ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს

სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს

მარჯვენა სანაპიროზე აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს.

კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ვიდეომასალაში ასევე ჩანს კიდევ ერთი უცხო პირი, რომელიც გაშიფვრის შემდეგ იარაღს ჩანთიან იღებს და იმუქრება.

თავდამსხმელები მარტივად იდენტიფიცირებადი არიან, რადგან სახეზე ნიღაბი არ უკეთიათ. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებში ისმის გასროლის ხმაც.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მარჯვენა სანაპიროზე გამაგრებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს ე.წ. რობოკოპები დაედევნენ.

ვიდეო იხილეთ 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.