“სასტიკად შევცდი” – რას წერს დავით ზურაბიშვილი ლევან იოსელიანზე –

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
საერთოდ, სახალხო დამცველები საქართველოში საქმიანობის დასაწყისისას უფრო ფრთხილები და ლოიალურები იყვნენ ხოლმე ხელისუფლების მიმართ და შემდგომ პროცესში ბევრად კრიტიკულები და თამამები ხდებოდნენ, რადგან ომბუდსმენის ინსტიტუტი თავისი არსით არის ხელისუფლების ოპონენტი ადამიანის უფლებების სფეროში. თუ ომბუდსმენი მეტ-ნაკლებად მაინც პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, სხვანაირად შეუძლებელია პირადად ჩემზე, ლევან იოსელიანი, როგორც დეპუტატი არ ტოვებდა ცუდ შთაბეჭდილებას. ამიტომ ცოტა ზედმეტად სუბიექტურად და გადაჭარბებულად მიმაჩნდა ის ნეგატიური რეაქცია, რაც მის დანიშვნას მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ თუ მას საერთოდ სურდა მორალური რეპუტაციის შენარჩუნება, ადრე თუ გვიან მოუწევდა ხელისუფლებასთან დაპირისპირება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ კი არა, სასტიკად შევცდი. არ ვიცი რა კომპრომატი აქვს ხელისუფლებას ამ ადამიანზე ან რა ვალი აქვს თავად იოსელიანს ამ ხელისუფლების, მაგრამ ასეთი კატასტროფა სახალხო დამცველი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. სულ პირველი ომბუდსმენი რომ გვყავდა 90-იანებში, მილიციის გენერალი დავით სალარიძე, ისიც კი გაცილებით ადეკვატური იყო იოსელიანთან შედარებით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა. ბოლო დრომდე ვიმედოვნებდი, რომ ამდენი უბედურების შემხედვარეს, მოთმინების ფიალა მაინც აევსებოდა და თავის სახელს დაარქმევდა იმ უმსგავსოებას, რასაც ხელისუფლება სჩადის სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა მიმართ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი! მას შემდეგ კი, რაც მან დიანა ტრაპაიძესთან ილაპარაკა და პლუს კიდევ შალვა რამიშვილს შესჩივლა მეგობრულად თუ როგორ ჩაგრავენ ლიბერალი ფაშისტები, ვფიქრობ მხოლოდ ერთადერთი სამსახური შეუძლია გაუწიოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს – გადადგეს თანამდებობიდან. მართალი გითხრათ არც ამის იმედი არა მაქვს და უფრო ის მგონია, რომ გაჯიუტების ამბავში მთლად მამუკა მდინარაძეს თუ არა, გია აბაშიძის ტიპის რომელიმე სახელისუფლებო ექსპერტს მაინც დაემსგავსება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხარული ვიქნები თუ შევცდები.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…