არქივი21 თებერვალი, 2025, 14:11
"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ფეინოორდის" ახალი მწვრთნელი რობინ ვან პერსი იქნება და კლუბი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.
წარსულში ცნობილი ფორვარდი მიმდინარე სეზონში "ჰერენვენში" საკმაო წარმატებით მუშაობდა და საბოლოოდ, როტერდამელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.
"ფეინოორდში" სეზონი ბრაიან პრისკემ დაიწყო, რომელმაც "ლივერპულში" გადაბარგებული არნე სლოტი შეცვალა, მაგრამ პრისკე მალევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და როტერდამელებს დროებით პასკალ ბოსხარტი ავარჯიშებდა, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგიდან "მილანი" გამოაგდო.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.