BAG – დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9.8 ქულით გაუმჯობესდა და 28.9 ქულა შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.
„მესამე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სექტორებში დაფიქსირებულ გაზრდილ გაყიდვებს როგორც მიმდინარე კვარტალში, ასევე, მომავალ კვარტალში არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს გაყიდვების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს