პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩინური ენა უფრო მორგებულია თანამედროვე გამოწვევებზე, ვიდრე რუსული ან ფრანგული” – გამზარდია

“ჩინური ენა უფრო მორგებულია თანამედროვე გამოწვევებზე, ვიდრე რუსული ან ფრანგული” – გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
ჩინური ენის შესაძლო სწავლების შესახებ. საჯარო სკოლებში დღეს ისწავლება ორი უცხო ენა: პირველი (სავალდებულო) – ინგლისური ენა და მეორე (არჩევითი) ენები – რუსული, ფრანგული ან ზოგან გერმანული.
მეორე ენების სტილისტიკა საბჭოთა დროინდელია და რაც უფრო გაჯერდება არჩევითი ენების მრავალფეროვნება, მით უკეთესია ჩვენი შვილებისთვის, ამიტომ ჩინური ენის მეორე ენად შემოტანის პერსპექტივას მე დადებითად აღვიქვამ, ეს უფრო მორგებულია თანამედროვე გამოწვევებზე, ვიდრე რუსული ან ფრანგული. გაისმა ვერსია, რომ ჩინური ჩაანაცვლებს ინგლისურს, მაგრამ ამჟამინდელი მოცემულობით ჩინური ხდება არა ინგლისურის, არამედ რუსულის, ფრანგულის ან გერმანული ენებისა. ჩემი შვილების სასკოლო არჩევანში მეორე ენებად იყო რუსული ან ფრანგული და ჩინურის შესაძლებლობაც რომ ყოფილიყო, მე ამ უკანასკნელის არჩევაზე გავუწევდი რეკომენდაციას შვილებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.