ფინეთმა რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენა სრულად აკრძალა

ფინეთის პარლამენტმა 11 აპრილს ერთხმად დაამტკიცა მთავრობის ინიციატივა, რომელიც რუსი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენას სრულად კრძალავს.

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა გადაწყვეტილებას ეროვნული ერთობის ნათელი მაგალითი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადაიდგა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ფართო მხარდაჭერა გამოხატა ამ ინიციატივის მიმართ. ეს მიგვანიშნებს, რომ ფინეთი არ დაუშვებს ქვეყნის სტაბილურობის შერყევას,” — განაცხადა ჰაკანენმა.

მისი თქმით, უშიშროებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე დაიწყება მთავრობის დადგენილების მომზადება, რომელიც განსაზღვრავს იმ ქვეყნებს, რომლებიც აწარმოებენ საომარ მოქმედებებს და შესაძლოა საფრთხეს უქმნიან ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჰაკანენიის განმარტებით, მზადდება დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს რეაგირება მოახდინოს იმ ქონებებზეც, რომლებიც უკვე შეძენილია და შესაძლოა შეიცავდეს რისკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა