პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა

დუდა სანაძის "ესპეროსმა", რომელიც საბერძნეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს, პრინციპული მატჩი წააგო. ესპეროსელები სტუმრად შეხვდნენ ლიგის აუტსაიდერ "ნიარ ისტს" და 61:87 წააგეს.
ქართველი ლეგიონერი ესპეროსელთა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სანაძე გახლდათ ერთადერთი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სანაძის შემდეგ "ესპეროსში" 8-8 ქულა ჰქონდათ ანდრეა ცუმანისს და გეორგიოს გარეზოსს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.