დაპაგლიფლოზინი აცინო
Dapagliflozin Acino
დაპაგლიფლოზინი აცინო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: • მე-2 ტიპის დიაბეტი - მოზრდილებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში. - თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Elpen Pharmaceutical Co. Inc., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045175
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2026, მოქმედებს 26 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LLC Acino Ukraine (უკრაინა)
- განმცხადებელი
- სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დაპაგლიფლოზინი აცინო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დაპაგლიფლოზინი აცინო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- მე-2 ტიპის დიაბეტი
- მოზრდილებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში.
- თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით.
- დაპაგლიფლოზინი აცინო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.
- მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად დაიცვათ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული რჩევები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
- გულის უკმარისობა
- მოზრდილებში (18 წლისა და უფროსი ასაკის), როდესაც გული სისხლს ისე კარგად ვერ ტუმბავს, როგორც საჭიროა.
- თირკმელების ქრონიკული დაავადება
- თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე მოზრდილებში.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?
- მე-2 ტიპის დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან სათანადოდ ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმელების დაავადება, სიბრმავე და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში.
- დაპაგლიფლოზინი აცინო მოქმედებს ორგანიზმიდან ზედმეტი შაქრის მოცილების საშუალებით. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.
რა არის გულის უკმარისობა და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?
- გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც გული სისხლს ფილტვებსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებში ვერ ტუმბავს ისე კარგად, როგორც საჭიროა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
- გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი დაღლილობის ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
- დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს გულს მდგომარეობის გაუარესებისგან და ამსუბუქებს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს დაეხმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
რა არის თირკმლების ქრონიკული დაავადება და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?
- თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს, თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სისხლის გაწმენდას და გაფილტვრას ისე, როგორც საჭიროა. თირკმლის ფუნქციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
- დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს თქვენს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
- რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე?
მიღების წესი და დოზირება
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთხელ.
როდესაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის მასტიმულირებელ საშუალებასთან, მაგალითად, სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება განხილულ იქნას ინსულინის ან ინსულინის სეკრეციის მასტიმულირებელი საშუალების შედარებით დაბალი დოზა (იხილეთ 4.5 და 4.8 პუნქტები).
გულის უკმარისობა
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთხელ.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთხელ.
სპეციალური პოპულაციები
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
შეზღუდული გამოცდილების გამო, არ არის რეკომენდებული დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ GFR-გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 25 მლ/წთ.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, დაპაგლიფლოზინის გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტურობა მცირდება, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) < 45 მლ/წთ-ია და სავარაუდოდ არ არსებობს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ, თუ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) 45 მლ/წთ-ზე დაბლა ჩამოვა, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, თუ საჭიროა გლიკემიური კონტროლის შემდგომი კონტროლი, უნდა განიხილონ დამატებითი გლუკოზის დამაქვეითებელი თერაპიის დანიშვნა (იხ. 4.4, 4.8, 5.1 და 5.2 პუნქტები).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება 10 მგ-მდე გაიზარდოს (იხ. 4.4 და 5.2 პუნქტები).
ხანდაზმულები (≥ 65 წელი)
ასაკის მიხედვით დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. 5.1 და 5.2 პუნქტები). 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა გულის უკმარისობის ან თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების მეთოდი
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიძლება მიღებული იქნას პერორალურად დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. ალტერნატიულად, გამოიყენეთ გამყოფი ხაზი ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გასაყოფად.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.
სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
დიაბეტური კეტოაციდოზი:
- თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ გულისრევას ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ცნობიერების არევას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, ამონასუნთქში მოტკბო სუნს, პირში მოტკბო ან ლითონის გემოს, შარდის ან ოფლის განსხვავებულ სუნს ან წონის სწრაფ კლებას.
- ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს, შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონის გამო, რაც ჩანს ანალიზებში.
- დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინზე მომატებული მოთხოვნილების გამო, რაც გამოწვეულია მასშტაბური ქირურგიული ჩარევით ან სერიოზული დაავადებით.
- დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ თქვენი სისხლში შაქარი ნორმალურია.
