არქივი20 აგვისტო 2024, 19:39
წელს საქართველოში ელექტრომობილების 300 დამტენი ამუშავდება - რას გეგმავს „და-ტენე“?
მზის ელექტროსადგურების კომპანია Green Energy ელექტრომობილების სერვისების მიმართულებით ფართოვდება და საქართველოში ელექტროავტობილების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებას გეგმავს.
როგორც BMG-ის Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ განუცხადა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება Green Energy-ის შვილობილი კომპანია „და-ტენე“. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 300 სწრაფი დამტენი მოემსახურება ელექტრომობილის მფლობელებს, რისთვისაც 1.3 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდება. მომავალ წელს კი დამტენების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.