არქივი6 თებერვალი 2025, 11:08
ტრამპმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერ სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა.
„ამ განკარგულებით ქალების სპორტთან ომი დასრულებულია“, - განაცხადა ტრამპმა.
ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებასაც იმ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.