თუ ეჭვი გაქვთ დიაბეტურ კეტოაციდოზზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
შორისის მანეკროზებელი ფასციიტი:
- დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდებათ ტკივილის, მგრძნობიარობის, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია სასქესო ორგანოებში ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის მიდამოში ცხელებასთან ან საერთო სისუსტის შეგრძნებასთან ერთად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა ეწოდება, და რომელიც ანადგურებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენა დაუყოვნებლივ უნდა იქნას ნამკურნალევი.
დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს
- თუ გაქვთ „ 1-ლი ტიპის დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში იწყება და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. დაპაგლიფლოზინი აცინო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
- თუ გაქვთ დიაბეტი და თირკმლების პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი საწყისი დოზა.
- თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს (ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს) და გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ანამნეზში. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინი აცინო“.
- თუ სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმის მიერ სითხის ძალიან დიდი რაოდენობით დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პუნქტში. დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი.
- თუ გაქვთ ან განგივითარდათ გულისრევა, ღებინება ან სიცხე, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.
- თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არა ხართ დარწმუნებული), დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
დიაბეტი და ტერფების მოვლა
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეიმოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფების მოვლასთან დაკავშირებით.
შარდში გლუკოზა
დაპაგლიფლოზინი აცინოს მოქმედების მექანიზმის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს შარდში შაქრის დონე დადებითი იქნება.
ბავშვები და მოზარდები
დაპაგლიფლოზინი აცინოს გამოყენება შესაძლებელია 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
დაპაგლიფლოზინი აცინო არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გულის უკმარისობის ან თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, რადგანაც ის ამ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს:
- თუ იღებთ ორგანიზმიდან წყლის გამოსადევნად განკუთვნილ პრეპარატს (შარდმდენი საშუალება - დოირეტიკი).
- თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. შესაძლოა, თქვენმა ექიმმა მოისურვოს სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
- თუ იღებთ ლითიუმს, რადგან დაპაგლიფლოზინი აცინოს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. დაორსულების შემთხვევაში თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, რადგანაც ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში. ორსულობის დროს სისხლში შაქრის გაკონტროლების საუკეთესო გზის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ან უკვე კვებავთ ბავშვს ძუძუთი. არ გამოიყენოთ (პროდუქტი), თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დაპაგლიფლოზინი აცინოს არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან, სახელწოდებით სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერ დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ არავითარი ხელსაწყოები ან მექანიზმები.
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება დაპაგლიფლოზინი აცინო?
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
რა დოზით უნდა მიიღოთ
- რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.
- თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
ამ პრეპარატის მიღება
- გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. ალტერნატიულად, 10 მგ-იანი ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ გახსოვდეთ მისი მიღების შესახებ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაპაგლიფლოზინი აცინო სხვა მედიკამენტ(ებ)თან ერთად. გახსოვდეთ, რომ ეს სხვა მედიკამენტ(ებ)ი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეს დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაში.
დიეტას და ვარჯიშს შეუძლიათ დაეხმარონ თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთესად გამოყენებაში. თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია, დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დროს დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული ნებისმიერი დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.
თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ პრეპარატის პაკეტი.
თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება
- თუ რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც დაგავიწყდებათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგ დოზამდე.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტია დარჩენილი, მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს დოზა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
- არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვეტთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებას
არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ დიაბეტი, ამ პრეპარატის გარეშე შეიძლება სისხლში შაქრის დონემ მოიმატოს.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება დაპაგლიფლოზინი აცინო?
