ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი

Pro-Fleks® %0.9 SODYUM KLORÜR İZOTONİK ÇÖZELTİSİ

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
_ (Sodium chloride)
ფორმა და შეფუთვა
0,9% 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №1
მწარმოებელი
Çetinkaya İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები
ATC კოდი
B05XA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046240
რეგისტრირებულია
2 სექტემბერი 2026, მოქმედებს 2 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „საბა“
ურთიერთქმედების შემოწმებაპრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი და სხვა წამალი ერთად

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის.

აქტიური ნივთიერება: ხსნარის ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 9 გ. ნატრიუმის ქლორიდს

დამხმარე ნივთიერება: საინექციო სტერილიზებული წყალი.

მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე საინფორმაციო ფურცელს, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი. შესაძლოა, მომავალში მისი ხელახლა გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია ინდივიდუალურად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ვიზიტისას ან სტაციონარში მოთავსებისას, აუცილებლად აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იყენებთ აღნიშნულ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით საინფორმაციო ფურცელში მოცემული მითითებები. დაუშვებელია თქვენთვის რეკომენდებული დოზის თვითნებური გაზრდა ან შემცირება.

საინფორმაციო ფურცლის შინაარსი:

რა არის „პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი“ და რა დანიშნულებით გამოიყენება იგი?

რა უნდა გაითვალისწინოთ „პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის“ გამოყენებამდე?

როგორ გამოიყენება „პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი“?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

„პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის“ შენახვის პირობები.

მოცემულია შემდეგი თავები :

  • რა არის „პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი“ და რა დანიშნულებით გამოიყენება იგი?

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი წარმოადგენს ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ორგანიზმის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებს — ნატრიუმისა და ქლორის იონებს. იგი გამოიყენება ორგანიზმში სითხისა და მარილების დეფიციტის შესავსებად

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ხელმისაწვდომია 50, 100, 150, 250, 500, 1000 და 3000 მლ მოცულობის პოლიპროპილენის (PP) პაკეტებში. პრეპარატი ბაზარზე წარმოდგენილია ორი ფორმით: საინფუზიო სისტემით (სეტით) ან მის გარეშე.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის, შესაბამისი საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოიყენება ორგანიზმის გაუწყლოებისა და მარილების დაკარგვის (დეჰიდრატაციის) მკურნალობისა და პრევენციისთვის.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ასევე გამოიყენება, როგორც გამხსნელი საშუალება ზოგიერთი კონცენტრირებული სამკურნალო პრეპარატისთვის, მათი შემდგომი ინტრავენური შეყვანის მიზნით.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის გამოყენებამდე?

დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის გამოყენება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების დროს:

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ალერგიული რეაქცია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი-ს შემადგენლობაში შემავალი აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა უეცარი ქოშინი, სტრიდორული სუნთქვა, კანზე გამონაყარი, ქავილი ან სხეულის სხვადასხვა მიდამოს შეშუპება.

თუ არ ხართ დარწმუნებული ალერგიული რეაქციის არსებობაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების დროს :

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი პაციენტების უმრავლესობისთვის უსაფრთხო მედიკამენტია. თუმცა, თუ გაწუხებთ გულის, თირკმელების, ღვიძლის ან ფილტვების ფუნქციის დარღვევა, გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან ორგანიზმში ნატრიუმის მარილის ჭარბი დაგროვებით გამოწვეული შეშუპება, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრეპარატის დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ.

მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში აღგინიშნებათ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომელიმე:

გულის შეგუბებითი უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობა

შარდგამომყოფი გზების ობსტრუქცია

გენერალიზებული შეშუპება ან კიდურების შეშუპება

თუ პრეპარატის შეყვანა ხდება ელექტრონული საინფუზიო ტუმბოს მეშვეობით, აუცილებელია კონტროლი, რომ ტუმბომ შეწყვიტოს მუშაობა პაკეტის სრულად დაცლამდე.მედიკამენტის ინფუზიისას გამოყენებული საინფუზიო სისტემების შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 24 საათში ერთხელ. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვა დაზიანებული არ არის, ხოლო მასში არსებული ხსნარი სრულიად გამჭვირვალეა.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი წარმოადგენს ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილ პრეპარატს. მიღების აღნიშნული წესიდან გამომდინარე, მას საკვებთან და სასმელებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, ვაქცინებისა და ფიტო პრეპარატების ჩათვლით, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტთან. შეუთავსებელი სამკურნალო საშუალებების დამატება მოცემულ ხსნარში დაუშვებელია. ასეთი პრეპარატების გასაზავებლად გამოყენებული უნდა იქნას სხვა საინფუზიო ხსნარები.

