ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს” – მოსამართლე

“ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს” – მოსამართლე

საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ნატო ხუჯაძეს, სასამართლო პროცესზე, პატიმრობაში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა, გელა ხასაიამ, უთხრა:
“მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ”,- განაცხადა ხასაიამ.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა:
„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს”
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დატოვა, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.