ჭარბი დოზა
დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკურობა ჯანმრთელ სუბიექტებში 500 მგ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზების მიღებისას (ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 50-ჯერ მეტი). ამ სუბიექტებს შარდში აღმოჩენადი გლუკოზა აღენიშნებოდათ დოზადამოკიდებული პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 5 დღე 500 მგ დოზისთვის), დეჰიდრატაციის, ჰიპოტენზიის ან ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევების და QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტის არარსებობის გარეშე. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა იყო პლაცებოს მსგავსი. კლინიკურ კვლევებში, სადაც ჯანმრთელ სუბიექტებსა და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე სუბიექტებში 100 მგ-მდე დღეში ერთხელ მიღებული დოზები (ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 10-ჯერ მეტი) გამოიყენებოდა 2 კვირის განმავლობაში, ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა ოდნავ მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით და არ იყო დოზასთან დაკავშირებული. არასასურველი მოვლენების, მათ შორის დეჰიდრატაციის ან ჰიპოტენზიის მაჩვენებლები იყო პლაცებოს მსგავსი, და ლაბორატორიულ პარამეტრებში, მათ შორის შრატის ელექტროლიტებსა და თირკმლის ფუნქციის ბიომარკერებში, კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ცვლილებები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა. დაპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის საშუალებით გამოყოფა შესწავლილი არ არის.
შემადგენლობა
- რა არის და რისთვის გამოიყენებ ადაპაგლიფლოზინი აცინო?
რა არის დაპაგლიფლოზინი აცინო?
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის კო-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2-პროტეინის ბლოკირების საშუალებით. ამ პროტეინის ბლოკირებით, სისხლში არსებული შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
შარდმდენები
დაპაგლიფლოზინმა შეიძლება გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი შარდმდენების დიურეზული ეფექტი და გაზარდოს დეჰიდრატაციისა და ჰიპოტენზიის რისკი (იხ. 4.4 პუნქტი).
ინსულინი და ინსულინის სეკრეციის სტიმულატორები
ინსულინი და ინსულინის სეკრეციის სტიმულატორები, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, იწვევენ ჰიპოგლიკემიას. ამიტომ, ინსულინის ან ინსულინის სეკრეციის სტიმულატორების უფრო დაბალი დოზა შეიძლება იყოს საჭირო ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად, როდესაც ისინი გამოიყენებიან დაპაგლიფლოზინთან კომბინაციაში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხ. 4.2 და 4.8 პუნქტები).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
დაპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება გლუკურონიდის კონიუგაციის გზით, რომელიც განპირობებულია UDP გლუკურონოზილტრანსფერაზა 1A9-ით (UGT1A9).
In vitro კვლევებში, დაპაგლიფლოზინმა არ მოახდინა არც ციტოქრომ P450 (CYP) 1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4-ს ინჰიბირება, და არც CYP1A2, CYP2B6 ან CYP3A4-ს ინდუცირება. შესაბამისად, დაპაგლიფლოზინი, სავარაუდოდ, არ შეცვლის ამ ფერმენტებით მეტაბოლიზებული თანმხლები სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლურ კლირენსს.
სხვა სამკურნალო პროდუქტების ეფექტი დაპაგლიფლოზინზე
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებული ურთიერთქმედების კვლევები, ძირითადად ერთჯერადი დოზის დიზაინის გამოყენებით, მიუთითებს, რომ დაპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება მეტფორმინის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, გლიმეპირიდის, ვოგლიბოზის, ჰიდროქლორთიაზიდის, ბუმეტანიდის, ვალსარტანის ან სიმვასტატინის მიერ.
დაპაგლიფლოზინის რიფამპიცინთან (სხვადასხვა აქტიური ტრანსპორტერებისა და წამლის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტების ინდუქტორი) ერთად მიღების შემდეგ დაფიქსირდა დაპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 22%-ით შემცირება, თუმცა ამას არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი შარდში გლუკოზის 24-საათიან ექსკრეციაზე. დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. სხვა ინდუქტორებთან (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი) ერთად მიღების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
დაპაგლიფლოზინის მეფენამის მჟავასთან (UGT1A9-ის ინჰიბიტორი) ერთად მიღების შემდეგ დაფიქსირდა დაპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიციის 55%-ით მომატება, თუმცა ამას არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი შარდში გლუკოზის 24-საათიან ექსკრეციაზე. დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
დაპაგლიფლოზინის ეფექტი სხვა სამკურნალო პროდუქტებზე
დაპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს თირკმლით ლითიუმის ექსკრეცია და სისხლში ლითიუმის დონე შეიძლება შემცირდეს. დაპაგლიფლოზინის მიღების დაწყების და დოზის ცვლილების შემდეგ შრატში ლითიუმის კონცენტრაცია უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს. გთხოვთ, პაციენტი მიმართოთ ლითიუმის დამნიშვნელ ექიმთან შრატში ლითიუმის კონცენტრაციის გასაკონტროლებლად.
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ ურთიერთქმედების კვლევებში, ძირითადად ერთჯერადი დოზის გამოყენებით, დაპაგლიფლოზინმა არ შეცვალა მეტფორმინის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, გლიმეპირიდის, ჰიდროქლორთიაზიდის, ბუმეტანიდის, ვალსარტანის, დიგოქსინის (P-gp სუბსტრატი) ან ვარფარინის (S-ვარფარინი, CYP2C9 -ის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკა ან ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტები, რომელიც გაიზომა INR-ით. დაპაგლიფლოზინის 20 მგ ერთჯერადი დოზისა და სიმვასტატინის (CYP3A4-ის სუბსტრატი) კომბინაციამ გამოიწვია სიმვასტატინის AUC-ის 19%-ით და სიმვასტატინის მჟავის AUC-ის 31%-ით ზრდა. სიმვასტატინის და სიმვასტატინის მჟავის ექსპოზიციის ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება.
1,5-ანჰიდროგლუციტოლის (1,5-AG) ანალიზისთვის ხელის შეშლა
გლიკემიური კონტროლის 1,5-AG ანალიზით მონიტორინგი არ არის რეკომენდებული, რადგანაც 1,5-AG-ის გაზომვები არასანდოა გლიკემიური კონტროლის შეფასებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. რეკომენდებულია გლიკემიური კონტროლის მონიტორინგის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დაპაგლიფლოზინი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუკი მათი დაავადების ნიშნები თქვენის ანალოგიურია.
- თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში
- რა არის და რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინი აცინო?
- რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე?
- როგორ მიიღება დაპაგლიფლოზინი აცინო?
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება დაპაგლიფლოზინი აცინო?
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის და რისთვის გამოიყენებ ადაპაგლიფლოზინი აცინო?
რა არის დაპაგლიფლოზინი აცინო?
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის კო-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2-პროტეინის ბლოკირების საშუალებით. ამ პროტეინის ბლოკირებით, სისხლში არსებული შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით.
რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინი აცინო?
დაპაგლიფლოზინი აცინო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- მე-2 ტიპის დიაბეტი
- მოზრდილებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში.
- თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით.
- დაპაგლიფლოზინი აცინო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.
- მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად დაიცვათ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული რჩევები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
- გულის უკმარისობა
- მოზრდილებში (18 წლისა და უფროსი ასაკის), როდესაც გული სისხლს ისე კარგად ვერ ტუმბავს, როგორც საჭიროა.
- თირკმელების ქრონიკული დაავადება
- თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე მოზრდილებში.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?
- მე-2 ტიპის დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან სათანადოდ ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმელების დაავადება, სიბრმავე და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში.
- დაპაგლიფლოზინი აცინო მოქმედებს ორგანიზმიდან ზედმეტი შაქრის მოცილების საშუალებით. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.
რა არის გულის უკმარისობა და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?
- გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც გული სისხლს ფილტვებსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებში ვერ ტუმბავს ისე კარგად, როგორც საჭიროა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
- გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი დაღლილობის ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
- დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს გულს მდგომარეობის გაუარესებისგან და ამსუბუქებს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს დაეხმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
რა არის თირკმლების ქრონიკული დაავადება და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?
- თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს, თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სისხლის გაწმენდას და გაფილტვრას ისე, როგორც საჭიროა. თირკმლის ფუნქციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
- დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს თქვენს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
- რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე?
არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი აცინო
- თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
დიაბეტური კეტოაციდოზი:
- თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ გულისრევას ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ცნობიერების არევას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, ამონასუნთქში მოტკბო სუნს, პირში მოტკბო ან ლითონის გემოს, შარდის ან ოფლის განსხვავებულ სუნს ან წონის სწრაფ კლებას.
- ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს, შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონის გამო, რაც ჩანს ანალიზებში.
- დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინზე მომატებული მოთხოვნილების გამო, რაც გამოწვეულია მასშტაბური ქირურგიული ჩარევით ან სერიოზული დაავადებით.
- დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ თქვენი სისხლში შაქარი ნორმალურია.
თუ ეჭვი გაქვთ დიაბეტურ კეტოაციდოზზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
შორისის მანეკროზებელი ფასციიტი:
- დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდებათ ტკივილის, მგრძნობიარობის, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია სასქესო ორგანოებში ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის მიდამოში ცხელებასთან ან საერთო სისუსტის შეგრძნებასთან ერთად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა ეწოდება, და რომელიც ანადგურებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენა დაუყოვნებლივ უნდა იქნას ნამკურნალევი.
დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს
- თუ გაქვთ „ 1-ლი ტიპის დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში იწყება და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. დაპაგლიფლოზინი აცინო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
- თუ გაქვთ დიაბეტი და თირკმლების პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი საწყისი დოზა.
- თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს (ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს) და გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ანამნეზში. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინი აცინო“.
- თუ სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმის მიერ სითხის ძალიან დიდი რაოდენობით დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პუნქტში. დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი.
- თუ გაქვთ ან განგივითარდათ გულისრევა, ღებინება ან სიცხე, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.
- თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არა ხართ დარწმუნებული), დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
დიაბეტი და ტერფების მოვლა
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეიმოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფების მოვლასთან დაკავშირებით.
შარდში გლუკოზა
დაპაგლიფლოზინი აცინოს მოქმედების მექანიზმის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს შარდში შაქრის დონე დადებითი იქნება.
ბავშვები და მოზარდები
დაპაგლიფლოზინი აცინოს გამოყენება შესაძლებელია 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
დაპაგლიფლოზინი აცინო არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გულის უკმარისობის ან თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, რადგანაც ის ამ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.
სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინი აცინო
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს:
- თუ იღებთ ორგანიზმიდან წყლის გამოსადევნად განკუთვნილ პრეპარატს (შარდმდენი საშუალება - დოირეტიკი).
- თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. შესაძლოა, თქვენმა ექიმმა მოისურვოს სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
- თუ იღებთ ლითიუმს, რადგან დაპაგლიფლოზინი აცინოს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. დაორსულების შემთხვევაში თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, რადგანაც ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში. ორსულობის დროს სისხლში შაქრის გაკონტროლების საუკეთესო გზის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ან უკვე კვებავთ ბავშვს ძუძუთი. არ გამოიყენოთ (პროდუქტი), თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დაპაგლიფლოზინი აცინოს არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან, სახელწოდებით სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერ დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ არავითარი ხელსაწყოები ან მექანიზმები.
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას
დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება დაპაგლიფლოზინი აცინო?
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
რა დოზით უნდა მიიღოთ
- რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.
- თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
ამ პრეპარატის მიღება
- გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. ალტერნატიულად, 10 მგ-იანი ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ გახსოვდეთ მისი მიღების შესახებ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაპაგლიფლოზინი აცინო სხვა მედიკამენტ(ებ)თან ერთად. გახსოვდეთ, რომ ეს სხვა მედიკამენტ(ებ)ი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეს დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაში.
დიეტას და ვარჯიშს შეუძლიათ დაეხმარონ თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთესად გამოყენებაში. თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია, დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დროს დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული ნებისმიერი დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.
თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ პრეპარატის პაკეტი.
თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება
- თუ რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც დაგავიწყდებათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგ დოზამდე.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტია დარჩენილი, მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს დოზა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
- არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვეტთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებას
არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ დიაბეტი, ამ პრეპარატის გარეშე შეიძლება სისხლში შაქრის დონემ მოიმატოს.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტებს:
- ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს).
ანგიონევროზული შეშუპების ნიშნებია:
- სახის, ენის ან ყელის შეშუპება
- ყლაპვის გაძნელება
- ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები
- დიაბეტური კეტოაციდოზი - ეს იშვიათია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს).
დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
- შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონე
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- კუჭის ტკივილი
- ძლიერი წყურვილი
- სწრაფი და ღრმა სუნთქვა
- ცნობიერების არევა
- უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
- ტკბილი სუნი ამონასუნთქში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი
- წონაში სწრაფი დაკლება.
ეს შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის მიუხედავად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტა.
- შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა, სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული მიდამოს რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად.
შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს:
- საშარდე გზების ინფექცია, რომელიც გვხვდება ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს).
საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:
- ცხელება და/ან შემცივნება
- წვის შეგრძნება შარდვის დროს
- ტკივილი ზურგში ან გვერდში.
თუმცა ეს ხშირი არაა, მაგრამ თუ შარდში შეამჩნევთ სისხლს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტებს:
- სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რომელიც გვხვდება ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად.
სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნებია:
- კანკალი, ოფლიანობა, ძლიერი შფოთვა, გულისცემის აჩქარება
- შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება
- განწყობის ცვლილება ან ცნობიერების აბნევის შეგრძნება.
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს.
დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი
- პენისის ან საშოს გენიტალური ინფექცია (კანდიდოზი) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს)
- ზურგის ტკივილი
- ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა (შარდის გამოყოფა) ან მოშარდვის უფრო ხშირი საჭიროება
- სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ჩანს ანალიზებში)
- სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ჩანს ანალიზებში)
- კრეატინინის თირკმლის კლირენსით შემცირება (ჩანს ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
- თავბრუსხვევა
- გამონაყარი
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
- ორგანიზმიდან ძალიან ბევრი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს პირის სიმშრალეს ან წებოვანებას, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფას ან გამოყოფის საერთოდ შეწყვეტას ან გულისცემის აჩქარებას)
- წყურვილი
- ყაბზობა
- ღამით მოსაშარდად გაღვიძება
- პირის სიმშრალე
- წონის დაკლება
- კრეატინინის მომატება (ჩანს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
- შარდოვანას მომატება (ჩანს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში)
ძალიან იშვიათი
- თირკმლების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)
შეტყობინება გვერდითი ეფექტები შესახებ
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტები შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება დაპაგლიფლოზინი აცინო?
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან კოლოფზე წარწერა „EXP“ -ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
არ გადააგდოთ არავითარი მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დაპაგლიფლოზინი აცინო
- აქტიური ნივთიერებაა დაპაგლიფლოზინი.
დაპაგლიფლოზინი აცინოს თითოეული 10 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს დაპაგლიფლოზინ პროპანდიოლის მონოჰიდრატს, რომელიც 10 მგ დაპაგლიფლოზინის ექვივალენტურია.
- სხვა ინგრედიენტებია:
- ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხილეთ მე-2 პუნქტი „დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას“), პრეჟელატინიზებული სახამებელი, დისტილირებული წყალი, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
- აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), კალციუმის კარბონატი (E170), მაკროგოლი 3350 (E1521), ტალკი (E553b), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
დაპაგლიფლოზინი აცინოს გარეგნობა და შეფუთვის შემცველობა
დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ყვითელი ფერის, ორმხრივამოზნექილი, რომბის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია „10“, ხოლო მეორე მხარეს გამყოფი ხაზი, დაახლოებით 11.1 x 8.1 მმ ზომის.
დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ გამოდის 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველ მუყაოს კოლოფებში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
„აცინო AG“ (Acino AG),
ლეოპოლდშტრასე 115
80804 მიუნხენი,
გერმანია
მწარმოებელი
კორპორაცია კომპანია „ელპენ ფარმასიუტიკალ“ (Elpen Pharmaceutical Co. Inc.)
მარათონოსის გამზირი 95
პიკერმი, 190 09,
საბერძნეთი
ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს გადახედვის თარიღია 2025 წლის ნოემბერი.
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც იღებს მომხმარებლებისგან პრეპარატების ხარისხთან დაკავშირებულ საჩივრებს და პასუხისმგებელია პრეპარატის უსაფრთხოების რეგისტრაციის შემდგომ მონიტორინგზე:
საქართველოში:
„აცინო ფარმა AG“-ის (Acino Pharma AG) (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში
კ. მარჯანიშვილის ქუჩა 5/დ. უზნაძის ქუჩა 16-18, 0102, თბილისი, საქართველო
ტელ.: + 995 32 220 69; 42
ელ-ფოსტა: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


