პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰოლივუდის ლეგენდა, ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

ჰოლივუდის ლეგენდა, ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

ჰოლივუდის ლეგენდა, 2 ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი, პიანისტი ცოლი, ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

შემთხვევა ქალაქ სანტა-ფეში მოხდა. ჰეკმანი 95, ხოლო მისი ცოლი 63 წლის იყო.

სანტა-ფეს პოლიციამ სიკვდილის ოფიციალური მიზეზი არ დაასახელა.

"ვადასტურებთ, რომ ჯინ ჰეკმანისი და მისი ცოლი, ბეტსი არაკავა ოთხშაბათს საკუთარ სახლში გარდაცვლილები ვიპოვეთ, მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია". – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

მედიის ინფორმაციით პოლიციამ ასევე მკვდარი იპოვა წყვილის ძაღლი.

მასალა განახლებადია

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.