ხანძარი სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში

სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ.
“შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, ერთი წყალგამტარი და საპატრულო დანაყოფები. წინასწარი მონაცემებით, საწყობში პიროტექნიკური ნაწარმი იწვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება