არქივი21 თებერვალი, 2025, 12:54
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

შოტლანდიის პრემიერ ლიგის ბინადარმა "მოზერვილმა" გვაუწყა, რომ კლუბის ახალი მწვრთნელი 44 წლის გერმანელი სპეციალისტი მიშელ ვიმერი გახდა.
ჩვენთვის ეს ყოველივე საინტერესო იმითაა, რომ შოტლანდიელებს ორი კანდიდატურა ჰყავდათ და ვიმერთან ერთად თემურ ქეცბაიას ვარიანტიც განიხილებოდა, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ გერმანელზე შეჩერდა.
გუნდის ახალმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ კლუბის სათამაშო სტილს მოერგება, ხელმძღვანელობასთან ძალიან დადებითი საუბარი ჰქონდა და ახალი სამუშაოს დაწყებას მოუთმენლად ელის.
· მარაო
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.