ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯუმა მეჩეთში ირანის საელჩოს, მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ჯუმა მეჩეთში ირანის საელჩოს, მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ, მუსლიმთა სამმართველომ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რამადანის (მარხვის) თვის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, მუსლიმ მრევლს ჰუმანიტარული დახმარების სახით 800 ყუთი სხვადასხვა სახის საკვები გადასცეს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, ირანის საელჩოსა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, საქველმოქმედო ტვირთი თანაბრად გაუნაწილდებათ სუნიტი და შიიტი თემის წარმომადგენლებს. აქცია ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.