ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და "ვირტუსის" გამარჯვება ბერლინში

შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და "ვირტუსის" გამარჯვება ბერლინში

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგაში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფორვარდი არც აქამდე ირჯებოდა ნაკლებად, თუმცა "ვირტუსი" გამარჯვებებს ძნელად იპოვებდა. წაგებებით გაღიზიანებულმა "ვირტუსმა" მთელი ჯავრი ბერლინის "ალბაზე" იყარა, რომელიც გერმანიაში 44 ქულის სხვაობით – 108:64 დაამარცხა.
თორნიკემ მოედანზე გატარებულ 23:30 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელია "ვირტუსის" რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ბოლონიელთაგან ყველაზე მეტი – 28 შეადგინა. 10 და მეტი ქულა "ვირტუსის" მხრიდან შვიდმა კალათბურთელმა
დააგროვა: პოლონარამ (16 ქულა), შენგელიამ (15 ქულა), კლაიბერნმა (14 ქულა), ჟიჟიჩმა (13 ქულა), პაიოლამ (11 ქულა) და ბელინელიმ (10 ქულა).
"ვირტუსს" 32 მატჩში 8 მოგება და 24 მარცხი დაუგროვდა. იტალიური გუნდი ევროლიგაში მე-17 ადგილზეა და მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე "მილანოს" უმასპინძლებს, ხოლო რეგულარულ სეზონს "ბარსელონასთან" სტუმრად გასამართი მატჩით დახურავს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.