ხსნარში დასამატებელ სხვა მედიკამენტებთან ფარმაცევტული შეუთავსებლობის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ შერევის შემდეგ, შეყვანის წინ და შეყვანის პროცესში გარკვეული ინტერვალებით ვიზუალურად უნდა გადაამოწმოს საბოლოო ნარევი ნალექის წარმოქმნასა ან შემღვრევაზე.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც გადიან მკურნალობას კარბენოქსოლონით, კორტიკოსტეროიდებით ან კორტიკოტროპინით.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით ნებისმიერ რეცეპტულ ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი?

ინსტრუქცია მართებული გამოყენების, დოზირებისა და მიღების სიხშირის შესახებ:

პრეპარატის საჭირო მოცულობასა და შეყვანის დროის გრაფიკს ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. დოზირების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და კლინიკური ჩვენება. ზუსტად მიჰყევით მკურნალი ექიმის მიერ მოცემულ დანიშნულებასა და რეკომენდაციებს.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროული მიღება.

მკურნალი ექიმი თავად განსაზღვრავს პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით თერაპიის ხანგრძლივობას და მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ. დაუშვებელია მკურნალობის კურსის ნაადრევი, თვითნებური შეწყვეტა, რადგან ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს სასურველი კლინიკური შედეგის მიღწევას.

მიღების წესი და მეთოდი:

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის შესაბამისი საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

გამოყენება პედიატრიაში:

ბავშვთა ასაკში პრეპარატის დოზირებას და საინფუზიო სისტემის ზომას ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ჩვილებისთვის დოზის შერჩევა ხდება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკური ჩვენების გათვალისწინებით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ვინაიდან ხანდაზმულ ასაკში შედარებით ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმელებისა თუ გულის ფუნქციების დაქვეითება, ასევე მაღალია თანმხლები პათოლოგიების არსებობისა და სხვა მედიკამენტების ერთდროული მიღების ალბათობა, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. როგორც წესი, თერაპიას იწყებენ დოზის მინიმალური ზღვრიდან.

აღნიშნული პრეპარატი ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმიდან, რის გამოც თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში იზრდება მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა უფრო მაღალია, რის გამოც დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, ხოლო მკურნალობის პროცესში აუცილებელია თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლ.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებული პირობები ან ჩვენებები არ იკვეთება.

თუ მიგაჩნიათ, რომ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის მოქმედება არის ჭარბად ინტენსიური ან არასაკმარისად ეფექტური, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ჭარბი დოზით :

თუ დანიშნულზე მეტი მოცულობის პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო პერსონალს, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოგრჩათ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის მორიგი დოზა:

დაუშვებელია ორმაგი დოზის შეყვანა გამოტოვებული ინფუზიის ანაზღაურების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც მოსალოდნელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის თერაპიის შეწყვეტისას:

თერაპიის დასრულების ან შეწყვეტის შემდგომი სპეციფიკური უარყოფითი ეფექტები არ ვლინდება.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლოა განვითარდეს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოწვეული იყოს ხსნარში არსებული იონების დეფიციტით ან ჭარბი რაოდენობით. სტანდარტული თერაპიული პირობებისა და მართებული დოზირების დროს გვერდითი ეფექტების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძირითადად დაკავშირებულია ჭარბ დოზირებასთან ან პრეპარატის შეყვანის ტექნიკურ ხარვეზებთან. მათი განვითარების სიხშირე ამჟამად დადგენილი არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა

სისხლდენა

ორგანიზმში ნატრიუმის (მარილის) ჭარბი დაგროვება რეტენცია

ორგანიზმში სითხის შეგუბება, შეშუპება (ედემა) და სითხის რეტენციით განპირობებული გულის შეგუბებითი უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება (გამწვავება)

ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების მჟავიანობის მომატება (აციდოზი)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

 მოუსვენრობა

 ჰიპერაგზნებადობა

 კრუნჩხვები

 კომა და ფატალური გამოსავალი

 გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)

 წნევის მომატება

 ფილტვების შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში)

 სუნთქვის შენელება

 სუნთქვის გაჩერება

 გულისრევა, ღებინება, დიარეა , მუცლის სპაზმები, წყურვილის შეგრძნება და ქსეროსტომია ,ნერწყვის გამოყოფის შემცირება

 ოფლიანობის შემცირება

კუნთების ცახცახი და გამაგრება

თირკმლის უკმარისობა

ცხელება და საერთო სისუსტე

ტკივილი ინფუზიის მიდამოში

ანთებითი რეაქცია ინექციის მიდამოში

ინექციის ადგილიდან ვენების გასწვრივ გავრცელებული გამაგრება, გაწითლება ან შეშუპება

ყოველივე ზემოაღნიშნული მიეკუთვნება სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომელთა განვითარებაც შესაძლოა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდეს.იმ შემთხვევაში, თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მკაცრად აუცილებლად არის მიჩნეული მკურნალი ექიმის მიერ.

თუ მკურნალობის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მკაცრად აუცილებლად არის მიჩნეული მკურნალი ექიმის მიერ.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ საშუალებებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ არ აღგენიშნებათ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მათ ფონზე რაიმე გვერდითი ან უარყოფითი ეფექტის განვითარება მოსალოდნელი არ არის.

გვერდითი მოვლენები

წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული ან ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr განთავსებულ განყოფილებაზე — მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შეტყობინება — დაწკაპუნებით, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე: 0 800 314 00 08. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის უკეთ შესწავლაში.

  • პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შენახვის პირობები

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, შეუმჩნეველ ადგილას და პირველად შეფუთვაში.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მედიკამენტი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტების შენახვა დაუშვებელია; ისინი უნდა განადგურდეს იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროცედურების შესაბამისად, სადაც ტარდება მანიპულაცია.

ვარგისობის ვადა მითითებულია თითოეული პაკეტის ეტიკეტზე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.

დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ნუ გადაყრით ვადაგასულ ან გამოუყენებელ მედიკამენტებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჩააბარეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილი უტილიზაციის სისტემის შესაბამისად.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

დასახელება: ჩეთინქაია ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.

მისამართი: ბოლუს პროვინცია, ცენტრალური რაიონი, სუსუზქინქ ქოიუ, სუსუზქინქის ორგანიზებული სამრეწველო ზონის უბანი,

ტელეფონი: (0 374) 243 95 85

ფაქსი: (0 374) 243 95 82

წარმოების ადგილი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 13.10.2014 წელს.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ატარებს აღნიშნულ პროცედურას:

პროდუქტზე საინფუზიო სისტემის (სეტის) მიერთებისთანავე, პროცედურა უნდა დაიწყოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

პაკეტში დარჩენილი ჰაერით გამოწვეული ჰაეროვანი ემბოლიის თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია პრეპარატის თანამიმდევრული მიერთება სხვა საინფუზიო ხსნარებთან.

იმ შემთხვევებში, როდესაც პროცედურის დაწყებამდე პაკეტიდან ჰაერი სრულად არ არის გამოდევნილი, ელასტიურ პლასტიკურ პაკეტებში მოთავსებულ ინტრავენურ ხსნარებზე ინფუზიის სიჩქარის გაზრდის მიზნით ზეწოლის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰაეროვანი ემბოლია.

ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს სტერილიზებული საინფუზიო სისტემის მეშვეობით, ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვით. სისტემაში ჰაერის შეღწევის პრევენციის მიზნით, უშუალოდ გამოყენებამდე საინფუზიო მილები უნდა შეივსოს ხსნარით.

დამატებითი მედიკამენტების ხსნარში შეყვანა შესაძლებელია ინფუზიის დაწყებამდე ან პროცედურის მიმდინარეობისას, ნემსის მეშვეობით სპეციალური საინექციო პორტიდან, ასეპტიკის პირობების მკაცრი დაცვით. მიღებული საბოლოო ნარევის იზოტონურობა უნდა შეფასდეს პარენტერალურ შეყვანამდე.

