არქივი13 თებერვალი 2025, 14:25
უკვე მეორედ - ტრუბინმა გოლოვინს ხელი კვლავ არ ჩამოართვა

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "მონაკომ" "ბენფიკა" მიიღო და 0:1 დამარცხდა.
მატჩის დაწყების წინ ლისაბონელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტრუბინმა ფეხბურთელების მისალმებისას მასპინძელთა რუს ნახევარმცველ ანდრეი გოლოვინს ხელი არ ჩამოართვა.
ტრუბინმა ასეთი რამ უკვე მეორედ გააკეთა. მან მსგავს საქციელს პირველად გასული წლის ნოემბერში მიმართა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, მისმა გუნდმა გასვლაზე "მონაკო" 3:2 დაამარცხა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.