შალვა პაპუაშვილი – პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე

ჩვეულებრივი პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებსა და მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეთერის დათმობის შესახებ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც მოწყვეტილი არიან რეალობას და არაადეკვატურები არიან.
„მინდა მადლობა გადავუხადო პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს და ხელმძღვანელობას თამამი ნაბიჯისთვის, რამაც საბოლოო ჯამში აჩვენა მაყურებელს და მათ შორის მათ მომხრეებსაც აჩვენა, რასთან გვაქვს საქმე. რიგ შემთხვევაში არაადეკვატურ ადამიანებთან გვაქვს საქმე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანებთან, რომლებიც მოწყვეტილი არიან საერთოდ რეალობას და არაადეკვატურები არიან. მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ღირებულება დაკარგულ ადამიანებთან, რომლებისთვისაც სამაგალითო არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი მდგომარეობა. მესამე, მას შემდეგ, რაც ეთერიც დაეთმოთ, სტუდიაშიც იყვნენ და მათი ქცევა იქ ვნახეთ. მინიმუმ ის სტანდარტი მაინც დაიცავი, რომ წამყვანი ჰყავს გადაცემას და აცალე წამყვანს საუბარი და კითხვას უპასუხე. მაგრამ არა, იყო მითითება რა კითხვა უნდა დასვას ჟურნალისტმა, და რომელ კითხვაზე პასუხს რამდენი წუთი უნდა უსმინოს. ჩვეულებრივი პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე. ამიტომაც ისვრიან მაშხალებს და იმეტებენ ადამიანებს ზიანისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა