ჯეი დი ვენსი – ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის

ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ევროპასთან საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმები მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები, ეს ყველაფერი პოლიტიკურ განსხვავებებზე დიდხანს დარჩება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, სურს, რომ ევროპა წარმატებული და აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს.
„ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის. მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ თავიანთი საზღვრები გააკონტროლონ. ხედავთ, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებენ, მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები საზღვრებზე შეჭრას აპროტესტებენ. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია