საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 0,3 ქულა დაკარგა, თუმცა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითეჯ ფაუნდეიშენი“ ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველომ 0,3 ქულა დაკარგა, თუმცა 35-დან 32-ე პოზიციაზე გადაინაცვლა – სხვა ქვეყნების მიერ ქულების დაკარგვის გამო.
წლევანდელ რეიტინგში საქართველომ 68,4 ქულა მიიღო. შედარებისთვის, 2023 წელს – 68,7 ქულა. ასევე, რეგიონში საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა.
ჯამში, 12 კატეგორიაში, რომელსაც ორგანიზაცია აფასებს, საქართველომ შემდეგი ქულები მიიღო:
· საკუთრების უფლებები – 53,3
· სასამართლო სისტემის ეფექტიანობა – 54,8
· მთავრობის სანდოობა – 61,1
· საგადასახადო ტვირთი – 89,1
· მთავრობის მიერ ბიუჯეტის ხარჯვა – 69,6
· ფისკალური ჯანსაღობა – 39,9
· ბიზნესის თავისუფლება – 74,4
· შრომის თავისუფლება – 63
· მონეტარული თავისუფლება – 69,3
· ვაჭრობის თავისუფლება – 86,4
· ინვესტიციების თავისუფლება – 80
· ფინანსური თავისუფლება – 60
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.