არქივი26 ნოემბერი 2024, 22:37
უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.