სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე "პოსტი" განათავსა წარწერით: გეგმა - ახალი არჩევნები, რომლის შინაარსიც შემდეგნაირად გამოიყურება:
1. არჩევნების პირობების დაწესება;
2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, “რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.