ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი მოითხოვს, რომ პანამისა და სუეცის არხების ადმინისტრაციებმა გააუქმონ მოსაკრებლები აშშ-ის გემებისთვის

ტრამპი მოითხოვს, რომ პანამისა და სუეცის არხების ადმინისტრაციებმა გააუქმონ მოსაკრებლები აშშ-ის გემებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ პანამისა და სუეცის არხების ადმინისტრაციებმა გააუქმონ მოსაკრებლები აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო ხომალდებისა და სამოქალაქო გემებისთვის. ეს განცხადება ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააკეთა.
„ამერიკულ გემებს – როგორც სამხედრო, ისე კომერციულს – უნდა მიეცეთ პანამისა და სუეცის არხებში გავლის უფლება საფასურის გადახდის გარეშე! ეს არხები არ იარსებებდა აშშ-ის გარეშე. მე ვთხოვე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაუყოვნებლივ გაერკვიოს ამ სიტუაციაში და წარმომიდგინოს მოხსენებითი ბარათი“, – წერს ტრამპი.
ტრამპი მეორედ გაპრეზიდენტებამდეც აქტიურად გამოთქვამდა უკმაყოფილებას პანამის არხის ხელმძღვანელობის მიმართ. ის მოითხოვდა ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას და აშშ-თან მეტ თანამშრომლობას.
ცოტა ხნის წინ პანამის არხში განლაგებული პორტების ოპერატორმა, ჰონგ კონგის კომპანიამ Hutchison Holdings-მა განაცხადა, რომ აპირებს ეს პორტები ამერიკულ კონსორციუმს მიჰყიდოს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.