სერგო ჩიხლაძე – მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის გარდა – ივანიშვილის პრაგმატული გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ დაისადგუროს.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა.
„მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით ბიძინა ივანიშვილს ორი მიზნის მიღწევა სურს. ერთი, ქართველი ხალხის დამცირება, უიმედობის დანერგვა ხალხში, დათრგუნულობა, რომ ადამიანებმა ხელი ჩაიქნიონ ყველაფერზე და ამ უიმედო მდგომარეობას შეეგუონ. მეორე, დასავლეთისგან დისტანცირება და ქვეყნის კიდევ უფრო იზოლირება დასავლური სამყაროსგან.
ჯერ ერთი „ქართულ ოცნებას“ არავინ აღიარებს ხელისუფლებად და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა. ამიტომ ივანიშვილის ძალიან პრაგმატული გათვლაა, რომ მოხდეს საქართველოს სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ, დათრგუნულობამ დაისადგუროს. ფიქრობს, ასე უფრო ადვილად დაიმორჩილებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