პაციენტისთვის შეყვანამდე აუცილებელია დამატებული მედიკამენტის ხსნართან სრული ჰომოგენიზაცია .დამატებითი კომპონენტების შემცველი ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს მათი მომზადებისთანავე; შემდგომი გამოყენების მიზნით ასეთი ნარევების შენახვა დაუშვებელია.

ხსნარში დამატებითი მედიკამენტების შეყვანამ ან შეყვანის არასწორმა ტექნიკამ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის პიროგენული კონტამინაცია, რაც განაპირობებს პიროგენული რეაქციის განვითარებას. ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისთანავე ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარების შენახვა დაუშვებელია.

ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტების ხელახალი მიერთება პაციენტის საინფუზიო სისტემასთან აკრძალულია.

პაკეტის გახსნის ინსტრუქცია:

შეამოწმეთ გარე შეფუთვის მთლიანობა და დარწმუნდით, რომ არ აღინიშნება ხსნარის გაჟონვა; შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გახსენით დამცავი გარე შეფუთვა გაგლეჯით.

მსუბუქი მოჭერით შეამოწმეთ დამცავ შეფუთვაში მოთავსებული შიდა პაკეტის მთლიანობა. დარწმუნდით, რომ პაკეტში არსებული ხსნარი სრულიად გამჭვირვალეა და არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.

პროცედურისთვის მომზადება:

ჩამოკიდეთ პაკეტი შტატივზე.

მოხსენით დამცავი თავსახური საინფუზიო პორტს.

საინფუზიო სისტემის ნემსი მჭიდროდ ჩაასვით საინფუზიო პორტში.

პაციენტისთვის ხსნარის შესაყვანად იხელმძღვანელეთ უშუალოდ საინფუზიო სისტემის გამოყენების ინსტრუქციით.

დამატებითი მედიკამენტების შეყვანა:

ყურადღება:

როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დასამატებელი ნებისმიერი ნივთიერება ფარმაცევტულად თავსებადი უნდა იყოს მასთან. ხსნარში დამატებითი კომპონენტების შეყვანისას, პაციენტისთვის მიწოდებამდე აუცილებელია საბოლოო ნარევის თავსებადობის გადამოწმება და კონტროლი.

მედიკამენტის დამატება პროცედურის დაწყებამდე:

ხდება საინექციო პორტის დეზინფექცია.

დასამატებელი მედიკამენტი შეყავთ პაკეტში საინექციო პორტის მეშვეობით, 19-22 (გეიჯი) სისქის ნემსის მქონე შპრიცით.

საინფუზიო ხსნარი და მასში დამატებული მედიკამენტი კარგად უნდა შეერიოს ერთმანეთს. ისეთი მაღალი სიმკვრივის პრეპარატების შეყვანისას, როგორიც არის კალიუმის ქლორიდი, სრულფასოვანი შერევის უზრუნველსაყოფად საჭიროა პაკეტის ვერტიკალურ პოზიციაში მოთავსება და საინფუზიო პორტის მიდამოზე მსუბუქი დაკაკუნება.

ყურადღება: იმ პაკეტების შენახვა, რომლებშიც დამატებითი მედიკამენტი იქნა შეყვანილი, დაუშვებელია.

მედიკამენტის დამატება ინფუზიის მიმდინარეობისას:

იკეტება საინფუზიო სისტემის მომჭერი (კლემპი).

პაკეტი იხსნება შტატივიდან და ბრუნდება ვერტიკალურად

აღნიშნულ პოზიციაში, სრულფასოვანი შერევის უზრუნველსაყოფად, საინფუზიო ხსნარისა და დამატებული მედიკამენტის გამოსასვლელ/საინექციო პორტების მიდამოზე ხდება მსუბუქი დაკაკუნება.

პაკეტი ბრუნდება საწყის პოზიციაში (კვლავ თავსდება შტატივზე), იხსნება მომჭერი და პროცედურა გრძელდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

საინფორმაციო ფურცელი

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი

პრეპარატის ფორმა: სტერილიზებული საინფუზიო ხსნარი.

მიღების წესი: განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მკაცრად აუცილებლად არის მიჩნეული მკურნალი ექიმის მიერ.

