არქივი17 თებერვალი, 2025, 18:55
"ჯვაროსნების" მეტოქის მწვრთნელი გაირკვა - სომხეთის ნაკრებს ჯონ ვან ტ'სხიპი ჩაუდგა სათავეში

14 ოქტომბერს გადაყენებული უკრაინელი ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად, სომხეთის ნაკრების მწვრთნელად 61 წლის ნიდერლანდელი ჯონ ვან ტ'სხიპი დანიშნეს.
ტ'სხიპს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მუშაობას 1-ელი მარტიდან შეუდგება. ის ბოლოს"აიაქსს" ედგა სათავეში, სადაც მაშინ გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა, იქამდე კი საბერძნეთის ნაკრების თავკაცი იყო.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთის ეროვნულ გუნდთან ბრძოლა მოუწევს. "ჯვაროსნები" პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად ჩაატარებენ, საპასუხოს კი - 23 მარტს სახლში.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.