“სანიტარიული ნორმების დარღვევა, გაურკვეველი საღებავის გამოყენება” – სურსათის სააგენტო თევზის საწარმოები შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოების კონტროლის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულ 200-მდე თევზი საწარმოდან მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნესოპერატორთან. გარდა ამისა, გამოვლინდა სხვა სახის კრიტიკული შეუსაბამობებიც.
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები – ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს.
“სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და თევზის სარეალიზაციო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს. დღეისათვის, სახელმწიფო კონტროლი ჩატარებულია 200-მდე ობიექტში. თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, აუცილებელია სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანა. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ბიზნესოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის რეალიზება და ევალება სურსათის ბაზრიდან ამოღება-გამოთხოვა.
“საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა, აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა”, – აცხადებენ სააგენტოში.
18 ნოემბერს, “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომელიც საქართველოში თევზის საწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, შეღებილ კალმახს ორაგულად ასაღებენ, პიგმენტით გაწითლებულ ხიზილალას კი ორაგულის ხიზილალად.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)