თუ მკურნალობის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მკაცრად აუცილებლად არის მიჩნეული მკურნალი ექიმის მიერ.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ საშუალებებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ არ აღგენიშნებათ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მათ ფონზე რაიმე გვერდითი ან უარყოფითი ეფექტის განვითარება მოსალოდნელი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, ვაქცინებისა და ფიტო პრეპარატების ჩათვლით, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტთან. შეუთავსებელი სამკურნალო საშუალებების დამატება მოცემულ ხსნარში დაუშვებელია. ასეთი პრეპარატების გასაზავებლად გამოყენებული უნდა იქნას სხვა საინფუზიო ხსნარები.

ხსნარში დასამატებელ სხვა მედიკამენტებთან ფარმაცევტული შეუთავსებლობის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ შერევის შემდეგ, შეყვანის წინ და შეყვანის პროცესში გარკვეული ინტერვალებით ვიზუალურად უნდა გადაამოწმოს საბოლოო ნარევი ნალექის წარმოქმნასა ან შემღვრევაზე.

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც გადიან მკურნალობას კარბენოქსოლონით, კორტიკოსტეროიდებით ან კორტიკოტროპინით.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით ნებისმიერ რეცეპტულ ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი?

ინსტრუქცია მართებული გამოყენების, დოზირებისა და მიღების სიხშირის შესახებ:

პრეპარატის საჭირო მოცულობასა და შეყვანის დროის გრაფიკს ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. დოზირების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და კლინიკური ჩვენება. ზუსტად მიჰყევით მკურნალი ექიმის მიერ მოცემულ დანიშნულებასა და რეკომენდაციებს.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროული მიღება.

მკურნალი ექიმი თავად განსაზღვრავს პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით თერაპიის ხანგრძლივობას და მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ. დაუშვებელია მკურნალობის კურსის ნაადრევი, თვითნებური შეწყვეტა, რადგან ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს სასურველი კლინიკური შედეგის მიღწევას.

მიღების წესი და მეთოდი:

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის შესაბამისი საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

გამოყენება პედიატრიაში:

ბავშვთა ასაკში პრეპარატის დოზირებას და საინფუზიო სისტემის ზომას ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ჩვილებისთვის დოზის შერჩევა ხდება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკური ჩვენების გათვალისწინებით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ვინაიდან ხანდაზმულ ასაკში შედარებით ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმელებისა თუ გულის ფუნქციების დაქვეითება, ასევე მაღალია თანმხლები პათოლოგიების არსებობისა და სხვა მედიკამენტების ერთდროული მიღების ალბათობა, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. როგორც წესი, თერაპიას იწყებენ დოზის მინიმალური ზღვრიდან.

აღნიშნული პრეპარატი ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმიდან, რის გამოც თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში იზრდება მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა უფრო მაღალია, რის გამოც დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, ხოლო მკურნალობის პროცესში აუცილებელია თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლ.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებული პირობები ან ჩვენებები არ იკვეთება.

თუ მიგაჩნიათ, რომ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის მოქმედება არის ჭარბად ინტენსიური ან არასაკმარისად ეფექტური, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ჭარბი დოზით :

თუ დანიშნულზე მეტი მოცულობის პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო პერსონალს, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოგრჩათ პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის მორიგი დოზა:

დაუშვებელია ორმაგი დოზის შეყვანა გამოტოვებული ინფუზიის ანაზღაურების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც მოსალოდნელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის თერაპიის შეწყვეტისას:

თერაპიის დასრულების ან შეწყვეტის შემდგომი სპეციფიკური უარყოფითი ეფექტები არ ვლინდება.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლოა განვითარდეს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოწვეული იყოს ხსნარში არსებული იონების დეფიციტით ან ჭარბი რაოდენობით. სტანდარტული თერაპიული პირობებისა და მართებული დოზირების დროს გვერდითი ეფექტების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძირითადად დაკავშირებულია ჭარბ დოზირებასთან ან პრეპარატის შეყვანის ტექნიკურ ხარვეზებთან. მათი განვითარების სიხშირე ამჟამად დადგენილი არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა

სისხლდენა

ორგანიზმში ნატრიუმის (მარილის) ჭარბი დაგროვება რეტენცია

ორგანიზმში სითხის შეგუბება, შეშუპება (ედემა) და სითხის რეტენციით განპირობებული გულის შეგუბებითი უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება (გამწვავება)

ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების მჟავიანობის მომატება (აციდოზი)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

 მოუსვენრობა

 ჰიპერაგზნებადობა

 კრუნჩხვები

 კომა და ფატალური გამოსავალი

 გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)

 წნევის მომატება

 ფილტვების შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში)

 სუნთქვის შენელება

 სუნთქვის გაჩერება

 გულისრევა, ღებინება, დიარეა , მუცლის სპაზმები, წყურვილის შეგრძნება და ქსეროსტომია ,ნერწყვის გამოყოფის შემცირება

 ოფლიანობის შემცირება

კუნთების ცახცახი და გამაგრება

თირკმლის უკმარისობა

ცხელება და საერთო სისუსტე

ტკივილი ინფუზიის მიდამოში

ანთებითი რეაქცია ინექციის მიდამოში

ინექციის ადგილიდან ვენების გასწვრივ გავრცელებული გამაგრება, გაწითლება ან შეშუპება

ყოველივე ზემოაღნიშნული მიეკუთვნება სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომელთა განვითარებაც შესაძლოა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდეს.იმ შემთხვევაში, თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული ან ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr განთავსებულ განყოფილებაზე — მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შეტყობინება — დაწკაპუნებით, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე: 0 800 314 00 08. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის უკეთ შესწავლაში.

  • პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შენახვის პირობები

პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, შეუმჩნეველ ადგილას და პირველად შეფუთვაში.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მედიკამენტი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტების შენახვა დაუშვებელია; ისინი უნდა განადგურდეს იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროცედურების შესაბამისად, სადაც ტარდება მანიპულაცია.

ვარგისობის ვადა მითითებულია თითოეული პაკეტის ეტიკეტზე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.

დაუშვებელია პრო-ფლექსი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ნუ გადაყრით ვადაგასულ ან გამოუყენებელ მედიკამენტებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჩააბარეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილი უტილიზაციის სისტემის შესაბამისად.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

დასახელება: ჩეთინქაია ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.

მისამართი: ბოლუს პროვინცია, ცენტრალური რაიონი, სუსუზქინქ ქოიუ, სუსუზქინქის ორგანიზებული სამრეწველო ზონის უბანი,

ტელეფონი: (0 374) 243 95 85

ფაქსი: (0 374) 243 95 82

წარმოების ადგილი

დასახელება: ჩეთინქაია ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.

მისამართი: ბოლუს პროვინცია, ცენტრალური რაიონი, სუსუზქინქ ქოიუ, სუსუზქინქის ორგანიზებული სამრეწველო ზონის უბანი,

ტელეფონი: (0 374) 243 95 85

ფაქსი: (0 374) 243 95 82

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 13.10.2014 წელს.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ატარებს აღნიშნულ პროცედურას:

პროდუქტზე საინფუზიო სისტემის (სეტის) მიერთებისთანავე, პროცედურა უნდა დაიწყოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

პაკეტში დარჩენილი ჰაერით გამოწვეული ჰაეროვანი ემბოლიის თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია პრეპარატის თანამიმდევრული მიერთება სხვა საინფუზიო ხსნარებთან.

იმ შემთხვევებში, როდესაც პროცედურის დაწყებამდე პაკეტიდან ჰაერი სრულად არ არის გამოდევნილი, ელასტიურ პლასტიკურ პაკეტებში მოთავსებულ ინტრავენურ ხსნარებზე ინფუზიის სიჩქარის გაზრდის მიზნით ზეწოლის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰაეროვანი ემბოლია.

ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს სტერილიზებული საინფუზიო სისტემის მეშვეობით, ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვით. სისტემაში ჰაერის შეღწევის პრევენციის მიზნით, უშუალოდ გამოყენებამდე საინფუზიო მილები უნდა შეივსოს ხსნარით.

დამატებითი მედიკამენტების ხსნარში შეყვანა შესაძლებელია ინფუზიის დაწყებამდე ან პროცედურის მიმდინარეობისას, ნემსის მეშვეობით სპეციალური საინექციო პორტიდან, ასეპტიკის პირობების მკაცრი დაცვით. მიღებული საბოლოო ნარევის იზოტონურობა უნდა შეფასდეს პარენტერალურ შეყვანამდე.

