ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში

რატი ანდრონიკაშვილის "ობრადოირო" ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში წარმატებულ სხვლას განაგრძობს. ქართველი გამთამაშებლოს გუნდმა ბოლო 9 შეხვედრიდან მე-8-ედ იმარჯვა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.
მორიგი მსხვერპლი "კასტელო" გახლდათ, რომელიც "ობრადოირომ" 100:72 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა კი 12 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. რატიმ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველ ლეგიონერს ბურთი არ დაუკარგავს.
"ობრადოირომ" 17 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე
იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 2 აპრილს სტუმრად "ესტელასთან" ჩაატარებს.
მე-2 დივიზიონიდან უმაღლესში, ანუ ლიგა ენდესაში ავტომატურად მხოლოდ ჩემპიონი გადავა, მეორე-მეცხრე ადგილოსნები კი პლეი ოფით გამოარკვევენ კიდევ ერთი უმაღლესლიგელის ვინაობას.
GBF.GE
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.