხეთის რესპუბლიკა: Ketilept Prolong

უნგრეთი: Ketilept Prolong

პოლონეთი: Ketilept Retard

სლოვაკეთი: Ketilept Prolong

კეტილეპტ პროლონგი 50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/21 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/22 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/23 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/24 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/25 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 150მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/26 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/27 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/28 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/29 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/30 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 200მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/31 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/32 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/33 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/34 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/35 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 300მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/36 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/37 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/38 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/39 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/40 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

კეტილეპტ პროლონგი 400მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

OGYI-T-20056/41 10X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/42 30X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/43 50X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/44 60X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

OGYI-T-20056/45 100X PVC/PCTFE- ალუმინის ფოლგის ბლისტერები

ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2024 წლის ივნისში.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა