ყვარელში ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა

ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სკოლის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულია 16 ადამიანი, საიდანც 15 სკოლის მოსწავლეა, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.