ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო

უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო

უკრაინამ მიიღო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკრაინული წარმოების თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება ფრონტის ხაზზე. ეს მიწოდება, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა და რომელიც დაფინანსებული ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ, წარმოადგენს პირველ ტრანშს ისტორიული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით“, - წერს მინისტრი.
მისი განცხადებით, უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა და ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
„უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა. ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენი ვალდებულება მტკიცე და ურყევია. ამჟამად, უკრაინა ამზადებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შემდეგ პარტიას ლიეტუვის მეორე ტრანშის ფარგლებში, იმავე ოდენობით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად“,- წერს დოვილე შაკალიენე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.