არქივი8 ნოემბერი 2024, 11:51
ცნობილი დიჯეი კონცერტის დროს მოკლეს

კოლუმბიაში, ცნობილი დიჯეი დანიელ სალინასი წვეულებაზე გამოსვლის დროს მოკლეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
დანიელ სალინასი, ცნობილი როგორც დიჯეი Exotic-ი, კალიში, სასტუმროს დიჯეის ჯიხურში იმყოფებოდა, როდესაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სალინასის გარდა, სროლის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
საქმესთან დაკავშირებით, პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიციის განმარტებით, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, ჩხრეკის დროს, ავტომობილში ორი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოუჩინეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.