პაციენტისთვის შეყვანამდე აუცილებელია დამატებული მედიკამენტის ხსნართან სრული ჰომოგენიზაცია .დამატებითი კომპონენტების შემცველი ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს მათი მომზადებისთანავე; შემდგომი გამოყენების მიზნით ასეთი ნარევების შენახვა დაუშვებელია.

ხსნარში დამატებითი მედიკამენტების შეყვანამ ან შეყვანის არასწორმა ტექნიკამ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის პიროგენული კონტამინაცია, რაც განაპირობებს პიროგენული რეაქციის განვითარებას. ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისთანავე ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარების შენახვა დაუშვებელია.

ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტების ხელახალი მიერთება პაციენტის საინფუზიო სისტემასთან აკრძალულია.

პაკეტის გახსნის ინსტრუქცია:

შეამოწმეთ გარე შეფუთვის მთლიანობა და დარწმუნდით, რომ არ აღინიშნება ხსნარის გაჟონვა; შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გახსენით დამცავი გარე შეფუთვა გაგლეჯით.

მსუბუქი მოჭერით შეამოწმეთ დამცავ შეფუთვაში მოთავსებული შიდა პაკეტის მთლიანობა. დარწმუნდით, რომ პაკეტში არსებული ხსნარი სრულიად გამჭვირვალეა და არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.

პროცედურისთვის მომზადება:

ჩამოკიდეთ პაკეტი შტატივზე.

მოხსენით დამცავი თავსახური საინფუზიო პორტს.

საინფუზიო სისტემის ნემსი მჭიდროდ ჩაასვით საინფუზიო პორტში.

პაციენტისთვის ხსნარის შესაყვანად იხელმძღვანელეთ უშუალოდ საინფუზიო სისტემის გამოყენების ინსტრუქციით.

დამატებითი მედიკამენტების შეყვანა:

ყურადღება:

როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დასამატებელი ნებისმიერი ნივთიერება ფარმაცევტულად თავსებადი უნდა იყოს მასთან. ხსნარში დამატებითი კომპონენტების შეყვანისას, პაციენტისთვის მიწოდებამდე აუცილებელია საბოლოო ნარევის თავსებადობის გადამოწმება და კონტროლი.

მედიკამენტის დამატება პროცედურის დაწყებამდე:

ხდება საინექციო პორტის დეზინფექცია.

დასამატებელი მედიკამენტი შეყავთ პაკეტში საინექციო პორტის მეშვეობით, 19-22 (გეიჯი) სისქის ნემსის მქონე შპრიცით.

საინფუზიო ხსნარი და მასში დამატებული მედიკამენტი კარგად უნდა შეერიოს ერთმანეთს. ისეთი მაღალი სიმკვრივის პრეპარატების შეყვანისას, როგორიც არის კალიუმის ქლორიდი, სრულფასოვანი შერევის უზრუნველსაყოფად საჭიროა პაკეტის ვერტიკალურ პოზიციაში მოთავსება და საინფუზიო პორტის მიდამოზე მსუბუქი დაკაკუნება.

ყურადღება: იმ პაკეტების შენახვა, რომლებშიც დამატებითი მედიკამენტი იქნა შეყვანილი, დაუშვებელია.

მედიკამენტის დამატება ინფუზიის მიმდინარეობისას:

იკეტება საინფუზიო სისტემის მომჭერი (კლემპი).

ხდება საინექციო პორტის დეზინფექცია.

დასამატებელი მედიკამენტი შეყავთ პაკეტში საინექციო პორტის მეშვეობით, 19-22 (გეიჯი) სისქის ნემსის მქონე შპრიცით.

პაკეტი იხსნება შტატივიდან და ბრუნდება ვერტიკალურად

აღნიშნულ პოზიციაში, სრულფასოვანი შერევის უზრუნველსაყოფად, საინფუზიო ხსნარისა და დამატებული მედიკამენტის გამოსასვლელ/საინექციო პორტების მიდამოზე ხდება მსუბუქი დაკაკუნება.

პაკეტი ბრუნდება საწყის პოზიციაში (კვლავ თავსდება შტატივზე), იხსნება მომჭერი და პროცედურა გრძელდება.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა