CIA-ის დირექტორი ადასტურებს, რომ -მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა და იმედს გამოთქვამს, რომ სამხედრო და სადაზვერვო ფრონტზე პაუზა გაუქმდება

CIA-ის დირექტორი ადასტურებს, რომ -ის მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეჩერდა. ამის შესახებ “ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული პაუზა მალე გაუქმდება და აღნიშნა, რომ ზელენსკის ტრამპისადმი წერილის შემდეგ ის მზად არის უკრაინელებთან ერთად მშვიდობის მიღწევაზე იმუშაოს.
“ტრამპს რეალური კითხვა აქვს – პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად ერთგულია თუ არა სამშვიდობო პროცესის, და მან თქვა, მოდით, შევაჩეროთ…
მინდა, რომ ამაზე დავფიქრდეთ, თქვენ ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი. ასე რომ, სამხედრო ფრონტზე და სადაზვერვო ფრონტზე, პაუზა, რომლის გამოც ეს მოხდა, ვფიქრობ გაქრება”, – განაცხადა რეტკლიფმა და დასძინა:
“ვფიქრობ, რომ მხარდამხარ ვიმუშავებთ უკრაინელებთან, უკან უნდა დავახევინოთ აგრესიას, რომელიც იქ არის, მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაში მოვაქციოთ, ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები წინ წავიდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია